მიუხედავად იმისა რომ თანამედროვეობამ არაერთგზის აჩვენა სოციალისტური წყობის არაეფექტიანობა, სოციალისტები მაინც არ ცხრებიან და მოაქვთ ათასნაირი არგუმენტი თავიანთი იდეოლოგიის გასამართლებლად, იმის ნაცვლად რომ იფიქრონ ამ შეხედულებების გადახედვაზე. მათი ერთ-ერთი არგუმენტი ხშირად არის შვედეთი, ქვეყანა სადაც მაღალია თურმე სოციალური დაცულობა და ის ფაქტიურად უკვე სოციალისტურიაო

. რამდენად შეიძლება შვედეთზე ითქვას რომ ის სოციალისტური ქვეყანაა, ეს ცალკე საკითხია, სრულიად უსაფუძვლო, მაგრამ არც ის არის მართალი, თითქოს შვედეთის განვითარება და დაწინაურება ‘სოციალური სამართლიანობის’ დამკვიდრებამ გამოიწვია. მე მესმოდა რომ ლოგიკურად შეუძლებელია ეს ასე ყოფილიყო, თუმცა არ მქონდა რამე კონკრეტული, ჩემი აზრის დამადასტურებელი მასალა. ამიტომ ჩემთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა იოჰან ნორბერკის სტატია „როგორ გაამდიდრა შვედეთი ჩაურევლობამ“. სტატია სულ 19 გვერდიანია, მაგრამ ცხადად არის აღწერილი ის პერიპეტიები, რაც იყო ამ ქვეყანაში, რამაც განავითარა და აქცია მსოფლიოს ერთ-ერთ უმდიდრეს ქვეყნად და მერე ის ქმედებაც, რამაც კინაღამ კატასტროფისკენ წაიყვანა ეს აყვავებული ქვეყანა.  

 

სტატია იმდენად მომეწონა, რომ მაშინვე გადავწყვიტე უნდა მეთარგმნა და გამომექვეყნებინა. ცოტა შემიგვიანდა თარგმნის საკითხი, მაგრამ ისეთი ინფორმაციაა აქ მოცემული, ძალიან დიდი დრო გავა ალბათ კიდევ, სანამ ის მოძველდება ჩვენთვის.

წაიკითხეთ, გაიაზრეთ, დაფიქრდით და მერე უთხარით თქვენს თავს პირველ რიგში - რა არის საჭირო ჩვენი ქვეყნის, საქართველოს განვითარებისათვის?

                                                                                                                                                                                                                                                         ნოდარ ჩინჩალაძე

 

როგორ გაამდიდრა შვედეთი ჩაურევლობამ

                                    იოჰან ნორბერგი (Johan Norberg)

შვედეთი მოყავთ ხოლმე როგორც მაგალითი, თუ როგორ შეიძლება იმუშაოს სოციალიზმმა უკეთ, ვიდრე თავისუფალმა ბაზარმა. თუმცა, როგორც ნორბერგის ნაშრომიდან დავინახავთ, შვედეთის ისტორია სინამდვილეში აჩვენებს ამის საწინააღმდეგოს.

ოდესღაც დაინტერესებული ვიყავი ეკონომიკური განვითარების თეორიებით, რადგან ვსწავლობდი დაბალშემოსავლიან ქვეყნებს, როგორიცაა მაგალითად კონგო, სადაც სიცოცხლის ხანგრძლივობის მოლოდინი ორჯერ ნაკლებია და ახალშობილთა სიკვდილიანობა სამჯერ მეტი, ვიდრე განვითრებად ქვეყნებში.

ასეთი იყო ჩემი ქვეყანა, შვედეთი - 150-ზე ნაკლები წლის წინ.

იმ დროს შვედეთი იყო დაუჯერებლად ღარიბი და მშიერი. მოსავლის უკმარისობისას, ჩემი წინაპრები ჩრდილოეთ შვედეთში ანგემანდლენდში (Ångermanland) პურში ურევდნენ ქატოს ფქვილის უკმარისობის გამო. ქალაქში ცხოვრება არ იყო ადვილი. ხალხით გადავსებულ ქალაქებში იყო ჯანმრთელობის სერვისის და სისუფთავის ნაკლებობა, რასაც უამრავი სიცოცხლე მიჰქონდა ყოველ დღე.   მეოცე საუკუნისთვის, ჩვეულებრივ შვედურ მუშათა კლასის ოჯახს შეეძლო ეცხოვრა ბინაში, სადაც იყო ერთი ოთახი და სამზარეულო, რომელიც ამავე დროს იყო სასადილო ოთახი და საძინებელი. ბევრიც შეხიზნული იყო სხვა ოჯახებთან. სახლების სტატისტიკა სტოკჰოლმში აჩვენებს, რომ 1900 წელს 1400 ადამიანი ცხოვრობდა ერთ სახლში, სადაც იყო 200 ერთ ოთახიანი ბინა. ნაკლებად გასაკვირია, რომ ასეთ პირობებში გავრცელებული ყოფილიყო ავადმყოფობები. ოჯახებში ყავდათ ბევრი შვილი, არამარტო იმიტომ, რომ ნაკლებად ქონდათ კონტრაცეფციები, არამედ იმიტომაც, რომ ბევრი ბავშვი ვერ გადარჩებოდა.

როგორც ვილჰელმ მობერგმა (Vilhelm Moberg), ჩვენმა უდიდესმა ავტორმა შენიშნა, როცა ის წერდა შვედი ხალხის ისტორიას: „შვედი ხალხის ყველაზე საოცარ თავგადასავლებს შორის არაფერია ისეთი განსაცვიფრებელი, როგორც ის რომ გადარჩა“

მაგრამ, ერთ საუკუნეში შეიცვალა ყველაფერი. შვედეთს ქონდა ყველაზე დიდი ეკონომიკური და სოციალური განვითარება, რაც ამ ხალხს ოდესმე განუცდია და ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი, რაც კი მსოფლიოში ყოფილა. 1850-და 1950 წლებს შორის საშუალო შვედის შემოსავალი გარვამაგდა, მაშინ, როცა მოსახლეობა გაორმაგდა. ახალშობილთა სიკვდილიანობა შემცირდა 15-დან 2 პროცენტამდე, ხოლო სიცოცხლის ხანგრძლივობა გაიზარდა 28 წლით. ღარიბი გლეხების ერი იქცა მსოფლიოს ერთ-ერთ უმდიდრეს ქვეყნად.

საზღვარგარეთ ბევრს ჰგონია, რომ ეს იყო შვედეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის დამსახურება, რომელმაც როგორღაც მოახერხა ეპოვა სრულყოფილი საშუალო გზა ემართა გადასახადები, დაეხარჯა, გადაენაწილებინა სიმდიდრე უფრო თანასწორად, საწარმოო სიმძლავრის დაუზიანებლად. ამდენად, შვედეთი - პატარა ქვეყანა ჩრდილოეთ ევროპაში, თავისი ცხრა მილიონი მოსახლეობით - იქცა შთაგონების წყაროდ იმ ხალხისათვის, ვისაც სჯერა მთავრობის ორგანიზებული განვითარებისა და გადანაწილების.

თუმცა, აქ რაღაც არასწორია ინტერპრეტაციისას. 1950 წელს, როცა შვედეთი ცნობილი იყო მსოფლიოში როგორც უდიდესი წარმატების ქვეყანა, გადასახადები შვედეთში იყო ნაკლები და საჯარო სექტორიც უფრო მცირე, ვიდრე დანარჩენ ევროპაში და აშშ-ში. ეს არ ხდებოდა მანამ, სანამ შვედმა პოლიტიკოსებმა არ დაიწყეს გადასახადების აკრეფა და დიდი ოდენობის მოწყალების დარიგება, სიმდიდრის გადანაწილება, რომელიც ბიზნესს და მომუშავეებს ჰქონდათ შექმნილი. შვედეთის უდიდესი სოცილური და ეკონომიკური წარმატება მოხდა მაშინ, როცა შვედეთს ჰქონდა ჩაურევლობის ეკონომიკა და ფართოდ გავრცელებულმა სიმდიდრემ შექმნა კეთილდღეობის სახელმწიფო.

ეს არის ამბავი იმისა, თუ როგორ მოხდა ეს. ეს არის ისტორია, რომელიც უნდა შესწავლილი იყოს იმ ქვეყნების მიერ, რომლებსაც უნდათ იყონ იქ, სადაც არის შვედეთი დღეს, რადგან თუ მათ უნდათ ჩაიდინონ გმირობა, მათ უნდა გააკეთონ ის, რაც შვედეთმა გააკეთა ადრე და არა ის, რაც შვედეთმა გააკეთა მერე, როცა ის უკვე იყო მდიდარი.

შვედეთის ლიბერალიზმის მამა

1763 წელს, ანდერს ჩიდენიუსმა (Anders Chydenius), ახალგაზრდა მღვდელმა ფინეთის ოსტერბოტენიდან (მაშინ შვედეთის ნაწილი) დაიწყო თავისი ესეის წერა. საკითხი, რომელსაც ის შეეხო, იყო ყველაზე მნიშვნელოვანი შვედეთისათვის იმ დროს: „რატომ ცხოვრობს ამდენი ხალხი შვედეთში?“ ემიგრაცია იყო გაზრდილი და ეს აღიქმებოდა, როგორც დიდი პრობლემა. მიღებული ინტერპრეტაცია იყო, თითქოს ხალხი იყო ზარმაცი და იმის მაგივრად, რომ ქონოდათ პასუხისმგებლობა და ემუშავათ მონდომებით საკუთარ ქვეყანაში, გარბოდნენ ადვილი ცხოვრებისთვის საზღვარგარეთ.

ჩიდენიუსის პასუხი იყო ამის საწინააღმდეგო. არაფერია ცუდი ემიგრაციაში, წერდა ის. პრობლემა არის მჩაგვრელური და  კორუფციული სისტემა, რომელიც შეუძლებელს ხდის ხალხისთვის, რომ დარჩნენ შვედეთში და მოიწყონ თავისი ცხოვრება. ყველა შეურაცხყოფა, რეგულაცია და გადასახადები სპობდა შესაძლებლობას. ჩიდენიუსი მოითხოვდა შვედეთის მთავრობისგან რადიკალურ ჩაურევლოვბას. მან აჩვენა, რომ პრივილეგიები, ლიცენზიების მოთხოვნა და სავაჭრო აკრძალვები, რომლებიც იცავდა მცირე არისტოკრატიული ფენის ინტერესებს და აფერხებდა მშრომელ ხალხს შეექმნათ თავიანთი ბედი. მაღალ გადასახადებს მიქონდა ყველაფერი, რასაც კი შექმნიდნენ; კორუფციული სასამართლო სისტემა შეუძლებელს ხდიდა სამართლიანობის მიღწევას ძალაუფლების მქონეთა წინააღმდეგ; ასევე პრესის შეზღუდულობა არალეგალურს ხდიდა მათ პროტესტს ამის შესახებ: „სამშობლო თავისუფლების და ღირსების გარეშე არის დიდი სიტყვა მცირე მნიშვნელბით“ მიუთითა მან (ჩიდენიუსმა).

ჩიდენიუსი იყო თანამედროვე მღვდელი, ჩაძირული განმანათლებლობის იდეაში. მან გაავრცელა მეცნიერება და მედიცინა რეგიონში და ეხმარებოდა ფერმერებს გაეუმჯობესებინათ აგრო წარმოება თანამედროვე მეთოდების გამოყენებით. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო გამოცდილება იმისა, თუ როგორ იტანჯებოდა ხალხი მისი პოლიტიკური და ეკონომიკური მსოფლმხედველობის მიხედვით.  სხვები ფიქრობდნენ, რომ ღარიბები იყვნენ ზარმაცები და უიმედოები, უკეთეს შემთხვევაში მათდა სამწუხაროდ. ჩიდენიუსმა შეაბრუნა საკითხი სრულად: ღარიბები არიან ჭკვიანები და მშრომელები - მათ უნდა იმუშაონ, რათა გადარჩნენ ასეთ რთულ გეოგრაფიულ და ეკონომიკურ კლიმატში. პრობლემა არის ის, რომ მათ თავისი ენერგიის უდიდესი ნაწილი უნდა დახარჯონ რეგულაციების, გადასახადების და კორუფციის თავიდან ასაცილებლად. ამასთან, ერთი საკითხი, რასაც ის განიცდიდა მუდმივად, იყო დაკანონებული კლასები, რაც აიძულებდა ღარიბებს ემუშავათ არისტოკრატებისთვის და დიდი ფერმერებისთვის და თან გამორიცხული ყოფილიყო გამომუშავების შეცვლა მოლაპარაკების გზით.

