პროექტი განხორციელდა 2015 წელს და მისი მიზანი იყო ხუთი თვითმმართველი ქალაქის - თბილისის, რუსთავის, ქუთაისის, ფოთისა და ბათუმის მუნიციპალიტეტების ფუნქციობის ეფექტიანობის ხარისხის შეფასება, მათ ტერიტორიაზე ცხოვრების და საქმიანობის და შედარება შემდეგი სფეროების მიხედვით:
- მუნიციპალიტეტი მოსახლეობისთვის - რამდენად მისაღწევია ადგილობრიჳი მოსახლეობისათვის საჭირო სერვისები
- მუნიციპალიტეტი მეწარმეობისთვის - რამდენად ადვილია მეწარმეობა
- მუნიციპალიტეტის ეფექტიანობა - რამდენად ეფექტიანი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებულია.
პროექტი შეიმუშავა და განახორციელა „ახალმა ეკონომიკურმა სკოლა - საქართველომ“, „ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით და პარტნიორის „ლიტვის თავისუფალი ბაზრის ინსტიტუტის“ მეთოდოლოგიით.
პროექტი ემყარება საერთაშორისო გამოცდილებას, რომელიც აპრობირებულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და ემსახურება თვითმმართველი ერთეულების კონკურენციას, განვითარებას და საქმიანობის გამჭირვალობის ხელშეწყობას.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ შესაბამისი პროფილის სამინისტროების, პარლამენტისა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები.
იხილეთ სრული პრეზენტაცია