- მე ვარ მაიკ ვალასი და გთავაზობთ მორიგ სატელევიზიო პორტრეტს ფერადი ადამიანების ჩვენი გალერიიდან. ამერიკის შეერთებული შტატების ინტელექტუალთა მცირე ნაწილი გატაცებულია უჩვეულო ახალი ფილოსოფიით, რომელმაც როგორც ჩანს, ზუსტად დაარტყა ჩვენი საზოგადოების ძირეულ შეხედულებებს. ამ ფილოსოფიის პირველწყარო არის ნოველისტი ეინ რენდი, რომლის ორი მთავარი ნაწარმოები „Fountainhead“ და „Atlas Shrugged” ამერიკის ბესთსელერი გახდა. ვისაც აინტერესებს მეტი ამ რევოლუციური ხედვისა და თავად ქალბატონი რენდის შესახებ, შემოგვიერთდით რამდენიმე წუთში. ახლა კი ჩვენი თემის შესახებ... თუ გადავხედავთ მოვლენებს, ვნახავთ, რომ კაცობრიობის ისტორიაში მრავალი პოლიტიკური და ფილოსოფიური მოძრაობა აღმოცენდა და შემდეგ უმეტესობა მოკვდა. თუმცა, მაგალითად დემოკრატიამ თუ კომუნიზმმა პრაქტიკაში იარსება და დიდი გავლენაც იქონია მთელ მსოფლიოზე. აქ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ერთერთი ყველაზე სადავო და უჩვეულო ახალი ფილოსოფია დაფუძნდა ნოველისტი ეინ რენდის მიერ, რომლის შეხედულებები ალბათ ჯერ კიდევ უცნობია ამერიკის მოსახლეობისთვის, თუმცა ის რომ ჩანერგილიყო ალბათ რევოლუციურად გარდაქმნდა ჩვენს ცხოვრებას. ამიტომაც ვართ აქ, რომ გთხოვოთ მოკლედ ჩამოაყალიბოთ (ვიცი, რომ რთულია) თქვენი ფილოსოფია, ვინ არის რენდი?
- პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ მე არ მომწონს ეს სახელი, მე ამ ფილოსოფიას ობიექტივიზმს ვუწოდებ.
- გასაგებია.
- ეს არის ფილოსოფია, რომელიც დაფუძნებულია ობიექტურ რეალობაზე. ნება მომეცით მოკლედ ავხსნა. ჩემი ფილოსოფია დაფუძნებულია შეხედულებაზე, რომ რეალობა არსებობს ობიექტური აბსოლუტიზმის სახით, რომელიც იქმნება ადამიანის აღქმის შესაბამისად. ამიტომ, ადამიანს სჭირდება (უნდა ჰქონდეს) რაციონალური მორალი. პირველ რიგში მე ვარ ადამიანის მორალის ახალი კოდის შემქმნელი, რომლიც აქამდე შეუძლებლად ითვლებოდა, უფრო ზუსტად რომ გითხრათ, ესაა მორალი, რომელიც არაა დამოკიდებული რწმენაზე. არც რწმენაზე, არც თვითნებურ ხუშტურზე ან ემოციაზე, ეს არც შემთხვევითი მისტიური ან სოციალური ახირება არაა. ჩემი მორალი დაფუძნებულია მიზეზსა და ლოგიკაზე, რომელიც ნამდვილია და ძალიან საჭირო.
- მესმის.
- ახლა კი, ნება მომეცით დეტალურად განვმარტო ჩემი მორალის არსი, რადგან ეს მხოლოდ შესავალი იყო. ჩემი შეხედულებით, მორალი არის ადამიანის ცხოვრება ანუ ღირებულებათა სტანდარტი. გამომდინარე იქიდან, რომ ადამიანის გონება არის მისი გადარჩენის ბაზისი, თუ მას უნდა იცხოვროს დედამიწაზე და იცხოვროს როგორც უმაღლესმა არსებამ, მაშინ მან მოქმედების მიზეზი უნდა აირჩიოს მოქმედებათა გზამკვლევად. ანუ მან უნდა იცხოვროს საკუთარი გონების სრულიად დამოუკიდებელი განსჯით და მისი უმაღლესი მორალური ღირებულება უნდა იყოს მისი საკუთარი სამოთხის მიღწევა. მან არ უნდა აიძულოს სხვა ადამიანი და არც სხვას უნდა მისცეს უფლება, რომ თავს მოახვიოს თავისი სიმართლე. თითოეულმა ადამიანმა უნდა შემოსაზღვოს საკუთარი თავი როგორც სასრული და იცხოვროს მხოლოდ თავისი რაციონალური ინტერესებისთვის.