ჩიდენიუსი გულდასმით აკვირდებოდა ჩაგვრის სახეებს, ავრცელებდა რა ამ რწმენას ადამიანის თავისუფლებზე და ფაქტიურად შექმნა ლიბერტარიანული იდეების სისტემა. მას უნდოდა მინიმალური სახლემწიფო, რომელიც უზრუნველყოფდა „ჩვენი სიცოცხლისა და ქონების უსაფრთხოებას“, მისი ერთადერთი ამოცანა უნდა ყოფილიყო აეცილებინა „საგარეო საფრთხე და საშინაო ჩაგვრა“. სხვა დანარჩენ შემთხვევებში ის არ უნდა ჩაერიოს. მთავრობის ზომა და გადასახადების სიდიდე მკვეთრად უნდა შემცირებულიყო. ბაზარი და ვაჭრობა უნდა ყოფილიყო სრულიად თავისუფალი. ის ეწინააღმდეგებოდა სუბსიდიებს ეკონომიკის სექტორებში, მიუხედავად იმისა, რომ ის თავად ეხმარებოდა ისეთ დარგებს, როგორიცაა ფერმერობა და მეთევზეობა. ჩიდენიუსის აზრით მთავრობასაც უნდა დაეცვა მეშვიდე მცნება - არ მოიპარო. ფერმერებს უნდა ჰქონდეთ საკუთრების უფლება თავიანთ მიწაზე, ამასთან, ყველაზე ღარიბ ფერმერსაც კი უნდა ჰქონდეს თავისი შრომის მართვის უფლება. ქვეყანამ უნდა გახსნას საზღვრები და ხალხს უნდა მიეცეს უფლება შემოვიდეს და გავიდეს ქვეყნიდან (შვედეთი/ფინეთი). ხალხი თავისუფლად უნდა განიხილავდეს იდეებს და გამოთქვამდეს თავის აზრს. რელიგიის საკითხშიც კი, ის ფიქრობდა, რომ მთავრობა უნდა იყოს ლიბერალური და ყოველ რწმენას აძლევდეს თანაბარ უფლებებს. „მე ვსაუბრობ ექსკლუზიურად მცირე, მაგრამ დალოცვილ სიტყვაზე, თავისუფლებაზე“,  აკსვნის ის.

დრამა პარლამენტში

ჩიდენიუსი იყო არა მარტო თეორეტიკოსი, არამედ აქტივისტიც, რამაც ის გდააქცია გამოკვეთილ ფიგურად შვედეთის პოლიტიკურ ისტორიაში. მისმა ბრძოლამ ადგილობრივი ფერმერების დასაცავად, ის გახადა პოპულარული თავის რეგიონში და შედეგად არჩეული იქნა პარლამენტში. 1765-66 წლებში ის გაემგზავრა სტოკჰოლმში, საიდანაც გაეცნო თავის ქვეყანას. ეს მოხდა იმ მცირე პერიოდში, როდესაც შვედეთს ქონდა სუსტი მონარქია და ძლიერი პარლამენტი. 1765 წელს ანტირუსულმა „ქუდების პარტიამ“ (“hat party”) დაკარგა ძალაუფლება, გაიმარჯვეს კეპებმა (“caps”), რომლებიც იყვნენ ცოტა მეტად დაინტერესებული მშვიდობით და ცოტა მეტად თავშეკავებული სამთავრობო ხარჯებზე, თუმცა არ ჰქონდათ რამე მწყობრი იდეოლოგია. ჩიდენიუსი იყო ის, ვისაც ამის გაკეთება შეეძლო. (მერკანტილური, ომის მომხრე ჯგუფები თავის ოპონენტებს დაცინვით ეძახდნენ ღამის კეპებს (“nightcaps”), ხოლო ისინი პირიქით, ქუდებს (“hats”), შეერქვათ ეს სახელები ).

თავისი პოლიტიკური ტალანტისა და რამდენიმე გამოქვეყნებული კარგად ფორმულირებული პამფლეტის გამო, ჩიდენიუსი გადაიქცა კეპების პარტიის არაარისტოკრატიული ფრთის ლიდერად. შედეგად, პარლამენტმა ხმა მისცა ვაჭრობის ლიბერლიზაციას, სუბსიდიების შემცირებას, ნაკლებ გადასახადებს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ჩიდენიუსი ცდილობდა გაეტანა პრესის თავისუფლების სტატუსი, გაეუქმებინა ცენზურა შვედეთში. შედეგად, ხელისუფალთა გადაწყვეტილებები და დოკუმენტები გახდა საჯარო. ეს იყო უნიკალური მოვლენა 1766 წლისათვის და შვედეთმა მოიპოვა თავისუფალი დებატების ქვეყნის რეპუტაცია.

ჩიდენიუსის გამოქვეყნებული ერთ-ერთი პამფლეტი იყო ყველა სხვაზე მნიშვნელოვანი. ეროვნული შემოსავალი იყო მცირე, მაგრამ დამაჯერებელი არგუმენტი ეკონომიკური თავისუფლების სასარგებლოდ. ჩიდენიუსი ხსნიდა, რატომ იყო თავისუფალი ბაზარი თვითრეგულირებადი, სადაც შემოსავალი არის მოტივი და ფასების მექანიზმი აიძულებს თითოეულს შექმნას რამე საჭირო სხვებისთვის, რაც მათ ყველაზე მეტად უნდათ:

ყოველი ინდივიდი სპონტანურად ცდილობს იპოვოს ადგილი და ივაჭროს რითაც შეუძლია, რათა გაზარდოს ეროვნული შემოსავალი, თუკი კანონი არ უკრძალავს მას ამის კეთებას.

ყოველი ადამიანი ეძებს თავის სარგებელს. ეს მიდრეკილება არის იმდენად ძლიერი, რომ ნებისმიერი საზოგადოება მსოფლიოში ეფუძნება მას. სხვანაირად კანონები, დასჯა და დასაჩუქრებები ვერ იარსებებდა, საზოგადოება განადგურდებოდა სრულად. ნებისმიერი შრომა, რომელზეც არის მეტი მოთხოვნილება, არის კარგად ანაზღაურებადი და ის, რაც არის კარგად ანაზღაურებადი, არის მეტად მოთხოვნადი.

ეროვნული შემოსავლის ცნება, როგორ ძნელადაც არ უნდა მოეჩვენოს ჩვენს ახალ მეწარმეებს, არის უმარტივესი და უადვილესი თავისთავად.

ის აძლევს თავისუფლებას ყველა მართლზომიერ გარიგებას და არა სხვის ხარჯზე. იცავს უღარიბეს ბიზნესს და ახალისებს ბეჯითობას და თავისუფალ ვაჭრობას.

ის ყველას წონის ერთნაირი სასწორით და ადგენს ზუსტად ვინ უნდა იქნეს წახალისებული.

ის ათავისუფლებს მთავრობას ათასი, არც თუ ადვილი პრობლემისაგან, აქტებისა და ზედამხედველობისგან, როცა პირადი და ეროვნული მიზანი ემთხვევა ერთმანეთს, ამით მტკივნეული ეგოიზმი, რომელიც ყოველთვის მიმართულია პირადი სარგებლობისკენ აქტების საწინააღმდეგოდ, შეიძლება უტყუარად გაკონტროლდეს ორმხრივი შეჯიბრით.

ის აძლევს შვედს ავარჯიშოს ღმერთის მიერ ადამიანისთვის მიცემული უდიდესი უფლება ბუნების ყოვლისშემძლეობაში, რათა უშველოს თავის თავს ნებისმიერი გზით, რომელიც მას მიაჩნია ოპტიმალურად.

ის ხელიდან სტაცებს ბალიშს იმ ზარმაცებს, ვინც მათი პრივილეგიების გამო მისცემია მშვიდ ძილს მათი დროის ორი მესამედი. ნებისმიერი ხრიკი, იცხოვრონ უშრომლად, იქნება უარყოფილი და ბაზარზე დარჩებიან მხოლოდ ბეჯითები.

ის გამოიწვევს ჩვენი სასამართლოების სასურველ შემცირებას. უამრავი აქტი, მათი ახსნა, გამონაკლისი და განაცხადი, რომელიც აბრკოლებს ვაჭრობას ერთი ან მეორე მხრივ, გახდება არასაჭირო და მოიმატებს სიმშვიდე, როცა კანონი გაუქმდება, მისი დარღვევა აღარ მოხდება.

ამ მარტივი დაკვირვებებითა და თავისუფალი ბაზრის ფასების მექანიზმის ძალისა და თვითრეგულაციის უნარის დანახვით, ჩიდენიუსმა ააგო ეკონომიკური ლიბერალიზმის თავისი მსოფლხედვა. ეს იყო უხილავი ხელი 11 წლით ადრე „ერების სიმდიდრემდე“. ჩიდენიუსი იწოდება „ჩრდილოელ ადამ სმიტად“. ელი ჰეკშერის (Eli Heckscher) აზრით, რომელიც არის მე-20 საუკუნის ცნობილი ეკონომისტი, პამფლეტი, ალბათ, მოიპოვებდა უდიდეს საერთაშორისო სახელს, რომ თარგმნილიყო რომელიმე მაშინდელ მთავარ ენაზე.

ჩიდენიუსის რადიკალიზმი ძალიან იყო დაშორებული თავისივე პარტიის ელიტისგან და შედეგად ის აღმოჩნდა პარტიის გარეთ, რადგან ის ღიად აკრიტიკებდა მათ მონეტარულ პოლიტიკას. მიუხედავად ამისა, მისი გავლენა იზრდებოდა, ნაწილობრივ იმის გამო, რომ მონეტარული პოლიტიკა იწვევდა კრიზისს ისე, როგორც ის აფრთხილებდა. რამდენიმე მნიშვნელოვანი ფიგურა მეფე გუსტავ III-ის გარემოცვიდან მოქცეული იყო ჩიდენიუსის გავლენის ქვეშ. ესენი იყვნენ ნილს ფონ როზენშტაინი, შვედეთის აკადემიის ლიდერი და დამცველი; ასევე პოეტი იოჰან ჰენრიკ კელგრენი, რომელიც თავის პოემებში აკრიტიკებდა რელიგიურ მისტიციზმს და კონსერვატივიზმს, ასევე თავის ეკონომიკურ ესეებში ხსნიდა, რატომ უნდა ლიბერალიზებულიყო ბაზარი. ფონ როზენშტაინმა და კელგრენმა შექმნეს მე-18 საუკუნის ბოლოს შვედეთის იმიტირებული ოკულტური და ცრუმორწმუნე ორგანიზაცია. ის იწოდებოდა როგორც “Pro sensu communi” (საერთო აზრისათვის) და აკვირდებოდა 29 აგვისტოს როგორც საზეიმოს - ჯონ ლოკის დაბადების დღე. მათი ხედვა იყო ის, რომ ადამიანი არის რაციონალური არსება და უნდა იფიქროს თავად რათა შეიცნოს ცხოვრება და თავად გადაწყვიტოს როგორ იცხოვროს; ამასთან, ძალადობა უნდა შეწყდეს, რადგან ის გვაიძულებს ჩვენ ვიმოქმედოთ ჩვენი რაციონალური გადაწყვეტილების წინააღმდეგ.

