სახელმწიფო თითქმის საყოვლთაოდ აღიარებული საზოგადოებრივი სამსახურის ინსტიტუტია. ზოგიერთი თეორეტიკოსი სახელმწიფოს პატივს მიაგებს, როგორც საზოგადოების მწვერვალს: სხვები მასში კეთილგანწყობილ, თუმცა საზოგადოებრივი მიზნების მიღწევისათვის ხშირად შეუსაბამო ორგანიზაციას ხედავენ; მაგრამ თითქმის ყველა მიიჩნევს, რომ ის კაცობრიობის კეთილდღეობის მისაღწევად აუცილებელი საშუალებაა.

საშუალება, რომელიც „კერძო სექტორის“ წინააღმდეგ და სასიცოცხლო სახსების მოსაპოვებლად, კონკურენციაში მის დასამარცხებლად უნდა იყოს მიმართული. დემოკრატიის აღზევებასთან ერთად, სახელმწიფოს გაიგივება საზოგადოებასთან იქამდე გაიზარდა, ვიდრე ჩვეულებრივ მოვლენად არ იქცა ყველა კეთილგონიერი მოძღვრებისა და საღი აზრის შეურაცხმყოფელი ისეთი შეხედულებების მოსმენა, როგორიცაა „ხელისუფლება ჩვენ ვართ“. ხელსაყრელ კრებით ტერმინს „ჩვენ“ შესაძლობლობა მიეცა, რომ პოლიტიკური ცხოვრების სინამდვილე იდეოლოგიურ საბურველში გაეხვია. თუკი „ხელისუფლება ჩვენ ვართ“, მაშინ ყველაფერი, რასაც ხელისუფლება ცალკეულ პიროვნებას უკეთებს, არა მხოლოდ ძალდაუტანებელი და სამართლიანია, არამედ სათანადნო პიროვნების თვალსაზრისით „ნებაყოფილობის“ გამოვლენაცაა. თუკი ხელისუფლება ეფლობა უზარმაზარ ვალში, რომელიც ერთი ჯგუფის სასარგებლოდ მეორის დაბეგვრის გზით უნდა იქნეს გადახდილი, მაშინ ამგვარი დამთრგუნველი მდგომარეობა ინიღბება გამონათქვამით, რომ „ჩვენ ჩვენთვისვე ვსესხულობთ“; თუკი ხელისუფლება მამაკაცს სავალდებულო სამხედრო სამსახურში იწვევს, ან განსხვავებული შეხედულებების გამო ციხეში ამწესებს, მაშინ ის „ამას მისთვისვე აკეთებს“ და ამიტომაც ითვლება, რომ შეუსაბამო არაფერი მომხდარა. ასეთი მიდგომით, ნებისმიერი ებრაელი, რომელიც ნაცისტური მთავრობის მიერ იქნა მოკლული, სინამდვილეში არ მოუკლავთ; პირიქით, როგორც ჩანს მათ „თვითმკვლელობა ჩაუდენიათ“, რამდენადაც ისინი ხელისუფლებას თავადვე წარმოადგენდნენ (რომელიც დემოკრატიულად იყო არჩეული) და შესაბამისად, ყველაფერი, რაც ხელისუფლებამ მათ მიმართ გააკეთა, ნებაყოფილებით იქნა მიღებული. მავანი შეიძლება არც თვლიდეს, რომ ამ საკითხის დაჟინება აუცილებელია და ხალხის უდიდესი ნაწილი ამ მცდარ მიდგომას მეტ-ნაკლებად, მაგრამ მაინც იზიარებს.
 
აქედან გამომდინარე, ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება იმას უნდა მივაქციოთ, რომ „ჩვენ“ ხელისუფლება არ ვართ და ხელისუფლება „ჩვენ“ არ არის. ხელისუფლება არც ერთ შემთხვევაში არ „წარმოადგენს“ ხალხის უმრავლესობას.1 მაგრამ თუნდაც წარმოადგენდეს და ამასთან, ხალხის 70%-მა დანარჩენი 30%-ის მოკვდინება გადაწყვიტოს, ეს კვლავ მკვლელობა იქნება და არა გაჟლეტილი უმცირესობის ნებაყოფილობითი თვითმკვლელობა.2 ამ არსებითი ჭეშმარიტების მისაჩქმალად, არანაირი მექანიკური მეტაფორა, ამ საქმესთან არანაირი კავშირის მქონე გაცვეთილი გამოთქმა, რომ „ჩვენ ერთი მთლიანობა ვართ“, არ უნდა იყოს დაშვებული.
 
თუკი სახელმწიფო არ შედგება „ჩვენგან“, თუ ის არ არის „საზოგადოებრივი ოჯახი“, რომელიც საერთო პრობლემებს ერთობლივად წყვეტს, თუ ის არ არის მასონების თავშეყრის ადგილი ან სასოფლო კლუბი, აბა რა არის ის? ძალიან მოკლედ, სახელმწიფო საზოგადოებაში არსებული ის ორგანიზაციაა, რომელიც მოცემული ტერიტორიის ფარგლებში იძულებისა და ძალმომრეობის გამოყენების მონოპოლიის შენარჩუნებას ცდილობს; კერძოდ, ეს ერთადერთი ორგანიზაციაა საზოგადოებაში, რომელიც თავის შემოსავალს იღებს არა ნაბაყოფილობითი შემოწირულებობებით ან მის მიერ უკვე გაწეული მომსახურეობის საფასურის ანაზღაურებით, არამედ ძალდატანებით. მაშინ, როცა სხვა პიროვნებები ან ინსტიტუტები შემოსავლის მისაღებად დოვლათსა და მომსახურებას აწარმოებენ და ძალდატანებულად და ნებაყოფილობით ყიდიან სხვებზე, სახელმწიფო თავის შემოსავალს ძალადობის გამოყენებით იღებს; ანუ ციხეში ჩასმისა და იარაღით დაშინების გზით.3 იყენებს რა იძულებასა და ძალმომრეობას შემოსავლის მისაღებად, სახელმწიფო, როგოც წესი, თავისი ქვეშევრომების სხვა ქმედებებზე ზემოქმედებისა და მართვისაკენ დგამს ნაბიჯს. მავანმა შეიძლება იფიქროს, რომ ამის დასამტკიცებლად მთელი ისტორიის მანძილზე და მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ყველა სახელმწიფოზე უბრალო დაკვირვებაც საკმარისი იქნებოდა; მაგრამ სახელმწიფოს საქმიანობას მითების იმდენად მხუთავი საბურველი აკრავს, რომ გარკვეული დაზუსტება აუცილებელია.

 რა არის სახელმწიფო?

