pdfგარემოსდაცვითი გამოწვევების საბაზრო გადაწყვეტილება საქართველოსთვის

 

დოკუმენტი მომზადებულია „ახალი ეკონომიკური სკოლა-საქართველოს“ მიერ
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის
სამხრეთ კავკასიის ოფისის ფინანსური მხარდაჭერით.
 
This paper is done by New Economic School-Georgia by the financial support of Friedrich Naumann Foundation for Freedom South Caucasus office
 
 

ანოტაცია

საქართველო მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი გამოწვევების წინაშე დგას, რომლებიც ადამიანის საქმიანობას და კლიმატის ცვლილების მიერ გამოწვეულ შედეგებს უკავშირდება. ბუნებრივი კატასტროფები, წყალდიდობები, წყალმოვარდნები, მეწყერი და სხვა ბუნებრივი მოვლენები. ამასთან, ენერგეტიკული, სამრეწველო და ნარჩენების მართვის პროცესები, რომლებიც კლიმატის ცვლილებს უკავშირდება ქმნის ერთიან ციკლს რომლის მართვა და განკარგვა განაპირობებს მთლიანად გარემოსდაცვით გამოწვევებზე  პასუხებს.

საქართველოს უნიკალურ ბიომრავალფეროვნებას ცვლის როგორც კლიმატის ცვლილება, ასევე ბუნებრივი რესურსების მოხმარება, გარემოს დაცვის საკითხებში თანმიმდევრული პოლიტიკის ნაკლებობა, ურბანული განვითარებისა და ნარჩენების მართვის თანამედროვე მოდელების დანერგვის შეფერხება და გარემოსდაცვით საკითხებში საზოგადოებრივი ცნობიერების დაბალი დონე გადაჭრით შეიძლება ჩაითვალოს უმთავრეს გამოწვევად გარემოსდაცვითი პრობლემების მრავალფეროვნებაში.

მაგალითისთვის, ენერგეტიკის სექტორში საქართველოს მიზანია გრძელვადიანი ენერგეტიკული უსაფრთხოების მიღწევა, თუმცა ქვეყანა კვლავ დამოკიდებულია იმპორტირებულ რესურსებსა და წიაღისეულ  საწვავზე. ამასთან პრობლემად რჩება განახლებადი ენერგიის არასაკმარისი გამოყენება და ენერგორესურსების ნაკლებ ეფექტიანი მოხმარება და წარმოება.

აქედან გამომდინარე, აუცილებელია გარემოსდაცვითი კვლევების შედეგად გამოკვეთილი პრობლემების და გამოწვევების აღმოფხვრის თუ პრევენციის პროცესები განხილულ იქნას სხვადასხვა მიდგომით. ეს შეიძლება გულისხმობდეს ტრადიციული და აპრობირებული გარემოსდაცვითი მექანიზმების ცვლილებებს, იქნება ეს ინოვაციური ტექნოლოგიები, კონსერვაცია  და მართვა თუ მთლიანად გარემოსდაცვით გამოწვევებზე რეაგირების უფლება-მოვალეობის ლეგიტიმაციის მკაცრი მონოპოლიზაცია.

რა შეიძლება იგულისხმებოდეს გარემოსდაცვით გამოწვევებზე რეაგირების უფლება-მოვალეობების ერთის მხრივ მონოპოლიზაციაში და მეორეს მხრივ ანტიმონოპოლიზაციაში შევეცდებით აღვწეროთ ამ გზამკვლევის დახმარებით.

 

გარემოსდაცვითი გამოწვევები მსოფლიოში

გარემოს გლობალური გამოწვევები, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, ბიომრავალფეროვნების შემცირება, ბუნებრივი რესურსების ჭარბი გამოყენება და გარემოსა ჯანმრთელობის საკითხი მჭიდროდ არის დაკავშირებული ეკონომიკურ კეთილდღეობასთან, მდგრად ეკოსისტემასთან, რესურსების დაცვასთან და პოლიტიკური სტაბილურობის საკითხთან.

მსოფლიოში დღეს სხვადასხვა ტიპის გარემოსდაცვითი გამოწვევა არსებობს, მათგან რამდენიმე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათი მასშტაბებიდან გამომდინარე.

ერთ-ერთი მნიშვნელოვან გამოწვევას გარემოსთვის წარმოადგენს საკვების ნარჩენები.  მსოფლიოში საკვების მესამედი, 1.3 მილიარდი ტონა, რაც ადამიანებისთვის არის განკუთვნილი იკარგება.  ამ მოცულობის საკვები საკმარისია 3 მილიარდი ადამიანის გამოსაკვებად.  საკვების ნარჩენები ყოველწლიურად 4.4 გიგატონა სათბური გაზების ემისიას ახდენს.  მათი გამოყოფა განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებში სხვადასხვა ეტაპზე ხდება. განვითარებად ქვეყნებში  საკვების ნარჩენების 40%-ის გამოყოფა ხდება მოსავლის აღების ან გადამუშავების პერიოდში, ხოლო განვითარებულ ქვეყნებში ნარჩენების 40% გამოიყოფა საცალო გაყიდვის ან მოხმარების დროს.

საცალო ვაჭრობის დროს საკვების ნარჩენების გამოყოფა ხდება საკვების ესთეტიკიდან გამომდინარე. ამერიკაში საკვების 50%-ზე მეტის გადაყრა ხდება მხოლოდ იმ მიზეზით რომ მომხმარებლისთვის ნაკლებად ესთეტიკურად შეიძლება გამოიყურებოდეს. ჯამში კი ეს პროცესი იწვევს მილიარდობით ტონა ნარჩენის დაგროვებას გარემოში, რაც სერიოზულ პრობლემას უქმნის ეკოსისტემას.

გარემოსთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გამოწვევა მსოფლიოში არის, ასევე, ბიომრავალფეროვნების შემცირება. ბუნების მსოფლიო ფონდის მონაცემებით ძუძუმწოვრების, თევზების, ფრინველების, ქვეწარმავლების და ამფიბიების პოპულაციის ზომა 1970-2016 წლებში საშუალოდ 68%-ით შემცირდა. ხმელეთის ცხოველის 500-ზე მეტი სახეობა გადაშენების პირასაა და სავარაუდოდ დაიკარგება 20 წლის განმავლობაში. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ადამიანების მხრიდან ბუნების არაგეგმიური გამოყენება რომ არა, ცხოველების ასეთი სისწრაფით გადაშენებას არა 20, არამედ ათასობით წელი დასჭირდებოდა. ასევე, მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება პლასტმასის ნარჩენები. ამჟამად, დაახლოებით 11 მილიონი ტონა პლასტმასი ყოველწლიურად აღწევს ოკეანეებში, რაც ზიანს აყენებს ველურ ბუნებას და მათში მცხოვრებ ცხოველებს. დარგის სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ აღნიშნული 2040 წლისთვის გაიზრდება 29 მილიონ ტონამდე წელიწადში. აღსანიშნავია, რომ გადაუმუშავებელი პლასტმასის ნარჩენის დაშლას 400 წელი სჭირდება. შესაბამისად, პლასტმასის ნარჩენებთან მიმართებით საქმე გვაქვს მასშტაბურ გამოწვევასთან. ასევე , ტყეების გაჩეხვა და ჰაერის დაბინძურება გარემოსთვის აქტუალურ პრობლემად რჩება. ყოველ წუთს იჩეხება 20 ფეხბურთის მოედნის ხელა ტყე და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ცნობით ყოველწლიურად 4,2-დან 7 მილიონამდე ადამიანი იღუპება ჰაერის დაბინძურებისგან.

გლობალური დათბობა 21-ე საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად ითვლება, ვინაიდან იგი დაკავშირებულია ისეთ საკითხებთან, როგორიცაა:  სოციო-ეკონომიკური, გარემოსდაცვითი და ადამიანის სიცოცხლე. გლობალური დათბობა დაკავშირებულია ატმოსფეროში სათბურის აირების გამოყოფასთან. დედამიწის ატმოსფერო ძირითადად ჟანგბადის და აზოტის აირებისაგან შედგება, რომლებიც სათბურის აირებს არ განეკუთვნება. სათბურის ეფექტს ატმოსფეროს სხვა დანამატები იწვევს. სითბური გამოსხივების ძირითადი შთანმთქმელები დედამიწის ატმოსფეროში არიან: წყლის ორთქლი (H2O), ნახშირორჟანგი (CO2) და ოზონი (O3). მნიშვნელოვანი შთანთქმის უნარი აქვთ აგრეთვე მეთანს (CH4), აზოტის ჟანგს (NO2) და ქლორფტორნახშირწყალბადებს, თუმცა მათი კონცენტრაცია ატმოსფეროში ნაკლებია.

გაერო-ს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის გლობალური კლიმატის 2020 წლის ანგარიშის თანახმად, 2019 საშუალო წლიური ტემპერატურა 1,2 გრადუსი ცელსიუსით მეტი იყო, ვიდრე წინა ინდუსტრიულ პერიოდში, ანუ 1850 – დან 1900 წლამდე პერიოდში.  გლობალური დათბობა გავლენას ახდენს როგორც ადამიანის ცხოვრებაზე ასევე გარემოზეც, გაზრდილი ტემპერატურის გამო დნება ყინული, ხშირია ხანძრები, ცხოველები გადაშენების პირას არიან და ა.შ.

ასევე, სოფლის მეურნეობა არის მდგრადი გარემოს მნიშვნელოვანი ნაწილი. კვლევებით დგინდება რომ მსოფლიოში სათბური აირების მესამედი სწორედ კვების სექტორი წარმოქმნის, რომელთაგან 30% მოდის მეცხოველეობასა და მეთევზეობაზე. მეცნიერები და გარემოსდამცველები ამ კუთხით მუდამ გასცემენ რეკომენდაციებს რომ ჯანსაღი კვების პოპულარიზაცია მოხდეს, რათა ამ გზით ნახშირბადის გამოყოფა შემცირდეს.

გარემოსდაცვითი გამოწვევები მსოფლიოში დღითიდღე აქტუალური ხდება, არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია მუშაობს დღეს , რომ შემსუბუქდეს გარემოსთან დაკავშირებული თითოეული გამოწვევა. 2015 წლის 25 სექტემბერს გაერთიანებული ერების (გაეროს) 193 წევრი ქვეყანა შეთანხმდა მდგრადი განვითარების დღის წესრიგის დოკუმენტზე, სათაურით -„ჩვენი სამყაროს გარდაქმნა: 2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისათვის“. ინიციატივა მიზნად ისახავს მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ცხოვრების დონის ხარისხის ზრდას, სიღარიბისა და შიმშილის აღმოფხვრის, კლიმატის და  ბუნებრივი რესურსების დაცვის, ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისა და  მშვიდობიანი და სამართლიანი საზოგადოების დამკვიდრების გზით.