მეფემ თავის მხრივ ხელი მოაწერა რელიგიის თავისუფლების კანონ-პროექტს, რომელიც მომზადებული იყო ჩიდენიუსის მიერ, რამაც ებრაელებს მისცა შვედეთში საქმის კეთების საშუალება. მან ასევე მისცა ფერმერებს თავიანთი მიწის უკეთ მართვის უფლება და ამასთან გათავისუფლდა აგროკულტურული ვაჭრობა. თუმცა მეფემ ასევე დაასრულა ძლიერი პარლამენტის ეპოქა და მოახდინა ძალაუფლების ცენტრალიზაცია. შემდეგ, როცა ის იქნა მოკლული 1792 წელს, კონსპირაციულად, არისტოკრატიის მიერ, რომელიც იბრძოდა თავისი პრივილეგიებისათვის და ასევე ნაწილობრივ იმ ხალხისაგან, რომლიც შთაგონებული იყო საფრანგეთის რევოლუციით, მისმა ვაჟმა გუსტავ IV ადოლფმა გამოიყენა ეს ძალაუფლება პოლიტიკური დებატების ცენზურისა და პარლამენტის შეჩერებისათვის. თუმცა ლიბერალური იდეები არ მომკვდარა. გეორგ ადლერშპაღი (Georg Adlersparre), ოფიცერი, რომელიც თავის რწმენას პერსონალური თვისუფლებისა და საკუთრების უფლების შესახებ უწოდებდა  „ლიბერალს“  (“liberal”) უკვე 1804-ში. მან გამოაქვეყნა საგანმანათლებლო ჟურნალი ‘საკითხავები სხვადასხვა საგნებზე’ („Readings on Mixed Subjects“). ის იყო სხვადასხვა, ნამდვილად. ლექსები და ფილოსოფიური სწავლებები გამოქვეყნდა შემდეგ სტატიებში, სადაც ნაჩვენები იყო როგორ უნდა მომხდარიყო ალკოჰოლის ინდუსტრიის გათავისუფლება და აქვე იყოს პირველი შვედური თარგმანი ადამ სმიტის ერის კეთილდღეობისა. ადლერშპაღმა თავის მინაწერში ახსნა თუ როგორ შეიძლებოდა განხორციელებულიყო სმიტის იდეები შვედეთში.

ახალი ოპოზიცია

როცა მეფის ასეთმა პოლიტიკამ ქვეყანა მიიყვანა სტაგნაციამე და კონფლიქტამდე რუსეთთან, დანიასთან და საფრანგეთთან, შვედები თანდათან უფრო მტრულად განეწყვნენ მისი წესებისადმი. გადასახადები და ინფლაცია გახდა უფრო მძიმე ტვირთი ხალხისათვის. 1808 წლის ბოლოსათვის, რუსეთის არმიის შეტევის შედეგად, შვედეთის არმიამ დატოვა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილი, ფინეთი. გაძლიერდა გულისწყრომა მეფის წინააღმდეგ, რომელიც ვერ იგებდა ომს, მაგრამ უარს ამბობდა მშვიდობაზე და ითრევდა ქვეყანას სამხედრო ქაოსში.  ადლერშპაღი, რომელიც ამ დროს მეთაურობდა შვედეთის დასავლეთის არმიას, აქვეყნებს პროკლამაციას და აცხადებს, რომ სამხედრო კონფლიქტი და პოლიტიკური წნეხი ანგრევს შვედეთს. რეალური პოლიტიკური ცვლილებებისთვის, ალდერშპაღის არმიამ მარშით დაიკავა სტოკჰოლმი მანამ, სანამ ახალი პარლამენტი შეიკრიბა და დაიწყო რეფორმებზე მუშაობა.

ეს იყო 1809 წლის რევოლუცია - ერთადერთი ძალადობრივი რევოლუცია შვედეთის თანამედროვე ისტორიაში და ეს იყო ინიცირებული ადამ სმიტის იდეებით შთაგონებული ლიბერალი ოფიცრისა და გამომცემლის მიერ.

თავისუფლებისკენ მიმავალი ბილიკი არ იყო ისე პირდაპირი, როგორც მაშინდელი ლიბერალები იმედოვნებდნენ. პარლამენტმა აღადგინა პრესის თვისუფლება, დაიწყო ზოგიერთი ეკონომიკური რეფორმა და შეამცირა არისტოკრატიის პრივილეგიები. თუმცა ლიბერალები, აწ უკვე გაერთიანებული ერთ პარტიაში, იმედგაცრუებული დარჩნენ - განსაკუთრებით მას მერე, რაც შვედეთში გამეფდა ახალი მეფე. ყოველთვის ძალაუფლების მქონეებთან მეგობრობის მსურველმა პარლამენტმა, მეფედ აირჩია ნაპოლეონის გენერალი ჯინ-ბაპტისტ ბერნადოტი (Jean-Baptiste Bernadotte), რომელიც გახდა კარლ XIV იოჰანი, როგორც ახალი მეფე. მან ყველა გააოცა რუსეთთან მშვიდობის დამყარებით (დატოვა ფინეთი, მაგრამ დანიას წაართვა ნორვეგია) და ასევე თავისი არაკეთილგანწყობით განმანათლებლობისა და შემდგომი რეფომებისადმი. ლიბერალები კვლავ აღმოჩნდნენ ოპოზიციაში. მიუხედავად ამისა ის ფაქტი, რომ რევოლუციამ აღადგინა ჩიდენიუსის თავისუფალი სიტყვის სტატუსი, ნიშნავდა, რომ დებატები იყო შედარებით თავისუფალი და ნამდვილ ლიბერალურ მოძრაობას შეეძლო ფორმირება.

საფრანგეთისა და ინგლისის გავლენა აძლიერებდა ლიბერტარიანული იდეების მხარდაჭერას მე-19 საუკუნეში. მიწის რეფორმამ ფერმერებს მისცა საკუთრების უფლება მათ მიწაზე. აგრო პროდუქციის ზრდა უფრო ეფექტური გახდა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ადამიანს ჰქონდა დატოვებული მიწა. უმუშევრები და ღარიბები გადავიდნენ ქალაქებში, რათა მოეძებნათ ინდუსტრიები, შესაბამისი პოტენციით გაზრდილიყვნენ და გაეჩინათ სამუშაო ადგილები იქ, სადაც ეს შეფერხებული იყო მოძველებული პოლიტიკის გამო. ადგილობრივი გილდიები აკონტროლებდნენ ადგილობრივ პროფესიებს და წყვეტდნენ თუ ვის ქონდა უფლება ემუშავა და რა ეწარმოებინა, რა ხარისხის და რა ფასად. წესები და რეგულაციები აფერხებდა რკინისა და ტყის ინდუსტრიის განვითარებას, ამასთან მრავალი იმპორტი და ზოგიერთი ექსპორტი საერთოდ აკრძალული იყო. შედეგად, ოპოზიცია ეკონომიკური მართვისადმი იზრდებოდა ყოველდღიურად.

არისტოკრატიის შიგნით ასევე იზრდებოდა ჯგუფი, რომელიც ხედავდა პრივილეგიებზე და იერარქიებზე აწყობილი საზოგადოების პრობლემას. ამავე დროს საშუალო კლასმა დაიწყო წარმოქმნა. ფერმერები, რომლებიც ხდებოდნენ უფრო მდიდარი პროდუქტიულობის ზრდით, ქალაქის ვაჭრები, რომლებიც ასევე ვითარდებოდნენ, საჯარო მოხელეები, რომლებიც არ იყვნენ არც არისტოკრატები, არც ვაჭრები, არ გრძნობდენენ თავს კარგად ძველ სტრუქტურაში, ანდა კორპორატისტულ პარლამენტში მისი ოთხი წოდებით: არისტოკრატები, სამღვდელოება, ვაჭრები და ფერმერები. ამ ჯგუფების წევრებს ჰქონდათ კაპიტალი, მაგრამ არ ჰქონდათ თავისუფალი ინვესტირების უფლება. მათ ჰქონდათ იდეები, მაგრამ არ იყვნენ თავისუფალი მათი რეალიზაციისათვის.

ცვლილებების არქიტექტურა

ამ ჯგუფებმა მოძებნეს ერთმანეთი მე-19 საუკუნეში. კაცი, რომელმაც ეს გააკეთა იყო მაღალი, ახალგაზრდა, წითელთმიანი რადიკალი ჟურნალისტი, ლარს იოჰან ჰიერტა (Lars Johan Hierta).  ჰიერტა იყო წარმატებული ბიზნესმენი, ყოველთვის მოხიბლული ახალი ტექნოლოგიებით. იგი საბოლოოდ გადაიქცა შვედეთის ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ კაცად თავისი გაბედული ბიზნესით. ის ასევე იყო პოლიტიკოსი და ცდილობდა შეექმნა ოპოზიციური ალიანსი პარლამენტში. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი: მან 1830 წელს დააფუძნა აფტონბლადეტი (საღამოს გაზეთი), პირველი თანამედროვე შვედური გაზეთი, ლიბერალური ჩაურევლობის ბასტიონი და პირველი პუბლიკაცია არამარტო ძალაუფლების მხრიდან შეურაცხყოფის წინააღმდეგ, არამედ ძალაფლების როგორც ასეთის.

ჰიერტამ აფტონბლადეტი გამოუშვა თავისი უკანასკნელი ფულით - მისი ჩავარდნა ნიშნავდა მის გაკოტრებას. თუმცა მას ჰქონდა განსაცვიფრებელი წარმატება. რევოლუციონერი ადლერშპაღი იყო პირველი მხარდამჭერი და სპონსორი. ეს იყო პირველი შვედური გაზეთი ახალი ამბებით და რეკლამებით. რადგან ის გამოდიოდა საღამოს, იყო საშუალება მასში ჩასმულიყო რეპორტები, ამბები დილას მოსული წერილებიდან. ჰიერტას იუმორის გრძნობის გამო გაზეთი იყო სატირული და სასაცილო საკითხავი, ამასთან სერიოზული კრიტიციზმით. აფტონბლადეტში შეეძლო წაეკითხა საშუალო კლასს პირველი „სოციალური რეპორტები“ თუ რა ხდებოდა ქვეყანაში: სასოფლო ადგილების განაწილება, ურბანული საცხოვრებლების საშინელი პირობები. აფტონბლადეტი მიანიშნებდა უფრო ლიბერალურ ქვეყნებზე, როგორც მაგალითებზე: ნორვეგია, ინგლისი, საფრანგეთი და აშშ. თავის კედელზე ჰიერტას გაკრული ჰქონდა ტრუმბულის ნახატი ‘ამერიკის თავისუფლების დეკლარაციაზე ხელმოწერა’ - ეს დეკლარაცია ჰიერტას მიაჩნდა „ყველზე მშვენიერი ჭეშმარიტება და ფუნდამენტი საზოგადოების დასაფუძნებლად“.

თავისი საგანმანათლებლო-ლიბერლიზმით, ჰიერტა გადაიქცა განვითარებადი საშუალო კლასის ხმად. მისი პირველი წინადადება პარლამენტში - საჯარო ხმის საკითხი - ამბობს ბევრ რამეს მის მსოფლმხედველობაზე.  იმ დროს იყო არალეგალური ყოფილიყავი ნასვამი საჯარო ადგილებში. ჰიერტა ფიქრობდა, რომ ეს იყო კლასის კანონი, რადგან მხოლოდ ღარიბები იყვნენ დაკავებულები პოლიციის მიერ. ის ფიქრობდა, რომ ნასვამობა არ უნდა იყოს არალეგალური, რადგან სმა არ აზიანებს არავის საკუთრებას. ჰიერტას პოლიტიკური კარიერა იყო ლიბერტარიანიზმის პრინციპების გავრცელება სხვა სფეროებზე. მას სჯეროდა თავისუფალი აზრის სრული თავისუფლების, საყოველთაო საარჩევნო უფლების, ქალების თანაბარი უფლებების. მისი პრინციპით არცერთ ჯგუფს არ უნდა ჰქონოდა უფლება „ამოეღო ფული სხვისი ჯიბიდან“, თუმცა, ამავე დროს, ცდილობდა ეკონტროლებინა მთავრობის ხარჯები. ის ფიქრობდა რომ ყველას უნდა ჰქონოდა ბიზნესის დაწყების უფლება, საბანკო საქმის ჩათვლით და ვაჭრობა უნდა ყოფილიყო ბარიერების გარეშე.

