ადამიანის ბუნება და ეკონომიკური ზრდა
 
ყოველი ადამიანის ერთფეროვანი, მუდმივი და განუწყვეტელი ძალისხმევა, რომ გაიუმჯობესოს საკუთარი პირობები, წარმოადგენს წყაროს, რომლისგანაც მომდინარეობს როგორც საზოგადოებრივი და ეროვნული, ისე კერძო დოვლათი. ის ხშირად საკმაოდ ძლევამოსილია, რომ მთავრობის მფლანგველობისა და ადმინისტრაციის შეცდომების მიუხდავად, მხარი დაუჭიროს ყოფიერების გაუმჯობესების ბუნებრივ პროგრესს.

ცოცხალ არსებათა ცხოვრების შეუცნობელი პრინციპის მსგავსად, ეს ძალისხმევა, უმეტესწილად, სათანადოდ აღადგენს ჯანმრთელობასა და ძალას, არა მარტო ავადმყოფობის, არამედ ექიმების აბსურდული დანიშნულებების მიუხედავად.
გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ, წიგნი II, თავი III.

მშვიდობა, ხელსაყრელი გადასახადები და მოწყალე მართლმსაჯულება, არის ის მცირედი, რაც აუცილებელია, რომ სახელმწიფო დუხჭირი ბარბაროსობიდან სიმდიდრის მაღალ ხარისხამდე ამაღლდეს. ყველაფერი დანარჩენი მოვლენების ბუნებრივი მსვლელობისაგან გამომდინარეობს.

1755 წელს წაკითხული ლექცია, ციტირებულია დუალ სტიუარტის მიერ

ყოველი წარმოების ერთადერთი შედეგი და მიზანი არის მოხმარება; მწარმოებლის ინტერესი მხოლოდ იმდენად იქნება დაკმაყოფილებული, რამდენადაც ის მომხმარებლის უზრუნველყოფას მოახერხებს.

გამოკვლევა ხლხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ, წიგნი IV, თავი VII.

ადამიანი მოქმედებისათვის შეიქმნა და საკუთარი შესაძლებლობების დაძაბვით, ხელი უნდა შეუწყოს, თავისი და სხვების, გარემო პირობების შეცვლას იმგვარად, რომ ამით საუკეთესოდ იქნეს უზრუნველყოფილი თითოეულის ბედნიერება.

მორალური სენტიმენტების თეორია, ნაწილი II სექცია III თავი III

ცალკეული ადამიანის მდგომარეობის უხერხულობა იმაშია, რომ მის გემოზე არაფერია შექმნილი. ყველაფერში გაუმჯობესების საჭიროებას ხედავს. ადამიანის ცხოვრების მთელი ძალისხმებვა გამოყენებულია არა იმისათვის, რომ დაიკმაყოფილოს სამი მოკრძალებული მთხოვნილება, როგორიცაა საკვები, სამოსი და თავშესაფარი, არამედ უზრუნველყოს სიმყუდროვე, გემოვნების სინატიფისა და სიფაქიზის შესაბამისად.

ლექციები სამართალზე, პოლიტიკაზე, შემოსავლებზე და იარაღზე

 
უხილავი ხელი

 
ყოველი პიროვნება... საზოგადოდ, სინამდვილეში, არც განიზრახავს საჯარო ინტერესის განხორციელებას და არც იცის, რამდენად უწყობს ხელს მას. უცხოურთან შედარებით, ადგილობრივი წარმოების უპირატესი მხარდაჭერით, ის მხოლოდ საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნავს. ხოლო ამ წარმოების მართვაში იმ ხერხების გამოყენებით, რომელიც მაქსიმალური ღირებულებების შექმნას განაპირობებს, ის მხოლოდ საკუთარი მოგების მიღებას გეგმავს. ის ამ, ისევე როგორც სხვა ბევრ შემთხვევაში, უხილავი ხელით იმართება და ისეთ შედეგებს იღებს, რომელიც საერთოდ არ განუზრახავს.

გამოკვლევა ხლხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ, წიგნი II, თავი II.

მდიდარი და ღარიბი ყველა მათი მიღწევების შედეგებს იყოფენ. ისინი უხილავი ხელით იმართებიან, რომ ყოველივე, რაც აუცილებელია სიცოცხლისათვის, განაწილდეს ისე, როგორც ეს იმ შემთხვევაში მოხდებოდა, როდესაც დედამიწა თანაბრად იქნებოდა განაწილებული მის მცხოვრებთა შორის.

