„ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველო“ აქტიურად არის ჩართული ახალგაზრდებში გაავრცელოს საღიაზრი და ქვეყანაში შექმნას კონკურენტუნარიანი ადამიანური კაპიტალის დაგროვების წარმატებული ქეისი.

ვინაიდან მიზნები ძალიან ფართო და ამბიციურია , 2018 წლის 2 ნოემბერს „რედისონ ბლუ ივერიაში“ "ახალმა ეკონომიკურმა სკოლამ - საქართველომ" კიდევ ერთი თამამი და წარმატებული ნაბიჯი გადადგა და წარადგინა ელექტრონული სახელმძღვანელო ეკონომიკაში, რომელიც საშუალებას მისცემს მასწავლებლებს გაავრცელონ საღიაზრი სკოლებში - http://schooleconomics.org/ .
სახელმძღვანელო მორგებულია ქართულ სინამდვილესთან, სრულად აკმაყოფილებს საქართველოს შესაბამის სახელმწიფო სტანდარტებს და მისი გამოყენება შესაძლებელია საგნებში: „სახელმწიფო და ეკონომიკა“, როგორც ძირითადი სახელმძღვანელო, აგრეთვე „სამოქალაქო განათლება“ და „მეწარმეობის საფუძვლები“, როგორც დამხმარე სახელმძღვანელო.
სახელმძღვანელოს გამოყენება ასევე შესაძლებელია ისეთ საუნივერსიტეტო სასწავლო კურსებში, როგორიცაა “შესავალი ეკონომიკაში” და სხვ. გარდა ამისა, მისი გამოყენება შესაძლებელია თემატური კლუბური მუშაობისას და დამატებით კლასგარეშე საკითხავად მაღალი კლასების მოსწავლეებისთვის.
აუცილებლად გვინდა ავღნიშნოთ ჩვენი მხარდაჭერების წვლილი, რომლეთა გარეშეც ვერ განხორციელდებოდა - „ეკონომიკის გაკვეთილების“ შექმნა და გვსურს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადოთ მათ: გლობალ ფილანთროპიკ თრასთი (აშშ), ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის სამხრეთ კავკასიის ოფისი (გერმანია), და საქართველოს უნივერსიტეტი (საქართველო), სამოქალაქო განათლების მასწავლებელთა ფორუმი.
აუცილებლად გაეცანით „ეკონომიკის გაკვეთილებს“ და გაირეთ რეგისტრაცია აქ: http://schooleconomics.org/
იხილეთ წიგნის პრეზენტაცია:

pdfსახელმძღვანელოს პრეზენტაცია

pdfდღის წესრიგი