ფრაზა, რომ არ უნდა ამოიღო ფული ხალხის ჯიბიდან, ხშირდ მეორდებოდა ლიბერალურ წრეებში. ჩიდენიუსს ჰქონდა მსგავსი გამოთქმა: არავინ უნდა იდგეს სხვის მხრებზე. ეს აჯამებდა ლიბერალური იდეოლოგიის მთავარ იდეას - თანასწორობა კანონის წინაშე, მთავრობა არავის უნდა ემხრობოდეს. ნებისმიერი პრივილეგია, რომელიც გარანტიაა ან ამკრძალავია ხალხის ნაწილისათვის, უნდა გაუქმდეს. ყველას უნდა ჰქონდეს თანაბარი უფლება და პასუხისმგებლობა. ამან ასევ დასვა ბუნებრივი ზღვარი სამთავრობო ინტერვენციებზე. ყველაფერი, რითაც სარგებელს იღებდა რაიმე ჯგუფი სხვების ხარჯზე, გაუქმდა. მთავრობას სანაცვლოდ უნდა ემუშავა ისეთ საჯარო სიკეთეებზე, რომლითაც ისარგებლებდა მთელი საზოგადოება. წესი და კანონი იყო ისეთი რამე, რაზეც ყველა თანხმდებოდა. ლიბერალთა უმეტესობა ასევე ფიქრობდა, რომ მთავრობას უნდა უზრუნველეყო საყოველთაო განათლება, რადგან ეს იყო საყოველთაო სარგებელი საზოგადოებისათვის. ზოგიერთი ინფრასტრუქტურა ასევე იყო ჩართული ამაში. ზოგიერთი ლიბერალი (არა ჰიერტას მომხრე რადიკალ ლიბერალები) მხარს უჭერდა ეროვნული რკინიგზის სახელმწიფო დაფინანსებას. თუმცა ესენიც კი უშვებდნენ ამას მხოლოდ იმიტომ რომ ფიქრობდნენ ეს იყო საერთო სიკეთე მთელი ქვეყნისათვის; ადგილბრივი მატარებლები და მარშუტები, რომლებითაც სარგებლობდნენ მხოლოდ რეგიონის მაცხოვრებლები, უნდა ყოფილიყო კერძო.

ჰიერტას ლიბერალიზმი ეფუძნებოდა ჯონ ლოკისა და ფრანგულ-ამერიკული რევოლუციების ბუნებითი უფლებების აღიარებას, თუმცა ხშირად თავის თავში მოიცავდა ჯერემი ბენტანისა და სხვა კლასიკური ეკონომისტების უტილიტარულ იდეებსაც. ავტორები, რომლებიც აერთიანებდნენ ამ ორ ტრადიციას, როგორებიცაა ფრანგი ეკონომისტი ფრედერიკ ბასტია და რიჩარდ გობდენი და ჯონ ბრაითი მანჩესტერის სკოლიდან, იყვნენ განსაკუთრებით პოპულარული ჰიერტასთან მან მათი იდეები წარმოადგინა გაზეთში აფტონბლადეტი. შვედური ლიბერალიზმის განმასხვავებელი ნიშანი არის ის რომ მან ერთდროულად შემოიტანა ლიბერალიზმის ორი განსხვავებული იდეა, ნაცვლად ერთი-ერთზე მიყოლისა (ზოგმა შეიძლება თქვას, რომ ეს არის შვედური მენტალიტეტის დამახასიათებელი ნიშანი).

ლიბერალიზმის შვედური ვარიანტი იყო „ჰარმონიული ლიბერალიზმი“ რომელიც მიიჩნევდა, რომ ჯგუფებს შორის დაპირისპირება იყო ილუზია. ყველა ჯგუფს და კლასს შეეძლო განვითარება ერთად მაშინ, როცა პრივილეგიები იქნებოდა გაუქმებული და ადამიანებს მიეცემოდათ უფლება ეცხოვრათ და მიეღოთ შემოსავალი მხოლოდ სხვისი მომსახურებით თავისუფალ ბაზარზე. ეს იყო პოლიტიკური ვერსია, საგანმანათლებლო იდეა პროგრესისათვის და მან მიიღო დახმარება კლასიკოსი ეკონომისტებისგან. როგორც ადამ სმიტმა ახსნა, ჩვენ დამოკიდებული ვართ არა ყასბის კეთილგანწყობაზე, რათა კარგი და იაფი ხორცი მოგვცეს, არამედ მის პირად ინტერესზე. ეს იყო მეტი, ვიდრე ეკონომიკური მოცემულობა; ეს იყო მსოფლმხედველობა, ეს იყო გზა რომელიც ამბობდა რომ ყასაბი არ არის ჩემი მტერი. თუ ყველა ვაჭრობა იქნებოდა თავისუფალი, არ გვექნებოდა არცერთი გარიგება, თუ ორივე მხარეს არ მოაწყობდა. ერთად ჩვენ შეგვიძლია განვვითარდეთ და გავაუმჯობესოთ მსოფლიო.

შვედ ლიბერალებს აქვთ ოპტიმისტური ხედვები, როგორ ეშველოს სოციალურ პრობლემებს. გილდიების უსაფრთხოების ძველი სქემა უზრუნველყოფს მხოლოდ მცირე ჯგუფების დაცულობას. როცა ისინი გაუქმდნენ, ლიბერალებს უნდოდათ დაენახათ თვითკმარი ჯგუფები, რომლებშიც მუშები და ოჯახები თვისუფლად ორგანიზდებოდნენ განათლების და შესაძლო ავადმყოფობისათვის, უმუშევრობის და საპენსიო ფონდებისათვის დაგროვებას. ეს არა მარტო დაეხმარება ხალხს მატერიალურად, არამედ ასევე განავითარებს პასუხისმგებლობის  გრძნობას და უნარს განკარგონ საკუთარი ცხოვრება.

სხვა ოპოზიციური გაზეთი შეიძლება გამქრალიყო ან გაყიდულიყო ჩუმად, მაგრამ რეჟიმმა გაიგო, რომ აფტონბლადეტი იყო სხვა, დაფანტული ოპოზიციის შესაძლო ლიდერი. პარლამენტში, ფერმერები და ვაჭრები იყენებდნენ არგუმენტებს აფთონბლანდეტიდან და ითხოვდნენ რეფორმებს. შედეგად, 1835 წელს, მთავრობამ გამოიყენა ძველი, ომისდროინდელი კანონი და დახურა გაზეთი. მიუხედავად ამისა, სხვა პირების დახმარებით, ჰიერტამ მოახერხა მიეღო უფლება გამოეცა სხვა გაზეთი, ასე რომ აფტონბლადეტი დაიხურა და მან უბრალოდ გახსნა ახალი აფტონბლადეტი. როცა ესეც დაიხურა, გახსნა უახლესი აფტონბლადეტი. ამას მოყვა მეოთხე აფტონბლადეტი, მეხუთე, მეექვე და ა. შ.

ამ ამბავმა აფტონბლადეტს მოუტანა სახელი და ჰიერტა ბევრისათვის გახდა რჩეული და გმირი. მძიმე კონსერვატორები ფიქრობდნენ, რომ ერთადერთი გზა იყო გაზეთის დახურვა და ახლის გამოცემის აკრძალვა, თუმცა მთავრობამ ვერ გაბედა ამის გაკეთება ჰიერტას პოპულარობის ფონზე. სამ წელზე მეტი კატა თაგვობანას თამაშით, ჰიერტა ხსნიდა ახალ გაზეთს, როცა კი მიმდინარე დაიხურებოდა. ხალხისგან ძალადობრივი რეაქციის შიშით, მთავრობამ ჩუმად, პარლამენტში გატანის გარეშე გააუქმა ძველი კანონი. პრესის თავისუფლება აღსდგა და ყველას შეეძლო დაენახა, რომ მთავრობის დამარცხება შეიძლებოდა.

მოძრაობა

ოპოზიცია ძლიერდებოდა ნაბიჯ-ნაბიჯ. მან მოიპოვა პოპულარული პოეტებისა და ავტორების მხარდაჭერა, როგორიც იყო ალმქვისტი (C. J. L. Almqvist), რომელიც ასევე წერდა აგრესიულ ლიბერალურ წერილებს აფტონბლანდეტისთვის; გეიჯერი (E. G. Geijer), ცნობილი კონსერვატორი, რომელმაც მიატოვა თავისი მეგობრები 1838-ში, უთითებდა, რომ თანამედროვე მსოფლიო მისი ვაჭრობით, ინდუსტრიალიზაციით და ღია დებატებით, როგორც სასწაული, მოიტანდა მეტ დემოკრატიას და უფრო თავისუფალ ბაზარს ყველასათვის. ბრემერისა და გეიჯერის მსგავსი ავტორები წარმოადგენდნენ რელიგიურ ღირებულებებს შვედურ ლიბერალიზმში. ამის საწინააღმდეგოდ, ჰიერტას მსგავსი ხალხი იყო ათეისტი და არ ლაპარაკობდა ბევრს რელიგიის თავისუფლებაზე, იმდენად რამდენადაც თვლიდნენ, რომ ეს უმეტესად იყო ცრურწმენა. ლიბერალთა შემდეგმა თაობამ რელიგიური თავისუფლება ერთ-ერთ მთავარ ღირებულებად მიიჩნია.

ლიბერტარიანული ხედვები ყოველთვის მყარი იყო პარლამენტარ ფერმერებს შორის. უფრო დემოკრატიული სისტემისთვის, მიწაზე საკუთრების უფლებისათვის და თავისუფალი ვაჭრობისათვის ბრძოლაში ისინი ბუნებრივად ხვდებოდნენ ლიბერალთა მხარეს. იმ დროს ოპონენტები ფერმერების უმრავლესობას ეძახდნენ  „პოლიტიკურ ეკონომისტებს“ და ადანაშაულებდნენ მათ, რომ იყვნენ უფრო დაინტერესებული თეორიული ეკონომიკის ლიბერალიზმით ვიდრე პრაქტიკული ლიბერალიზმით.

ვაჭართა ქონების სურათი შერეული იყო. ახალ ბიზნესმენთა ჯგუფს უნდოდა კონკურენციაში შესვლა ძველ ისტებლიშმენტთან, რომელსაც თავის მხრივ უნდოდა თავიანთი მდგომარეობის დაცვა კონკურენციისაგან. დროთა განმავლობაში ახალი ჯგუფი გაიზარდა და დაიწყო მდგომარეობის გაკონტროლება.

არისტოკრატია და სამღვდელოება უმეტესად ეწინააღმდეგებოდა ლიბერალიზაციის წინადადებებს, რის შედეგადაც მდგომარეობა იყო 2-2 -ზე, რაც აბრკოლებდა რეფორმებს. თუმცა არისტოკრატიულ ფენებშიც იცვლებოდა განწყობა. ჯგუფი „ზომიერ ლიბერალები“ (“moderate liberals”) გახდა უფრო გავლენიანი, როცა ქვეყანაში აზრი შეიცვალა და შვედებმა დაინახეს ინდუსტრიალიზაციის პოზიტიური შედეგები სხვა ქვეყნებში. ნელა, მაგრამ მუდმივად ახერხებდა ლიბერალური უმრავლესობა გაეუქმებინა სავაჭრო აკრძალვები და მიეცათ გახსნის საშუალება ახალი ინდუსტრიებისათვის.

ზომიერი ლიბერალები - „ნაცრისფერი“ (“the gray”) - გახდნენ უფრო გავლენიანი 1848 წლის მერე. საფრანგეთის რევოლუციამ შეაშინა მეფე და არისტოკრატია. მათ დაინახეს, რომ განვითარების ზეწოლის გათვალისწინება იყო აუცილებელი, რათა შვედეთისთვის აეცილებინათ რევოლუცია. თუმცა მათ უნდოდათ ნებისმიერ ფასად აეცილებინათ თავიდან სრული ჩაურევლობა და ასევე ახლად წარმოჩენილი სოციალიზმი. ისინი მიხვდნენ, რომ მათი გზა იყო ზომიერი ლიბერალიზმი, ვისაც სჯეროდა ლიბერალიზაციით ქვეყნის მოდერნიზების, თუმცა მხარს უჭერდნენ რეფორმებს და არა რევოლუციას, არ იყვნენ განწყობილი მტრულად მეფის ხელისუფლებისადმი. 1848 წელს მათი იმედის მომცემი პარლამენტარი, ახლაგაზრდა იოჰან აუგუსტ გრიფენსტედტი (Johan August Gripenstedt) დაინიშნა უპორტფელო მინისტრად.