მორალური სენტიმენტების თეორია, ნაწილი IV, თავი I

ადამიანს, თითქმის მუდმივად, აქვს შესაძლებლობა დაეხმაროს თანამოძმეებს. ამავე დროს, ის ამაოდ დაელოდება სხვების დახმარებას მხოლოდ მათი გულმოწყალების იმედად.

გამოკვლევა ხლხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ, წიგნი I, თავი I

ჩვენ ველოდებით სადილს არა იმიტომ, რომ ყასბის, მელუდის ან მეფუნთუშის გულმოწყალების იმედი გვაქვს, არამედ მათი საკუთარი ინტერესებისადმი დამოკიდებულების გამო. ჩვენ ვექვემდებარებით არა მათ ადამიანურობას, არამედ მათ მიერ საკუთარი თავისადმი სიყვარულს, და ველაპარაკებით არა ჩვენს მოთხოვნილებებზე, არამედ მათ შესაძლო სარგებელზე.

გამოკვლევა ხლხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ, წიგნი I, თავი II.

დიდსულოვანი ადამიანი ყოველთვის ერთბაშად როდი კარგავს საკუთარი გულმოწყალების ნაყოფს.

მორალური სენტიმენტების თეორია, წიგნი I, თავი I

რამდენად ეგოისტურადაც არ უნდა წარმოვიდგინოთ ადამიანი, მისი ბუნების ზოგიერთი თვისება ხელს უწყობს, რომ ის დაინტერესებული იყოს სხვების წარამატებებით და მიიჩნევდეს, რომ მათი წარმატება მისთვის აუცილებელია. თუმცა პირადად მას, ყოველივე ეს, ჭვრეტის სიამოვნების გარდა, შესაძლოა არაფერს აძლევდეს.

მორალური სენტიმენტების თეორია, წიგნი I, თავი I

შრომის განაწილება

 
შრომის ნაყოფიერების მნიშვნელოვანი ამაღლება, აგრეთვე, ის უნარ-ჩვევები, მოხერხებულობა და გამჭრიახობა, რომლითაც ის იქნა მიღწეული, როგორც ჩანს, შრომის განაწილების შდეგია.

გამოკვლევა ხლხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ, წიგნი I, თავი I

სხვაობა ყველაზე საპირისპირო ხასიათებს შორის, მაგალითად, ფილოსოფოსსა და ჩვეულებრივ ქუჩის მებარგულს შორის, წარმოიშვება არა მათი ბუნების, არამედ მათი ადათის, ჩვევების და განათლების განსხვავებულობის გამო.

გამოკვლევა ხლხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ, წიგნი I, თავი II

რადგანაც შრომის განაწილების საფუძველს გაცვლების შესაძლებლობა ქმნის, განაწილების შესაძლებლობა ყოველთვის შეზღუდული უნდა იყოს გაცვლების შესაძლებლობის ჩარჩოებით ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბაზრის ჩარჩოებით.

გამოკვლევა ხლხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ, წიგნი I, თავი III

 

მებაღე, რომელიც საკუთარ ბაღს თავისივე მიწაზე უვლის, საკუთარ თავში აერთიანებს - მიწის მესაკუთრეს, ფერმერს და მშრომელს. შესაბამისად, მონაგარი მას უნდა უნაზღაურებდეს იჯარას, აძლევდეს მოგებას და უნაზღაურებდეს შრომას.

 
გამოკვლევა ხლხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ, წიგნი I, თავი VI

 
ყოველ ქვეყანაში, მიწისა და შრომის წლიური მონაგარი ბუნებრივად იყოფა სამ ნაწილად: მიწის იჯარა, შრომის ანაზღაურება და სარგებელი ძირითადი კაპიტალისაგან.

 
გამოკვლევა ხლხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ, წიგნი I, თავი XI

 

მთავრობის მფლანგველობა

 

ხელისუფლების ძალმომრეობის მიუხედავად, კაპიტალი უხმაუროდ და თანდათანობით გროვდებოდა, ცალკეული პიროვნებების პირადი მომჭირნეობისა და კარგი ხლმძღვანელობის შედეგად; მათი მრავალმხრივი, მუდმივი და თანმიმდევრული ძალისხმევით, რომ გაეუმჯობესებინათ მათი სკუთარი პირობები. ეს კანონით დაცული და ნებადართული ის ძალისხმევაა, რომელიც გულისხმობს თავისუფლებას, რომ წარმატებისათვის შერჩეული იქნეს ყველაზე ხელსაყრლი საშუალებები. სწორედ ეს განაპირობებდა ინგლისის წინსვლას კეთილდღეობისა და გაუმჯობესებისაკენ, თითქმის ყოველ წარსულ ეპოქაში.