- ნება მომეცით შეგაწყვეტინოთ
- დიახ
- თქვენ ეს შეხედულება პირველად გაგვაცანით თქვენი ნოველის სახით „Atlas Shrugged“ ("ატლანტმა მხრები გაშალა") დღეს კი თავად გვიხსნით. მე მინდა რომ წაგიკითხოთ ნაწყვეტი, რომლიც დაიბეჭდა Newsweek - ში: თქვენ ამბობთ, რომ მზად ხართ გაანადგუროთ ყოველი მრწამსი, რომელიც თანამედროვე ამერიკელების ცხოვრების წესს განსაზღვრავს, ეს იქნება იუდეურ-ქრისტიანული რელიგია თუ თანამედროვე, მთავრობას მორგებული დემოკრატია, რომელიც მოსახლეობის უმრავლესობის არჩევანია. წერენ, რომ თქვენ გძულთ ეკლესიები და აბუჩად იგდებთ ღმერთის კონცეფციას. რამდენად ეთანხმებით ამ კრიტიკას და მართალია თუ არა?
- ფაქტებს ვეთანხმები, მაგრამ არა კრიტიკას. დავაზუსტებ, მე ვიწვევ ამ ინსტიტუციებს, მე ვიწვევ ამ შეხედულებებს, მე ვებრძვი ალტრუიზმის მორალურ კოდს ანუ შეხედულებას, რომ ადამიანის უმაღლესი მორალური ღირებულებაა იცხოვროს სხვებისთვის და თავი შესწიროს მათ. ესაა თანამედროვე მორალური მრწამსი. ეს მრწამი კი იმ ინსტიტუციებმა შექმნა, რომლებსაც მე ვებრძვი, რადგან არ მიმაჩნია სწორად. ახლა კი, რა არის თვით მსხვერპლად შეწირვა...
- დიახ, რას გულისხმობთ საკუთარი თავის მსხვერპლად შეწირვაში და რას ხედავთ ცუდს ალტრუიზმში, რომლითაც ვცხოვრობთ ადამიანები? ანუ, თქვენ მოგვიწოდებთ სრული ეგოიზმისკენ...
- მე ვიტყოდი, რომ არ მომწონს დაუმსახურებელი ჯილდო, ეს ბოროტებაა. სხვისთვის საკუთარი თავის გაწირვა ნიშნავს, რომ ადამიანი ვალდებულია ემსახუროს სხვას იმისთვის, რომ გაამართლოს თავისი არსებობა. ითვლება, რომ ესაა მისი მორალური ვალდებულება.
- დიახ, ჩვენ გვასწავლიდნენ თანაგრძნობას ადამიანების მიმართ და პასუხიმგებლობას მათი კეთილდღეობისთვის. ასევე იმას, რომ მორწმუნენი, ჩვენ ვართ ღმერთის შვილები და ვიმყოფებით მისი მფარველობის ქვეშ. ამიხსენით რა არის ამაში ცუდი და რატომ ეწინააღმდეგებით ამ ყველაფერს?
- დიახ, ესაა ის, რაც ადამიანს აქცევს ტანჯულ ცხოველად. მან უნდა იმუშაოს სხვებისთვის, დაეხმაროს და გაუგოს მათ, გაითვალისწინოს მათი სურვილები და ზუსტად ესაა ტანჯული ობიექტის მოვალეობანი. მე ვამბობ, რომ ადამიანის ერთადერთი მოვალეობაა საკუთარი ბედნიერების მიღწევა და ეს მან თავად უნდა გააკეთოს. მან არ უნდა მოითხოვოს სხვებისგან, რომ თავი გასწირონ მისთვის და არც თვითონ უნდა გააკეთოს ეს სხვისთვის. ადამიანი უნდა იყოს თვითმყოფადი და ჰქონდეს საკუთარი თავის ღირსების გრძნობა.
- კი მაგრამ, რატომაა შეუძლებელი ადამიანს ქონდეს ღირსების გრძნობა და თან უყვარდეს თანამოძმე სხვა ადამიანი? რა არის ამაში ცუდი? ქრისტე და ყველა სხვა რელიგიური ლიდერი გვასწავლიდა, რომ უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი, თქვენთვის კი ასეთი სიყვარული არაზნეობრივია...
- არაზნეობრივია მაშინ, როცა ეს სიყვარული ადამიანის სურვილებს აჭარბებს და ეწინააღმდეგება მათ. ეს არაზნეობრივია და რომ დავფიქრდეთ, შეუძლებელიც. როცა გვეუბნებიან, რომ უნდა გვიყვარდეს ნებისმიერი ადამიანი განურჩევლად, გამოდის რომ გვიყვარდეს მახასიათებლის გარეშე, უბრალოდ ასე, მოგწონს თუ არა მაინც. რეალურად გამოდის, რომ არავინ გიყვარს და ვერც გეყვარება ასე.