არისტოკრატი ლეიტენანტი ყოველთვის იცვამდა შავ პალტოს თეთრი საყელოთი, გრიპენსტენდტი იყო პრინციპული, როცა ის დაინიშნა, მაგრამ გახდა შემთანხმებელი, რათა მიეღწია შედეგისათვის. ის იყო ნამყოფი საფრანგეთში, სადაც გაეცნო ბასტიას იდეებს, რომელმაც მოახდინა მნიშვნელოვანი გავლენა მის ბრძოლაზე თავისუფალი ვაჭრობისა და თავისუფალი ბაზრისათვის. ის მთლიანად ეზიარა ჰარმონიული ლიბერალიზმის ტრადიციებს და სჯეროდა ფართო ლიბერალური პროგრამის: ქალთა ემანსიპაცია, რელიგიური თავისუფლება, უფრო დემოკრატიული პარლამენტი. მაგრამ ის იყო ტაქტიკოსი. როცა კლიმატი შეიცვალა კონსერვატიული მიმართულებით, მან არ დაიჟინა თავისი იდეები და არ იჩივლა საჯაროდ მაშინ, როცა მისი ლიბერალი მეგობრები მოითხოვდნენ მისგან მთავრობის დატოვებას.

გრიფენსტენდტი ელოდა თავის დროს. ის იყო უნარიანი პოლიტიკოსი, იცოდა როგორ შეექმნა ალიანსები რთულ სიტუაციებში. მოახერხა და გახდა შეუცვლელი მთავრობისა და მეფისათვის; რაც უფრო ძლიერდებოდა ლიბერალური მოძრაობა, უფრო საჭირო ხდებოდა ისტებლიშმენტისთვის ჰყოლოდათ მყარი ლიბერალი პოლიტიკოსი მთავრობაში. ამასთან, მეფემ მიიღო გრიფენსტენდტის წინადადება შეექმნა რკინიგზის ქსელი შვედეთში, რასაც ბევრი ლიბერალი ეწინააღმდეგებოდა. 1856 წელს, შემდეგი მეფე, კარლ XV ნიშნავს გრიფენსტენდტს ფინანსთა მინისტრად.

ლიბერალები მუშაობდნენ ორ ფრონტზე. მთავრობაში გრიფენსტენდტი აკეთებდა რეფორმებს როგორც კი რამე შანსი იყო. ის ასევ ოპონირებდა მეფესთნ, ავითარებდა თავის იდეებს და შლიდა სამეფო გეგმებს მიმართულს საზღვარგარეთ სამხედრო ლაშქრობისაკენ. რაც უფრო ძლიერი ხდებოდა გრიპენსტედტი, უფრო მეტი რისკის გაწევა შეეძლო. მას ჰქონდა მყარი მხარდაჭერა პოპულარული ჰანდელსტიდნინგენისგან (სავაჭრო გაზეთი) გოთენბურგში ეფექტური რედაქტორით ა. ჰედლუნდი. ამავე დროს, მთავრობის გარეთ, ჰიერტა და უფრო რადიკალი ლიბერალები მუდმივად აწვებოდნენ გრიპენსდენდტს და მთავრობას, რათა გაეგრძელებინათ ლიბერალიზაცია მეტად და მეტად. ეს აძლევდა გრიპენსტენდტს მანევრირების მეტ თავისუფლებას, იყენებდა ამას არგუმენტად მეფისა და კონსერვატიული ძალების წინააღმდეგ. რბილმა რეფორმებმა გააუმჯობესა ეკონომიკა და შეიქმნა მეტი სამუშაო ადგილები, რამაც მოიტანა მეტი რეფორმების გატარების საშუალება. მალე მთავრობაში დაინიშნა ზომიერი ლიბერალი პრემიერ-მინისტრი ლუის დე გეერი (Louise de Geer). გეერმა და გრიპენსტედტმა განახორციელეს დრამატული ცვლილებები პოლიტიკაში, მათი უნარებისა და გარედან დაწოლის წყალობით.

არ იქნება გაზვიადებული, თუ ვიტყვით, რომ შვედეთმა განიცადა არაძალადობრივი ლიბერალური რევოლუცია 1840 – 1865 წლებში. გილდიების სისტემა გაუქმდა, ნებისმიერს შეეძლო უკვე ბიზნესის დაწყება და კონკურენციაში შესვლა უპრობლემოდ. რეგულაციები, რომლებიც აფერხებდნენ ხისა და რკინის წარმოებას, მოიხსნა. შვედეთმა მიიღო სააქციო საზოგადოების კანონი 1848 წელს. მოხდა საპროცენტო განაკვეთების დერეგულაცია და ბანკების გათავისუფლება. თავისუფალი იმიგრაცია და ემიგრაცია გახდა შესაძლებელი (რის შემდეგაც მალე მილიონამდე შვედი გადავიდა ამერიკაში). ძველი სკოლები, რომლებიც ამზადებდნენ მღვდლებს ან სამოქალაქო მოსამსახურეებს ელიტის ბავშვებისთვის, ჩანაცვლდა პრაქტიკული განათლებით ყველასათვის. დამკვიდრდა პრესისა და რელიგიის თავისუფლება. ქალებმა მიიღეს უფლება ქონების მემკვიდრეობაზე, ასევე უფლება მიეღოთ განათლება და გაეკეთებინათ კარიერა.

სანამ გრიფენსტენდტი მთავრობას დატოვებდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო (სავარაუდოდ მალარია), ის ირწმუნებოდა, რომ მისი რეფორმები იყო გრძელვადიანი. მას შემდეგ, რაც თავისუფალ ვაჭრებს გაუუქმდათ აკრძალვები და მკვეთრად შეუმცირდათ ტარიფები, გრიპენსტედტმა იზრუნა, რომ შვედეთი შეერთებოდა საფრანგეთ-ბრიტანეთის 1865 წლის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას - ეს იყო ხელშეკრულება ყველაზე გამორჩეულ, დაწინაურებულ ერებს შორის, რომელიც დანარჩენების ბაზარზე თავისუფალი შესვლის საშუალებას აძლევდა მონაწილეებს. სავაჭრო ბარიერები ევროპაში დაეცა. გრიპენსტედტმა მოახერხა ასევე პარლამენტის  დაკომპლექტების ძველი წესის შეცვლა ახლით და მიიღო უფრო დემოკრატიული პარლამენტი.

შედეგი

როცა გრიფენსტენდტმა დატოვა მთავრობა, მისმა კრიტიკოსებმა თქვეს, რომ ის იყო მშიშარა და გაიქცა თანამდებობიდან მაშინ, როცა ხალხმა დაიწყო მისი დესტრუქციული საქმის დანახვა. ისინი წინასწარმეტყველებდნენ, რომ სამთავრობო კონტროლის გარეშე დარჩენილ გარემოში უცხოელი კონკურენტები წალეკავდნენ შვედეთის ინდუსტრიას და გაჩნდებოდა უამრავი პრობლემა ხარისხში და კოორდინაციაში. როცა გარეუბნის მაცხოვრებლებს მიეცათ მაღაზიების გახსნის უფლება, ლიბერალიზმის კრიტიკოსებმა თქვეს რომ ქალაქები ჩაკვდებობნენ, რადგან ფერმერებს აღარ ექნებოდათ მიზეზი იქ ჩასასვლელად.

იშვიათად შეიძლება იყოს პროგნოზი ასე მცდარი. ჩიდენიუსის გამოჩენიდან 200 წლის მერე, შვედეთი გადაიქცა ერთ-ერთ უმდიდრეს ქვეყნად პლანეტაზე, გრინსპენის მთავრობიდან წასვლისას კი იყო მომენტი, როცა დაიწყო ეკონომიკის ტრანსფორმაცია. ინდუსტრიაში დასაქმებულის რეალური შემოსავალი იზრდებოდა 25 პროცენტით დეკადაში 1860-დან 1910 წლამდე, სიცოცხლის ხანგრძლივობა გაიზარდა 12 წლით. ჯამში, რეალური შემოსავალი გაიზარდა 170 პროცენტით იმ 50 წელში, რაც ბევრად მეტია ვიდრე 110 პროცენტი შემდეგ 50 წელში. საუკუნის ცვლისას, შვედეთის ცენტრალური საჯარო ხარჯი იყო მთლიანი შიდა პროდუქტის 6 პროცენტი.

ლიბერალიზმა სრულად შეცვალა შვედეთი. საზოგადოება, რომელიც აქამდე მკაცრად კონტროლდებოდა, სადაც მისი ყველა ქმედება სრულად რეგულირდებოდა, ვაჭრობა სხვა ქვეყნებთან იყო პრაქტიკულად აკრძალული, ის რაც აქამდე იყო საუკუნეებით ჩაკეტილი, მოულოდნელად გადაიქცა შემოქმედებითობის სამყაროდ. შემოქმედებითობა უკვე საჩუქრდებოდა, არ ჯარიმდებოდა. ღია ბაზარი და მინიმალური რეგულაციები ნიშნავდა, რომ კაპიტალს შეეძლო შემოსვლა კარგი იდეების დასაფინანსებლად და კომპანიებს შეეძლოთ თავისუფლად დაექირავებინათ და დაეთხოვათ თანამშრომლები. ძველი ვაჭრობა მექანიზირდა და შვედეთს შეეძლო გაეტანა თავისი საუკეთესო საქონელი ბრიტანეთში და სხვა ქვეყნებში, ხოლო სანაცვლოდ შემოეტანა, რასაც თავად ვერ აწარმოებდა.

ფერმერებმა, რომელთაც მოიპოვეს უფლება თავიანთ მიწაზე, დაიწყეს უკეთესად ინვესტირება, უკეთესი აგროკულტურების მოყვანა. ტყის ინდუსტრიამ, რომელსაც ახლა უკვე შეეძლო ექსპორტი, გადააქცია ეს მასალა „მწვანე ოქროდ“ - მასალა იხერხებოდა და მუშავდებოდა. წარმოების დერეგულაციამ გაააქტიურა საბადოებიდან მადანის ამოღება, ადგილებიდან, რომლებზეც თაობები უბრალოდ დადიოდნენ. ხელოსნებმა, გათავისუფლდნენ რა ძველი გილდიების სისტემისაგან, დაიწყეს კონკურენციის გაწევა უკეთესი გადაწყვეტილებების მიღებით, უკეთესი საქონლით, უკეთესი დიზაინით და უკეთესი ფასის შეთავაზებით. მოხდა წარმოების ელექტროფიკაცია, რომელმაც ბიზნესს საშუალება მისცა ეწარმოებინა საქონელი, რაზეც ადრე ღარიბი ვერც იოცნებებდა. ბანკების და კორპორაციების გათავისუფლების შედეგად კაპიტალი გადადინდა ეფექტიანი მწარმოებლებისკენ და შვედეთმა დაიწყო ინვესტირება ახალ მანქანა-მექანიზმებსა და მეთოდებში, რაც იძლეოდა შესაძლებლობას წარმოებულიყო მეტი და უკეთესი საქონელი.

ჩაურევლობის ეპოქა იყო კარგი გარემო შემოქმედებისა და მეწარმეებისთვის. მან წარმოშვა ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სიტყვა შვედურ ენაში: snilleindustrierna – “ინდუსტრიების გენიოსი“, რაც გულისხმობს ბიზნესის მიერ ახალი გამოგონებების დანერგვას, ან არსებულის განვითარებას, მასობრივ წარმოებას, დიდწილად ექსპორტისთვის. რადგან გაიხსნა გზა სესხების, დაქირვების, წარმოების და გაყიდვის, გზა იდეიდან მის რეალიზაციამდე, გენიოსიდან გენიალურ წარმოებამდე, გახდა ძალიან მოკლე.