 
ყველაზე დიდი თავხედობა და თავდაჯერებულობა მეფეებისა და მინისტრების მხრიდან, შესაბამისად, იმის სურვილი იქნებოდა, რომ მათ კერძო პირების სამეურნეო საქმიანობა შეეზღუდათ და მათი ხარჯები გაეკონტროლებინათ. არადა, თვითონ ისინი, ყველნი უკლებლივ, საზოგადოებაში ყოველთვის უდიდეს მფლანგველებს წარმოადგენენ.

 
გამოკვლევა ხლხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ, წიგნი II, თავი III

 
დიდი სახელმწიფოები არასდროს გაღარიბებულან კერძო პირების მიერ. თუმცა ასეთი რამ ხშირად მომხდარა, მოხელეთა მფლნგველობითა და არამართლზომიერი ქცევის შედეგად. ქვეყნების უმრავლესობში, სახელმწიფოს შემოსვალი მთლიანად ან თითქმის მთლიანად, არამწარმოებლური ადამიანების შესანახად გამოიყენება. ასეთი ხალხი, რომელიც თვითონ არაფერს არ აწარმოებს, მხოლოდ სხვების ნაშრომის ხარჯზე სულდგმულობს.

 
მათ შეუძლიათ მოიხმარონ მწარმოებელთა მთლიანი შემოსავლის იმდენად დიდი ნაწილი, რომ ამით ხელყონ წარმოების გაფართოებისათვის გათვალისწინებული დანაზოგები. ასე რომ, ცალკეული პიროვნებების ყოველგვარი მომჭირნეობა და კარგი მმართველობა არ იქნება საკმარისი, რომ ანაზღაურდეს წარმოების ის დანაკლისი და ზარალი, რომელიც მათი შემოსავლების ძალდატანებითმა და უხეშმა ხელყოფამ გამოიწვია.

 
გამოკვლევა ხლხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ, წიგნი II, თავი III

 

ბუნებრივი თავისუფლების სისტმის თანახმად, სუვერენს აქვს მხოლოდ სამი ვალდებულება, რომლიც უნდა შეასრულოს.

 
პირველი მოვალეობაა დაიცვას საზოგადოება, სხვა დამოუკიდბელი საზოგადოების ძალადობისა და შემოსევისაგან.

 
მეორე მოვალეობაა შეძლებისდაგვარად დაიცვას საზოგადოების ყვლა წევრი, საზოგადოების სხვა წევრების მხრიდან უსამართლო და ძალადობრივი ქმედებებისაგან, ანუ მოვალეა, სამართლიანი მართლმსაჯულება დაამყაროს.

 
მესამე მოვალეობაა დააფუძნოს და მხარი დაუჭიროს გარკვეულ საზოგადოებრივ საქმიანობასა და საზოგადოებრივ დწესებულებებს, რომლებსაც ვერ შექმნიდნენ და ვერ შეინახავნენ ცალკეული პიროვნებები ან მათი მცირე ჯგუფები.

 
გამოკვლევა ხლხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ, წიგნი IV, თავი IX

 

მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის მფლანგველობა, უეჭველად, აფერხებდა ინგლისის ბუნებრივ განვითარებას სიმდიდრისა და აყვავებისაკენ, მან ვერ შესძლო, რომ სრულიად აღმოეფხვრა ის.

 
გამოკვლევა ხლხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ, წიგნი II, თავი III

 

თუ ერს არ შეუძლია, განვითარდეს სრულყოფილი მართლმსაჯულებისა და ჭეშმარიტი თავისუფლების გარეშე, მაშინ მსოფლიოში არ არსებულა ერი, რომელიც ოდესმე აყვავებას შეძლებს.