- მაგრამ თქვენს წიგნში ლაპარაკობთ სიყვარულზე, როგორც ბიზნეს გარიგებაზე თუ რაღაც ამდაგვარზე, კი მაგრამ, ნუთუ არ არსებობს სიყვარული, რომელიც შენს ინტერესებზე მაღლა დგას?
- მოდი, სრულყოფილად აგიხსნით. წარმოიდგინეთ ადამიანს ყავს ცოლი და მას უყვარს ის ყველაფერზე მეტად, თანამედროვე ზნეობრივი სტანდარტის მიხედვით ის ეუბნება ცოლს, მე ვქორწინდები შენზე შენს გამო და მე ჩემს პირად ინტერესებს არ ვითვალისწინებ, მე იმდენად არაეგოისტი ვარ, რომ მე ცოლად გირთავ, იმიტომ, რომ შენ გინდა ასე და ჩემი სურვილი აქ არაფერ შუაშია. ეს ხომ სისულელეა...
- მოითმინეთ, თქვენ ამბობთ, რომ სწორი იქნება ყოველ საღამოს ქმარმა უთხრას ცოლს „მე შენ მიყვარხარ, ომიტომ რომ შენ „ეს“ გააკეთე ჩემთვის“ ან პირიქით „მე „ეს“ გავაკეთე და ამიტომ მორალური ვალდებულება გაქვს გიყვარდე“..
- არა, არა თქვენ არასწორად გამიგეთ, სიყვარული ასე არ უნდა გაიგოთ. მე მაგალითად მომყავს ბიზნეს გარიგება, მაგრამ ყოველ ბიზნესს აქვს თავისი საკუთარი განსაზღვრება და საკუთარი კურსი. სიყვარულში ეს კურსი იგივეა, რაც უპირატესობა. შენ გიყვარს ადამიანი მისი ღირსებების გამო, და არა იმის გამო, თუ რა გააკეთა მან შენთვის ან შენ მისთვის. შენ გიყვარს იმ თვისებების გამო, რომელიც მან განავითარა საკუთარ პიროვნებაში და მათ შენ უპირატესობას ანიჭებ. შენ ვერ შეიყვარებ უმიზეზოდ და განურჩევლად ყველას ყველანაირი პირობის გარეშე, შენ გიყვარს მხოლოდ ისინი, ვინც დამისახურეს ეს შენი პირობების მიხედვით.
- ანუ თუ კაცი ან ქალი არის სუსტი, მაშინ ის სიყვარულის მიღმა რჩება.
- სავარაუდოდ ეგრეა, მან ვერ დამისახურა სიყვარული. თუმცა ადამიანს ყოველთვის შეუძლია შეიცვალოს საკუთარი თავისუფალი ნების გამო. მას შეუძლია შეცვალოს საკუთარი სისუსტეები და აზროვნების მიმართულებები და დაიმსახურებს სიყვარულს, მაგრამ ის არ უნდა ელოდოს დაუმსახურებელ სიყვარულს ან ფულს, ფიზიკურ თუ სულიერ განვითარებას.
- თქვენ ცხოვრობთ თანამედროვე მსოფლიოში და და შესაბამისად იცნობთ ადამიანთა მწირ შესაძლებლობებს, გამოდის რომ თქვენი სტანდარტების მიხედვით, ადამიანთა ძალიან მცირე ნაწილი იმსახურებს სიყვარულს..
- სამწუხაროდ ასეა, ძალიან მცირეა მათი რიცხვი, მაგრამ როგორც ვთქვი, ყველასათვის შესაძლებელია გახდეს სიყვარულის ღირსი და ჩემი მორალის თეორია მათ სთავაზობს გზას, თუ როგორ დაიმსახურონ სიყვარული მიუხედავად იმისა, რომ ეს არაა ყველაზე პრიორიტეტული თემა ჩემს თეორიაში.
- მოდით განვაგრძოთ საუბარი, მითხარით როგორ იშიფრება თქვენი თეორია თანამედროვე პოლიტიკის პირობებში, მაშინ, როცა ბოლო 20 წლის მიღწევებს შორის ერთერთი ძირეული და მნიშვნელოვანი არის (და ბევრი დამეთანხმება ამაში) სოციალური დაცვის კანონმდებლობის თანმიმდევრული განვითარება, რომელიც დაფუძნებულია პრინციპზე, რომ ჩვენ ვართ ჩვენი ძმების მხარში მდგომები. რას ფიქრობთ ამერიკისა და დასავლეთის ქვეყნების ამ მიდგომაზე?
- იმას, რასაც ყველა სხვა, უბრალოდ მე საკითხს ბევრად უფრო ცნობიერად ვუდგები. ვფიქრობ, სტაბილურია ხედავდე შენს ირგვლივ ყველა სხვის განადგურებას მაშინ, როცა შენც მიიწევ უბედურებისკენ და ეს იქნება მანამ სანამ ხალხი არ უარყოფს ყველა ამ სიკეთის მომტან სახელწიფო კონცეფციას. ზუსტად ასეთ კონცეფციებს მიჰყავს მსოფლიო განადგურებისკენ, რადგან ამას მივყავართ კოლექტივიზმისკენ, გაერთიანებისა და კომუნიზმისკენ, იმ სისტემისკენ სადაც ყველა არის დამონებული ყველას მიერ. მივდივართ იმის გამო, რომ გვაქვს ალტრუისტული მორალი.