 
ადამიანი სამყაროს შიშველი ევლინება და მას გონება სჭირდება, რომ ბუნებისგან ბოძებული ძღვენის გამოყენება ისწავლოს და ამასთან, იმ სახით, იმ ხერხით და იმ ადგილას გადაამუშაოს, რომელიც მისი სურვილების დაკმაყოფილებისა და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისთვის საუკეთესო იქნება. ერთადერთი გზა, რომლითაც ადამიანს შეუძლია ეს აკეთოს, საკუთარი გონებისა და ენერგიის გამოყენებაა, საარსებო სახსრების გადამუშავებისა (წარმოება) და სხვების მიერ შექმნილ ნაწარმზე გაცვლის (ვაჭრობა) მიზნით. ადამიანმა აღმოაჩინა, რომ ერთმანეთში ნებაყოფილობითი საქონელ-გაცვლების შემთხვევაში ნაყოფიერება და აქედან გამომდინარე, საქონელგაცვლების ყველა მონაწილის ცხოვრების დონე შეიძლება მნიშვნელოვნად გაიზარდოს. ადამიანისთვის ერთადერთი „ბუნებრივი“ გამოსავალი იმისთვის, რომ გადარჩეს და ყოფიერ კეთილდღეობას მიაღწიოს, მთელი მისი გონიერებისა და ენერგიის წარმოებისა და საქონელგაცვლითი ურთიერთობებისკენ მიმართვაში მდგომარეობს. უპირველეს ყვლისა, ის ამ მიზანს ბუნებრივი სახსრების მოპოვებით აღწევს, ხოლო შემდეგ მათი გადამუშავებით (მათში „საკუთარი შრომის ჩადებით“, როგორც ამას ლოკი აღნიშნავს), რათა ისინი თავის კერძო საკუთრებად აქციოს და სხვების მიერ ასეთივე ხერხებით მოპოვებულ საკუთრებაზე გაცვალოს. შესაბამისად, ადამიანს შინაგანი მოთხოვნილებებით ნაკარნახევი საზოგადოებრივი გზა, „საკუთრების უფლებებისა“ და ამ უფლებების გაჩუქებისა ან გაცვლისთვის „თავისუფალი ბაზრის“ ჩამოყალიბების გზაა. ადამიანებმა სწორედ ამ გზაზე ისწავლეს, თუ როგორ არიდებოდნენ შეზღუდული საარსებო სახსრებისათვის „ჯუნგლების“ ხერხით ბრძოლას, როდესაც ერთ ადამიანს მხოლოდ მეორეს ხარჯზე შეუძლია რამე მოიპოვოს და სანაცვლოდ, მშვიდობიანი და ჰარმონიული წარმოებისა და საქონელგაცვლის პირობებში, ამ საარსებო სახსრების გამრავალფეროვნების გზები აღმოაჩინეს.

 
უდიდესი გერმანელი სოციოლოგი ფრანც ოპენჰაიმერი მიუთითებდა, რომ სიმდიდრის მოსაპოვებლად ორი ურთიერთგამომრიცხავი გზა არსებობს. პირველს, ზემოთხსენებული წარმოებისა და საქონელგაცვლის გზას, ის „ეკონომიკურ ხერხს“ უწოდებდა. მეორე გზა კი უფრო მარტივია, რადგან ის არ მოითხოვს წარმოებას; ეს სხვისი დოვლათისა და მომსახურების იძულებითა და ძალმომრეობით მიტაცების გზაა. ეს არის ცალმხრივი მითვისებისა და სხვისი საკუთრების ქურდობის ხერხი, რომელსაც ოპენჰაიმერი გამდიდრების „პოლიტიკურ საშუალებას“ უწოდებდა. გასაგები უნდა იყოს ის, რომ წარმოების მიზნით გონებისა და ენერგიის მშვიდობიანი გამოყენება ადამიანისთვის „ბუნებრივი“ გზაა: დედამიწაზე კაცობრიობის გადარჩენისა და აყვავების აუცილებელი წინაპირობა. ასევე ცხადი უნდა იყოს ის, რომ ძალადობრივი, ექსპლუატატორული საშუალებები ბუნებრივ კანონს ეწინააღმდეგება; ეს სხვა არაფერია თუ არა პარაზიტობა, რადგან ნაცვლად იმისა, რომ წარმოებას რამეს მატებდეს, მისგან თავად ისრუტავს. „პოლიტიკური ხერხების“ გამოყენებით დოვლათი პარაზიტი და დესტრუქციული პიროვნებებისკენ ან მათი ჯგუფისკენ გადანაწილდება, რაც არამარტო შექმნილი ნაწარმის ნაწილის მიტაცებას გულისხმობს, არამედ ამასთან ერთად ამცირებს მწარმოებლის მონდომებას გამოუშვას იმაზე მეტი, ვიდრე საკუთარი თავის სარჩენად სჭირდება. საბოლოო ჯამში, ქურდი თავის ყოფას იმ წყაროს ამოხაპვითა და ამოყორვით ანადგურებს, საიდანაც ეს რესურსი მოდის. თუმცა, გარდა ამისა, დროის მოკლე მონაკვეთებშიც კი მტაცებელი საკუთარი ადამიანური არსების წინააღმდეგ მოქმედებს.

 
ახლა, ჩვენ შეგვიძლია უფრო სრულყოფილად გავცეთ პასუხი კითხვას - რა არის სახელმწიფო? სახელმწიფო, ოპენჰაიმერის სიტყვებით „პოლიტიკურ საშუალებათა ორგანიზაციაა“; იგი მოცემულ ტერიტორიაზე მიტაცების პროცესის სიტემატიზაციას წარმოადგენს.4 დანაშაული, საუკეთესო შემთხვევაში გამოყენებული და შემთხვევითია, ხოლო პარაზიტობა - წარმავალი; მოძალადეობრივი, პარაზიტული ცხოვრება ნებისმიერ დროს მსხვერპლის წინააღმდეგობის შედეგად შეიძლება აღიკვეთოს. სახელმწიფო კი კერძო საკუთრების დატაცების დაკანონებულ, ორგანიზებულ და სისტემატიზებურ არხს წარმოადგენს; ის საზოგადოების პარაზიტული კასტისთვის სრულიად გარკვეულ, უსაფრთხო და შედარებით მშვიდობიან საცხოვრისს უზრუნველყოფს.5 ვინაიდან მიტაცებას ყოელთვის თავისუფალი ბაზარი უძღვის წინ. სახელმწიფო „საზოგადოებრივი კონტრაქტის საფუძველზე“ არასოდეს შექმნილა; ის ყოველთვის დაპყრობისა და ექსპლუატაციის შედეგად ჩნდებოდა. ამის კლასიკური მაგალითი დამპყრობელი ტომის მოქმედებაა, რომელიც დაპყობილი ხალხის ძარცვისა და განადგურების საუკუნეებით გამოცდილი ხერხის გამოყენებისაგან თავს იკავებს, ვინაიდან აცნობიერებს, რომ ძარცვის დროში განვრცობა უფრო გრძელვადიანი და უსაფრთხო ბატონობის საშუალებას იძლევა, ხოლო საერთო მდგომარეობა უფრო ასატანი გახდება, თუკი დაპყრობილ ტომებს ცხოვრებისა და წარმოების საშუალება დამპყრობლებთან თანაცხოვრების პირობებში მიეცემათ, ამ უკანასკნელთა სასარგებლოდ ყოველწლიური ბეგარის გადახდის საფასურად.6 სახელმწიფოს შექმნის ერთი ხერხი შეიძლება შემდეგნაირად აღიწეროს: ყაჩაღების ჯგუფმა ძალის გამოყენებით სამხრეთ „რურიტანიის“ გარკვეული ნაწნილის დამორჩილება და გარკვეული დროის მანძილზე ამ ძალაუფლების შენარჩუნება შეძლო. ამასთან, ყაჩაღების ბელადმა თავი „სუვერენული და დამოუკიდებელი „სამხრეთ რურუტანიის“ სახელმწიფოს მეფედ“ გამოაცხადა; მაშასადამე, თუკი ის და მისი მემკვიდრეები შეძლებენ თავიანთი განმგებლობის შენარჩუნებას, დროთა განმავლობაში, ახალი სახელმწიფო „ეროვნებათა ოჯახს“ შეუერთდება და ყაჩაღთა ყოფილი ხელმძღვანელები კანონიერ დიდგვაროვნებად გარდაიქმნებიან.