 
გამოკვლევა ხლხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ, წიგნი IV, თავი IX

 

სისტმის ადამიანი ხასიათდება თავდაჯერებულობით. ხშირად ის ისეა მოხიბლული მთავრობის მოწყობის შესახებ მის მიერვე შედგენილი იდეალური გეგმით, რომ ვერ იტანს მისგან ვერც ერთ, თუნდაც მცირეოდენ გადახრასაც კი. იგი აგრძელებს მის ჩამოყალიბებას მთლიანობაში და ცალკეული შემადგენელი ნაწილების მიხედვით, მუხედავად დიდი ინტერესებისა და ცრურწმენისა, რომელიც დაბრკოლებად შეიძლება მოევლინოს. მას ხიბლავს იმის წარმოდგენა, რომ შუძლია უზარმაზარი საზოგაოების წევრები ჭადრაკის ფიგურებივით იოლად მართოს. ის ანგარიშს არ უწვს, რომ ხელით მართული ჭადრაკის ფიგურებისაგან განსხვავებით, ადამიანური საზოგადოების დიდ საჭადრაკო დაფაზე, ყოველ ცალკეულ წევრს საკუთარი მოძრაობის პრინციპი გააჩნია. ამასთან, სრულიად განსხვავებული იმისაგან, რასაც საკანონმდბლო ხელისუფლება აწესებს, მათზე ზემოქმედების მიზნით.

 
თუმცა არ აცნობიერებს, თუ ეს ორი პრინციპი ერთმანეთს ემთხვევა და ერთი მიმართულებით ვითარდება, ადამიანების საზოგადოება ჰარმონიულად ვითარდება, მოაქვს ბედნიერება და წარმატება. თუ ისინი განსხვავდება და ურთიერთსაწინააღმდეგოა, თამაში არასასურველი მიმართულებით წარიმართება და საზოგადოებაში საყოველთაო უწესრიგობა დაისადგურებს.

 
საზოგადო მოღვაწის შეხედულებების ჩამოყალიბებისათვის უეჭველად საჭიროა, როგორც ზოგადი, ისე სისტემატიზირებული მოსაზრებები პოლიტიკისა და კანონმდებლობის სრულყოფის შესახებ. მაგრამ მათი განხორციელების დაჟინება, მით უფრო მათი ერთბაშად განხორციელება, მიუხედავად ყველა წინააღმდეგობისა, საკმაოდ დიდ თავდაჯერებულობას მოითხოვს. კერძოდ, საზოგადო მოღვაწემ უნდა მოახდინოს ზნეობრივი კრიტერიუმების გამომუშავება, წარმოიდგინოს თავი, ყველაზე განათლებულ და ბრძენ ადამიანად ქვეყანაში და მოითხოვოს მის თანამოქალაქეთაგან, მის აზრს შეეგუონ და მისი მოთხოვნები შეასრულონ; და არა პირიქით, თავად მოერგოს მათ ნება-სურვილს. ამიტომაა სწორედ, რომ პოლიტიკური მოაზროვნეებისაგან ყველაზე სშიშნი, სუვერენი ბატონები არიან.

 
მორალური სენტიმენტების თეორია, წიგნი I, თავი I

 
დაგეგმვა, რეგულირება და სუბსიდიები

 
ყოველი ცალკეული პიროვნების ბუნებრივი მცდელობა, გააუმჯობესოს სკუთარი პირობები იმდენად ძლიერია, რომ მხოლოდ ამას, ყოველგვარი დახმარების გრეშე, არამარტო საზოგადოებრივი ცხოვრების სიმდიდრისა და აყვავებისაკენ წარმართვა შეუძლია, არამედ იმ ასობით სხვადასხვა დაბრკოლების დაძლევაც, რომლებიც ადამიანის მიერ გაუაზრებლად შექმნილი კანონების შედეგია და ხელს უშლის მის საქმიანობას.

 
გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ, წიგნი IV, თავი V, სექცია IV

 
იმის შემფასებლად თუ რამდენად შეესაბამება მომუშავე დაკავებულ ადგილს, უეჭველად შეიძლება დამქირავებლის გამჭრიახობას ვენდოთ, რომლის ინტერესებშიც ეს ყველაზე მეტად შედის. კანონმდებლის გარეგნული შეშფოთება (იმით), რომ მათ არ დაიქირაონ შეუფერებელი ადამიანი, უადგილო და დმთრგუნველია.

 
გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ, წიგნი I, თავი X

 
მომუშავეს, მისი მომხმარებლის გამო, უჩნდება რეალური და ეფექტური წესრიგის მოთხოვნილება. სამსახურის დაკარგვის შიში ზღუდავს მის თაღლითობას და აღმოფხვრის დაუდევრობას.