- დიახ, თქვენ ამბობთ რომ სოციალიზმში და არა მხოლოდ, ყველა არის დამონებული ყველას მიერ, თუმცა აქამდე ადამიანები დემოკრატიის გზით მივიდნენ, ანუ თავისუფლმა ადამიანმა თავისუფალ ქვეყანაში გამოიყენა ხმის მიცემის უფლება და აირჩია ასეთი სისტემა, ასეთი კანონმდებლობით. ნუთუ აპროტესტებთ ამ დემოკრატიულ პროცესს?
- მე ვაპროტესტებ იდეას, რომ ხალხს აქვს უფლება ხმა მისცეს ყველაფერს, ანუ ტრადიციული ამერიკული სისტემა დაფუძნებული იყო იდეაზე, რომ უმრავლესობის აზრი უპირატესი ყოფილიყო მხოლოდ სახალხოდ ან პოლიტიკურ თამაშებში, ხოლო რეალურად შეზღუდული იყო ადამიანთა ხელშეუხებელი უფლებებით. ამიტომაც არ მჯერა, რომ უმრავლესობას უფლება აქვს ხმა მისცეს ადამიანთა სიცოცხლეს, მათ ქონებას ან თავისუფლებას მისგან დამოუკიდებლად. მე თუ რამის არ მჯერა და უმრავლესობა მას ხმას მისცემს, ეს არ ნიშნავს რომ სწორია და მისი მიხედვით უნდა ვიმოქმედო.
- კარგით, როგორ უნდა ვიმოქმედოთ?
- მოხალისეთა ერთობით, თავისუფალი ადამიანების გადაწყვეტილებით.
- და როგორ გამოჩნდება ლიდერი, ვინ იქნება მათ შორის ლიდერი, ვინ აირჩევს ან გამოარჩევს ლიდერს...
- ხალხი ერთობლივად, არაფერია ცუდი ან გასაოცარი ამ პროცესში. ხალხმა უნდა იმოქმედოს ამერიკის კონსტიტუციის მიხედვით, რომელიც მიღებული იყო იმ კონსტიტუციური პროცესის შედეგად, რომელიც აქამდე არსებობდა. ანუ, ხალხი ირჩევს ოფიციალურ პირებს, ე.წ. პარალელურ მთავრობას, მაგრამ მათი უფლებები მკაცრად იქნება შეზღუდული. მათ არ ექნებათ უფლება ძალით ან ნებისმიერი საშუალებით ზემოქმედება იქონიან ან დაიწყონ შევიწროვება ნებისმიერი მოქალაქისა, გარდა კრიმინალისა. და თუ მაინც გამოიყენებენ ძალას, უნდა დაისაჯონ ასევე ძალისმიერი მეთოდებით. ეს უნდა იყოს მთავრობის ერთადერთი ფუნქცია. ანუ, მათ უნდა დაიცვან ის ადამიანები, რომლებსაც არანაირი ზიანი არ მიუყენებიათ სხვისთვის და იგივენაირად დასაჯონ მხოლოდ ისინი, ვინც კრიმინალური დანაშაული ჩაიდინა სხვის მიმართ. ჩვენ არ უნდა მივცეთ მთავრობას, უმრავლესობასა თუ უმცირესობას უფლება, რომ მიისაკუთრონ სხვისი სიცოცხლე ან ქონება. ეს იყო ნამდვილი ამერიკული სისტემა.
- როდესაც ამბობთ „მიისაკუთრონ სხვისი ქონება“, ვეჭვობ გულისხმობთ გადასახადების სიტემას.
- დიახ, ასეა.
- გამოდის, თქვენ ამბობთ, რომ მთავრობას არ აქვს გადასახადების დაწესების უფლება, არ უნდა არსებობდეს სოციალური დაცვის პროგრამა, უმუშევრობის კომპენსაცია, სტრესული სიტუაციების რეგულაციის სისტემა, გარკვეული სახის ქირავნობის კონტროლი და მსგავსი პროგრამები.