 
როგორ ინარჩუნებს სახელმწიფო თავსის თავს?

 
სახელმწიფოს დაარსებიდანვე მმართველი ჯგუფის ანუ „კასტის“ მთავარი საზრუნავი თავიანთი ძალაუფლების შენარჩუნება ხდება.7 ვინაიდან ძალმომრეობა მათი modus operandi ანუ მოქმედების წესია, მათთვის ყველაზე მთავარ და მუდმივ საზრუნავს იდეოლოგია წამოადგენს. მმათველობის შენარჩუნებისათვის ნებისმიერ ხელისუფლბას (არა მხოლოდ „დემოკრატიულ“ ხელისუფლებას) თავისი ქვეშევდომების უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდება. აღსანიშნავია, რომ აუცილებელი არ არის, ამას აქტიური ენთუზიაზმის სახე ჰქონდეს; სრულიად შესაძლებელია, რომ ეს ბუნებრივი გარდაუვალობის წინაშე პასიურ დათმობას დაემსგავსოს. მაშასადამე, მხარდაჭერა გარკვეული აღიარების სახით აუცილებელია; წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფო მოხელეთა უმცირესობას, საბოლოო ჯამში საზოგადოების უმეტესობის აქტიური წინააღმდეგობა გადაწონის. ვინაიდან მიტაცება მხოლოდ წარმოების ნამატიდან არის შესაძლებელი, შეუვალი ჭეშმარიტებაა, რომ სახელმწიფოს შემადგენელი კლასები - დაქირავებული ბიუროკრატია (და დიდგვაროვანნი) - ქვეყნის მოსახლეობის უმცირესობას უნდა წარმოადგენდნენ, თუმცა, რა თქმა უნდა, მათ შეუძლიათ მოსახლეობის მნიშვნელოვან ჯგუფებში უამრავი მომხრე შეიძინონ. ამიტომ, მმართველთა უმთავრეს ამოცანას მოსახლეობის უმრავლესობის ქმედითი მხარდაჭერის ან მორჩილების მუდმივი უზრუნველყოფა წარმოადგენს.8. 9

 
რა თქმა უნდა, მხარდაჭერის უზრუნველყოფის ერთ-ერთი ხერხი კანონიერი ეკონომიკური ინტერესების შექმნაში მდგომარეობს,. შესაბამისად, მეფე მარტო ვერ შეძლებს მართვას; მას მოხელეთა მნიშვნელოვანი ჯგუფი უნდა ჰყავდეს, რომელიც ისარგებლებს ამ კანონების პირობებით. მაგალითად, სახელმწიფო აპარატის წევრები, როგორიცაა დაქირავებული ბიუროკრატია ან გაძლიერებული დიდგვაროვნები.10 თუმცა, ეს ხერხი მხოლოდ სამეფო ტახტის ყველაზე თავდადბული მომხრეების უმცირესობას უზრუნველყოფს, ხოლო უმრავლესობის მხარდაჭერის მოსაპოვებლად უხვი სუბსიდიებისა და პრივილეგიების გაცემაც კი არასაკმარისია. ხელისუფლების მნიშვნელობის აღიარებისათვის, უმრავლეობა იდეოლოგიურად დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მისი ხელისუფლება კარგი, გონიერი და, უკიდურეს შემთხვევაში, გარდაუვალია. ამასთან, უდავოდ, უკეთესია ვიდრე ყველა სხვა სავარაუდო ალტერნატივა. ხალხში ამ იდეოლოგიის გავრცელება „ინტელექტუალთა“ სასიცოცხლო საზოგადოებრივი ამოცანაა. ადამიანთა მასები სხვებისგან დამოუკიდებლად, ვერც საკუთარ იდეებს აყალიბებენ და ვერც მათ ჭეშმარიტ არსს ჭვრეტენ. ისინი მორჩილად მიყვებიან იმ იდეებს, რომლებიც ინტლექტუალთა გარკვეული წრის მიერ ყალიბდება და ვრცელდება. შესაბამისად, საზოგადოებრივ აზრს ინტელექტუალები აყალიბებენ. ხოლო რამდენადაც ეს არის სწორედ ის მოსაზრება, რომელიც სახელმწიფოს ყველაზე მეტად სჭირდება, სახელმწიფოსა და ინტელექტუალებს შორის ძირძველი კავშირის საფუძველი ცხადი ხდება.

 
აშკარაა, რომ სახელმწიფოს ინტელექტუალები ესაჭიროება. თუმცა არც ისე ცხადია, თუ რისთვის სჭირდებათ სახელმწიფო ინტელექტუალებს. სიმარტივისთვის, ჩვენ შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ თავისუფალ ბაზარზე ინტელექტუალების საარსებო წყარო სათანადოდ დაცული არასოდეს არ არის. ასეთ შემთხვევაში ისინი ხალხის მასების ღირებულებებსა და არჩევანზე უნდა იყვნენ დამოკიდებული, ხოლო მასებს სწორედ ის ახასიათებთ, რომ საზოგადოდ მათი დაინტერესება ინტელექტუალური საკითხებით ძალიან დაბალია. მეორე მხრივ, სახელმწიფო ინტელექტუალებს სახელმწიფო აპარატში დაცულ და მუდმივ სამსახურს სთავაზობს, რაც მათ შემოსავლებითა და პრესტიჟით უზრუნველყოფს. ასეთ შემთხვევაში, სამოხელეო აპარატის შემადგენელ ნაწილად გადაქცეული ინტელექტუალები, ხელისუფალთა სამსახურისთვის ღირსეულად დაჯილდოვდებიან.11