უდავოდ, ინდუსტრიები დაფუძნდა ერუდიტებზე, რომლებიც იყვნენ გამომგონებლები და ინდუსტრიის კაპიტნები. ისინი აღწევდნენ წარმატებას როგორც რაიმეს შექმნით, ასევე მომხმარებლამდე მიტანით. ლარს მაგნუს ერიქსონმა გამოიგონა ავტომატური სატელეფონო გადამრთველი და დააფუძნა ლ.მ.ერიქსონი (L. M. Ericsson). სვენ ვინგვისტმა გამოიგონა საკისარი და დააფუძნა ფირმა  SKF. ალფრედ ნობელმა გამოიგონა დინამიტი და შექმნა ნიტროგლიცერინ AB (მოგვიანებით დინო ნობელი). გუსტავ დალენმა გამოიგონა ციმციმა აპარატი შუქურებისთვის და დააფუძნა ფირმა AGA. ზოგმა მეწარმემ გააკომერციულა სხვების გამოგონებები: აქსელ ვენნერ-გრენი, მაგალითად, აშენებს ელექტროლუქს და წარადგენს მტვერსასრუტს და მაცივარს შვედური სახლებისთვის.

ეს ეტაპი იყო ბორბლებზე დადგომა, რამაც შვედეთი წაიყვანა მომავლისაკენ. პირველი წარმატება მოვიდა ძნელად, მაგრამ იყო შემდეგის საწყისი. ქვეყანა იზრდებოდა და შეეძლო მეტი. გაყვანილ იქნა წყალი და კანალიზაცია სახლებში, გაკეთდა ქუჩების და სახლების ელექტრიფიკაცია.

1857 წელს გრიფენსტედტმა წარმოთქვა ორი დრამატული წიტყვა, სადაც ხსნიდა თუ როგორ შეიძლებოდა თავისუფალ ბაზრით, შეღწევით უცხოურ ბაზრებზე და თანამედროვე ინფრასტრუქტურით, შვედეთი, ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ევროპული ქვეყანა ქცეულიყო ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ქვეყნად. ის მასხარად აიგდეს ოპონენტებმა, მის აზრს უწოდეს გულუბრყვილო „ყვავილების მხატველი“. მაგრამ გრიფენსტედტმა გაიცინა ბოლოს. როგორც ზემოთ აღინიშნა, თითოეული შვედის შემოსავალი გარვამაგდა 1850 – 1950 წლებში, ხოლო მოსახლეობა გაორმაგდა. ბავშვთა სიკვდილიანობა შემცირდა 15-დან 2-მდე, სიცოცხლის ხანგრძლივობა გაიზარდა 28 წლით.

„ყველა ლიბერალია დღესდღეობით“

ლიბერალურმა მოძრაობამ გაიმარჯვა, თუმცა ის გახდა თავისივე წარმატების მსხვერპლი. 1867 წლის იანვარში, ახალი, უფრო დემოკრატიული პარლამენტი, რომელიც არ იყო ფენების მიხედვით დაყოფილი, აჩვენებდა თითქოს ლიბერალიზმი იყო ტრიუმფატორი. ლარს იოჰან ჰიერტა, პარლამენტის უხუცესი წევრი, გამოვიდა მისასალმებელი სიტყვით, აღნიშნა რეფორმების წარმატება და გააფრთხილა წევრები, რომ არ მისალმებოდნენ იდეას ამოეღოთ ფული ხალხისგან. ერთმა კომენტატორმა თქვა: „ახლა აღარ არის პარტიები, ყველა ლიბერალია დღეისათვის“.

მაგრამ დადგა კლასიკური ლიბერალიზმის კრიზისი. ისე ჩანდა, რომ მათ ამოწურეს თავიანთი დღის წესრიგი. კოალიციას, რომელსაც ჰქონდა ტრიუმფალური იდეები, უკვე ჰქონდა სხვა ინტერესები. ეს ჩანდა ახალ პარტიებში, რომლებიც ჩამოყალიბდა პარლამენტში. ლიბერალური მთავრობის გარშემო გაერთიანებულმა ხალხმა ჩამოაყალიბა მთავრობის მომხრე პარტია, რათა დაეცვათ რეფორმები, მაგრამ არაუმეტეს. შედარებით მცირე ჯგუფმა ჩამოაყალიბა ნეოლიბერალური პარტია, რომელიც იყო ეკონომიკურად ლიბერალური და უნდოდათ გაეფართოებინათ მათი პრინციპები კულტურულ და პოლიტიკურ საქმეებზე, ქალთა უფლებების ჩათვლით, უნდოდაღ მეტი კანონის წესი, მეტი დემოკრატია. ახალი დომინანტური პარტია იყო გარეუბნელთა პარტია, ეს იყო ფერმერთა პარტია ლიბერალური ელემენტებით, რომელთაც უნდოდათ შეემცირებინათ გადასახადები და მიეცათ მეტი უფლებები სტოკჰოლმის გარე ისტებლიშმენტისათვის.

სამწუხაროდ ლიბერალები დაიყვნენ ამ პარტიებად. გრიპენსტედტი და ზომიერი ლიბერალები შეუერთდნენ სამთავრობო პარტიას. ჰიერტა და სხვა რადიკალ-ლიბერალები შეუერთდნენ ნეოლიბერალურ პარტიას; ჰედლუნდი და სხვა ლიბერალები სტოკჰოლმის გარეუბნებიდან, შეუერთდნენ გარეუბნელთა პარტიას. ეს ნიშნავდა, რომ ყველა პარტია იყო ლიბერალთა გავლენის ქვეშ და ლიბერალური მთავრობა აგრძელებდა მოღვაწეობას, მაგრამ ეს ასევე ნიშნავდა, რომ ლიბერალიზმი აღარ იყო ერთიანი კოჰერენტული, ეფექტიანი ძალა, რომელიც იბრძოდა საერთო მიზნისთვის.

როცა ლიბერალებმა და ვაჭრებმა წააგეს გრძელი კომპანია მარცვლეულის ტარიფებთან დაკავშირებით 1880-იანებში, ახალი კონსერვატიული მთავრობა ჩამოყალიბდა, ახალი პოლიტიკური ალტერნატივები გამოჩნდა. ტარიფები დიდს არაფერს ნიშნავდა ეკონომიკურად. ისინი არ კორექტირდებოდა ინფლაციის მიხედვით და შესაბამისად მცირდნებოდა სინამდვილეში. ასევე გრძელდებოდა ტრანსპორტირების ტარიფების შემცირება მეტად, ვიდრე დანაკარგები იყო ტარიფებიდან. შვედეთის ექსპორტ-იმპორტი იზრდებოდა ყოველწლიურად. თუმცა ტარიფებს ჰქონდა უფრო სერიოზული პოლიტიკური დატვირთვა.

ჰარმონიულ ლიბერალიზმს პრობლემა წარმოექმნა მაშინ, როცა ერთმა მხარემ დაიწყო სხვა ჯგუფის ჯიბიდან ფულის ამოღება. ყველამ დაიწყო მცდელობა ჰქონოდა ჯილდოები და პრივილეგიები თავისთვის. ვინც რჩებოდა ლიბერალი და უნდოდა ნეიტრალური სახელმწიფო, ხედავდა, რომ მისი ჯიბიდან სხვები იღებდნენ ფულს. თანამედროვე კომენტატორმა ახსნა ეს „პროტექციონიზმის გამარჯვების შემდეგ, პარლამენტს გადაუარა რჩევების ტალღამ, რომლის მიხედვითაც მთავრობას უნდა ეაქტიურა ყოველმხრივ“.

შედეგად ლიბერალური მოძრაობა შეიცვალა. ბევრს ჰქონდა ბუნებრივი სიმპათია ღარიბებისა და მუშებისადმი. ახლა მთავრობა ღალატობდა ამათ პურის ღირებულების გაზრდით, რაც მათ უნდა დაებრუნებინათ უკან. ახლა უფრო მნიშვნელოვნად გამოიყურებოდა ხმის უფლების გავრცელება ყველაზე, ვისაც უნდოდა თავისუფალი ვაჭრობა, მაგრამ დაკარგული ჰქონდათ არადემოკრატიულ პარლამენტში. ზოგიერთმა ლიბერალმა გააკეთა განსხვავებული დასკვნა: რადგან მთავრობამ ასარგებლა მწარმოებლები ტარიფებით, ახლა დრო იყო ამის სანაცვლო ქმედება მომხმარებლების სასარგებლოდ. ზოგს უნდოდა შემოეტანათ ბისმარკის სოციალური დაცვის იდეები და გამხდარიყვნენ „სოციალ ლიბერალები“.

ამავე დროს, კონსერვატიული ალტერნატივა, რომელიც მკვდარივით გამოიყურებოდა 20 წელზე მეტი, ხელახლა დაიბადა როგორც უფრო თანამედროვე, პრო-ბიზნესური, პრო-ტარიფული ვერსია. სადაც ადრე ნათქვამი იყო, რომ მხოლოდ ძლიერ და ინტერვენციონისტ მთავრობას შეეძლო განვითარების შეჩერება, ახლა ამბობდნენ რომ ასეთ მთავრობას შეეძლო სწრაფი განვითარება.

რა ქნეს სოციალ დემოკრატებმა

უძლიერესი ახალი ძალა იყვნენ სოციალისტები; საინტერესოა, რომ ისინი ეყრდნობოდნენ თავისუფალი ბაზრის პლატფორმას. სოციალ-დემოკრატიული პარტია დაფუძნდა 1889 წელს და მისი მოთხოვნა იყო „არა მშიერ ტარიფებს“. ისინი აპროტესტებდნენ ელიტის პოზიციას მთვარობისადმი, რომელიც ანადგურებდა თანასწორობას ბიზნესსა და ფირმებზე დახმარებით, ამასთანავე მშრომელებს არ უნდა დაეცადათ ეკონომიკური ზრდის შედეგებისთვის. მათ (მშრომელებს) უნდა მოეთხოვათ მთავრობისთვის, რომ მას ნაბიჯი გადაედგა მათკენ.

განსხვავებულ ინტერესთა თანაარსებობა ნიშნავდა, რომ ლიბერალური სისტემა ცოცხლობდა. კონსერვატორები და სოციალ-ლიბერალები იბრძოდნენ კერძო საკუთრებისა და ფისკალური დისციპლინისათვის, ისინი თანამშრომლობდნენ, რათა აეცილებინათ შვედეთი სოციალიზმისგან. როცა სოციალ-დემოკრატები მოვიდნენ ხელისუფლებაში 1932 წელს, მათ მალევე უარყვეს თავიანთი ბიზნესის სოციალიზაციის გეგმა. მათი ლიდერი ფიქრობდა რომ პროდუქციის ზრდა იყო ბუნებრივი რათა მნიშვნელოვნად მიეჩნიათ ლიბერალური რეფორმები და ლიბერალური ეკონომიკის შთამბეჭდავი განვითრების უნარი. ისინი იყვნენ ისეთი ეკონომისტების გავლენის ქვეშ, როგორებიც იყვნენ გუსტავ კასელი და ელი ჰეკჩერი, რომლებიც ანდრეს ჩიდენიუსს თვლიდნენ თავიანთ ინტელექტუალურ მამამთავრად. საინტერესოა, რომ რამდენიმე გამოჩენილი სოციალ-დემოკრატი სინამდვილეში იყო ეკონომიკური ლიბერალი და თავისუფალი ვაჭრობის მომხრე.