- მართალია, მე ვეწინააღმდეგები კონტოლის ნებისმიერ საშუალებას და მომხრე ვარ გადასახადებისგან აბსოლუტურად თავისუფალი ურეგულაციო ეკონომიკისა. მოდით, მოკლედ გეტყვით. მე მომხრე ვარ რომ სრულიად გაიმიჯნოს ერთმანეთისგან სახელმწიფო და ეკონომიკა. ზუსტად ისე, როგორც გაიმიჯნა ეკლესია და სახელმწიფო, რომლის შედეგადაც მივიღეთ სხვადასხვა მრწამსის ხალხთა სრულიად მშვიდობიანი თანაცხოვრება. იგივე უნდა გაკეთდეს ეკონომიკასთან მიმართებაში. თუ არ გააკონტროლებ ეკონომიკურ პროცესებს, არ დააწესებ შეზღუდვებს წარმოებასა და ვაჭრობაზე, მაშინ მიიღებ მშვიდობიან თანამშროლობას, ჰარმონიას და სამართლიანობას ხალხთა შორის.
- თქვენ ნამდვილად საინტერესო პოლიტიკური მეცნიერი ხართ და გეცოდინებათ, რომ ბევრი მოძრაობა აღმოცენდა უკვე არსებულის ფონზე და მის წინააღმდეგ, მაგალითად მუშათა უფლებების დამცველი მოძრაობა, სოციალური კეთილდღეობის კანონდებლობა უბრალოდ ხომ არ გაჩნდა ვიღაც კონკრეტული პიროვნების თავში, ეს იყო საერთო რეაქცია მიმდინარე პროცესების მიმართ, ეს ხომ ნამდვილი და ნომალურია ცხოვრებაში?
- ყოველთვის არა. ეს პროტესტი და შესაბამისად სოციალური დაცვის კანონი აღმოცენდა იგივე წყაროდან, საიდანაც დამცირება და უარყოფა. უარყოფა იმ კანონმდებლობისა, რომელიც თავდაპირველად დაინერგა მრეწველობის დასახმარებლად და ის უკვე იყო ხიდი თავისუფალი წარმოებისა. თუმცა, შემდეგ შეიკრიბნენ გარკვეული ჯგუფების ინტერესების დამცველები, უფრო სწორად კი კონკრეტული ბიზნესის მმართველები და გადაწყვიტეს კანონმდებლობა მოერგოთ საკუთარ ინტერესებისთვის. ანუ, ყველა მხარე შეთანხმდა, რომ სახელმწიფოსთვის უკეთესი იქნებოდა კანონდებლობას დაეცვა ერთი მხარე, კონკრეტულად დამსაქმებელი, და არ ყოფილიყო თანასწორობა დასაქმებულთან.
- როდესაც თქვენ რეკომენდაციას უწევთ თავისუფალ ურეგულაციო ეკონომიკას, სადაც ყველა ადამიანი მუშაობს საკუთარი კეთილდღეობისა და ინტერესებისთვის, თქვენ ფაქტიურად ეშმაკის ხელში აგდებთ ადამიანებს და ქმნით სიტუაციას „დაე, ძაღლმა დაგლიჯოს ძაღლის ტყავი“. თავის დროზე, ზუსტად ასეთი სიტუაციის თავიდან აცილების გამო გაძლიერდა სახელმწიფო კონტროლის მექანიზმები. დიახ, იმისთვის, რომ მძარცველ ბარონებს არ აეღოთ ხელში ძალაუფლება და არ დაჩაგრულიყვნენ სხვა ადამიანები. ბარონებში ზუსტად ის ბიზნეს ლიდერები იგულისხმებიან, რომლებსაც თქვენ აღმერთებთ და ფიქრობთ, რომ ყველაფრის უფლება აქვთ, ასე არაა?
- არა, ასე არაა. ეს ქვეყანა ბარონებს არ შეუქმნიათ. იგი შექმნეს თავისუფალმა მეწარმეებმა, რომლებმაც წარმატებას მიაღწიეს აშკარად საკუთარი ძალებით სახელწიფოს დახმარებისა და ზეწოლის გარეშე. თუმცა, ამავდროულად იყვენენ ისეთებიც, ვინც გამოიყენეს მთავრობის მხარდაჭერა კონკურენტებზე გასამარჯვებლად. ზუსტად ესენი არიან მჩაგვრელები. თანამედროვე ლიბერალები თვლიან, რომ სწორედაც საჭიროა სახელმწიფო ზეწოლა წარმოებაზე დასაქმებულთა ინტერესების გამო. საერთოდ რა საჭიროა ზეწოლა ან რეგულაცია? ზუსტად ეს წარმოშობს მძარცველ ბარონებს, ისინი მთავრობის დახმარებით ქმნიან კაპიტალისტებს, რაც ყველაზე საშინელი ეკონომიკური ფენომენია.
- ვფიქრობ, დამეთანხმებით თუ ვიტყვი, რომ მაინცდამაინც კარგი პროგნოზი არ გაქვთ იმ სოციუმისთვის, რომელში მე და თქვენ ვცხოვრობთ. თქვენ ფიქრობთ, რომ ჩვენ დაღმა მივექანებით. ახლა კი, მინდა დაფიქრდეთ შეკითხვაზე, ჩვენ კი რამდენიმე წუთში დავბრუნდებით. შეკითხვა ასეთია: წინასწარმეტყველებთ თუ არა გარკვეულ დიქტატურასა და ეკონომიკურ კატასტროფას ამერიკაში თუ ჩვენ გავყვებით უკვე არჩეულ კურსს? ...