 
სახელმწიფოსა და ინტელექტუალებს შორის ალიანსი სიმბოლურად მე-19 საუკუნეში ბერლინის უნივერსიტეტის პროფესორების დაუოკებელ სურვილში წარმოჩინდა, რაც „ჰოჰენცოლერის სამეფო სახლის ინტელექტუალური დაცვის“ ჩამოყალიბებას გულისხმობდა. სადღეისოდ, ნება მოგვეცით, მარქსისტული მიმდინარეობის გამოჩენილი მეცნიერის მიერ, პროფესორ ვითფოგელის ძველი აღმოსავლური დესპოტიზმის შესახებ გამოქვეყნებული კრიტიკული შრომის მიმართ ბრალდებას მივაქციოთ ყურადღება: „ცივილიზაია, რომელსაც ვიტფოგელი ასე მწვავედ ესხმის თავს, იყო ის, რომელსაც შეეძლო პოეტებისა და მეცნიერების ოფიციალურ პირებად გადაქცევა“12 უამრავი მაგალითიდან სახელმწიფოს თანამედროვე სტრატეგიის გამოყოფა შეგვიძლია, რომლიც „ცნიერების“ ხელისუფლების ძალადობის იარაღად, სამხედრო სამსახურის „პატივცემულ“ ლაქიად გადაქცევისკენაა მიმართული.13 ოფიციალური, ანუ „კარის“ ისტორიკოსობა აგრეთვე იქცა „საპატიო“ თანამდებობად. მისი დანიშნულება ხელისუფალთა შეხედულებების გავრცელებაა, როგორც საკუთარი, ისე წინაპრების ქმედებების შესახებ.14

 
სახელმწიფოსა და მის ინტელექტუალებს უამრავი სხვადასხვა არგუმენტი ჰქონდათ, რომ ქვეშევრდომები მათი მმართველობისადმი მორჩილებაში დაერწმუნებინათ. ძირითადად არგუმენტები შეიძლება შემდეგნაირად დაჯამდეს; ა) სახელმწიფოს მმართველები დიდებული და ბრძენი ადამიანები არიან (ისინი „ღვთის ნებით განაგებენ“, ისინი ხალხთა შორის „რჩეულნი“ არიან, ისინი „სამეცნიერო ექსპერტები“ არიან), გაცილებით უფო დიადნი და გონიერნი, ვიდრე ღირსეულნი, თუმცა საკმაოდ ზერელე ქვეშევრდომები; ბ) ხელისუფლების განსაზღვრული მმართველობა გარდაუვალი, სრულიად აუცილებელი და გაცილებით უკეთესია, ვიდრე ენით აუწერელი ბოროტება, რომელიც მის დამხობას მოყვება. კავშირი სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის, ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ერთობ წარმატებული იდეოლოგიური მეთოდი იყო. მმართველი ან ღვთის მიერ იყო კურთხეული ან, როგორც აღმოსავლური დესპოტიებში ერთპიროვნული მმართველობის უამრავ შემთხვევაში - თავად იყო ღმერთი და აქედან გამომდინარე, ნებისმიერი წინააღმეგობა მისი მმართველობის მიმართ ღვთისგმობად მიიჩნეოდა. სახემწიფო საქმეებში სასულიერო პირების მონაწილეობის ინტელექტუალური დანიშნულება ხალხის მხარდაჭერისა და თაყვანიცემის მოპოვებ იყო.15

 
კიდევ ერთი წარმატებული ხერხი, ნებისმიერი განსხვავებული მმართველობისა თუ უმთავრობობის სისტემების მიმართ შიშის ჩანერგვა იყო. ისე იყო მოწყობილი, რომ მოქმედი მმართველები მოქალაქეებს იმ სასიცოცხლო მომსახურებთ უზრუნველყოფდნენ, რისთვისაც ისინი ყველაზე უფრო მადლიერნი უნდა დარჩენილიყვნენ: ცალკეული დამნაშავეებისა და მკვლელებისგან დაცვა-მიტაცებაზე საკუთარი მონოპოლიის შესანარჩუნებლად, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებდა კერძო და უსისტემო დამნაშავეობის მინიმალური დონის შესანარჩუნებლად. სახელმწიფო თავისი უსაფრთხოების მიმართ ყოველთვის ყურადღებიანი იყო. გასულ საუკუნეებში, სახელმწიფო განსაკუთრებული წარმატებით „სხვა“ სახელმწიფოების მმართველებისადმი შიშის ჩანერგვას ახერხებდა. ვინაიდან დედამიწა სხვადასხვა სახელმწიფოებს შორის იყო დანაწილებული, სახელმწიფო მცდელობა მიმართული იყო საკუთარი თავის იმ ტერიტორიასთან გაიგივებისკენ, რომელსაც თავად მართავდა. ვინაიდან, ადამიანთა უმეტესობას საკუთარი სამშობლო უყვარს, შესაბამისი მიწისა და იქ მცხოვრები ხალხის სახელმწიფოსთან გაიგივება ბუნებრივი პატრიოტიზმის სახელმწიფოს სასაგებლოდ ასამოქმედებელი საშუალება იყო. თუკი „რურიტანიას“ თავს „ვოლდავია“ დაესხმებოდა, სახელმწიფოსა და მის ინტელექტუალთა პირველი ამოცანა „რურიტანელთა“ დარწმუნება იყო, რომ ეს თავდასხმა მთლიანად ხალხის და არა მხოლოდ მმართველი კასტის წინააღმდეგ იყო მიმართული. ამ გზით, მმართველებს შორის დაპირისპირება იმ ხალხებს შორის ომად გადაიქცა, რომლებიც საკუთარი მმართველობის დასაცავად იმ მცდარი რწმენით გამოდიოდნენ, რომ თითქოს ხელისუფალნი იცავდნენ მათ. დასავლურ ცივილიზაციაში „ნაციონალიზმის“ამგვარი მექანიზმის წარმატება მხოლოდ გასულ საუკუნეებში გამოიკვეთა; არც თუ დიდი ხნის წინ კი, ქვეშევრდომთა უმრავლესობა ომებს დიდებულთა შორის უსარგებლო კინკლაობად მიიჩნევდა.