შვედეთში სხვა ქვეყნებზე მეტად თავისუფალი იყო ვაჭრობა, რაც იყო მნიშვნელოვანი მცირე ეკონომიკისათვის, რომელიც დამოკიდებული იყო როგორც იმპორტზე, ასევე ექსპორტზე. სოციალ-დემოკრატებმა და ვაჭართა კავშირებმა ნება დართეს ძველ სექტორებს, ფერმერებს, ტრანსპრორტიორებს, ტექსტილის ბიზნესს, გასულიყვნენ ბაზრიდან, რადგან ახალი სამუშაო ადგილები იქმნებოდა მათ ადგილზე. ისინი ატარებდნენ ძალიან ფრთხილ პოლიტიკას, ინარჩუნებდნენ თავისუფალ ბაზარს, რათა მას შეექმნა სიკეთე, უშვებდნენ შემოქმედებითი დესტრუქციის პროცესს, რომ შეესრულებინა მისი სამუშაო და მხოლოდ შემდეგ ანაწილებდნენ (ზრდისას) ამ სიკეთის ნაწილს. მათ იცოდნენ, რომ კლასობრივი ჩაგვრის პარტია ვერ შეძლებდა შვედეთის ხელისუფლებაში დარჩენას. სანაცვლოდ მათ შექმნეს სოციალური დაცვის სისტემები, პენსია, უმუშევრობა, უმამობა, ავადმყოფობის დახმარებები. დახმარებების უმეტესობა იყო გადახდების პროპორციული, ამიტომ საშუალო კლასი დაინტერესებული იყო სისტემის მხარდაჭერით.

რეგულაციები ადაპტირებული იყო დიდი ინდუსტრიების სასარგებლოდ - მაგალითად, შრომის წარდგენილი რეგულაციის თანახმად, გამონაკლისები დაიშვებოდა მხოლოდ სავაჭრო კავშირების (trade unions) თანხმობით, რასაც ისინი აკეთებდნენ, თუ საქმე ეხებოდა უდიდეს საექსპორტო ბიზნესს. კოლექტიური ტვირთის შეთანხმებით, განაკვეთები იყო უფრო თანაბარი დიდი კომპანიებისათვის, რომლებიც ექსპორტზე იყვნენ ორიენტირებული და ნაკლებად პროდუქტიული მცირე კომპანიებისთვის, შედარებით დიდი. როცა გადასახადები იზრდებოდა, ისინი იყო რეგრესული ისე, რომ არ შემცირებულიყო წარმოების სტიმული.

ის დაიწყო როგორც ფრთხილი პოლიტიკა. 1950 წელს შვედეთი იყო ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანა მსოფლიოში. მთლიანი საგადასახადო ტვირთი იყო სულ 19 პროცენტი მშპ-სთან მიმართებით, ნაკლები, ვიდრე შეერთებულ შტატებში და ევროპის სხვა ქვეყნებში. მას არ გადაუჭარბებია 30 პროცენტისათვის 1965 წლამდე. ეს იყო ღია ეკონომიკა მცირე მთავრობით, რომელმაც შექმნა გასაოცარი შედეგი, ორ მსოფლიო ომში არმონაწილეობის დახმარებით.

ეკონომისტმა იოჰან მიჰრმანმა, თავის ეკონომიკის ისტორიაში დაასკვნა, რომ მიუხედავად მთავრობის ზომის ზრდისა, პოლიტიკა გრძელდებოდა:

ამ პერიოდში (1950-70) შვედეთს ჰქონდა ლიბერალური სავაჭრო პოლიტიკა, რაც ნიშნავდა დაბალ ტარიფებს და ხელშემწყობ გარემოს ბიზნესისთვის, მაგალითად საგადასახადო პოლიტიკა გულისხმობდა სერიოზულ დათმობას კაპიტალის ღირებულებაში.

დიახ, შვედეთს დღეს აქვს სხვა რეპუტაცია, რაც მოვიდა მოგვიანებით. 1970-იანებიდან, დიდი ბიზნესიდან გავსებული ხაზინით და მემარცხენე იდეებით გავსებული თავებით, სოციალ-დემოკრატებმა დაიწყეს სოციალური დახმარებები და რეგულაციები შრომის ბაზარზე. საჯარო ხარჯები თითქმის გაორმაგდა 1960 - 1980 წლებში, მშპ-ს 31 პროცენტიდან ავიდა 60 პროცენტამდე, გადასახადების მომატებით.

სოციალ-დემოკრატები დადიოდნენ და ტრაბახობდნენ რაღაც დროის განმავლობაში, რომ მათ მოახერხეს ჰყოლოდათ დიდი მთავრობა და ჰქონოდათ დიდი შემოსავლები, მაგრამ მხოლოდ რაღაც დროით, რადგან ეს იყო მომენტი, როცა მოდელმა გამოაჩინა პრობლემები. ზრდის საშუალო ტემპი განახევრდა 2 პროცენტამდე 1970-იანებში და გააგრძელა კლება 80-იანებში. ეს იყო 1990-იანების დიდ კრიზისამდე. ეროვნული ვალუტა გაუფასურდა 5-ჯერ, რათა შენარჩუნებულიყო კონკურენტუნარიანი ინდუსტრია, საერთო ჯამში 45 პროცენით. 1990 წლისთვის, მოყოლებული 1950 წლიდან, სერიოზულ კრიზისამდე ერთი წლით ადრე, კერძო სექტორს არ შეუქმნია სამუშაო ადგილები, თუმცა საჯარო სექტორში დაქირავებულთა რაოდენობა გაიზარდა მილიონით.

მაშინ, როცა ცოდნა და სერვისების ეკონომიკა ბიძგს აძლევდა ადამიანურ კაპიტალში ინვესტირებას, გადასახადების დიდი განაკვეთები პირად შემოსავლებზე ამცირებდა პიროვნებების მოტივაციას გაეკეთებინათ ინვესტიცია საკუთარ განათლებასა და გამოცდილებაში. გულუხვი სარგებლის გაცემამ მათდამი, ვინც არ მუშაობდა, მოიტანა ის შედეგი, რომ ქვეყანა, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ჯანმრთელი მოსახლეობით, გადააქცია ქვეყნად, სადაც ხალხი ავად იყო სამუშაოსგან.

ალიანსმა მთავრობას, დიდ ბიზნესსა და ‘დიდ შრომას’ შორის გადააქცია შვედეთი ნაკლებად მოქნილად. დამხმარე ინვესტიციები დიდ ინდუსტრიაში კარგადა მუშაობდა, მანამ სანამ არ იყო ინოვაციების აუცილებლობა. როცა ეს შეიცვალა,  ზრდადი, საშუალო და პატარა ბიზნესების ნაკლებობამ შექმნა პრობლემები. არ არსებული კომპანიები არ იზრდებოდნენ, ნაწილობრივ რისკებისა და იმ ღირებულების გამო, რომელიც უჯდებოდათ თანამშრომლის გათავისუფლება.

ყველაზე მნიშვნელოვანი კომპანიები შვედეთში დღესაც ის კომპანიებია, რომლებიც შექმნილია ჩაურევლობის პერიოდში, პირველ მსოფლიო ომამდე. 2000-ში მხოლოდ 50 კომპანიაა დაფუძნებული 1970 წლის შემდეგ. ამასთან, სერვისები, რომლებიც უნდა ქცეულიყო ახალ კერძო ზრდად სექტორად, მაგალითად განათლება და ჯანდაცვა, იქნა მონოპოლიზებული და დაფინანსებული მთავრობის მიერ.

1975-დან 2000 წლამდე, მაშინ, როცა შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე აშშ-ში გაიზარდა 72 პროცენტით და ევროპაში 64 პროცენტით, შვედეთში იყო 43 პროცენტი. 1970 წელს შვედეთი იყო მე-4 უმდიდრესი ქვეყანა OECD-ის (OECD – Organization for Economic Cooperation and Development - ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია) რანჟირების სისტემაში. 2000 წელს ის ჩამოვარდა მე-14 ადგილამდე.

როგორც სოციალ-დემოკრატების ფინანსთა მინისტრმა ბოსე რინგჰოლმა (Bosse Ringholm) ახსნა 2002 წელს:

შვედეთს რომ გაეგრძელებინა ზრდა იგივე ტემპით, რაც ჰქონდა OECD-სა საშუალო მაჩვენებელი 1970 წლის აქეთ, ჩვენი საერთო რესურსები იქნებოდა იმდენად დიდი რომ გამოვიდოდა 20 000 შვედური კრონა (2700 აშშ. დოლარი) ერთ სულზე თვეში.

ეპილოგი

ეს არ იყო სოციალისტური პოლიტიკა, რამაც აქცია შვედეთი უმდიდრეს ქვეყნად. როცა ის გამდიდრდა, მას ჰქონდა ერთ-ერთი ყველაზე ღია და დერეგულირებული ეკონომიკა მსოფლიოში, გადასახადები იყო ნაკლები, ვიდრე აშშ-ში და დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში. სოციალ-დემოკრატები ამ საკითხების უმეტესობას არ შეხებიან 1970 წლამდე, როცა მათ ჩათვალეს, რომ ეს იყო საუკეთესო საფუძველი: უპრეცედენტო ჯანმრთელობისთვის, მკაცრი სამუშაო ეთიკის, განათლებული სამუშაო ძალის, მუშათა კლასის საექსპორტო ინდუსტრიის და შედარებით წესიერი ბიუროკრატიით - იმდენად სტაბილური, რომ მთავრობას შეეძლო დაებეგრა და დაეხარჯა და ეშენებინა თავიდან ბოლომდე კეთილდღეობის სახელმწიფო.

მათ ეს არ შეეძლოთ. ყოველ შემთხვევაში ფასის გარეშე, რადგან კეთილდღეობის სახელმწიფო იწყებს იმ პირობების რღვევას, რამაც გახადა მოდელი ეფექტური. შედეგად, მეოთხე უმდიდრესი ქვეყანა გადაიქცა მე-14-დ სულ რაღაც სამ დეკადაში.

ჩრდილოეთის ამ პატარა ქვეყანაში დაიწყეს გამოსავლის ძიება. 1990-იანებში გაკეთდა სხვა მნიშვნელოვანი რეფორმა, შენელებული ზრდისა და საბანკო კრიზისის გამო. სოციალ-დემოკრატებმაც და მემარჯვენე ცენტრისტულმა პარტიებმა მოინდომეს და შეამცირეს ზღვრული გადასახდები; ფინანსების, ელექტროქსელების, ტელეკომის და მედიის ბაზრები დერეგულირდა; ცენტრალური ბანკი გახდა დამოუკიდებელი; საპენსიო სისტემა რეფორმირდა ნაწილობრივად პერსონალურ ანგარიშებად; ჯანდაცვისა და ხანდაზმულთა დაცვის კერძო სისტემა იქნა მხარდაჭერილი; წარმოადგინეს სასკოლო ვაუჩერული სისტემა.  ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, შვედეთის მთავრობამ შეამცირა გადასახადები მშპ-ს 52 პროცენტიდან 44 პროცენტამდე, ასევე გააუქმა გადასახადები საჩუქრებზე, მემკვიდრეობაზე, ჯანმრთელობაზე და საცხოვრებელზე.

შვედეთმა კვლავ გაზარდა ექსპორტი, შექმნა კერძო სამუშაო ადგილები, გამოჩნდა ეკონომიკური პროგრესი და გაუსწრო დანარჩენ ევროპას. შვედეთმა გადალახა ფინანსური კრიზისი უკეთ, ვიდრე სხვა ქვეყნებმა, შვედეთის ვალი არის მშპ-ს 30 პროცენტი. თუმცა სხვა ამბავია, რომ არასრულად, მაგრამ მაინც დღევანდელი შვედური ლიბერალიზაცია და ლიბერალისტები, შთაგონებული არიან იმ შვედი ინდივიდუალების ისტორიით, რომლებმაც რეფორმები გააკეთეს 150 წლის წინ და მიაღწიეს წარმოუდგენელ წარმატებას. ლარს იოჰან ჰიერტას ძეგლი აღიმართა სტოკჰოლმის ცენტრალურ ადგილზე და პარლამენტის სოციალ-დემოკრატმა სპიკერმა ანდერს ჩიდენიუსი გამოაცხადა ერთ-ერთ ყველაზე დიდ პიონერად შვედეთის პარლამენტის ისტორიაში. ფინანსთა მინისტრ ანდერს ბორგის ოფისში კიდია გრიპენსტედტისა და ჩიდენიუსის პორტრეტები - „შვედური კეთილდღეობის მამა“, ბორგის თანახმად.