აღნიშნული შეთანხმების თანახმად, თითოეულმა ქვეყანამ 2030 წლამდე უნდა გაატაროს რეფორმები მდგრადი განვითარების  17 მიზნის შესასრულებლად. მდგრადი განვითარების 17 მიზნიდან მე-6, მე-7, მე-11, მე-13 , მე-14 და მე-15 მიზანი სწორედ გარემოს და ეკოლოგიურ საკითხებს ეთმობა.  გაერთიანებული ერები პასუხიმგებლობას იღებს, რომ დაიცავს პლანეტას დეგრადაციისგან მდგრადი მოხმარებით, რესურსების მდგრადი ხარჯვითა და კლიმატის ცვლილების მიმართ დროული ზომების შემოღების გზით, რათა შეინარჩუნოს პლანეტა მომავალი თაობებისთვის. 

გარემოს დაცვასთან მიმართებით გაეროს 2030 წლის მოლოდინი შემდეგნაირია: 2030 წლისთვის პლანეტის თითოეული მცხოვრებისთვის იქნება შესაძლებელი სუფთა წყალზე წვდომა, ენერგოეფექტურობის გლობალური ტემპი გაორმაგდება, უზრუნველყოფილი იქნება სანდო და ეფექტური ენერგიის წყარო ყველასთვის, უზრუნველყოფილი იქნება ყველასთვის ადეკვატური და უსაფრთხო საცხოვრებელი, შემცირდება თითოეული ქალაქის გავლენა გარემოსა და ჰაერის დაბინძურებაზე, მოხდება ნარჩენების ადეკვატური მართვა,  კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული თითოეული კატასტროფის მიმართ ქალაქები უფრო მდგრადი გახდება,  განვითარებული ქვეყნების მიერ ყოველწლიურად 100 მილიარდი იქნება მობილიზებული, რათა თავიდან იქნეს აცილებული კლიმატის ცვლილებით გამოწვეული პრობლემები, შეწყდება ოკეანეების დაბინძურება, უზრუნველყოფილი იქნება ხმელეთისა და მტკნარი წყლების რესურსების მდგრადი გამოყენება, რათა არ მოხდეს ტყეების გაჩეხვა და მწვანე საფრის განადგურება. საბოლოოდ, გაერთიანებულმა ერებმა 2030 წლისთვის უნდა უზრუნველყოს გარემოსდაცვითი მსოფლიო გამოწვევების შემსუბუქება და რიგ შემთხვევებში პრევენცია მსოფლიოს მასშტაბით. (UN, 2021) აღნიშნული მიზნებიდან, უმეტესობა საკმაოდ ამბიციურ და შეუძლებელ მიზნად არის მიჩნეული, თუმცა გაერო კვლავ აქტიურად განაგრძობს მუშაობას ამ მიმართულებით.

გარემოს დაცვასთან მიმართებით, ასევე მნიშვნელოვანია პარიზის კლიმატის შეთანხმება. 2015 წლის 12 დეკემბერს, პარიზში 195 ქვეყნის წარმომადგენელი შეიკრიბა და პირველი უნივერსალური კლიმატის ხელშეკრულება — პარიზის შეთანხმება დაამტკიცა, რომლის მიზანიც გლობალური დათბობის ყველაზე ცუდი შედეგების თავიდან აცილებაა. შეთანხმებაში დღეს 197 ქვეყანაა. მათგან 190-მა თავიანთი მხარდაჭერა ოფიციალურად გააფორმა. თუმცა მასში ჯერჯერობით არ გაწევრიანებულან ატმოსფეროს ისეთი მნიშვნელოვანი დამაბინძურებელი ქვეყნები, როგორებიც არიან ირანი, თურქეთი და ერაყი. სახელმწიფოები შეთანხმდნენ, რომ 2050 წლამდე დედამიწაზე გლობალური ტემპერატურის ნაზარდი, ინდუსტრიულ რევოლუციამდელ დონესთან შედარებით, 2 გრადუსით შეიზღუდებოდა და არ გადააჭარბებდა 1.5 გრადუს ცელსიუსს.

შეთანხმების ფარგლებში მეტი ვალდებულება ეკისრებათ განვითარებულ ქვეყნებს, რომლებზეც ატმოსფეროს დაბინძურების ყველაზე დიდი ნაწილი მოდის. რაც შეეხება განვითარებად ქვეყნებს, რომლებიც ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ატმოსფეროში სითბური აირების გამოყოფაში, უნდა მოხდეს მათი ხელშეწყობა, რათა სამომავლოდ მათაც სათბური აირების შემცირება მოახდინონ.

ამჟამინდელი მონაცემებით, დარგის ექსპერტები თვლიან რომ მიზანი ვერ იქნება მიღწევადი და ტემპერატურა  ინდუსტრიული რევოლუციის პერიოდში არსებული ტემპერატურაზე 3 გრადუსით მოიმატებს, რაც ერთგვარ წინაპირობას წარმოადგენს კატასტროფული წყალდიდობების, გვალვის, ჰაბიტატების დაკარგვისა და ოკეანის დონის მატებისთვის.

გარემოს დაცვასთან მიმართებით ასევე მნიშვნელოვანია გარემოსდაცვითი  პირველი საერთაშორისო ხელშეკრულება - კიოტოს პროტოკოლი, რომელიც 1997 წელს დამტკიცდა. პროტოკოლმა, რომელიც ძალაში 2005 წელს შევიდა, ემისიების შემცირების სავალდებულო მიზნები მხოლოდ განვითარებული ქვეყნებისთვის დააწესა იმ მოსაზრების საფუძველზე, რომ დედამიწის ატმოსფეროში სათბურის აირების უდიდეს ნაწილზე სწორედ ისინი იყვნენ პასუხისმგებელნი და დარღვევის შემთხვევაში მათზე ჯარიმები წესდებოდა. თუმცა ხელშეკრულება არ აღმოჩნდა ეფექტური და ემისიების მხოლოდ მცირე ნაწილი მოიცვა.

2021 წელს ჩატარდა 26-ე კონფერენცია (COP 26) გლაზგოში, რომლის მიზანიც იყო პარიზის შეთანხმების ფარგლებში მიღწეული შედეგების შეფასება და ქვეყნების წახალისება. კონფერენციაზე გეგმები  საკმაოდ ამბიციური იყო , თუმცა მხარეები ჯერ კიდევ ვერ შეთანხმდნენ ზუსტად რა მექანიზმებით შეიძლება იქნას მიღწეული ემისიების დაგეგმილ მაჩვენებლამდე შემცირება.

გამომდინარე იქედან , რომ პრობლემის გადაჭრა საერთო ძალისხმევით ვერ მოხერხდა, 2021 წელს სამიტზე გაკეთდა რეკომენდაცია, რომ ქვეყნებს შეუძლიათ დამოუკიდებლად განახორციელონ, შეთანხმების გარეთ თავიანთი პროექტების ემისიების შემცირების მიზნით და ეს როგორც მათ ეროვნულ გეგმად ისე მიიჩნიონ.

ფაქტია, გარემოსდაცვითი გამოწვევების ცენტრალიზებულად მოგვარება საკმაოდ დროში გაწელილი პროცესია ან საერთოდ ამბიციური და შეუძლებელია. ამიტომ, თითოეულ ქვეყანას ვალდებულია დღეს საკუთარი პასუხიმგებლობა აიღოს გარემოსდაცვით გამოწვევებთან მიმართებით, რათა თავიდან იქნეს არიდებული, შემდგომი გლობალური თუ ლოკალური კატასტროფები.[1]

გარემოსდაცვითი გამოწვევები საქართველოში

საქართველო, როგორც გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის, კიოტოს ოქმის და პარიზის შეთანხმების  მონაწილე მხარე-სახელმწიფო, ვალდებულია, გაითვალისწინოს აღნიშნული საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული პრინციპები და განახორციელოს ეროვნულ დონისთვის განკუთვნილი  წვლილით (NDC) ნაკისრი ვალდებულებები.

აღნიშნული და სხვა საერთაშორისო შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებების ადგილობრივ დონეზე აღმასრულებლის პასუხისმგებლობა აკისრია საქართველოს სახელმწიფოს, შესაბამისად პასუხისმგებლობა რომელიც სახელმწიფოს აქვს აღებული გლობალური გამოწვევების წინაშე, ტოლფასია საკუთარი მოქალაქეების წინაშე ნაკისრი ვალდებულებების, რაც თავის მხრივ განაპირობებს პასუხისმგებლობას როგორც წარსულში განხორციელებულ ქმედებებზე, ისე მიმდინარე გარემოსდაცვით პროექტებზე და მომავლის სტრატეგიულ გეგმებზე.[2]

აღნიშნული ვალდებულებები და გეგმები ასახულია საქართველოს კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა („კლიმატის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა“ - CSAP, „კლიმატის სამოქმედო გეგმა“ - CAP) წარმოადგენს კლიმატის ცვლილების შერბილების მიმართულებით, ეროვნულ დონეზე დასახული მიზნების მიღწევის კოორდინირებული ძალისხმევის დაგეგმვისა და განხორციელების მექანიზმს.

კლიმატური სისტემის კომპონენტების სიღრმისეულ ცვლილებას სათბურის აირების შეუფერხებელი გაფრქვევები  იწვევს. გლობალური კლიმატის ცვლილების შესახებ ადგილობრივად ჩატარებული კვლევებით, გამოწვეული შედეგების ანალიზი აჩვენებს, რომ გასული საუკუნის ბოლოდან დასავლეთ საქართველოში საშუალო ტემპერატურის მატებამ და ნალექების რეჟიმის ცვლილებამ ტყის ეკოსისტემაზე გარკვეული გავლენა იქონია. აღმოსავლეთ საქართველოში კი სითბური ტალღებისა და განსაკუთრებით ცხელი დღეების ფონზე გაზრდილია ტყის ხანძრების ინტენსივობა და მავნებლების გავრცელება. კლიმატის ცვლილების ერთ-ერთი ყველაზე ნეგატიური ზეგავლენა გამოიხატება გვალვის გახშირებაში, წყლის რესურსების კლებასა და მიწის დეგრადაციაში (ფიზიკური და ქიმიური გამოფიტვა, ეროზია, დამლაშება და სხვ.)

საქართველოში  კლიმატის ცვლილების გამოვლინება განსაკუთრებით მწვავედ აისახება სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, ენერგეტიკის  და ეკონომიკის სექტორებზე. შესაბამისად, კლიმატის ცვლილება საფრთხეა ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის.

საქართველოში კლიმატის ცვლილების პოლიტიკის უმთავრესი გამოწვევებია:

  • · კლიმატის ცვლილების გამომწვევი სათბურის აირების გაფრქვევის შემცირება,
  • · ქვეყნის საადაპტაციო პოტენციალის გაზრდა და გამჭვირვალე ანგარიშგების სისტემის განვითარება.

კლიმატის ცვლილების შერბილების მიზნების განსახორციელებლად საქართველოს კლიმატის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა სათბურის აირების შემცირების კონკრეტულ მიმართულებებსა და ნაბიჯებს განსაზღვრავს, რომლებიც საქართველოს ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარებას იმ მიმართულებით შეუწყობს ხელს, რომელიც კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში ქვეყანას მის მიერ აღებული საერთაშორისო  ვალდებულებებისა და ეროვნული ამბიციების წარმატების გზაზე დააყენებს. ეს დოკუმენტი საქართველოს განახლებული ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის კლიმატის ცვლილების შერბილების ნაწილის განხორციელების ერთგვარი ხედვა და სამოქმედო გეგმაა.