 
იდეოლოგიური იარაღი, რომლითაც საუკუნეების განმავლობაში სახელმწიფო სარგებლობდა მრავალფეროვანი და დახვეწილი იყო. ერთ-ერთი საუკეთესო იარაღი ტრადიცია იყო. რაც უფრო დიდხანს ინარჩუნებდა თავს სახელმწიფო წყობილება, მით უფრო ძლიერი იყო ეს იარაღი. აქედან გამომდინარე, საუკუნეების განმავლობაში, X დინასტია ან Y სახელმწიფო მათი ტრადიციების საფუძველზე ფასდებოდა.16 წინაპართა ზოგადი თაყვანისცემა, წარსულის მავან მმართველთა არც თუ ისე დახვეწილ თაყვანისცემაში გადაიზარდა. სახელმწიფოსთვის ყველაზე დიდი საფრთხე დამოუკიდებელი ინტელექტუალური კრიტიკაა. არ არსებობს უფრო უკეთესი მეთოდი კრიტიკის ჩასახშობად, ვიდრე თავდასხმა ყოველ განსხვავებულ აზრზე და ყოველ პიროვნებაზე, რომელიც ახალ ეჭვს გამოთქვამს, იმ მოტივით, რომ თითქოს ის მკრეხელურად ხელყოფს მისსავე წინაპართა სიბრძნეს. კიდევ ერთი ქმედითი იდეოლოგიური იარაღი, პიროვნების დათრგუნვა და საზოგდოებაში კოლექტივიზმის აღზევებაა. რამდენადაც ნებისმიერი წესი საჭიროებს უმრავლესობის აღიარებას, ნებისმიერი იდეოლოგიური საფრთხე, რომელიც შეიძლება ამ წესს დაემუქროს, აუცილებლად ერთი ან რამდენიმე დამოუკიდებლად მოაზროვნე პიროვნებისაგან აღმოცენდება. ახალი იდეა, მით უმეტეს ახალი კრიტიკული იდეა, აუცილებლად უმცირესობის შეხედულებიდან ვითარდება; ამიტომ სახელმწიფომ ნებისმიერი ახალი იდეა, რომელსაც შეუძლია მიიპყროს მასების ყურადღება, ჩანაახშივე უნდა გააქილიკოს და მოსპოს. ისეთი გამონათქვამები, როგორნიცაა „უსმინეთ მხოლოდ თქვენს ძმებს“ ან „ანგარიში გაუწიეთ საზოგადოებას“ პიროვნული თვითმყოფადობის ჩახშობის იარაღად იქცა.17 ამ გზით, მასები ნაბიჯს ვერასოდეს გადადგამენ, თავიანთი ბატონების ნების გარეშე.18 სახელმწიფოსთვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი მმართველობა გარდაუვალ აუცილებლობად წარმოაჩინოს; იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ხელისუფლების მმართველობა მოსაწონი არააა, მის მიმართ მხოლოდ პასიური კრიტიკა ისმის, იმ ცნობილი აზრის დასტურად, რომ „სიკვდილი და გადასახადები“ გარდაუვალია. ამის ერთ-ერთი ხერხი, პიროვნული თავისუფლების საპირისპიროდ ისტორიული დეტერმინიზმის გამოყენებაა. თუ ჩვენ X დინასტია გვმართავს, ეს ისტორიის ულმობელი კანონების (ან ღვთის ნების, ან უზენაესის, ან მატერიალური საწარმოო ძალების) შედეგია და არც ერთ უსუსურ ინდივიდს არ ძალუძს შეცვალოს ეს შეუვალი განკარგულება. სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია, რომ საკუთარ ქვეშევრდომებს „ისტორიული შეთქმულებების თეორიების“, ისევ როგორც თავად „შეთქმულბისა“ და მათი მიზეზების ძიებისადმი და ისტორიულ დანაშაულებებზე პასუხისმგებელი პირების გამორკვევისადმი ზიზღი ჩაუნერგოს. თუკი რამენაირად, სახელმწიფოს მიერ განსახორციელებელი ნებისმიერი ტირანია, ან მოღალატეობა, ან დაპყრობითი ომები, გამოწვეული იყო არა სახელმწიფო მმართველობით, არამედ საიდუმლო და უხილავი „საზოგადოებრივი ძალებით“, ან სამყაროს უკუღმართობით, და როგორღაც მიმდინარე მოვლენებზე ყველა პასუხისმგებელის („ჩვენ ყველა მკვლელები ვართ“ ღაღადებს ერთ-ერთი ლოზუნგი), მაშინ ხალხის შეშფოთებასა და დანაშაულისადმი შეწინააღმდეგებას არავითარი აზრი არ აქვს. გარდა ამისა, „შეთქმულების თეორიებზე“ თავდასხმა ნიშნავს, რომ ქვეშევრდომები უფრო ადვილად ირწმუნებენ მოსაზრებებს „საყოველთაო კეთილდღეობის“ შესახებ, რომელსაც სახელმწიფო ყოველთვის წინ წამოწევს, როცა თავის ძალადობრივ ქმედებებში მათი ჩარევა სურს. „შეთქმულების თეორიას“ შეუძლია, რომ სხელმწიფოს იდეოლოგიური პროპაგანდის მიმართ მოსახლეობის ეჭვი გამოიწვიოს და სისტემა მწყობრიდან გამოიყვანოს.

 
სახელმწიფოს ნება-სურვილისადმი ქვეშევრდომების დამორჩილების კიდევ ერთი ნაცადი და გამოცდილი ხერხი, მათში დანაშაულის შეგრძნების გაღვიძებაა. პირადი კეთილდღეობის ნებისმიერ ზრდას თავს ესხმიან, როგორც „უსაზღვო სიძუნწეს“, „მატერიალიზმს“, ან „მეტისმეტ სიმდიდრეს“; მოგების ძიებას უპირისპირდებიან, როგორც „ექსპლუატაციას“ და „მევახშეობას“; ურთიერთსასარგებლო საქონელგაცვლები ფასდება, როგორც „ეგოიზმი“. ასეა თუ ისე, დასკვნა ყოველთვის გულისხმობს, რომ კერძოდან „საზოგადოებრივ სექტორში“ სულ უფრო მეტი სასიცოცხლო სახსრები უნდა გადაიქაჩოს. დანაშაულის შეგრძნება საზოგადოებას სწორედ ასეთ ქცევას აიძულებს. ამდენად, როცა პიროვნებები „ეგოისტურ სიძუნწეს“ ავლენენ, ივარაუდება, რომ საქონელგაცვლებში სახელმწიფო მმართველთა ტლანქი ჩარევა, მათი მხრიდან ამაღლებული და უფრო კეთილშობილური მიზნებისადმი ერთგულებაზე მიუთითებს. თითქოს პარაზიტული მტაცებლობა, მშვიდობიან და ნაყოფიერ საქმიანობასთან შედარებით, უფრო მორალური და ესთეტიკურად ამაღლებული საქციელია.

 
დღევანდელ სეკულარულ დროში, სახელმწიფოსადმი ღვთისგან ბოძებულ უფლებებს ახალი ღმერთის - მეცნიერეიბისადმი ვედრებაც დაემატა. სახელმწიფო ამჯერად ექსპერტების მიერ უმაღლეს სამეცნიერო დონეზე გათვლილ ქმნილებად გამოცხადდა. მაგრამ მიუხედავად ამისა, რომ გასულ საუკუნესთან შედარებით „გონებას“ თითქოს უფრო ხშირად უხმობენ, სინამდვილეში ეს პიროვნებათა ჭეშმარიტი შესაძლებლობებისა და მათი თავისუფალი ნების გამოვლენისკენ მოწოდებას როდი წარმოადგენს. არამედ ისევ და ისევ კოლექტივიზმისა და დეტერმინიზმის სახესხვაობაა, რომელიც კვლავ კრებით მაჩვენებლებს იყენებს და ხელისუფალთა მიერ პასიურ ქვეშევრდომთა ძალადობრივ მანიპულირებას გულისხმობს.