 
გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ, წიგნი I, თავი X

 
თეთრი ქაშაყის სიუხვე წონით განისაზღვრება, ის გემის წყალწყვის პროპორციულია და არა თევზის ჭერისას გაწეული გულმოდგინებისა და წარმატებისა ვშიშობ, რომ საკმაოდ ხშირად, გემები ტვირთამწეობით განსაზღვრავნ წამატებას და არა მასში თევზის რაოდენობით.

 
გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ, წიგნი IV, თავი V

 
დაბეგვრა

 
1. ყველა სახელმწიფოს სუბიექტი ვალდებულია, მთავრობას თავისი შესაძლებლობების პროპოციულად დაუჭიროს მხარი;

 
2. გადასახადი, რომელიც ვალდებულია გადაიხადოს ყველა ცალკეულმა პიროვნებამ, მკაცრად უნდა იყოს განსაზღვრული. მისი გადახდის დრო, ფორმა და ოდენობა უნდა იყოს გარკვეული და ცხადი, როგორც უშუალოდ გადამხდელისათვის, ასევე ყველა დანარჩენისათვისაც;

 
3. ყველა დაწესებული გადასახადი, უნდა იქნას აკრეფილი იმ დროს და იმ სახით, რომელიც ყველაზე მოსახერხებელია გადამხდელთათვის;

 
4. ყველა გადასახადი იმდენად მოხერხებულად უნდა დაწესდეს, რომ მან არ გადააჭარბოს, ხაზინის რეალურ საჭიროებებს.

 
პირველ რიგში, გადასახადების აკრეფას შეიძლება დასჭირდეს გადასახადის ამკრეფ მოხელეთა დიდი რაოდენობა; მეორე - ამას წარმოების შეჩერება და ხალხის საქმიანი აქტივობის შემცირება შეუძლია; მესამე - გადასახადის არგადამხდელი პიროვნების ქონების დაყადაღებისა და დაჯარიმების შემთხვევაში, შეიძლება ის პიროვნება და სარგებელი დაიკარგოს, რომელსაც მისი კაპიტალი საზოგადოებას მოუტანდა; მეოთხე - გადასახადების ამკრეფთა ხშირი და უსიამოვნო ვიზიტების დაწესება ზიანის მომტანი და მათი საქმიანობისათვის შემაფერხებელი იქნებოდა.

 
გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ, წიგნი V, თავი II, ნაწილი II

 
პრივატიზება

 
ევროპის ყველა მონარქიულ სახელმწიფოში, სატახტო მიწების გაყიდვას დიდი თანხების შემოტანა შეუძლია, როდესაც სატახტო მიწები კერძო საკუთრებაში გადაეცემა, რამდენიმე წელიწადის შემდეგ, ბევრად უფრო კარგად კულტივირებული და დამუშავებული აღმოჩნდება და გადასახადები, რომელსაც სახელმწიფო, ხალხის კეთილდღეობისა და მოხმარების დონის ზრდასთან ერთად, საბაჟო და აქციზური გადასახადებიდან მიიღებს, აუცილებლად გაიზრდება.

 
გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ, წიგნი I, თავი VII, ნაწილი II

 
არისტოკრატებს საკმაოდ ხშირად მიუღიათ მონაწილეობა სხვადასხვა სავაჭრო გარიგებებში და, როგორც კერძო პირები, ცდილობდნენ, რომ გამოესწორებინათ თავისი ფინანსური მდგომარეობა. მათ ხშირად უძებნიათ თავგადასავლები ვაჭრობის გავრცელებულ დარგებში, თუმცა იშვიათად მიუღწევიათ წარმატებისათვის. ხელგაშლილობა, რომლითაც ისინი ქონებას განაგებენ, თითქმის შეუძლებელს ხდის წარმატებას. ხშირ შემთხვევაში, არისტოკრატების ქონების მოურავებს მათი ბატონების სიმდიდრე ამოუწურავი ეჩვენებათ და მას შესაბამისადაც ეპყრობიან . ამასთან, არად დაგიდევენ, რა ფასით ყიდულობენ, ყიდიან და რა უჯდებათ საქონლის გადაზიდვა. არ არსებობს უფრო მეტად შეუთავსებელი პირი, ვიდრე მოვაჭრე და სუვერენია.

 
გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ, წიგნი V, თავი II, ნაწილი I.

 
ნებისმიერ ქვეყანაში პოლიტ-ეკონომიის ძითადი მიზანი, ამ ქვეყნის დოვლათისა და გავლენის გაზრდაა.