კლიმატის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, 2030 წლისთვის, საქართველოში კლიმატის ცვლილების შესარბილებლად, სათბურის აირების (GHGs) ემისიების შემცირების მიზნების მიღწევის გზებს ადგენს. ეს მიზნები განსაზღვრულია გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (UNFCCC) პარიზის შეთანხმების მიმართ, „საქართველოს განახლებულ ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის“ დოკუმენტში (NDC). კლიმატის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა განსაზღვრავს სათბურის აირების ემისიების შემცირების გრძელვადიან ხედვას 2030 წლისთვის და დაგეგმილ კონკრეტულ აქტივობებს. 2017 წელს, პარიზის შეთანხმების დამტკიცების შედეგად, საქართველო შეუერთდა შეთანხმების მონაწილე 191 ქვეყანას და განაცხადა მზაობა, რომ პარიზის შეთანხმების მიზნების მისაღწევად, საკუთარ წვლილს შეიტანდა, მათ შორის, გლობალური საშუალო ტემპერატურის ზრდის წინა ინდუსტრიულ დონესთან შედარებით მაქსიმუმ 2°C-მდე, საუკეთესო შემთხვევაში, 1.5°C-მდე შეზღუდვაში. NDC-ის მიზანია ეროვნული სათბურის აირების ემისიების 35%-თ შემცირება 1990 წელს დაფიქსირებულ მაჩვენებელთან შედარებით (მიწათსარგებლობა, ცვლილება მიწათსარგებლობას და სატყეო მეურნეობის (LULUCF) გარეშე),1 რაც გულისხმობს, რომ 2030 წლისთვის სათბურის აირების ემისიები 29.25 მგტ CO2 ეკვ.-ს არ უნდა აღემატებოდეს.[3]

საქართველოს გარემოსდაცვითი პოლიტიკა

საქართველოში გარემოსდაცვითი  სისტემის დანერგვის მცდელობა 90-იანი წლების ბოლოდან იწყება. გაცნობიერებულ იქნა რა გარემოსდაცვითი პრობლემების კომპლექსური ხასიათი და საერთაშორისო ორგანიზაციების და მეგობარი სახელმწიფოების რეკომენდაციები, ასევე ეკონომიკური განვითარების, ჯანდაცვისა თუ სოციალური კეთილდღეობის უზრუნველყოფის ღონისძიებებში გარემოსდაცვითი საკითხების ასახვის საჭიროება, 1996 წელს მიღებულ იქნა ჩარჩო კანონი „გარემოს დაცვის შესახებ“. ეს კანონი ითვალისწინებს ეროვნული მდგრადი განვითარების სტრატეგიის მომზადებას და ამ პროცესში წამყვან როლს გარემოს დაცვის სამინისტროს აკისრებს.

გარემოსდაცვითი პოლიტიკა გულისხმობს გარკვეულ ვალდებულებას  კანონების, წესების და პოლიტიკის სხვა მექანიზმების წინაშე გარემოსდაცვით და მდგრად განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებში.  ეს საკითხები  ზოგადად მოიცავს ჰაერის და წყლის დაბინძურებას, მყარი ნარჩენების მართვას, ბიომრავალფეროვნებას, ეკოსისტემების მართვას, ბიომრავალფეროვნების დაცვას, ბუნებრივი რესურსების დაცვას, ველურ და გადაშენების პირას მყოფი სახეობების დაცვას. გარემოსდაცვითი პოლიტიკის ნაწილია ასევე პოლიტიკა, რომელიც ეხება ენერგეტიკულ ან ტოქსიკური ნივთიერებების რეგულირებას,  პესტიციდებისა და მრავალი სახის სამრეწველო ნარჩენების ჩათვლით. ეს პოლიტიკა შეიძლება მიზანმიმართულად იქნას მიღებული ადამიანის ქმედებების განსაზღვრისა და თვალყურის დევნების მიზნით, რათა შეიქმნას პრევენციული ინსტიტუციური მექანიზმები ბიოფიზიკურ გარემოსა და ბუნებრივ რესურსებზე მავნე ზემოქმედების თავიდან ასარიდებლად და ამასთან, ასევე მოხდეს იდენტიფიცირება, რომ  ცვლილებები გარემოში არ ახდენს მავნე ზეგავლენას ადამიანზე.

1991 წლის შემდეგ მრავალი კანონი თუ კანონქვემდებარე აქტი იქნა მიღებული საქართველოში გარემოს დაცვის სფეროში. საქართველოს კონსტიტუცია, რომელსაც უპირატესი ძალა აქვს სხვა საკანონმდებლო აქტებთან მიმართებაში, ადგენს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სარგებლობის ზოგად წესებს. კანონი „გარემოს დაცვის შესახებ“ (1996) ქმნის ასევე ზოგად სამართლებრივ ჩარჩოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მართვის სფეროში.

გარემოსდაცვითი პოლიტიკის ფორმირება საქართველოში მრავალი საერთაშორისო ვალდებულებითაც ხდება. იმისათვის, რომ მოხდეს საქართველოს მიახლოება განვითარებულ საერთაშორისო საზოგადოებასთან, საქართველო ცდილობს დანერგოს საერთაშორისო დონეზე აღიარებული გარემოსდაცვითი მიდგომები და რეგულაციები, სადაც ეს შესაძლებელია. საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის თანახმად, „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ შეთანხმებას აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდა სახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ“.  ამის მიუხედავად, ვერ ხერხდება ყველა საერთაშორისო ვალდებულების სრულყოფილად განხორციელება.

ევროკავშირი-საქართველოს სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმა, რომელიც ეფუძნება ევროპის სამეზობლო პოლიტიკის დოკუმენტს, საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის სტრატეგიულ მიზნებს სახავს. სამოქმედო გეგმა დამტკიცდა ჯერ კიდევ 2006 წლის ნოემბერში ევროკომისიისა და საქართველოს მთავრობის მიერ და მისი განხორციელება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება საქართველოსათვის ევროპის ეკონომიკურ და სოციალურ სტრუქტურებში ინტეგრაციის თვალსაზრისით.

ამის შემდეგ, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ხელი მოეწერა ასოცირებულ შეთანხმებას, რომლის ერთ-ერთ საკითხს გარემოს დაცვის სფერო წარმოადგენს. ხელშეკრულება ითვალისწინებს მთელ რიგ ღონისძიებებს გარემოს დაცვის სფეროში, რომელთა განხორციელებაც ხელს შეუწყობს არა მარტო ადამიანისა და ეკოსისტემებისათვის შესაბამისი გარემო პირობების უზრუნველყოფას, არამედ გარემოსდაცვითი მმართველობისა და ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღების პროცედურების გაუმჯობესებას.

კლიმატის ცვლილების უარყოფით შედეგებთან ადაპტაციის შესაძლებლობის შესწავლისა და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით, საქართველო ამზადებს ადაპტაციის ეროვნულ გეგმას (NAP) განახლებული ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის საფუძველზე. კლიმატის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა განსაზღვრავს კლიმატის ცვლილების შერბილების სახელმწიფო პოლიტიკას შემდეგ სექტორებში:

  • · ენერგიის გენერაცია და გადაცემა;
  • · ენერგიის მოხმარება სატრანსპორტო სექტორში;
  • · ენერგიის მოხმარება შენობებში;
  • · ენერგიის მოხმარება მრეწველობაში და სამრეწველო პროცესები;
  • · სოფლის მეურნეობა;
  • · ნარჩენების მართვა;
  • · სატყეო მეურნეობა.

გარემოზე კლიმატის ცვლილების გავლენის შერბილების მიმართულებით ყველა სექტორთან დაკავშრებით არსებობს დეტალურად გაწერილი სტრატეგიები და გეგმები, რომლებიც სრულ შესაბამისობაშია კლიმატის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმასთან.[4]

თუმცა, უკანასკნელი პერიოდის გარემოს დაცვითი პოლიტიკის განხორციელების ანალიზი ცხადყოფს რომ გაწეული ძალისხმევა არასაკმარისია და მიუხედავად განხორციელებული პროექტები ხანგრძლივობისა და მასშტაბებისა გარემოსდაცვითი პოლიტიკის დეკლარირებული მიზნების მიღწევის ხარისხი არადამაკმაყოფილებელია. აქედან გამომდინარე რელევანტურია მთლიანად გარემოსდაცვითი პოლიტიკის გადახედვის და მასში მნიშნელოვანი ცვლილებების ინიცირება სახელმწიფოს და მთავრობის მხრიდან, რათა ყველა დეტალურად გაწერილი გეგმის და სტრატეგიის იმპლიმენტაცია თითოეული სექტორისთვის იყოს პროდუქტიული და შედეგის მომტანი.

თავისუფალი ბაზრისეული გარემოსდაცვითი რეკომენდაციები აშშ-ში

გარემოსდაცვითი პოლიტიკის მრავალფეროვნების და მისი იმპლემენტაციის მასშტაბებით ამერიკის  შეერთებული შტატები გამორჩეული ქვეყანაა. გარემოსდაცვითი სამართლიანობის ერთიანი სისტემა აერთიანებს აშშ სამთავრობო ხედვებს და აყალიბებს გარემოსდაცვით პოლიტიკას ფედერალური მასშტაბით, აშშ გარემოს დაცვის სააგენტო წარმოადგენს უმთავრეს სახელმწიფო ინსტიტუციას რომელი პასუხისმგებელია გარემოსდაცვითი პოლიტიკის შემუშავება-განვითარებაზე და მის აღსრულებაზე.

უმთავრესი გამოწვევები რომელთაც აშშ-ს გარემოს დაცვის სააგენტო მიიჩნევს ქვეყნისთვის პრიორიტეტულად არის შემდეგი მიმართულებები: ნიადაგის დაბინძურება, ჰაერის დაბინძურება, წყლის დაბინძურება, ნარჩენების გატანა, ბიომრავალფეროვნების შემცირება, ტყეების მენეჯმენტი, ოკეანის მჟავიანობა.

