წავიკითხოთ ილია ჭავჭავაძე
საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლა და "ახალი ეკონომიკური სკოლა-საქართველო" წარმოგიდგენთ კოლოქვიუმების ციკლს "წავიკითხოთ ილია ჭავჭავაძე".
ღონისძიებებს გაუძღვება "ახალი ეკონომიკური სკოლა-საქართველოს" მკვლევარი გიორგი ჩხიკვაძე.
ციკლის ფარგლებში გაიმართება 6 შეხვედრა.
კურსში მონაწილეობის მისაღებად შერჩეულ სტუდენტებს წინასწარ დაურიგდება საკითხავი მასალა ილია ჭავჭავაძის შემოქმედებიდან, რომლის განხილვაც მოხდება შეხვედრების ფარგლებში.
წარმატებული სტუდენტები მიიღებენ შესაბამის სერთიფიკატს.
კურსის ფარგლებში ილია ჭავჭავაძის შემოქმედებიდან მოხდება შემდეგი თემების განხილვა:
1. სახელმწიფო მმართველობა და ადგილობრივი თვითმმართველობა;
2. ეკონომიკური განათლების მნიშვნელობა - ეკონომიკა საზოგადოების უპირველესი საზრუნავი;
3. სპეციალიზაციის მნიშვნელობა - სოფლის მეურნეობის განვითარების პრობლემა;
4. ფული, ფინანსები, კრედიტი და საბანკო საქმე;
5. ევროპული ეკონომიკური ფასეულობები, გლობალიზმი და ეკონომიკური პოლიტიკა;
6. თავისუფალი ვაჭრობა და ინვესტიციები;
მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირება შეუძლია ნებისმიერი უნივერსიტეტის სტუდენტს. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 19 თებერვალი.
ადგილები შეზღუდულია.
დაწყების თარიღი | 26 აპრილი, 2018 - 7:00 pm |
რეგისტრირებულია | 0 |