...დავბრუნდით და ვაგრძელებთ თემას აინ რენდთან ერთად.
მაშ ასე, თქვენს ნოველაში „Atlas Shrugged“ აღწერთ მოსალოდნელ ეკონომიკურ კატასტროფას შეერთებულ შტატებში, ასეა?
- თუ გაგრძელდება დღევანდელი კოლექტიური მიმართულება ბიზნესში, რომელიც ანტი-მიზეზობრივ ფილოსოფიას ეფუძნება, მაშინ დიახ, ესაა ის მიმართულება საითაც წავა ქვეყანა. არის ერთი მომენტიც, მე არ მჯერა ისტორიული მუდმივობისა და არ მგონია, რომ ხალხი დიდხანს გააგრძელებს ამ მიმართულებით სვლას. ადამიანს აქვს თავისუფალი ნება, ფიქრის და არჩევანის უნარი და ვფიქრობ, რომ თუ ისინი შეცვლიან აზროვნებას, მაშინ ავიცილებთ კატასტროფას.
- დიახ, მაგრამ როგორ წარმოგიდგენიათ კურსის ასეთი შემობრუნება, მაშინ როცა ქვეყანას მართავს უმრავლესობა. მთავრობა თავისუფალი არჩევნების შედეგადაა შერჩეული და მოსახლეობის უმრავლესობას ურჩევნია ხმა მისცეს ასეთი სისტემის სახელმწიფოს.
- როგორც უკვე გითხარით, არ მჯერა ხალხის მიერ ხმათა უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილებებისა. სინამდვილეში მათ არ აძლევენ არჩევანის შესაძლებლობას. უმრავლესობისთვის არასოდეს მიუციათ საშუალება გაეკეთებინათ არჩევანი კონტროლსა და თავისუფლებას შორის.
- როგორ ახნით ფაქტს, რომ თითქმის ყოვლისშემძლე უმრავლესობის წამყვანმა ინტელექტუალურმა ნაწილმა და მოწინავე მეწარმეებმა, მათ ვისაც თქვენ ასე სცემთ პატივს, ერთხმად დაუჭირეს მხარი თანამედროვე მოდელირებულ კაპიტალიზმს?
- ამას ინტელექტთან არაფერი აქვს საერთო. თუ მას სჯერათ კოლექტივიზმის, მაშინ ბუნებრივია ემხრობიან კაპიტალიზმს, თუმცა უმრავლესობას არჩევანის საშუალება არ ქონია. ორივე მხარე, პრივილეგირებულიც და არაპრივილეგირებულიც ემხრობა სოციალისტურ მოდგომებს, კონტროლს. არ არსებობს მხარე, რომელიც შესთავაზებს მათ ეკონომიკური თავისუფლებისა და ინდივიდუალიზმის მოდელს. სწორედაც რომ ეს სჭირდება დღეს ჩვენს ქვეყანას.
- შესაძლებელია თუ არა, რომ ჩვენ ყველამ ერთხმად მივიღოთ სრული თავისუფლების გადაწყვეტილება მაშინ როცა სინამდვილეში ჩვენ ყველა მარტოსულები ვართ და ერთმანეთის დახმარების გარეშე არ შეგვიძლია არსებობა?
- არა მგონია გესმოდეთ ის, რასაც ამბობთ, რადგან არ არსებობს მიზეზი, რომელიც ამ თეორიას ამართლებს. უამრავი მაგალითი არსებობს იმისა, თუ როგორ ინადგურებენ ადამიანები თავებს სხვების გამო, როგორ ეწირებიან ისინი სხვათა ინტერესებს.
- თქვენ არ გაქვთ რწმენა.
- რწმენა ალბათ...
- მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავისა.
- რწმენა არა, ეს უფრო ობიექტური განაჩენია. დიახ, მე არ მჯერა არაფრის ბრმად, მე მჯერა მხოლოდ ფაქტებით გამყარებული რეალობისა.
- ვინ ხართ აინ რენდ? მინდა ცოტა რამ ვიცოდე თქვენი ცხოვრებისა და პიროვნების შესახებ. თქვენ უცნაური აქცენტით საუბრობთ, რომელიც არის?
- რუსული
- რუსული. რუსეთში დაიბადეთ? და აქ ჩამოხვედით?
- თითქმის 30 წლის წინ.
- და როდის და საიდან დაიბადა თქვენში ეს ფილოსოფია?