თუმცა უმთავრესი რაზეც საჭიროა ყურადღების გამახვილება არის ისეთი მიმართულებები რომლებსაც ეკოლოგები და ეკონომისტები დაუყოვნებელი მოქმედებისკენ მოუწოდებენ. სასმელი და სამომხმარებლო წყლის მენეჯმენტის მოძველებული წესების გარდაქმნა და წყლის რესურსების ადმინისტრირების ღია  საბაზროს სისტემის შესაქმნელად ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. რაც უპირველესად გულისხმობს უშუალოდ მიწის მესაკუთრეებს ქონდეთ წყლის რესურსების მოხმარებაზე უფლებების ყიდვა-გაყიდვის საშუალება, რაც წაახალისეს წყლის დაზოგვას, ნაცვლად წყლის რესურსებზე უფლებების კვოტებისა. ფედერალურ მიწებზე საიჯარო სისტემის გახსნა კერძო ორგანიზაციებისთვის დაზოგავს შემოსავალს ფედერალური მიწებიდან და ასევე საშუალებას მისცემს კერძო სექტორს შეინარჩუნოს მიწა და ველური ბუნება კერძო ფონდების მეშვეობით. შემდეგი რეკომენდაცია უკავშირდება ენერგეტიკის სუბსიდიების შემცირებას რაც გადასახადის გადამხდელებს დაუზოგავს მილიარდებს, ასევე ხელს შეუწყობს რეალურ კონკურენციას ბაზარზე, დანაზოგს მომხმარებელთათვის მისაწოდებელი ენერგიას და მეორეს მხრივ ე.წ. მწვანე ენერგიის წყაროებს საშუალებას მისცემს კონკურენცია გაუწიონ ტრადიციული ენერგიის წყაროებს. ამასთან ენერგეტიკული ბაზრების გახსნა კიდევ უფრო გააძლიერებს საბაზრო კონკურენციას და გააფართოებს მწვანე ენერგიის გამოყენებას, როგორც  ეს მოხდა შტატებში, მაგალითად, როგორიცაა ტეხასი. კიდევ ერთი მიმართულება რომელიც ფაქტიურად გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს არის ეროვნული პარკების ინფრასტრუქტურა, რომლებსაც სჭირდებათ განახლება.

შედეგად, ყველა პრიორიტეტულ სექტორზე უფრო ლოკალიზებულად ადმინისტრირებაზე გადაწყვეტილებების ხელშეწყობით, შეიძლება პრობლემები სამუდამოდ გამოსწორდეს და ამასთან მინიმალური საგადასახადო ტვირთით დაბეგრილი სექტორები, შეერთებული შტატები დატოვებს ისტორიაში, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური ქვეყანას მსოფლიოში. შეერთებულ შტატებში დაბადებული თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევების სია არის უპრეცენდენტო და მათ გარეშე მსოფლიო არ იქნებოდა ის რაც დღეს არის. ამასთან, ამერიკა აშენდა თავისუფალი მეწარმეობის, ინდივიდუალური თავისუფლებების და ძლიერი საკუთრების უფლებების პრინციპებზე. დღეს კი აშშ-ს აქვს შესაძლებლობა გარემოსდაცვითი პოლიტიკით გააფართოვოს ყველა ეს პრინციპი და ამ პროცესში მიაღწიოს მაღალ ეკოლოგიურ შედეგებს გარემოს დაცვის მიმართულებით.

თავისუფალი ბაზრისეული გარემოსდაცვითი რეკომენდაციები გაერთიანებული სამეფოში

დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო თავის ისტორიაში უნიკალურ პოლიტიკურ სიტუაციაშია. თითქმის უპრეცედენტო  კონსერვატიული უმრავლესობით თემთა პალატაში და ამასთან ქვეყანა აღარ არის ევროკავშირის წევრი. ეს კი დიდი ბრიტანეთისთვის ახალი პოლიტიკური ეპოქის დასაწყისია. შექმნილ რეალობაში არსებობენ მეცნიერები, პოლიტიკოსები და სპეციალისტები რომლებიც თვლიან, რომ მთავრობამ უნდა გამოიყენოს ეს ისტორიული შესაძლებლობა გარემოსდაცვითი პოლიტიკის მიმართულებით საპასუხისმგებლო და ინოვაციური მიდგომების განსახორციელებლად.

იმის გამო, რომ ბრიტანეთი იყო მსოფლიოში პირველი მსხვილი ეკონომიკა, რომელმაც კანონით აიღო ვალდებულება მიაღწიოს „წმინდა ნულს 2050 წლისთვის“, ეს კი გარკვეულწილად ავალდებულებს კიდეც გაცილებით მეტის გაკეთებას ქვეყანას.  თუკი დიდი ბრიტანეთის  ევროკავშირიდან  გამოყოფის ძირეულ მიზეზებად თავისუფალი ბაზრის დამოუკიდებელ პოლიტიკის, საკუთრების უფლებისა და მართვის ლოკალიზმამდე დაყვანის მისწრაფებას მივიჩნევთ  და შემდგომ, თუ გაერთიანებული სამეფო ამ პრინციპების ინტეგრირებას მოახდენს თავის გარემოსდაცვითი პოლიტიკის უზოგადეს პლატფორმაშიც, ის გახდება მსოფლიო ლიდერი სუფთა ტექნოლოგიების ინოვაციების და ბაზრის მდგრადობის მიმართულებით.

ე.წ. Brexit რეალურად სთავაზობს მთავრობას უპრეცედენტო  შესაძლებლობას გააკეთონ მეტი და უფრო სწრაფად. შედეგად შექმნილი რეალობა იქნას გამოყენებული როგორც საყრდენი უფრო „მწვანე“ თავისუფალი ვაჭრობისთვის, უფრო ხელსაყრელი რეგულაციების შესაქმნელად ინოვაციებისა და ტექნოლოგიური რევოლუციის დასაწყებად ისეთ სფეროებში, როგორიცაა ბიოტექნოლოგია და ხელოვნური ინტელექტი. გარდა ამისა, ის ასევე განიხილავს გაერთიანებული სამეფოს გარემოსდაცვითი პოლიტიკის გრძელვადიან ასპექტებს, როგორიც არის მაგალითად, „მწვანე ქამრები“-ის სისტემაში ცვლილებებს, რაც შექმნის გონივრული საბაზრო პოლიტიკური ცვლილებებისთვის საფუძველს, რომლებიც გაერთიანებულ სამეფოს უფრო სამართლიან, „მწვანე“ და ეკოლოგიურ ქვეყანად აქცევს.

დიდი ბრიტანეთი რომელიც საწყის ეტაპზევე შეუერთდა კლიმატის ცვლილების, ვაჭრობისა და მდგრადობის შესახებ შეთანხმებას (ACCTS),[5]  რომელიც მთლიანად დამყარებულია თავისუფალი ვაჭრობისა და გარემოს დაცვის ზოგად პრინციპებზე. სადაც განსაზღვრულია, რომ  კლიმატის ცვლილებასთან და გარემოს დეგრადაციასთან ბრძოლის გზა არ არის „ზრდის შემცირება“, არამედ ეს არის ისეთი მექანიზმების გამოყენება, რომლებიც ამდიდრებს ამდენ ადამიანს მსოფლიოში ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში და ფართოდ გავრცელების შემთხვევაში უფრო დიდი სარგებელი მოაქვს, ეს კი აჩენს შესაძლებლობას შეიქმნას უფრო „მწვანე სავაჭრო გარემო“, რომლის აქტიური წევრიც უნდა იყოს დიდი ბრიტანეთი.

ხელოვნურ ინტელექტსა და ბიოტექნოლოგიაში ინოვაციების გავრცელებიდან დაწყებული „მწვანე“ და თავისუფალი ვაჭრობის გლობალური მოძრაობის დაწყებამდე, გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლა არის შესაძლებლობა მოხსნას ეკოლოგიურად მავნე რეგულაციები და პროტექციონისტული მიდგომები. ქვეყანას  შეუძლია ამის გაკეთება მხოლოდ ინოვაციური მიდგომებით, მარეგულირებელი და სუბსიდირების რეჟიმების გადახედვა და „მწვანე“ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობა.

უფრო შიდა დონეზე, „მწვანე ქამრების“ ე.წ. სტრატეგიული პოლიტიკის შესწორებამ კი შეიძლება წარმატებით მართოს გარემოს დაცვასა და მუდმივად მზარდი მოსახლეობის მოთხოვნილებებს შორის კორელაცია. ეს კი ნიშნავს რომ გაერთიანებული სამეფოს ბაზრის ამგვარი ეკოლოგიურობა იქნება ინოვაციურობის წარმატებულობის პრეცენდენტი , რომელსაც გაჰყვება დანარჩენი საერთაშორისო საზოგადოება. ქვეყანამ უნდა გამოიყენოს ეს ისტორიული შესაძლებლობა გონივრულად და გაბედულად.

თავისუფალი ბაზრისეული გარემოსდაცვითი რეკომენდაციები ევროკავშირში

გარემოს დაცვა ევროპული პოლიტიკის დღის წესრიგში ერთერთი პრიორიტეტული საკითხია. 2019 წლის ევროპარლამენტის არჩევნებში დასავლეთ ევროპელი მწვანეების მნიშვნელოვანი წარმატების შემდეგ, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა პირობა დადო, რომ ევროპა გარდაიქმნება გარემოსდაცვითი პოლიტიკის გლობალური ტენდენციის მთავარ წარმმართველ ინსტიტუციად. შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია ამ თავში განვიხილოთ ევროკავშირის გარემოსდაცვითი პოლიტიკის რეალობა, მისი პოლიტიკის შედეგები და რა გამოცდილება შეიძლება გამოვიყენოთ წარსულიდან.

გარემოსდაცვითი პოლიტიკა შექმნა საერთო ევროპულ დონეზე თარიღდება ევროკავშირის დაარსებით. თუმცა, თუ გადავხედავთ ევროკავშირის ისტორიას, სამწუხაროდ, მეტწილად იმედგაცრუებული დავრჩებით ევროკავშირის შერყეული „მწვანე რეპუტაციით“. ამის თქმის და შემდგომ მტკიცების საფუძველს იძლევა თავად ევროკავშირი, რომელიც ძალიან ხშირად ატარებს გარემოსდაცვით პოლიტიკას ცენტრალიზებული, მარეგულირებელი და ინტრუზიული (აკვიატებულად, უკითხავად დანერგვა/შეყვანა) მიდგომებით, გარემოსდაცვითი პროცესებში კერძო აქტორების მონაწილეობის და მოტივაციის გათვალისწინების გარეშე. შედეგები კი როგორც წესი, იმედგაცრუებულია.