 
გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ, წიგნი II, თავი V

 
როგორც კი ამა თუ იმ ქვეყნის მიწა კერძო საკუთრებაში გადავიდა, მიწათმფლობელებს, სხვა ადამინათა მსგავსდ, ძალიან მოეწონათ მოემკოთ ის, რაც არ დაუთესიათ და იჯარა იმაზეც მოითხოვეს, რაც ამ მიწაზე ბუნებრივად მოდიოდა.

 
გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ, წიგნი I, თავი VI

 
მონოპოლია და კონკურენცია

 
მონოპოლია გონიერი მართვის უდიდესი მტერია.

 
გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ, წიგნი I, თავი XI, ნაწილი I

 
მონოპოლისტები, მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმით ცდილობენ, რომ ბაზარი პროდუქციით არ გააჯერონ და საკუთარ საქონელს ბუნებრივ ფასზე მეტად ყიდიან.

 
გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ, წიგნი I, თავი VII

 
მონოპოლიური ფასი ყველა შესაძლებელ ფასზე მაღალია.

 
გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ, წიგნი I, თავი VII

 

ბაზრის გაფართოება და კონკურენციის შეზღუდვა, მოვაჭრის ინტერესის საგანს ყოველთვის წარმოადგენს… აქედან გამომდინარე, კომერციულ საქმიანობაზე ყოველი ახალი კანონის ან დებულების შეთავაზება დიდი სიფრთხილით უნდა მოხდეს. ისინი არ უნდა მიიღონ მანამ, სანამ ხანგრძლივად და ძირფესვიანად, დაწვრილებით და ეჭვის თვალით არ იქნებიან შესწავლილი.

 
გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ, წიგნი I, თავი XI

 
ბუნებრივი, ანუ თავისუფალი კონკურენტული ფასი, არა მარტო ცალკეულ, არამედ უმეტს შემთხვევაშიც ყველაზე დაბალია.

 
ეს ის მინიმალური ფასია, რომლის უფლებაც შეიძლება გამყიდველმა საკუთარ თავს მისცეს და ამავე როს, თავისი ბიზნესიც გააგრძელოს.

 
გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ, წიგნი I, თავი VII

 
ნებისმიერი საქმიანობით დაკავებული უმრავლესობის ძალისხმევა, ყოველთვის ამ ძალისხმევის აუცილებლობის პროპორციულია. იქ, სადაც სრულყოფილი კონკურენცია არსებობს, კონკურენტთა დაპირისპირება, რომლებიც ბაზრიდან ერთმანეთის განდევნას ცდილობენ, ყოველ ადამიანს თავისი საქმის დიდი მონდომებით კეთებას ავალდებულებს.

 
დაპირისპირება და კონკურენცია, ნებისმიერ საქმიანობაში, მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს, რაც თვითდამკვიდრების სურვილიდან გამომდინარეობს და ხშირად დიდ ძალისხმევას საჭიროებს.

 
გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ, წიგნი V, თავი I, ქვეთავი III, მუხლი III

 
მოთხოვნა და ღირებულება

 

ყოველი ადამიანის დანაყრების სურვილი შეზღუდულია მისი კუჭის მოცულობით, მაგრამ საზღვარი არ გააჩნია ადამიანის ლტოლვას ყველანაირ ფუფუნებისაკენ, შენობების კეთილმოწყობისაკენ, ავეჯის, ტანსაცმლის და ეტლების შეძენისაკენ.

 
გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ, წიგნი I, თავი XI, ნაწილი II

 
ღირებულება დგინდება არა რაიმე დაწვრილებითი განზომილებებით, არამედ ბაზარზე ვაჭრობითა და მოლაპარკებებით. შესაბამისად, ეს უხეში თანასწორუფლებიანობის სახეა, რომელიც თუმცა უშეცდომო არაა, მაგრამ ყოველდღიურ ცხოვრებაში საკმარისია საქმიანობის გასაგრძელებლად.

 
გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ, წიგნი I, თავი V

 
სიმდიდრის განაწილება

 
ის, რაც უმრავლესობის პირობების გაუმჯობესებას უზრუნველყოფს, არ შეიძლება მთელი საზოგადოების საზიანოდ ჩაითვალოს. ვერცერთი საზოგადოება ვერ აყვავდება და გაბედნიერდება თუ მისი დიდი ნაწილი ღარიბი და უბედურია.