- ჩემი აზროვნებიდან, აბსოლუტურად დამოუკიდებლად სხვების გავლენისგან, მხოლოდ ერთადერთი ფილოსოფოსის, არისტოტელეს მიმართ ჩემი დამოკიდებულებიდან გამომდინარე. ის ერთადერთია, რომელმაც შთამაგონა იდეა და შემდეგ მე თავად განვავითარე ის.
- თქვენი მშობლები. ისინი რუსეთსში გარდაიცვლანენ თუ აქ, ამერიკაში?
- არა, მე აქ მარტო ჩამოვედი და წარმოდგენა არ მაქვს ისინი სად არიან და გარდაიცვალნენ თუ არა.
- თქვენი მეუღლე, ის მეწარმეა?
- არა, მხატვარია და მისი სახელია ფრენქ ო’კონორი.
- და ის ცხოვრობს საკუთარი ნახატებით?
- არა, დამწყებია, ახლა სწავლობს ხატვას და მე მხარს ვუჭერ მას.
- ეხმარება თუ არა მას სახელმწიფო, მანამ სანამ დამწყებია?
- არა
- თქვენ ეხმარებით?
- არა, არ არის ამის საჭიროება, თუმცა თუ იქნება, რათქმაუნდა, გვერდში დავუდგები.
- ანუ რა გამოდის? თქვენი მოსაზრების საწინააღმდეგოდ იმოქმედებთ?
- არა, მისმინეთ. მე მიყვარს ის ეგოისტურად და ჩემს ინტერესებშია დავეხმარო მას, თუ დაჭირდება. ეს არაა თავგანწირვა სხვისთვის, მე ამ დახმარებით სიამოვნებას ვიღებ.
- მოდით ერთ სიტუაციას შემოგთავაზებთ. დავუშვათ არსებობს ერთი თვითმყოფადი კორპორაცია, რომელსაც გააჩნია ძალიან მნიშვნელოვანი ბუნებრივი პროდუქტი, მაგალითად ურანი. ურანი, რომელიც ეროვნული უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის შეიძლება იყოს და ამ დროს, კორპორაცია უარს ამბობს მის მიყიდვაზე სახელმწიფოსთვის, ამ დროს რა უნდა ვქნათ?
- თავისუფალი სისტემის პირობებში არავის ექნება უფლება მონოპოლია გამოაცხადოს რაიმეზე. თუ გადახედავთ ეკონომიკის ისტორიას, აღმოაჩენთ რომ ყველა არსებული მონოპოლია ჩამოყალიბდა მხოლოდ სახელმწიფოს ხელშეწყობით სუბსიდირების, წახალისების ან სხვა ეკონომიკური პრივილეგიების მიცემის საშუალებით. ბაზარზე თავისუფალი კონკურენციის პირობებში ვერავინ მიიღებდა კონკრეტულ პროდუქტზე ექსკლუზიურ უფლებას.
- განვიხილოთ ცოტა განსხვავებული სიტუაცია, მაგალითად, ნევადაში არსებული ურანი ერთადერთია ამერიკაში და ეს ჭირდება სახელწიფო თავდაცვას. ისე როგორც საბჭოთა კავშირში, ჩვენთანაც კონკრეტულ შტატს აქვს უფლება მისცეს ან არ მისცეს სახელმწიფოს თავისი პროდუქტი. ერთხელაც ჩნდება უცნაური ადამიანი, რომელიც დაიწყებს ურანის მოპოვებას და ამბობს, რომ არ გაყიდის მას სახელმწიფოზე. თქვენი ფილოსოფიის მიხედვით, სახელმწიფოს არ აქვს უფლება აიძულოს ეს ადამიანი მიყიდოს ურანი.
- აცნობიერებთ თუ არა, რომ შეუძლებელ ფანტაზიებს ყვებით. არცერთი ბუნებრივი რესურსი არ იქნება სასიცოცხლოდ აუცილებელი. თუ ის ბუნებრივი რესურსია, შესაბამისად, მოიპოვება ბუნებრივად სხვადასხვა ადგილებზე. ისიც აბსურდულად მიმაჩნია, რომ ერთ ადამიანს შეეძლოს ხელში ჩაიდგოს მთლიანი რესურსი.
- კარგით, მოდი სხვა მაგალითი მოვიყვანოთ. როგორ ავაშენებთ გზებს, სანიტარულს არხებს, საავადმყოფოებს, სკოლებს მთავრობის ნებართვის და რესურსის გარეშე, ეს ხომ შეუძლებელია? და იმ პირობებში, როცა ემხრობით გადასახადების სისტემის გაუქმებას. დაიცავით თქვენი რევოლუციური თეორია ამ შემთხვავაში.
- მოდით შეკითხვით გიპასუხებთ, ვინ იხდის ამ ყველაფრის საფასურს?
- ჩვენ ვიხდით.