აღნიშნულის დასასაბუთებლად ავიღოთ, მაგალითად, ევროკავშირის საერთო სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკა (CAP), რომელიც განსაზღვრავს სოფლის მეურნეობის სექტორის სუბსიდირების სტრუქტურას. გარდა მუდმივი ფინანსური რესურსების მნიშვნელოვანი დანაკარგისა, რომელსაც ეს პროგრამა იწვევს, დაარსების დღიდან, ასევე არის წყარო სერიოზული გარემოსდაცვითი დარღვევებისა რომელთაც უარყოფითი შედეგები მოაქვს. პირველ რიგში, სუბსიდირების სქემა იწვევს ჭარბწარმოებას[6] მთელი რიგ აგრარულ სფეროებში რაც, რა თქმა უნდა, სრულიად საპირისპიროა ყველაფრისა, რაც შეიძლება ჩაითვალოს მდგრადად და ეს გრძელდება დღემდე, მიუხედავად პერიოდული მცირე ცვლილებებისა[7]. ამ მიმართულებით ასევე აღნიშვნას იმსახურებს, 2500-ზე მეტი მეცნიერის მოწოდება ევროკავშირს - „იმოქმედონ მეცნიერების მიერ შემუშავებული რეკომენდაციების თანახმად და სასწრაფოდ განხორციელდეს ევროკავშირის საერთო სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის შორსმიმავალი რეფორმა“. ამ მოწოდების შინაარსში ისინი ამტკიცებენ, რომ ევროკავშირის სუბსიდიები ფინანსურად ხელს უწყობს და ახალისებს ე.წ. სოფლის მეურნეობის ისეთ მოდელს, რომელიც დადასტურებულად ზიანს აყენებს ბიომრავალფეროვნებას.[8]

კიდევ ერთი სფერო რაც ევროკავშირის ცენტრალიზებული პოლიტიკით ზიანდება მეთევზეობის სფეროს პოლიტიკაა, რომელმაც ასევე გამოიწვია სერიოზული ეკოლოგიური პრობლემები. წლების განმავლობაში, ევროკავშირი ახორციელებს პოლიტიკას, რომელიც ავალდებულებს მეთევზეებს მთლიანად უკან ზღვაში დააბრუნონ დაჭერილი თევზი, თუ მათ უკვე მიაღწიეს გარკვეულ კვოტას.[9] აღნიშნული საერთო მეთევზეობის პოლიტიკის (CFP) ოპონენტების აზრით, ეს არის ძირითადად ევროკავშირის გადაწყვეტილების შედეგი, გამოიყენოს კვოტები ნაცვლად აშშ-ს ან სკანდინავიური მოდელისა, რომლითაც მთლიანად დაჭერილი თევზი უნდა გადავიდეს გადამუშავების ცენტრში, სადაც  მოხდება გადარჩევა და მხოლოდ ამის შემდგომ ცოცხალი მასის უკან ზღვაში დაბრუნება.[10]

გარდა ამისა, გადაჭარბებულმა თევზაობამ გამოიწვია თევზის მარაგის მკვეთრი შემცირება. 2010 წლის მონაცემებით  ევროკავშირის აკვატორიაში თევზის მარაგების 88% ბაზარზე ჭარბი თევზჭერის შედეგად მოხვდა, რომლის 30% არღვევდა უსაფრთხოების ბიოლოგიურ ნორმებს. სხვა მიზეზებთან ერთად, ეს შედეგი იყო ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების ცენტრალიზებული პოლიტიკის შედეგი, როგორიცაა მეთევზეობის სფეროს სუბსიდიები და კვოტები.

ცალკე განმარტებას საჭიროებს ევროკავშირს ემისიებით ვაჭრობის სისტემა (ETS). მიუხედავად იმისა, რომ მთავარი იდეა არ არის ნეგატიური, მისი განხორციელების გზამ დიდი პრობლემები გამოიწვია. ETS-ის მთავარი იდეა იყო, დაევალდებულებინა კომპანიები, რომლებიც აფრქვევენ CO2-ს, გადაეხადათ შესაბამისი კომპენსაციები, მაგრამ ამავე დროს მათ მიეცეთ საშუალება შეიძინონ ემისიებზე უფლება, რათა გაფორმდეს ოფიციალურად, რომ CO2 ძირითადად გამოიყოფა მათ მიერ, ვისაც ამის უფლება აქვს. თუმცა, სინამდვილეში, მსხვილი ინდუსტრიული კომპანიები ყოველთვის ახერხებენ დაარწმუნონ პოლიტიკოსები, გამოყონ მათთვის უფასოდ ემისიაზე უფლებები, ამის გარანტირებისთვის სამუშაო ადგილების შემცირების მუქარას იყენებენ. ამგვარად, ETS-მა დაამახინჯა სამართლიანი კონკურენცია, რადგან საბოლოოდ დაეხმარა მსხვილ მწარმოებლებს, რომლებიც გარემოში შეუზღუდავად აფრქვევენ უამრავ CO2-ს.

შედეგი კი, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკა, რომელიც მიმართული იყო CO2-ის ემისიების შეზღუდვისკენ, საბოლოოდ აძლევდა უსამართლო უპირატესობას CO2-ის უმსხვილეს ემიტენტებს. აღნიშნული პრობლემა მრავალი წელია ცნობილია, მაგრამ მისი რეფორმირება ძალიან რთული აღმოჩნდა.

ევროკავშირმა ასევე სერიოზული შეცდომები დაუშვა ე.წ. „კლიმატისთვის ხელსაყრელი“ და „კლიმატისთვის მტრული“ ტექნოლოგიების განსაზღვრაში. მაგალითად, ევროკავშირისა და ევროპის ქვეყნების მთავრობები მრავალი წლის განმავლობაში ხელს უწყობდნენ დიზელის ძრავების ტექნოლოგიური გამოყენების რეგულირებით და მისთვის უპირატესი საგადასახადო პრეფერენციებით. შედეგად ევროკავშირმა ხელი შეუწყო დიზელის ძრავების ტექნოლოგიას, რომლებიც მეტწილად აკმაყოფილებდნენ იმ მოთხოვნებს, რომლებსაც დიზელის შიგაწვის ძრავების ტექნოლოგია შეეძლო.  შედეგად, დიზელის გაყიდვები გაიზარდა. შედარებისთვის 1990  წელს რეგისტრირებული ახალი მანქანების მხოლოდ 10% იყო დიზელის ძრავიანი. 2011 წელს ეს მაჩვენებელი თითქმის 60%-მდე გაიზარდა. თუმცა, დღეს დიზელის ძრავებისთვისაც კიდევ ერთხელ შეიცვალა რეგულირება.

სამწუხაროდ, წარსულის მრავალი მცდარი იდეა და წარუმატებლობა შეიძლება კვლავ განმეორდეს. ამის თქმის საფუძველს ევროპული გარემოსდაცვითი პოლიტიკის მომავალზე გადახედვა და 2019 წლის დეკემბერში ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი კონცეფცია „ევროპული მწვანე გარიგება“ (EGD) იძლევა, რომლის განხორციელება უკვე გაწერილია ეტაპობრივად.

ევროკომისიის მთავარი მიზანია 2050 წლისთვის კონტინენტი ნახშირბადისგან ნეიტრალური გახადოს. ამ მიზნით შემოთავაზებულია ნახშირბადის ემისიების 50%-ით შემცირება 2030 წლისთვის. 2020 წელს მიღებული კლიმატის შესახებ კანონის მიხედვით, როგორც „მწვანე გარიგების“ ნაწილი, უნდა მოხდეს წიაღისეული საწვავის სწრაფი და ეტაპობრივი ჩანაცვლება, განახლებადი ენერგიის წყაროების შესაბამისი პროპორციით.

ამ მიზნით ევროკომისიამ ათობით რეფორმა დაგეგმა. ეს ყოველივე წარმოაჩენს სამწუხარო რეალობას, რომელიც სხვა არაფერია, თუ არა უნდობლობა სამოქალაქო საზოგადოების მისამართით და კერძო ინიციატივების აკრძალვის, სადაც ეკონომიკას ბევრი რამის გაკეთება შეუძლია გარემოსთვის. ამის ნაცვლად, გეგმები, რომლებიც არსებითად ემყარება ევროპულ ეკონომიკას და რომელიც ამასთანავე ცენტრალიზებულია ბრიუსელიდან, ეფუძნება რწმენას, რომ მთავრობა არის მთავარი პასუხი გლობალურ დათბობაზე და თუკი არის შესაძლებლობა ბიზნესისთვის რაიმე პოზიტიურის გასაკეთებლად, ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბრიუსელი შემოგთავაზებთ ამის შესახებ დირექტივას. კომისიას ესმის, რომ „ახალი ტექნოლოგიები, მდგრადი გადაწყვეტილებები და ინოვაციები გადამწყვეტია“ EGD-ის მიზნების მისაღწევად და ეს ნიშნავს, რომ ევროკავშირმა ყურადღება უნდა გაამახვილოს ექსპერიმენტებზე. ამას ადასტურებს ევროკავშირის ტექნიკური კვლევების ექსპერტთა ჯგუფის რეკომენდაციები, მაგალითად, მდგრადი ფინანსების საკითხებში, რომელიც ამბობს, რომ კომისიას კლიმატის მიზნების მისაღწევად „დამატებით ესაჭიროება 175-დან 290 მილიარდ ევრომდე წელიწადში კერძო ინვესტიცია“, რაც თავის მხრივ  შეადგენს ევროკავშირის მშპ-ის დაახლოებით 1,5%-ს.

„მწვანე გარიგებაში“ ყველაფერი ამგვარად წინააღმდეგობრივი არ არის და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის პოზიტიური ნაბიჯები, რომელთა გადადგმას აპირებს კომისია მომავალში. შესაბამისად, განსაკუთრებულად მათზე, ევროკავშირმა გაცილებით მეტი ყურადღება უნდა გაამახვილოს, ვიდრე ეხლა აკეთებს. სწორედ ამ დადებითი ფაქტორების გარშემო უნდა შეიმუშაოს ევროკავშირმა უფრო ეფექტური და ნაკლებად „ინტრუზიული მწვანე გარიგება“. ამ პროცესში, კომისიამ უნდა დაიცვას საკუთარი ოფიციალურად გაცხადებული მისია: „მოქალაქეები არიან და უნდა დარჩნენ მამოძრავებელ ძალად გარდამავალ პროცესებში და არა ბრიუსელი. ყოველივე აქედან გამომდინარე აუცილებელია ამ პროგრესული ფაქტორების განხილვა.

სუბსიდიების და გარემოსთვის საზიანო სხვა განსაკუთრებული ინტერესების ეტაპობრივი გაუქმება

ევროპული „მწვანე გარიგების“ ერთ-ერთი ყველაზე მისასალმებელი ნიშანი არის წიაღისეული საწვავის ინდუსტრიისთვის ყველანაირი  სუბსიდიის შეწყვეტის მოთხოვნა. თუ ევროპა სერიოზულად არის განწყობილი კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლისთვის, მან არ უნდა გააგრძელოს მავნე ენერგიის წყაროების აქტიურად სუბსიდირება. კომისიამ უბრალოდ უარი უნდა თქვას წიაღისეული საწვავის სუბსიდირებაზე. მას ასევე მოუწევს სოფლის მეურნეობის სუბსიდირების სისტემის რეფორმა და შემცირებაც კი, რაც, როგორც ზემოთ ვნახეთ, ხშირად და მასშტაბურად ასევე აზიანებს გარემოს. ერთიანი სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკაში სუბსიდირების სისტემის შემცირება რთული ამოცანა იქნება ზოგიერთი წევრი სახელმწიფოს მთავრობისთვის და ფერმერთა ინტერესების ლობირების ჯგუფებისთვის, მაგრამ თუ კომისიას და ევროკავშირის სხვა ინსტიტუტებს სურთ ეფექტური პოზიციის დაკავება, ეს ალბათ პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზია ამის გასაკეთებლად.