 
გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ, წიგნი I, თავი VIII

 

არც ერთი საყვედური ისე ხშირად არ გაისმის, როგორც ჩივილი ფულის ნაკლებობაზე.

 
გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ, წიგნი IV, თავი I

 

საბანკო საქმე და კაპიტალის დაგროვება

 
ფასიან ქაღალდებზე და, უმეტეს შემთხვევაში, ოქროსა და ვერცხლზე ჩატარებული გონივრულ;ი საბანკო ოპერაციები ქვეყანას შესაძლებლობს აძლევს, გააქტიუროს და გამოუყენებელი სიმდიდრე მწარმოებლური გახადოს.

 
გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ, წიგნი II, თავი II

 

წარმოებული პროდუქციის გაცვლის დროს, გარკვეული გასამრჯელო იმ პიროვნებას უნდა მიეცეს, რომელიც ამ სახიფათო სქმეში სააქციო კაპიტალით რისკავს.

 
გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ, წიგნი I, თავი VI

 
კაპიტალი იზრდება მომჭირნეობით და მცირდება მფლანგველობის და დაუდევრობის შედეგად.

 
გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ, წიგნი II, თავი III

 
კაპიტალის დაგროვების უშულაო პირობა მომჭირნეობაა და არა მრეწველობა. მრეწველობა მართლაც ქმნის დოვლათს, რომელიც მომჭირნეობის შემთხვევაში გროვდება, მაგრამ რაც არ უნდა აწარმოოს მრეწველობამ თუ ის მომჭირნეობით არ დაიზოგა, კაპიტალი არასდროს დაგროვდება.

 
გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ, წიგნი II, თავი III

 

კაპიტალის მფლობელი აუცილებლად არის მსოფლიოს მოქალაქე და არასოდეს არის მიჯაჭვული, რომელიმე, განსაზღვრულ ქვეყანაზე. მას სრული უფლება აქვს ის ქვეყანა დატოვოს, სადაც ცუდად ექცევიან და დიდ გადასახადებს ახდევინებენ. შეუძლია თავისი კაპიტალი რომლიმე სხვა ქვეყანაში გაიტანიოს, სადაც საქმის წარმოება უფრო ადვილია და სადაც ფორტუნა უფრო კეთილგანწყობილია. კაპიტალი ამუშავებს მიწას, ასაქმებს მუშახელს. გადასახადები, რომლებმაც აიძულეს გარკვეული ქვეყნიდან კაპიტალი წასულიყო, საბოლოოდ სუვერენისა და საზოგადოების ყოველგვარი შემოსავლის წყაროსაც ამოაშრობს.

 
გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ, წიგნი V, თავი II

 
თავისუფალი ვაჭრობა

 
შოტლანდიაში, მინის სათბურებისა და კონდენსატების საშუალებით, შესაძლებელია მივიღოთ კარგი ყურძენი, საიდანაც ძალიან კარგი ღვინო დადგება. ის ოცდაათჯერ ძვირი იქნება, საზღვარგარეთიდან იმპორტირებულ, თითქმის ისეთივე ხარისხის ღვინოსთან შედარებით. განა ჭკვიანურად მოვიქცეოდით, რომ მიგვეღო ისეთი კანონი, რომელიც ყველა უცხოური ღვინის იმპორტს აკრძალავდა, მხოლოდ იმ მიზნით, რომ შოტლანდიაში ბორდოს წითელი და ბურგუნდიული ღვინის წარმოება წაგვეხალისებინა?

 
გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ, წიგნი IV, თავი II

 
აქსიომაა, რომ ყველა კეთილგონიერი ოჯახის უფროსს წესად აქვს სახლში არ გააკეთოს ის, რაც მზა ნაწარმის ყიდვაზე ძვირი დაუჯდება. ის რაც კერძო ოჯახის ხელმძღვანელობისთვისაა კეთილგონიერი, კეთილგონიერია დიდი სახელმწიფოსთვისაც. თუ სხვა ქვეყანას ჩვენი იმაზე იაფი სქონლით უზრუნველყოფა შეუძლია, ვიდრე ჩვენ მისი წარმოება დაგვიჯდებოდა, უმჯობესია ის ვიყიდოთ და ჩვენს ქვეყანაში ის ვაწარმოოთ, რაშიც უპირატესობა გაგვაჩნია.