 
სამეცნიერო ცნებების მზარდმა გამოყენებამ, სახელმწიფოს სამსახურში მდგომ ინტელექტუალებს სახელმწიფო მმართველობის განდიდების არქაული გზა გაუხსნა, რაც ხალხში მხოლოდ ირონიას იწვევდა. ქურდი, რომელიც თავის საქციელს მსხვერპლის ქმედითი დახმარების სურვილით ამართლებდა, რაც ნაქურდალის საცალო ვაჭრობის გამოსაცოცხლებლად გამოყენებას გულისხმობს, ცოტას თუ დაარწმუნებს. მაგრამ თუკი თეორია კეინსიანური განტოლებათა სისტემითა და „მულტიპლიკაციის ეფექტის“ შთამბეჭდავი განმარტებებით ინიღბება, სამწუხაროდ მას დამაჯერებლობა ემატება. შედეგად, საღი აზრი ისევ და ისევ ითრგუნება. ასე რომ ეს ამოცანა ყველა დროში თავისებურად წყდება.

 
ამრიგად, იდეოლოგიურ მხარდაჭერას სახელმწიფოსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. სახელმწფო მუდმივად უნდა ეცადოს, რომ სზოგადოება თავის „ლეგიტიმურობაში“ დაარწმუნოს და საკუთარი საქმიანობა ჩვეულებრივი ყაჩაღების მოქმედებისაგან გამოარჩიოს. მისი გაუნელებელი თავდასხმები „საღ აზრზე“ შემთხვევითი არაა, რის შესახებაც ბატონი მენკენი ნათლად მიგვანიშნებდა:

 
„საშუალო ადამიანი, მიუხედავად თავისი მრავალი შეცდომისა, სულ მცირე, თვალნათლივ, იმას მაინც ხედავს, რომ ხელისუფლება არის რაღაც, რაც მისგან და მისი მსგავსი ადამიანებისგან განცალკევებით არსებობს; ამასთან, ეს არის განცალკევებული, დამოუკიდებელი და მტრული ძალა, რომელიც მის კონტროლს მხოლოდ ნაწილობრივ ექვემდებარება და მისთვის დიდი უბედურების მოტანა შეუძლია. არის თუ არა მისი უმნიშვნელობის დასაბუთება, რომ ყველგან, სახელმწიფოს გაძარცვა უფრო ნაკლები მნიშვნელობის დნაშაულად მიიჩნევა, ვიდრე ცალკეული ადამიანის ან თუნდაც კორპორაციის გაქურდვა? ის, რაც ყოველივე ამის უკან ძევს, ჩემი აზრით, ხელისუფლებასა და მის მიერ მართულ ადამიანთა შორის ღრმა ანტაგონიზმის შეგრძნებაა. მას აღიქვამენ არა როგორც სამოქალაქო კომიტეტს, რომელსაც ირჩევენ, რომ მთელი მოსახლეობის კომუნალური მომსახურება უზრუნვლყოს, არამედ როგორც განცალკევებულ და დამოუკიდებელ კორპორაციას, რომელიც ძირითადად თავისი წევრების სასარგებლოდ დანარჩენი მოსახლეობის ექსპლუატაციისთვის არის განკუთვნილი... როდესაც კერძო მოქალაქე იძარცვება, ღირსეული ადამიანი თავისივე შრომისა და რუდუნების ნაყოფს კარგავს. როცა სახელმწიფო იძარცვება, ყველაზე უარესი, რაც ამ დროს ხდება ის არის, რომ ზოგიერთ თაღლითსა და უსაქმურს გართობისათვის უფრო ცოტა ფული რჩება, ვიდრე მანამდე ჰქონდა. თვალსაზრისი, რომ ეს ფული გამომუშავებული ჰქონდათ, არასოდეს ყოფილა გაზიაებული. გონიერი ადამიანების უმრავლესობისათვის ეს სასაცილოცაა“19

 
როგორ აჭარბებს სახელმწიფო თავის უფლებამოსილებებს?

 
როგორც ბერტრან დე ჟუვენელმა გონივრულად აღნიშნა, საუკუნეთა მანძილზე ადამიანები სახელმწიფო მმართველობაზე თვალყურის დევნებასა და მისთვის უფლებამოსილების საზღვრების დადგენის მიზნით მრავალგვარ კონცეფციას აყალიბებდნენ. ხოლო სახელმწიფო, თავის ინტელექტუალი მოკავშირეების მეშვეობით, ერთიმეორის მიყოლებით ახერხებდა ამ კონცეფციების თავისი გადაწყვეტილებებისა და ქმედებების ლეგიტიმურობისა და ღვთისმოსაობის დასადასტურებლად გამოეყენებინა. თავდაპირველად, დასავლეთ ევროპაში ღვთით ბოძებული სუვერენიტეტის კონცეფცია ამყარებდა შეხედულებას, რომ მეფეებს მხოლოდ ღვთიური კანონის თანახმად შეუძლიათ მართონ. მეფეებმა ეს კონცეფცია გამოიყენეს მათი ნებისმიერი ქმედების ღვთისგან მომდინარეობის დასადასტურებლად. საპარლამენტო დემოკრატიის კონცეფცია ჩაისახა, როგორც აბსოლუტურ მონარქიაზე სახალხო მეთვალყურეობის ხერხი, ხოლო დასრულდა პარლამენტით, რომელიც სახელმწიფოს შემადგენელ მნიშვნელოვან ნაწილად იქცა და რომლის ყველა გადაწყვეტილება სავსებით სუვერენულია. როგორც ბერტრან დე ჟუვენელი ასკვნის:

 
სახელმწიფოს უფლებამოსილების შეზღუდვის ესა თუ ის ხერხი სახელმწიფო სუვერენიტეტის მოძღვრების არაერთ ავტორს აქვს დამუშავებული. მაგრამ საბოლოოდ, ყველა ასეთმა მოძღვრებამ, ადრე თუ გვიან, თავისი საწყისი მნიშვნელობა დაკარგა და ხელისუფლების დამხმარე მძლავრ ბერკეტად გადაიქცა.20

 
ყველა სხვა მოძღვრების მსგავსად: ჯონ ლოკთან და ადამიანის უფლებების დეკლარაციაში ასახული პიროვნების „ბუნებითი უფლებები“, გადაიქცა რიგით მოთხოვნად „მუშაობის უფლებებზე“; უტილიტარიზმმი თავისუფლების მხარდაჭერას განზე გაუდგა და სახელმწიფოს მხრიდან თავისუფლების ხელყოფისადმი წინააღმდეგობის გაწევის უაზრობის დასაბუთება მიჰყო ხელი და ა.შ.