ევროკავშირის ინსტიტუციების და მათი პოლიტიკის რეალურად „გამწვანება“

სამომავლო ბრალდებების თავიდან ასაცილებლად, თავად ევროკავშირის ინსტიტუტებმა თავი უნდა შეიკავონ გარემოსთვის საზიანო ქცევების ლეგიტიმაციისგან. მაგალითისთვის, ეს ნიშნავს ევროპარლამენტის ფუნქციონირებისთვის საჭირო სატრანსპორტო უზრუნველყოფის სისტემის რეფორმირებას. დადგენილია, რომ სტრასბურგში ყოველთვიური გადაადგილება იწვევს 11000-დან 19000 ტონა ნახშირბადის წლიურ ემისიას, რაც დაახლოებით 3000 სამგზავრო მანქანის ექვივალენტია.

უფრო მეტიც, ევროკავშირის ყოველი ახალი წინადადება მდგრადი უნდა იყოს. მაგალითად, მობილურობის პაკეტი - ან დირექტივა დასაქმებულთა ტრანსპორტირების შესახებ - რომელიც შემოღებულ იქნა ვითომ მშრომელთა უფლებების დასაცავად, აიძულებს სატვირთო მანქანებს, რომლებიც კვეთენ ევროკავშირის საზღვრებს, დაბრუნდნენ საკუთარ ქვეყანაში ყოველ რვა კვირაში ერთხელ, მაგალითად, საფრანგეთიდან რუმინეთში. ამგვარი ხელოვნურობისგან მიყენებული ზიანი ასევე დათვლადია.

ინოვაციებისადმი მისწრაფება

თუ ევროპას უნდა იყოს ინოვაციებისა და ახალი მწვანე ტექნოლოგიების შექმნა-განხორციელების კონტინენტი, მაშინ ევროკავშირმა უნდა მისცეს მეწარმეებს და ინოვატორებს უფლება, რომ რეალურად აკეთონ ბიზნესი და განახორციელონ ინოვაციები და არა უბრალოდ დახარჯონ ფული რეგულაციების დასაკმაყოფილებლად.

სამრეწველო სტრატეგია.

წარსულში, ბრიუსელი ძალიან ხშირად იყენებდა პრევენციულ პრინციპს, რომ ინოვაცია აკრძალული უნდა იყოს იქამდე, სანამ მის შესახებ ბევრი რამ არ ვიცით, იმის შიშით, რომ მას შეიძლება ჰქონდეს უარყოფითი გვერდითი მოვლენები საზოგადოებისთვის და გარემოსთვის. ამის საწინააღმდეგოდ, ევროკავშირმა საჭიროა უკან დაიხიოს და მეტი ადგილი დატოვოს საბაზრო ინოვაციებისთვის და შემდგომ თანაც სამართლიანად და ყურადღებით  დააკვირდეს, ახალი ტექნოლოგიების შედეგებს რომელიც ხელმისაწვდომი იქნება. მეცნიერებმა ამ მიდგომას უწოდეს „ინოვაცია ავტორიზაციის“ გარეშე, რომელშიც არ არის საჭირო ჩარევა მონაწილეობის მისაღებად და რეგულაცია გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დროთა განმავლობაში გამოვლინდება მნიშვნელოვანი ხარვეზები.

თავისუფალი ვაჭრობის  იდეისადმი ერთგულება

ევროკავშირი ნაცვლად იმისა, რომ განახორციელოს წარსულის უმთავრესი სტრატეგია მრეწველობაში, მათ შორის ვაჭრობის დაცვის აამუშაოს დამატებითი მექანიზმები, ევროკავშირმა უნდა დაასრულოს „სადამსჯელო მოქმედებები“ და იხელმძღვანელოს საკუთარი წარსულის პრეცენდენტებით, გახდეს თავისუფალი ვაჭრობის გლობალური ხმა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გარემოსდაცვით დებატებში,  რადგან სადაც უფრო მეტია თავისუფალი ვაჭრობის წილი სახელმწიფოებს მეტად შეუძლიათ ახალი ინოვაციების და ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის სტიმულირება.

ამიტომ მისასალმებელია, როდესაც ევროკომისია მოუწოდებს ევროკავშირს „გააძლიეროს მიმდინარე ინიციატივები და ჩაერთოს მესამე ქვეყნებთან დიალოგში კლიმატისა და გარემოს საკითხებზე“. ეს დიალოგი კი უნდა მოიცავდეს წიაღისეული საწვავის და ზოგადად ეკოლოგიისთვის სუბსიდირების მავნე მექანიზმების სრულ აღმოფხვრას. ასევე, გარემოსდაცვითი სექტორების ფუნქციონირებისთვის საჭირო საქონლისა და მომსახურების შესახებ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გაფორმება სხვა ქვეყნებთან თუ რეგიონულ გაერთიანებებთან. ევროკავშირი ცალსახად უნდა იყოს მოწოდებული ამის გასაკეთებლად, სახელმწიფოთა გაერთიანება რომლებიც თანამშრომლობენ და ერთად გამოდიან მსოფლიოში, რათა დაიცვან თავისუფალი ვაჭრობა და ღია საბაზრო ეკონომიკა.

ეს ასევე ნიშნავს, რომ ევროკავშირმა და მისმა წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიატოვონ საკუთარი, ხშირად ირაციონალურ თუ არამეცნიერულ საფუძვლებზე დაფუძნებული პოლიტიკური პოზიციები გარკვეული ტექნოლოგიების მიმართ. შეიძლება ეს მოიცავდეს ბირთვულ ენერგიას, ასევე გენმოდიფიცირებულ საკვებს, ლაბორატორიულ ხორცს ან თუნდაც გლიფოსფატის. რა თქმა უნდა, ამ ტექნოლოგიებს და ინოვაციებს აქვს უარყოფითი მხარეები, მაგრამ მთლიანობაში მათ შეუძლიათ მნიშვნელოვნად გააუმჯობესონ გარემო თუკი მათი მოხმარება და განვითარება მინდობილი ექნება დაინტერესებულ მხარეებს და არ იქნება მართული ცენტრალიზებული რეგულაციებით.

ზოგადი დეცენტრალიზებული მიდგომა წევრი სახელმწიფოების უფლებამოსილებებზე გარემოსდაცვითი პოლიტიკის შექმნის პროცესში

კლიმატის ცვლილების შემდგენელი გლობალური დათბობის გავლენების პოლიტიკის ცენტრალიზებულად შემუშავების მიღმა, ევროკავშირმა ასევე უნდა გამოიჩინოს მეტი ნდობა ადგილობრივი და ეროვნულ მმართველობაზე წევრი სახელმწიფოებისთვის, ნაცვლად ზემოდან მიკრო-მენეჯმენტზე. ეს განსაკუთრებით ეხება ბუნებრივი სარეკრიაციო ზონების დაცვას, ისევე როგორც მთელ ევროპაში ხელუხლებელი ადგილების დაცვას. მაგალითად, ევროკომისიას ძნელად ექნება კომპეტენტური აზრი აქტიურად ჩაერთოს „ტყის მდგრად აღდგენაში“, როდესაც ევროკავშირში ტყის ფართობი უკვე გაიზარდა დაახლოებით პორტუგალიის საერთო ფართობის ზომით 1990 წლიდან 2015 წლამდე, რადგან ტყის ფართობების უდიდესი ნაწილი კერძო მფლობელობაშია ევროკავშირის მასშტაბით.  ეს და მსგავსი პროცესები, მათ შორის „გარდაუვალი საკონსერვაციო“ უფლებებით ვაჭრობა, უნდა დარჩეს მათთან, ვინც ფლობს სიტუაციის და აქვს ცოდნა უშუალო განსახორციელებელი ქმედებების და არა პოლიტიკოსებს რომლებიც ასობით კილომეტრების მოშორებით მოღვაწეობენ ქალაქებში.

 

რეკომენდაციები საქართველოსთვის

საქართველოს ტყის სექტორი. ტყის რესურსი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის. ტყის არსებობით მილიონობით ადამიანი მოიპოვებს ისეთ საჭიროებებს, როგორია: საკვები, თავშესაფარი, სასმელი წყალი და ა.შ. ასევე, ტყეს აქვს უამრავი გლობალური სარგებელი, როგორც ადამიანებისთვის  ასევე გარემოსთვის , მაგალითად: ჟანგბადი, “ნახშირბადის სეკვესტრი”, მტკნარი წყლები და ა.შ.

საქართველო ტყით მდიდარი ქვეყანაა. საქართველოს ტერიტორიის 40% ტყეა, თუ მას დავამატებთ ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ საძოვრებს, მივიღებთ სახელმწიფო ქონების დაახლოებით 2/3-ს, რაც გულისხმობს საკმაოდ დიდი აქტივს სახელმწიფოს ხელში.

საქართველოს ტყის 95−98% ბუნებრივი წარმოშობისაა. მისი შემადგენლობა, აღნაგობა, ზრდა-განვითარება და სხვა მახასიათებლები განაპირობებს მდიდარ ბიომრავალფეროვნებას − საქართველოს ტყეში 400-მდე სახეობის ხე და ბუჩქი იზრდება. დენდროფლორის დიდი მრავალფეროვნების მაჩვენებელია ენდემური მერქნიანი მცენარეების სიმრავლე. საქართველოს ტყე ფაუნის მრავალი სახეობის საბინადრო ადგილი და სამიგრაციო დერეფანია და მათ გენეტიკური მრავალფეროვნების შენარჩუნებაში ეხმარება. საქართველო დედამიწის ბიოლოგიური თვალსაზრისით ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ რეგიონში მდებარეობს.

საქართველოს ტყე მოსახლეობასა და ქვეყნის ეკონომიკას ამარაგებს სამასალე და საშეშე მერქნით, რომელიც აუცილებელია ყოფა-ცხოვრებისათვის, და არა მერქნული პროდუქტებით, მათ შორის, სამკურნალო მცენარეებით. საქართველოს ტყეს უდიდესი ესთეტიკური და რეკრეაციული მნიშვნელობა აქვს. მას ქვეყნის ტურისტული პოტენციალისა და ამ საქმიანობასთან დაკავშირებული შემოსავლების ზრდაში დიდი წვლილი შეაქვს. ტყის ეკოსისტემებზეა დამოკიდებული არაერთი კურორტის და ტურიზმის სხვადასხვა სახეობის არსებობა და განვითარება. ამასთანავე, საქართველოს ტყეს უდიდესი სამეცნიერო, ისტორიული, სულიერი და კულტურული მნიშვნელობა აქვს.

ტყის სფეროში საქართველოს კანონმდებლობა შედგება საქართველოს კონსტიტუციისგან, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისაგან, საქართველოს ეროვნული სატყეო კონცეფციისგან, ამ კოდექსისგან, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისა და მათ საფუძველზე მიღებული/გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისგან.