 
გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ, წიგნი IV, თავი II

 

იმის მოლოდინი, რომ ბრიტანეთში ოდესმე თავისუფალი ვაჭრობა აღდგება, ისეთივე სისულელე იქნებოდა, როგორც უტოპიის განხორციელება. ამას, არამარტო საზოგადოების ურწმუნოება, არამედ რაც უფრო ძნელად გადასალახია, მრავალ კერძო პირთა ინვტერესი აღუდგება წინ.

 
გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ, წიგნი IV, თავი II

 

ქონება, რომელსაც ყოველი ადამიანი შრომით მოიპოვებს, როგორც ყოველვარი საკუთრების საფუძველი, წმინდა და ხელშეუხებელია. ხელის შეშლა, რომ მან საკუთარი შეხედულებისამებრ გამოიყენოს თავისი ძალა და მოხერხებულობა, მეზობლისათვის ზარალის მიყენების გარეშე, ყველაზე წმინდა უფლების წართმევის ტოლფასია.

 
გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ, წიგნი I, თავი X, ნაწილი II

 
ნებისმიერი სახის უპირატესობებისა თუ შეზღუდვების ყოველგვარი სისტემა, შესაბამისად, ისე სრულად იქნა უკუგდებული, რომ ბუნებრივი თავისუფლების აშკარა და მარტივი სისტემა თავისთავად ჩამოყალიბდა. ყოველი ადამიანი სრულიად თავისუფალია, რომ მისი ინტერესი, მისივე არჩეული გზით დაიკმაყოფილოს... სუვერენი სრულიად განთავისუფლდა ვალდებულებისაგან, რომელთა განხორციელების მცდელობისას ის ყოველთვის დაუცველი იყო უამრავი შეცდომისგან და რომელთა სათანადო შესრულებისათვის საჭირო ადამიანური სიბრძნე და ცოდნა არასდოს არის საკმარისი; ეს იყო კერძო პირების სამეურნეო სქმეების მართვის ვალდებულება და მათი ამგვარი დასაქმება, რომ საუკეთესოდ დაკმაყოფილებულიყო საზოგადოების მოთხოვნილებები.

 
გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ, წიგნი IV, თავი IX

 
ბრიტანეთის უდიდესი იმპერია შეიქმნა ერთადერთი მიზნით - გაეზარდათ მომხმარებელთა რაოდენობა, რომლებიც იძულებელი იქნებოდნენ ჩვენი მწარმოებლებისაგან შეეძინათ ყველა ის საქონლი, რასაც ისინი აწარმოებდნენ. ფასზე იმ მცირედი ნამეტისათვის, რომელიც ამდაგვარ მონოპოლიას შეუძლია, რომ ჩვენს მწარმოებლებს მისცეს, ადგილობრივ მომხმარებლებს უნდა ეტვირთათ იმპერიის შენარჩუნებისა და დაცვის მთელი ხარჯები. მხოლოდ და მხოლოდ ამ მიზნით, ბოლო ორ ომში ას სამოცდაათი მილიონით მეტი დაიხარჯა, ვიდრე ამავე მიზნით წარმოებულ წინა ღონისძიებებში. ამ დავალიანების პროცენტი ბევრად მეტი იყო არამარტო იმ მოგებაზე, რომელსაც იძლეოდა ზე-მომგებიანი კოლონიალური ვაჭრობა, არამედ ვაჭრობის მთელ ბრუნვაზე ანუ იმ სქონლის მთლიან ღირბულებაზე მეტი, რომელიც გასაშუალოებული გათვლებით კოლონიებში იქნა ყოველწლიურად ექსპორტირებული.

 
გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ, წიგნი IV, თავი VII

 
დევიდ იუმი

 
ამგვარად, მიიცვალა ჩვენი საუკეთესო და დაუვიწყარი მეგობარი, რომლის ფილოსოფიურ აზრებს, ეჭვგარეშეა, კაცობრიობა სხვადასხვა შეფასებას მისცემს, მაგრამ მისი სიდიდისა და ხასიათის შესახებ ყველა ერთსულოვანი იქნება. თუმცა მთლიანობაში, როგორც მის ცხოვრებაში, ისე მისი გარდაცვალების შემდეგ, ყოველთვის ისე განვიხილავდი მას, როგორც იდეალთან მახლოებულ და ღირსებით დაჯილდოვებულ პიროვნებას, როგორიც შეიძლება კაცობრიობამ დაბადოს, მისი არასრულყოფილების გათვალისწინებით.

 
უილიან სტრაჩანისადმი წერილი, 1776 წლის 9 ნოემბერი