„საქართველოს თვითმმართველობის ინდექსის" 2017 წლის კვლევის შედეგები ეფუძნება საქართველოს 12 თვითმმართველი ქალაქის (თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ფოთი, ბათუმი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ამბროლაური, ახალციხე, გორი, მცხეთა და თელავი) მონაცემებს 2015 წლის მდგომარეობით.

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში თვითმმართველობის განვითარებას და გაძლიერებას. კვლევა საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით განახორციელა ახალმა ეკონომიკურმა სკოლა - საქართველომ, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის სამხრეთ კავკასიის ოფისის მხარდაჭერით, კვლევის პარტნიორი იყო ლიტვის თავისუფალი ბაზრის ინსტიტუტი. 

2017 წლის კვლევა ეფუძნება შეფასებებს 3 სფეროს, 10 კატეგორიის, რომელთაგან  თითოეულს მინიჭებული აქვს თანაბარი (10%) ხვედრითი წონა, და 139 მაჩვენებელს.

ინდექსი მუნიციპალიტეტების საქმიანობის აფასებს და ადარებს შემდეგი სფეროების მიხედვით:

მუნიციპალიტეტი მოსახლეობისთვის (შემავალო კატეგორიები: კომუნალური მომსახურება, ტრანსპორტი, განათლება, ჯანმრთელობის დაცვა, სოციალური უზრუნველყოფა - ჯამში 66 მაჩვენებელი აფასებს იმას თუ რამდენად ადექვატურად ემსახურება მუნიციპალიტეტი მოსახლეობას).

შედეგები ამ სფეროში:

მუნიციპალიტეტი მეწარმეობისთვის (შემავალი კატეგორიები: ინვესტიციები; გადასახადები, ჯამში 31 მაჩვენებელი აფასებს იმას თუ ხელს უწყობს მუნიციპალიტეტი მეწარმეობას);

შედეგები ამ სფეროში:

მუნიციპალიტეტის ეფექტიანობა (შემავალი კატეგორიები: ბიუჯეტი, აქტივების მართვა, ადმინისტრაციული რესურსების მართვა, ჯამში 42 მაჩვენებელი აფასებს იმას თუ რამდენად ეფექტიანი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტი.

შედეგები ამ სფეროში:

საქართველოს თვითმმართველობის ინდექსის მიხედვით 12 თვითმმართველი ქალაქიდან საუკეთესო შედეგები 100 შესაძლებლიდან აქვთ 1. ქუთაისს - 66.12, 2. ბათუმს - 61.65 და 3. თბილისს - 60.12. რეიტინგში დანარჩენი ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: 4. ზუგდიდი - 54.01, 5. რუსთავი - 51.81, 6. ფოთი - 51.24, 7. გორი - 43.87, 8. ახალციხე - 40.49, 9. ოზურგეთი - 29.25, 10. მცხეთა - 12.21, 11. თელავი - 9.69, 12. ამბროლაური - 1.10.

 

შედეგები მეტყველებს, რომ თვითმართველობები ჯერ კიდევ ვერ აკმაყოფილებენ თანამედროვე მოთხოვნებს, ვერ უზრუნველყოფენ მაღალი დონის მომსახურებას მოსახლეობისა და მეწარმეობისთვის, არაეფექტურად განკარგავენ აქტივებს.
შემდგომში კვლევა გავრცელდება რაიონულ მუნიციპალიტეტებზე. თვითმმართველი ქალაქები და რაიონული მუნიციპალიტეტები შეფასდება ცალ-ცალკე.

 

იხილეთ სრული პრეზენტაცია