ტყეზე საკუთრების უფლება განუყოფელია მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლებისგან. საქართველოს ტყე შეიძლება იყოს სახელმწიფო, მუნიციპალური ან კერძო საკუთრების. საქართველოში ტყეების თითქმის 100%  სახელმწიფო საკუთრებაშია.  როგორც საქართველოს ტყის კოდექსში ვკითხულობთ “საქართველოს ტყე, მიუხედავად მისი საკუთრების ფორმისა, უნდა იმართებოდეს მდგრადი განვითარების პრინციპების შესაბამისად ჩამოყალიბებული სისტემის საფუძველზე, რომელიც უზრუნველყოფს ტყის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესებას, მისი ბიომრავალფეროვნების დაცვას, ტყის ეკოლოგიური ფასეულობის გათვალისწინებით მისი ეკონომიკური პოტენციალის რაციონალურ გამოყენებას, ტყის მართვაში საზოგადოების მონაწილეობას და მისთვის ტყის რესურსების ხელმისაწვდომობას.” (კანონი, 2021)

სინამდვილეში, კი საქართველოს ტყეებში არსებული მდგომარეობა მნიშვნელოვნად არის დაშორებული მის მდგრად მიზნებს. მაგალითად, ტყეების ფართობების აუთვისებლობა იწვევს მათ გადაბერებას, რაც მაპროვოცირებელია გახშირებული ხანძრების. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო მონაცემებით, მხოლოდ 2019 წელს ხანძრის შედეგად 4 ათასამდე ჰექტარი ტყე განადგურდა. ამასთან, მონაცემებში არ შედის ინფორმაცია აჭარაზე, მცხეთა-მთიანეთსა და თბილისზე. (დანართი 1. )

ტყეების მნიშვნელოვანი ნაწილის მდგომარეობა  ამჟამად არადამაკმაყოფილებელია ,ხშირია მისი დაზიანება და დაავადებათა გავრცელება, მოუვლელობა კი ამ მასშტაბების გაძლიერებას იწვევს. ტყეების მდგომარეობის ცვლილების დინამიკა უარყოფითია და სულ უფრო უარესდება. მათ ადგილს ხშირად იკავებს ბუჩქნარი, ასევე ისინი კარგავენ ესთეტიკურ და რეკრეაციულ ღირებულებას, სატყეო გზებთან ერთად იზრდება მათი ეროზია და დახრამვა რაც საბოლოოდ დეგრადაციას იწვევს. ასევე მწირი ეკონომიკური სარგებლით ხასიათდება ტყის სექტორი. სატყეო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 2017 წელს 870 კაცია (ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა 0.1 პროცენტი). (სამსახური, 2021)  ასევე , მოსახლეობის მიერ ვერ ხდება ტყის რესურსის ეფექტური ათვისება, ვინაიდან სახელმწიფოს აქვს სრული მონოპოლია ტყეებზე და  კერძო პირებს არ შეუძლიათ მისი ფლობა და განკარგვა. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ტყის ინვენტარიზაცია  90-ნი წლების შემდეგ არ განხორციელებულა. შესაბამისად, სახელმწოფოს ჯერ კიდევ არ აქვს ზუსტი მონაცემები არსებულ რესურსთან მიმართებით. სექტორით დაინტერსებული პირები ხშირად აღნიშნავენ, რომ ტყეების არაეფექტური მართვის შედეგი სწორედ მისი მფლობელობაშია. შესაბამისად, რაც უფრო დაუახლოვდება ტყის სექტორი საბაზრო მექანიზმებს , მისი სარგებლიანობა ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვის გაიზრდება. მაშინ,  როდესაც მსოფლიოში ტყეების კერძო საკუთრებაში გადაცემის არაერთი ეფექტური მექანიზმი არსებობს, უპრიანი იქნება თუ საქართველო მას გამოიყენებს როგორც გზამკვლევად სექტორის გამოცოცხლების და ეფექტურობის გასაზრდელად.

ევროპა. მსოფლიოს ტყეების 22% კერძო საკუთრებაშია, ხოლო ევროკავშირში ტყის ფართობის დაახლოებით 60% კერძო საკუთრებაშია, 40% კი საჯარო. საჯარო ტყეები ეკუთვნის მუნიციპალიტეტებს, რეგიონულ ან ეროვნულ მთავრობებს, ეს უკანასკნელი ხშირად განიხილება როგორც "სახელმწიფო ტყეები". ამ ყველაფერს რეალურადაც ვიხილავთ თუ დავაკვირდებით ევროპის ტყეების რუქას და ამავდროულად მხედველობაში მივიღებთ სხვადასხვა მონაცემებს. (დანართი 2 ) შვედეთში, ნორვეგიაში, ფინეთში და ისლანდიაში კერძო ტყეების წილი 2/3-ს შეადგენს, როცა 1/2-ზე ნაკლებია ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ლატვია და ლიეტუვა. ცენტრალური ევროპის ქვეყნებში, ავსტრიასა და სლოვენიაში, ¾-ს აჭარბებს კერძო ტყეების წილი, როცა სლოვაკეთში, უნგრეთში, შვეიცარიაში, ჩეხეთსა და პოლონეთში კერძო ტყეების წილი 17%-დან 43%-მდე მერყეობს. ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში კი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ტყეების რაოდენობა გაცილებით დიდია, მაგალითად 76% საფრანგეთში, 50% ჰოლანდიაში, გერმანიასა და ირლანდიაში. ტყეების რუქის დაკვირვება ამ მონაცემების მხედველობაში მიღებით დაგვანახვებს მარტივ კორელაციას ტყეების პრივატიზაციის დონესა და ქვეყნების სიმწვანეს შორის. (დანართი 3)

ასევე , ევროპაში ტყეების სექტორი ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს თამაშობს ეკონომიკის განვითარებაში. ევროსტატის 2020 წლის მონაცემებით 2017 წელს ტყის სექტორის გამოშვება მთლიან ეკონომიკაში იყო 55 796  მილიონი, აქედან ყველაზე დიდი წილი მოდიოდა : შვედეთი, გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი და ფინეთი. (Eurostat, 2021) აქვე, აღსანიშნავია რომ ჩამოთვლილი ქვენებიდან ყველა ხვდება გამწვანებულ ქვეყნებში, სადაც ასევე ტყეების უდიდესი ნაწილი კერძო საკუთრებაშია. ევროკავშირის ხეზე დაფუძნებული მრეწველობა მოიცავს ავეჯის წარმოებას, ქაღალდის წარმოებას და ბეჭდვის ინდუსტრიას.

შვედეთი ერთ ერთი-ერთი გამორჩეული მაგალითია ტყეების განკერძოების კუთხით. შვედეთის ტერიტორიის დაახლოებით  57% , 23 მილიონი ჰექტარი, ტყითაა დაფარული, ხოლო  ტყის 81% კერძო მფლობელების ხელშია, დანარჩენი სახელმწიფოს ან მის დაქვემდებარების ქვეშ მყოფი კომპანიების. სწორი მენეჯმენტის შედეგად 100 წლის განმავლობაში, შვედეთის სატყეო აქტივები გაორმაგდა. შვედეთში დეფორესტაციის საფრთხე არ არსებობს რადგან ახალი ხეების დარგვის ხარჯზე მისი ფართობი ყოველწლიურად 120 მილიონი კვადრატული მეტრით იზრდება და მხოლოდ 75% იჩეხება. ეს პრაქტიკა საკმაოდ გამოცდილია რაც დადებითად აისახება  ტყის სიცოცხლისუნარიანობაზე, ეკოტურიზმზე, გარემოს დაცვაზე, ტყის ხანძრების შემცირებაზე  და, რა თქმა უნდა, შვედეთის შემოსავალზეც. ცხადია, პრივატიზებული ტყეების ნაწილი  იჩეხება და ხის მასალის ბიზნეს წყაროს წარმოადგენს, თუმცა კერძო საკუთრებაში მყოფ ტყეებს იყენებენ სანადირო მეურნეობისთვისაც, ასევე  ტყეებში შენდება სასტუმროები და ვითარდება ინფრასტრუქტურა, რაც ამოტივირებს ხალხს და კერძო მესაკუთრეებს მოუარონ გარემოს.

შვედეთის უმსხვილესი ტყის მესაკუთრე კომპანია Sveaskog -ის ცნობით, შვედეთის სატყეო რესურსი 90 მილიარდ ევროდ არის შეფასებული.  (SVEASkOG, 2021)

ახალი ზელანდია. ახალ ზელანდიაში მიწის 32% ტყეებს უკავია. ტყის სექტორში დასაქმებულია 28 000 ადამიანი.  ახალ ზელანდია დღეს ერთ-ერთ მწვანე ქვეყანას წარმოადგენს, სადაც ტყეების პრივატიზაციის პროცესი ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დაიწყო. პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი პრივატიზაციის პროცესში იყო მთვარობისა  და ფინანსთა სამინისტროს მიერ შექმნილი საკონსულტაციო ჯგუფი, რომლებმაც განსაზღვრეს თუ რა ფორმით უნდა გასხვისებულიყო მიწები კერძო მესაკუთრეებზე, მაგალითად უნდა გაყიდულიყო მიწები თუ მხოლოდ ტყის მასივები, ასევე რომელ კორპორაციებისთვის უნდა მიეყიდათ ტყეები და ა.შ. 1988 წლის ოქტომბერში გადაწყდა, რომ ტყეების გასხვისება უნდა მომხდარიყო მისი მართვის უფლებით, შესაბამისად , ტყეების მფლობელებს ჰქონდათ საშუალება სურვილისამებრ განეკარგათ საკუთრებაში არსებული ტყის რესურსი. მაგრამ  სახელმწიფო უფლებას იტოვებდა დაეცვა ადგილობრივთა უფლებები.  ახალ ზელანდიაში ტყეების გასხვისება მოხდა აუქციონის გზით, რომელშიც მონაწილეობას იღებდა , როგორც ახალ ზელანდიელები , ასევე სხვა ქვეყნის წარმომადგენლები. აუქციონის მეთოდმა გაამართლა, ვინაიდან ბევრი კერძო პირი ჩაერთო აუქციონში და ტყის ფასი გაიზარდა.

პრივატიზაციის პროცესმა დიდი გავლენა მოახდინა ახალი ზელანდიის სატყეო ინდუსტრიაზე და მის ინსტიტუციურ სტრუქტურაზე. თავდაპირველ ეტაპზე, მიუხედავად იმისა რომ პრივატიზაციის პროცესს დიდი დებატები არ მოჰყოლია საზოგადოებაში, გარკვეული სოციალური ხარჯი ჰქონდა, მაგალითად, ტყის სექტორში დასაქმებული ადამიანების ნაწილმა დაკარგა სამსახური, თუმცა, ცვლილებებმა ბევრი სარგებელი მოიტანა ბაზარსა და ბიზნესზე ორიენტირებულმა ტყის სექტორმა გზარდა ბიზნეს უნარებზე მოთხოვნა საზოგადოებაში. (Clarke, 1990)

მნიშვნელოვანი გაკვეთილი რომელიც შეგვიძლია ვისწავლოთ ახალი ზელანდიის მოდელით არის, რომ ისეთი აქტივების ფლობა და განკარგვა როგორიც არის ტყე და სხვა ბუნებრივი რესურსი კერძო სექტორს შეუძლია უფრო ეფექტურად, ვიდრე საჯარო სექტორს. ახალი ზელანდიაში, კერძო მფლობელებმა შეძლეს  ინვესტიციების მოზიდვა ტყის რესურსით, რამაც დაამოტივირა ადგილობრივები, მეტი ტყე გაეშენებინათ. აღნიშნულმა კიდევ უფრო გააძლიერა სექტორი და დღეს ახალი  ზელანდიის ტყის სექტორს შეუძლია კონკურენცია გაუწიოს წამყვან სექტორებს მსოფლიოს მასშტაბით. 