 
რა თქმა უნდა, ყველაზე პატივმოყვარე მცდელობა, რომ ხელისუფლება შეეზღუდათ და რაღაც საზღვრებში მოექციათ, ადამიანის უფლებების დკლარაცია და ამერიკის კონსტიტუციის სხვა შემზღუდველი მონაკვეთები იყო. მათში წერილობით დადგენილი სახელისუფლო საზღვრები ძირეულ კანონად გადაიქცა, რომელთა ინტერპრეტაციის უფლება სასამართლოს მიენიჭა, ხელისუფლების ყველა სხვა განშტოებებისგან დამოუკიდებლად. ყველა ამერიკელისათვის ცნობილია, რომ გასული საუკუნის განმავლობაში კონსტიტუციური შეზღუდვები განუწყვეტლივ მცირდებოდა. მაგრამ პროფესორ ჩარლზ ბლეკის მსგავსი გამჭრიახობა ცოტას თუ აღმოაჩნდა, რომ ამ პროცესში დაენახა, თუ როგორ შეძლო სახელმწიფომ, თავად სამართლის შემზღუდველი ბუნების საკუთარი მოქმედებების ლეგიტიმურობის მინიჭების ხერხად გადაქცევა. თუკი სამართლებრივი გადაწყვეტილება „არაკონსტიტუციურობის“ შესახებ შეიძლება ხელისუფლების ძალუფლების შესაზღუდად იქნეს გამოყენებული, „კონსტიტუციურობის“ შესახებ აშკარა თუ ფარული განჩინება, წარმოადგენს უძლიერეს იარაღს მოსახლეობის დასარწმუნებლად, რომ კიდევ უფრო გაძლიერებული სახელმწიფო ძალაუფლება აღიარონ.

 
პროფესორი ბლეკი თავის ანალიზს ნებისმიერი ხელისუფლებისთვის „ლეგიტიმურობის“ გადამწყვეტ მნიშვნელობაზე მითითებით იწყებს. ლეგიტიმურობა გადამწყვეტი უმრავლესობის მიერ ხელისუფლებისა და მისი ქმედებების აღიარებას ნიშნავს.21 ლეგიტიმურობის აღიარება მნიშვნელოვანი პრობლემა ხდება ისეთ ქვეყანაში, როგორიც ამერიკს შეერთებული შტატებია, სადაც ,,ქმედითი შეზღუდვები ჩანერგილია იმ თეორიაში, რომელსაც სახელმწიფიო ეფუძნება“. ის, რაც აუცილებელია ამატებს ბლეიკი, არის საშუალებები, რითაც ხელისუფლება მოსახლეობის დარწმუნებას შესძლებს, რომ მისი მზარდი ძალაუფლება ჭეშმარიტად „კონსტიტუციურია“ და ბლეიკის დასკვნით, სამართლებრივი ზედამხედვ ელობის მთავარი ისტორიული დაიშნულება სწორედ ეს იყო.

 
ნება დავრთოთ ბლეიკს, რომ საკითხი თავად წარმოგვიდგინოს:

 
„მთავრობისათვის უდიდესი რისკი ნდობის დაკარგვა და მოსახლეობაში დამცირების გრძნობის ფართოდ გავრცელებაა, ხოლო ხელისუფლების მიერ ზნეობრივი ძალაუფლების დაკარგვა, როგორც ასეთი, შესაძლებელია ძალდატანების, ინერციის ან მიმზიდველი და დროული ალტერნატივის არარსებობის გამო დიდხანს შენარჩუნდეს. შეზღუდული ძალაუფლების მქონე ხელისუფლების პირობებში მცხოვრები თითქმის ყველა ადამიანი, ადრე თუ გვიან, ხელისუფლების გარკვეულ ზემოქმედებას განიცდის, რასაც პირადი შეხედულებით აფასებს, როგორც ხელისუფლების მიერ ძალაუფლების გადამეტებას ან მთავრობის უშუალო შეზღუდვების დარღვევას. ადამიანს სამხედრო სავალდებულო სამსახურში იწვევენ, თუმცა კონსტიტუციაში სამხედრო ვალდებულების შესახებ არაფერი მოიპოვება... ფერმერს ეუბნებიან, თუ რამდენი ხორბლის მოყვანა შეუძლია; მას სჯერა და ხედავს, რომ მასთან ერთად, ზოგიერთ პატივსაცემ ადვოკატსაც სწამს, რომ ხელისუფლებას არ აქვს უფლება უთხრას მას, თუ რამდენი ხორბლის მოყვანა შეუძლია, ისევე როგორც ვერ მიუთითებს, თუ ვისზე დააქორწინოს თავისი ქალიშვილი. ფედერალურ ციხეში ადამიანს თავისი სათქმელის გამო ამწესებენ, რომელიც თავის საკანში ბოლთას სცემს და იმეორებს... „კონგრესმა არ უნდა მიიღოს კანონი, რომელიც შეზღუდავს სიტყვის თავისუფლებას“... მეწარმეს ეუბნებიან, თუ რა საკითხი შეუძლია ან ვალდებულია, რომ წამოჭრას კარაქის თქვეფის შესახებ. საკმაოდ რეალურია საფრთხე, რომ ყველა (და ვინ მიეკუთვნება მათ რიცხვს?) ხელისუფლების შეზღუდვის კონცეფციას ამავე შეზღუდვების ზრდის მაჩვენებელ ყოველდღიურობას (როგორც თვითონ ხედავს) დაუპირისპირებს და ცალსახად წამოჭრის საკითხს ხლისუფლების სტატუსის ლეგიტიმურობის შესახებ“.22

 
ამ საფრთხის თავიდან აცილება ჩაფიქრებულია სახელმწიფოს მიერ განსახილველად წარმოგენილი იმ მოძღვრებით, რომ კონსტიტუციისადმი შესაბამისობის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების უფლებას მხოლოდ ერთი უწყება უნდა ფლობდეს და ეს უწყება, საბოლოოდ, ფედერალური ხელისუფლების ნაწილი უნდა იყოს.23 ფედერალური მართლმსაჯულების მოჩვენებითი დამოუკიდებლობა მნიშვნელოვანწილად განაპირობებს, რომ ხალხის უმრავლსობისათვის მისი საქმიანობა „წმინდა წერილის“ გამოცხადების ტოლფასია. გარდა ამისა, არანაკლები სიმართლეა ის, რომ მართლმსაჯულება ხელისუფლების აპარატის ნაწილი და მისივე აღმასრულებელი და საკანონმდებლო განშტოებების მიერ შეკოწიწებული უწყებაა. ბლეკი ხაზს უსვამს, რომ სახელმწიფოს მიერ საკუთარი თავის მოსამართლედ აღზევება, მისსავე კეთილდღეობას ემსახურება და ხელყოფს მართლმსაჯულების ძირეულ პრინციპს, რისი მიზანიც სამართლიანი გადაწყვტილების მიღებაა. ამასთან, უხეშად უარყოფს ნებისმიერ ალტერნატიულ შესაძლებლობას.24