როცა შვედეთმა ისევ მოახდინა ლიბერალიზაცია, ის ისევ გაემართა უკან მომავლისაკენ. ეს ფონი და ეს მომავალი არის უმნიშვნელოვანესი გაკვეთილი შვედეთისა და მთელი დანარჩენი მსოფლიოსათვის.

როგორც ანდრეს ჩიდენიუსმა დაწერა თითქმის 250 წლის წინ თავის პირველ ესეში, რომელმაც მიიყვანა შვედური ლიბერალიზმი შთამბეჭდავ სტარტამდე: „ის, რაც არის ჩვენს დროში გათელილი, შთამომავლობის მიერ იქნება დაფასაბული და ის რაც არის ახლა გამბედაობა, იქნება უბრალო სიმართლე“.

ეს ესე ჩართული იყო ატლასერთის პროექტში ატლას ქსელი (AtlasOne, a project of the Atlas Network.)

მინიშნებები:

  1. Vilhelm Moberg, Min svenska historia, 1971, p. 72.
  2. For the whole background, see my history of Swedish liberalism, Den svenska liberalismens historia, Timbro, 1998.
  3. A collection of his most important essays have recently been published as Anders Chydenius, Anticipating the Wealth of Nations (ed. Maren Jonasson & Pertti Hyttinen. Routledge, 2011).
  4. Anders Chydenius: The National Gain, London: Ernest Benn Limited 1931. Translator unknown. <http://www.chydenius.net/historia/teokset/ekansallinenasp>
  5. Mauricio Rojas, “Sweden After the Swedish Model,” Timbro, 2005, p. 17.
  6. Anders Johnson: Entreprenörerna : Sveriges väg till välstånd. Stockholm: Svenskt Näringsliv, 2002.
  7. Gudmar Hasselberg: Rudolf Wall – Dagens Nyheters skapare. Stockholm: Bonniers, 1945, p. 232.
  8. Svenbjörn Kilandet: Den nya staten och den gamla. Stockholm: Almqvist & Wiksell International, 1991, p. 205
  9. Johan Myhrman, Hur Sverige blev rikt. SNS, 1994, p. 160.

Johan Norberg

 

johan-norberg.2e16d0ba.fill-800x400.jpg

იოჰან ნორბერგი არის თავისუფალი ბაზრის მხარდამჭერი და რამდენიმე წიგნის ავტორი, მათ შორის დაჯილდოებული გლობალური კაპიტალიზმის დასაცავად, რომელიც ნათარგმნია დაახლოებით 25 ენაზე. მისი ბოლო წიგნია ფინანსური ფიასკო. გაკეთებული აქვს რამდენიმე სატელევიზიო დოკუმენტური ფილმი, მათ შორის „გლობალიზაცია არის კარგი“, „ჭარბი დოზა“ და „თავისუფალი თუ ტოლი?“.  ის არის კატოს ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.

ინფორამცია ვიკიპედიიდან: https://en.wikipedia.org/wiki/Johan_Norberg


იოჰან ნორბერგი
 (შვედური წარმოთქმა: [ˈjuːˈan ˈnuːrˈbærj]; დაბადებული 27 აგვისტოს 1973) არის შვედი ავტორი (Swedish) და ისტორიკოსი, ეკონომიკური გლობალიზაციის იდეის დამცველი (economic globalization) და როგორ თავად უწოდებს, კლასიკური ლიბერალიზმის (classical liberal) პოზიციაზე მდგომი. ის ცნობილია როგორც ავტორი წიგნიებსა  In Defense of Global Capitalism (2001) და Progress: Ten Reasons to Look Forward to the Future (2016). 2007 წლის 15 მარტიდან ის არის  Cato Institute -ის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი.

Contents

ადრეული ცხოვრება და განათლება

იოჰან ნორბერგი დაიბადა სტოკჰოლმში, ყოფილი არქვარიუსის, ერიკ ნორბერგის და მისი ცოლის ბირგიტას ვაჟი. ის იზრდებოდა სტოკჰოლმის დასავლეთ გარეუბანში Hässelby. ახალგაზრდობაში ნორბერგი იყო აქტიური როგორც მემარცხენე ანარქისტი, თუმცა მოგვიანებით შეიცვალა ხედვა და გახდა კლასიკური ლიბერალი - classical liberal. მისი პერსონალური ვებსაიტის თანახმად, მას გული აუცრუვდა ანარქისტული ხედვის თავისუფლებაზე, როცა აღმოაჩინეა კოლექტივისტური ( collectivist) თემები მთავარ ანარქისტთა შრომებში და არ შეეძლო დადებითად განწყობილიყო წინა-ინდუსტრიული საზოგადოების მიმართ, რომელსაც ანარქო-პრიმიტივიზმი (anarcho-primitivism) ავითარებდა. ამის რეალიზაციამ ის მიაბრუნა კლასიკური ლიბერალიზმისკენ, რომელსაც ის გრძნობდა რომ „თავისუფლების საკითხს უდგებოდა სერიოზულად“. ის სწავლობდა სტოკჰოლმის უნივერსიტეტში (Stockholm University) 1992-1999 წლებში და მიიღო მაგისტრის ხარისხი (M.A.) ძირითად თემაში - იდეების ისტორია (history of ideas“. მისი სხვა საგნები შეიცავდა ფილოსოფიას, ლიტერატურას და პოლიტიკურ მეცნიერებებს (philosophyliterature and political science). უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ის იყო აქტიური ლიბერტარიანულ ქსელში Frihetsfronten ("თავისუფლების ფრონტი") და იყო მისი ჟურნალის Nyliberalen ("ნეოლიბერალი"/"ლიბერტარიანი") რედაქტორი 1993-დან 1997-მდე.

კარიერა

1997 წელს ნორბერგი დაუკავშირდა შვედ ლიბერალ მოფიქრალთა საზოგადოებას   Timbro, რომლებმაც შესთავაზეს მას დაეწერა წიგნი შვედ ავტორ ლილჰელმ მობერგზე (Vilhelm Moberg). წიგნი Motståndsmannen Vilhelm Moberg გაიყიდა კარგად და გამოიწვია დიდი დებატები, რამაც იოჰანს მისცა საშუალება დაეწერა სხვა წიგნი ისტორიაში Swedish liberalism (შვედური ლიბერალიზმი). წიგნი Den svenska liberalismens historia ასევე აღმოჩნდა წარმტებული და შედეგად, 1999 წელს ნორბერგი მუდმივად შეუერთდა Timbro-ს. 1999-დან 2002-მდე ის იყო webzine Smedjan.com-ის მთავარი რედაქტორის ასისტენტი. 1999 წელს მან დაიწყო ვებსაიტი Frihandel.nu სადაც აჩვენებდა თავისუფალი ვაჭრობის (free trade)  და ღია ეკონომიკის უპირატესობებს.

შვედ ანტი-გლობალისტურ მოძრაბასთან (Swedish anti-globalization movement) გამართული არაერთი დებატის შემდეგ, 2001 წლის მარტში მან გამოსცა წიგნი გლობალური კაპიტალიზმის დასაცავადIn Defense of Global Capitalism (SwedishTill världskapitalismens försvar)}, სადაც ის აყალიბებს თავის არგუმენტს გლობალიზაციის (globalization)  და თავისუფალი ვაჭრობის დასაცავად. 2002-ში წიგნი წარდგენილი სერ ანტონი ფიშერის საერთაშორისო სამახსოვრო ჯილდოზე (Sir Antony Fisher International Memorial Award)  Atlas Economic Research Foundation-ის  მიერ და 2003 წელს ნორბერგი დაჯილდოვდა German Hayek Stiftung-ის ოქროს მედლით (ეს მედალი მას გასცა ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ მინისტრმა მარგარეტ ტეტჩერმა - Margaret Thatcher და გერმანელმა ეკონომისტმა ოტმარ ისინგმა - Otmar Issing). ბრიტანულმა არხმა Channel 4 ასევე მიიწვია ნორბერგი, რათა წარედგინა თავისი დოკუმენტური ფილმი „გლობალიზაცია არის კარგი“ ( documentary filmGlobalisation is Good ) (გადაღებული 2003 წელს), რომელიც დაფუძნებულია მის წიგნზე.

2002-დან 2005-მდე ნორბერგი იყო Timbro-ს პოლიტიკური იდეების მოთავე. 2006-დან 2007-მდე ის იყო უფროსი მეცნიერ თანამშრობელი ბრიუსელში დაფუძნებული (Brussels-based) მოფიქრალთა საზოგადოებისა „ახალი ევროპის ცენტრი“ (Centre for the New Europe).

2007 წლის 15 მარტიდან ის იყო უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ვაშინგრონში დაფუძნებული კატო ინსტიტუტისა (Washington, D.C.-based Cato Institute). ის ასევე არის მონტ პელერინის საზოგადოების (Mont Pelerin Society) წევრი.

პირადი ცხოვრება

ნორბერგს ყავს ორი შვილი.

Awards and honors[edit]

Bibliography[edit]

  • Norberg, Johan; Bejke, Henrik (ed.) (1994). Nyliberalismens idéer (in Swedish). Stockholm: Frihetsfrontens förlag. ISBN91-88216-03-9. Cite uses deprecated parameter |coauthors= (help)
  • Norberg, Johan (1997). Motståndsmannen Vilhelm Moberg (in Swedish). Stockholm: Timbro. ISBN91-7566-340-6.
  • Norberg, Johan (1998). Den svenska liberalismens historia (in Swedish). Stockholm: Timbro. ISBN91-7566-377-5.
  • Norberg, Johan (1999). Fullständiga rättigheter : ett försvar för de 21 första artiklarna i FN:s deklaration om de mänskliga rättigheterna (in Swedish). Stockholm: Timbro. ISBN91-7566-419-4.
  • Norberg, Johan; Berggren, Niclas (ed.) (2000). Stat, individ & marknad (in Swedish). Stockholm: Timbro. ISBN91-7566-441-0. Cite uses deprecated parameter |coauthors= (help)
  • Norberg, Johan (2001). Till världskapitalismens försvar(In Defense of Global Capitalism) (in Swedish). Stockholm: Timbro. ISBN 91-7566-491-7.
  • Norberg, Johan; Vera Zavala, America(2001). Global rättvisa är möjlig (in Swedish). Skarpnäck: Pocky/Tranan. ISBN 91-88420-86-8.
  • Norberg, Johan; Bengtsson, Mattias (ed.) (2003). Frihetens klassiker: texter (in Swedish). Stockholm: Timbro. ISBN91-7566-404-6. Cite uses deprecated parameter |coauthors= (help)
  • Norberg, Johan (2006). När människan skapade världen (in Swedish). Stockholm: Timbro. ISBN91-7566-554-9.
  • Norberg, Johan; Vera Zavala, America (2006). Ett annat Sverige är möjligt (in Swedish). Stockholm: Rocky. ISBN91-85011-31-2. Cite uses deprecated parameter |coauthors= (help)
  • Norberg, Johan (2009). En perfekt storm: Hur staten, kapitalet och du och jag sänkte världsekonomin (in Swedish). Stocksund: Hydra Förlag AB. ISBN978-91-86185-03-9.
  • Norberg, Johan (2009). Financial Fiasco: How America's Infatuations with Homeownership and Easy Money Created the Economic Crisis. Cato Institute.[6]
  • Norberg, Johan (2009). Den eviga matchen om lyckan: Ett idéhistoriskt referat (in Swedish). Natur & Kultur. ISBN91-27-18899-X.
  • Norberg, Johan (2010). Fragment och argument 1990–2010 (in Swedish). Hydra Förlag. ISBN91-86185-07-1.
  • Norberg, Johan (2014). Hjärnrevolutionen : varför din intelligens påverkar allt du gör - och allt du gör påverkar din intelligens (in Swedish). Natur & Kultur. ISBN9127139875.
  • Johan Norberg (2016). Progress: Ten Reasons to Look Forward to the Future. Oneworld Publications. ISBN978-1-78074-951-8.

პირადი გვერდი:

http://www.johannorberg.net/about/