მომავალში ტყის პრივატიზაციის მთავარი გამოწვევა იქნება მისი მდგრადი მართვა. იმის გამო, რომ მთავრობას აღარ აქვს გამწვანების ფიზიკური მექანიზმი, ახალი ზელანდიის გაშენებული ტყის ქონების განახლებისა და გაფართოების პასუხისმგებლობა ახლა კერძო სექტორს ეკისრება. თუმცა , აქაც არსებული რეალობა და ახალი ზელანდიის მწვანე საფრის მოცულობა და ბიზნეს სარგებელი ოპტიმიზმის საშუალებას იძლევა.

დასკვნა და რეკომენდაციები. მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების გამოცდილებით შეგვიძლია არგუმენტირებულად ვივარაუდოთ, რომ ტყეების მართვასა და ფლობაში საბაზრო  მექანიზმების შეტანით, მისი ყველაზე ეფექტური გამოყენება მოხდება. ყველაზე უარესი სცენარითაც კი, რაც ხეების გაჩეხვასა და მის გაყიდვას უკავშირდება, შეძლება ლოგიკური ვარაუდი გამოვთქვათ, რომ  მფლობელი, სავარაუდოდ, მუდმივად ეცდება ტყის იმგვარ გაჩეხვას, რომ მისი მარაგი მუდმივი იყოს და წარმოება არ შეფერხდეს. აქვე , უნდა აღნიშნოს,  რომ ბოლო პერიოდში გაზიფიცირების  მაჩვნეებლის ზრდამ , შეამცირა ხეების გაჩეხვა და მოხმარება საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის, ამიტომ ეს საფრთხე ნაკლებად რელევანტურია დღეს.

ასევე, ტყეების პრივატიზაციის გზით სახელმწიფო  ხარჯები შემცირდება.  აღარ იქნება საჭირო სახელმწიფოს ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფა რეინჯერებზე, დასუფთავებაზე,  ტექნიკურ აღჭურვაზე და ა.შ ასევე, ამ გზით თითქმის ნულამდე იქნება დაყვანილი კორუფციის საფრთხეები, რაც დღეს არსებობს ვაუჩერიზაციასთან დაკავშირებით,  მუდმივად ხდება რეინჯერების და ე.წ. ტყის მცველების გამოაშკარავება ტყის უკანონოდ ჩეხვაზე ნებართვის გაცემისთვის.

ეკონომიკის მეოთხე პრინციპის თანახმად ადამიანები სტიმულებზე რეაგირებენ. შესაბამად, მათ ხელში აქტივის გადარჩენა, ტყის სახით, მათ სტიმულს მისცემს, რომ უფრო რაციონალურად წარმართონ მომავალი საქმიანობა, მაგალითად ააწყონ ბიზნესი და მათ ხელში ახალი რესურსი გააჩინონ . შედეგად შეიძლება გაჩნდეს ახალი ბიზნესები -   სათევზაო და სანადირო მეურნეობები, საბანაკე წერტილები, ტყის მუსიკალური ღონისძიებები, ველოტურები, მოტოტურები და სხვ. რაც საბოლოო ჯამში გაზრდის უცხოური ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობას. ჯამში კი ეს ყველაფერი მეტ კეთილდღეობასა და უფრო მოვლილ და დაცულ გარემოში აისახება.

კიდევ ერთი საფრთხე , რაც ტყეების პრივატიზაციასთან დაკავშირებით ბუნების დამცველებს აღელვებთ არის ბიომრავალფეროვნება. ტყეში, მოიაზრება როგორც ფლორა, ასევე ფაუნა.  ენდემური ჯიშის მცენარეთა და ცხოველთა გადაშენებას თუ პრივატიზაციის რეალურ საფრთხედ მივიჩნევთ, ტექნიკურად შესაძლებელია რომ ეს საფრთხე პრივატიზაციის სარგებლად ვაქციოთ. მაგალითად, თუ იქნება სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული სტიმულები, ვთქვათ გადასახადების შემცირება ან რაიმე ადმინისტრაციული სარგებელი, ენდემური ჯიშის ცხოველებისა და მცენარეების შენარჩუნებასა და გამრავლებაზე, რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში, მეტი ადამიანი იქნება მოტივირებული  არათუ შეინარჩუნოს არსებული რესურსი , არამედ გაამრავლოს კიდეც, რაც დღეს არ ხდება.

საბაზრო მიდგომებით ტყეების მართვის შემთხვევაში ცალსახაა , რომ ტყისა და მიწის ფასი გაიზრდება, რაც კერძო მესაკუთრეებს სტიმულს გაუჩენს მოუაროს და გაუფრთხილდეს გარემოს.  თავდაპირველ ეტაპზე პრივატიზაციის რამდენიმე ტექნიკური ფორმა შეიძლება იქნეს გამოყენებული ერთი აუქციონის გზით, რაც ახალი ზელანდიის შემთხვევაში მოხდა და მეორე მოსახლეობისთვის პირდაპირ დარიგების მიზნით. ორივე შემთხვევაში, წინასწარი კონსულტაციებით უნდა მოხდეს როგორც ადგილობრივებთან ასევე სხვადასხვა არასამთავრობოებთან და სახელმწიფო სტრუქტურებთან , რათა თავიდანვე დაზღვეული იქნეს გაურკვევლობები.

საბოლოოდ, რეკომენდაციის სახით შეიძლება ითქვას რომ , სახელმწიფოს მხრიდან გონივრული ნაბიჯი იქნება ტყის სექტორში საბაზრო მექანიზმების გაჩენა. ასევე, მნიშვნელოვანია წინასწარ შემუშავდეს გეგმა, რომელიც დააზღვევს ენდემური ჯიშის მცენარეებისა და ცხოველების დაცვასა და შემთხვევებში მათ გამრავლებასაც კი. ამასთანვე, ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციაა, რომ ადამინებს გაუჩნდეს აქტივი, რაც მათ სტიმულს მისცემს მოუარონ გარემოს და გაზარდონ საკუთარი და გარშემომყოფების ეკონომიკური კეთილდღეობა.

 

დასკვნა მეტად მწვანე და თავისუფალი გარემოსთვის

ბაზარზე დაფუძნებული გარემოს დაცვის არსი არის ის, რომ ძლიერი, მზარდი ეკონომიკა უზრუნველყოფს მსოფლიოსთვის ახალი რესურსების აღმოჩენას და არსებულის დაზოგვის პრაქტიკის გაძლიერებას, რაც საშუალებას მოგვცემს უკეთ გავუმკლავდეთ კლიმატის ცვლილებას. უფრო ეფექტური და ინოვაციური ტექნოლოგიებით, რომლებიც თავის მხრივ აძლიერებს ეკონომიკას და სადაც, ჩვენ შეგვიძლია უფრო ადვილად დავაფინანსოთ ინტენსიური კვლევები, რაც მოგვცემს ინსტრუმენტებს, რომლებიც დაგვეხმარება გავიმარჯვოთ ბრძოლაში გარემოს მიმდინარე დეგრადაციის წინააღმდეგ. ხელოვნური ინტელექტი და კერძოდ, მანქანათმცოდნეობამ (ML) შეიძლება მოგვაწოდოს ისეთი ტექნოლოგიური შესაძლებლობები რომლებიც დაგეხმარება კლიმატის ცვლილებების გამოსწორებაში.

 

ბიბლიოგრაფია

  1. Clarke, M. (1990). Devolving forest ownership through privatization in New Zealand. Wellington: New Zealand Institute of Economic Research.
  2. Eurostat. (2021). Forestry > Data. Search - Eurostat (europa.eu) (გადამოწმებულია 2.12.2021)
  3. SVEASkOG. (2021). Financial information. https://www.sveaskog.se/en/.  (გადამოწმებულია 2.12.2021)
  4. კანონი, ს. (2021). საქართველოს ტყის კოდექსი. თბილისი: საქართველოს პარლამენტი.
  5. სამსახური, ს. ს. (2021). დასაქმებულთა განაწილება ეკონომიკური საქმიანობის მიხედვით . თბილისი: საქსტატი.
  6. ანგარიშები, (2015-2021) გარემოს ეროვნული სააგენტო გარემოს ეროვნული სააგენტო | Nea
  7. პროგრამა, (2017-2021) საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა მესამე ეროვნული პროგრამა საქართველოს-გარემოს-დაცვის-მოქმედებათა-მესამე-ეროვ.aspx (eiec.gov.ge)
  8. სტრატეგია, (2030) საქართველოს კლიმატის ცვლილების სტრატეგია 2030 და 2021-23 წლების სამოქმედო გეგმა (სამუშაო ვერსია) საქართველოს 2030 წლის კლიმატის სამოქმედო გეგმა (eiec.gov.ge)
  9. კლიმატის მწვანე ფონდი (GCF), ეროვნული დანიშნული ორგანო (NDA), გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი - კლიმატის მწვანე ფონდი (GCF) (eiec.gov.ge)

დანართი 1.

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

Picture1

დანართი 2

წყარო:  ევროპის გარემოს დაცვის სააგენტო

Picture2

დანართი 3.

Picture3 2

წყარო: მსოფლიო ბანკი

 

[1] UN. (2021). THE 2030 AGENDA FOR.  https://sustainabledevelopment.un.org/content/documents/21252030%20Agenda%20for%20Sustainable%20Development%20web.pdf. (გადამოწმებულია 3.12.2021)

[2] საქართველოს „ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილი“ - გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრი

[3] კლიმატის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ხედვა, - საქართველოს კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგია,  გვ.38

[4] სხვა სტრატეგიები, სამოქმედო გეგმები და კანონები, რომლებიც  კლიმატის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას შეესაბამება, - საქართველოს კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგია,  გვ. 107

[5] Joint statement: Agreement on Climate Change, Trade and Sustainability (ACCTS) Trade Ministers' meeting | Beehive.govt.nz

[6] Weiss, Kai (2019). The CAP doesn’t ft - why the EU’s farm subsidies are ripe for reform. https://capx.co/the-cap-doesnt-ft-why-the-eus-farm-subsidies-are-ripe-for-reform/

[7] Cleppe, Pieter (2019). The EU’s long term budget: an overview of the spending areas in most

need of reform. http://cleppe0.blogspot.com/2019/10/the-eus-long-term-budget-overview-of.HtmL

[8] Foote, Natasha (2019). 2500 scientists urge EU to reform environmentally ‘damaging’ CAP.

https://www.euractiv.com/section/agriculture-food/news/2500-scientists-urge-eu-to-reformenvironmentally-damaging-cap/

[9] Booker, Christopher (2007). Fishing quotas are an ecological catastrophe. https://www. telegraph.co.uk/news/uknews/1570439/Fishing-quotas-are-an-ecological-catastrophe.html

[10] Paterson, Owen (2018). EU fshing policy is a biological, environmental, economic and social

disaster. https://www.thesun.co.uk/news/7139501/eu-fshing-policy-disaster-owen-paterson-opinion/