- თავად ამბობთ, რომ სახელმწიფო ძალით იღებს მოსახლეობისგან თანხებს იმისათვის, რომ შემდეგ აუშენოს საავადმყოფოები თუ გზები. შენ თვითონ აღიარებ, რომ ვიღაც გამოიმუშავებს ფულს და ქმნის დოლვათს ამისათვის და ეს არის მოსახლეობა. ამის შემდეგ, სახელმწიფოს არა აქვს უფლება მოსახლეობას მიუთითოს ან მის მაგივრად გადაწყვიტოს თუ რაში გამოიყენოს ეს დოვლათი. თუ სახელწიფოს სჭიდება თანხა, მან ეს უნდა მიიღოს მხოლოდ ადამიანის თავისუფალი გადაწყვეტილების შედეგად.
- და თქვენ გჯერათ, რომ ჩვეულებრივი მოქალაქე ან თუნდაც ზედა ფენებში მყოფი პრივილეგირებული ნაწილი ასე უბრალოდ გამოიჩენს კეთილ ნებას და ფულს აჩუქებს სახელმწიფოს თუ მას დაჭირდა?
- კეთილი ნება არაა აუცილებელი, საკმარისია იყოს თვით დაინტერესება. მაგალითად, პირადი სარგებლობის გზები, კოლეჯები, სკოლები.
- გამოდის, რომ როცა ინდუსტრია განადგურდება და იქნება მასიური უმუშევრობა, ჩვენ ვერ მივიღებთ უმუშევრობის კომპენსაციას. არ გვჭირდება სოციალური დაცვის სამსახური, ჩვენ თავად მივხედავთ თავს ჩვენი ინტერესების მიხედვით იმ დიად მეწარმეთა სასარგებლოდ, ვისაც თქვენ უჭერთ მხარს. ეს მაშინ, როცა ეკონომიკას ხელშეწყობა ჭირდება და გარეთ კი ამდენი უმუშევარია.
- თავისუფალი ეკონომიკური სისტემა არასოდეს ჩამოიშლება და ადამიანები არასოდეს დადგებიან ასეთი საფრთხის წინაშე. ეკონომიკური კრიზისებისა და დეპრესიის მიზეზი არის ის, რომ სახელწიფო ერევა ეკონომიკურ პროცესში. ნებისმიერი კატასტროფის თავიდან აცილების გზაა მიზეზის განადგურება, შხამის მოცილება. დეპრესიული მდგომარეობის მიზეზი არასოდეს ყოფილა თავისუფალი ეკონომიკა.
- და, ბოლო შეკითხვა. რამდენი ე.წ. RAM დისკი არ მოგწონთ, უკაცრავად ამ შედარებაზე, რამდენი მოწინააღმდეგე გყავთ ამერიკის შეერთებულ შტატებში?
- ძნელია ზუსტი რაოდენობის დასახელება, მაგრამ შემიძლია გამოვყო ჩემი საუკეთესო ინტელექტუალი მიმდევარი - ნათანიელ ბრანდონი. ესაა ახალგაზრდა ფსიქოლოგი, რომელიც ატარებს ლექციათა სერიას ჩემს ფილოსოფიაზე ნიუ იორკში. მხოლოდ იანვარში, მან 600 საჩივრის წერილი მიიღო და როგორც მეუბნებიან, ინტერესი მისი ლექციების მიმართ დღითიდღე იზრდება გეომეტრიული პროპორციით.
- დარწმუნებული ვარ, უამრავ ადამიანს მიეცით სტიმული, მათ ვინც უკვე წაიკითხა თქვენი ნაშრომები „Atlas Shrugged“ და „Fountainhead”, კიდევ შეემატებიან ისინი, ვინ მომავალში წაიკითხავს მათ. დარწმუნებული ვარ წაიკითხავენ და მნიშვნელობა არ აქვს, გაიზიარებენ თუ არა თქვენს შეხედულებას.
- დიდი მადლობა.
- მადლობა თქვენ. ბოლოს კი მოგახსენებთ ჩემს პირად მოსაზრებას აინ რენდთან დაკავშირებით. დასაწყისშივე აღვნიშნე და გავიმეორებ, აინ რენდის თეორია რომ დანერგილიყო პრაქტიკულად, ის აუცილებლად რევოლუციურად შეცვლიდა მსოფლიოს. ხოლო მოწინააღმდეგეებს აირ რენდი ასე უპასუხებდა: ბოლო 2000 წლის განმავლობაში, ბევრი ფილოსოფიური თეორია იყო დომინანტური და გამოცდილი და მიმოიხედეთ გარშემო, დააკვირდით შედეგებს, რა მივიღეთ?... დიდი მადლობა აინ რენდს, რომ მოგვცა საშუალება დაგვემატებინა მისი პორტრეტი საინტერესო ადამიანთა გალერეაში. თქვენთან იყო მაიკ ვალასი, მომავალ შეხვედრამდე.
მთარგმნელი: ეთერ ჭოხონელიძე