 
„შემდგომი პრობლემა ისაა“, ამატებს ბლეკი, „რომ მოიძებნოს სახელისუფლო გადაწყვეტილებების მიღების ისეთი ბერკეტები, რომლებიც შესაძლო მინიმუმამდე შეამცირრებს უკმაყოფილებას იმ ფაქტისადმი, რომ მთავრობა თვითონაა თავისივე ქმედებების მოსამართლე. ამ მიღწევის შემდეგაც, თქვენ შეგიძლიათ მხოლოდ იმედი იქონიოთ, რომ თეორიულად ჯერ კიდევ საფუძვლიანი უკმაყოფილება ძალას დაკარგავს და მართლმსაჯულება აღიარებას მოიპოვებს“25.

 
საბოლოოდ ბლეკი ასკვნის, რომ სახელმწიფოს მიერ თავისივე საკეთილდღეოდ განხორციელებული მართლმსაჯულების შედეგად სამართლიანობის და კანონიერების მიღწევა „რაღაც ჯადოსნობაა“.26

 
როდესაც ამ მოსაზრებას, უზენაესი სასამართლოსა და „ახალი მიდგომის“ მომხრეებს შორის ცნობილ დაპირისპირებასთან დაკავშირებით იყენებს, პროფესორი ბლეკი „ახალი მიდგომის“ მომხრე კოლეგებს სასამართლო წინააღმდეგობის აუცილებლობის ძაგებისას არაშორსმჭვრეტელობაში ადანაშაულებს:

 
„უზენაესი სასამართლოსა და „ახალი მიდგომის“ შესახებ გავრცელებულ შეხედულებას, მიუხედავად იმისა, რომ საქმის ვითარებას სათანადოდ გადმოსცემს, ყურადღება მთავარიდან განზე გადააქვს... ის წინ არსებულ სიძნელეებს წამოსწევს; სრულებით ივიწყებს იმას, თუ როგორ შემოტრიალდა ყველაფერი ასე სავალალოდ. ამ ყველაფრის შედეგი იყო (რასაც ხაზი მინდა გავუსვა) ის, რომ ოცდაოთხი თვის წინააღმდგობის შემდეგ... უზენაესმა სასამართლომ, კანონში ყოველგვარი ცვლილებების შეტანის გარეშე, თნხმობა გასცა „ახალი მიდგომის“ განხორციელებასა და ამერიკის მთელი ხელისუფლების ახლებურ მოწყობაზე“.27

 
ამ გზით, უზენაესმა სასამართლომ ამერიკელთა დიდ ნაწილს, რომელთაც ჰქონდათ საფუძვლიანი კონსტიტუციური სამხილები „ახალი მიდგომის“ მიმართ, წინააღმდგობის ყოველგვარი საფუძველი მოუსპო:

 
„რა თქმა უნდა, ყველა არ იყო კმაყოფილი. ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩაურევლობის (laissezfaire) შესახებ ბონი პრინც ჩარლის კონსტიტუციური მოთხოვნები, მეოცნებე ფანატიკოსების გულებს ისევ აღელვებს და დამთრგუნველი გაურკვევლობის სამფლობელოში აბრუნებს. თუმცა საზოგადოების მნიშვნელოვან ანგარიშგასაწევ ნაწილს ეჭვი უკვე აღარ ეპარება, რომ კონგრესის კონსტიტუციური უფლება იყო ემოქმედა ისე, როგორც ეს მან ეროვნული ეკონომიკის მიმართ გააკეთა. ჩვენ არ გვქონდა სხვა საშუალება, უზენაესი სასამართლოს გარდა, რომ „ახალი მიდგომისთვის“კანონიერება მიგვენიჭებინა“.28

 
ბლეკის აღიარებით, ერთერთი მთავარი პოლიტიკური თეორეტიკოსი, რომელმაც მეტწილად წინასწარვე გააცნობიერა ხელისუფლების კონსტიტუციური შეზღუდვების იდეაში ბზარის არსებობა, ჯონ ს. კალჰოუნი იყო. კალჰოუნი კი არ დაკმაყოფილდა „სასწაულით“, არამედ კონსტიტუციური პრობლემის ძირფესვიან განხილვას შეეცადა. თავის გამოკვლევაში, კალჰოუნმა მსგავსი კონსტიტუციური შეზღუდვების დარღვევის სახელმწიფოსთვის სახასიათო მიდრეკილება წარმოაჩინა:

 
„მიღებულ კონსტიტუციას ნამდვილად მრავალი და გასათვალისწინებელი უპირატესობა აქვს, მაგრამ დიდი შეცდომაა იმის ვარაუდი, რომ ხელსუფლების ძალაუფლების განმსაზღვრელი და შემზღუდველი დებულებების უბრალო დაწესება, მათი აღსრულების იმედით, იმის გარკვევის გარეშე, თუ ვის დასაცავად არიან ისინი შემოღებულნი, საკმარისი იქნება მთავარი, ან გაბატონებული ჯგუფის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების თავიდან ასაცილებლად. ხელისუფლებაში მოსული ჯგუფები, იმ კონსტიტუციაზე დაყრდნობით, რომელიც სახელმწიფოს მიერ საზოგადოების დაცვას აუცილებელს ხდის, მხარს დაუჭერენ კონსტიტუციის მიერ მათთვის მეტი ძალაუფლების მინიჭებას და შეეწინააღმდეგებიან მათთვის რაიმე შეზღუდვების დაწესებას... მცირე ზომის, ან უფრო სუსტი ჯგუფი ამის საწინააღმდეგნო მიმართულებას აირჩევს და შეზღუდვების შემოღებას, გაბატონებული ჯგუფებისგან თავის დასაცავ აუცილებელ საშუალებად მიიჩნევს... მაგრამ სინამდვილეში არანაირი საშუალება არ არსებობს, რომლითაც ისინი მმართველ ჯგუფს შეზღუდვების დაცვას აიძულებენ, ამიტომ ერთადერთი გამოსავალი, რომელიც მათ რჩებათ კონსტიტუციის გამკაცრებაა... გაბატონებული ჯგუფი ამას ლიბერალურ კონსტიტუციას დაუპირისპირებს... ეს იქნება კონსტრუქცია კონსტრუქციის წინააღმდეგ - ერთი ხელისუფების ძალაუფლების საზღვრებს დააწესებს , მეორე კი, უსაზღვროდ გააფართოვებს მათ. მაგრამ რა სავარაუდო სარგებელი მოაქვს სუსტი ჯგუფისთვის მკაცრ შეზღუდვებს, გაბატონებული ჯგუფის ლიბერალურ მიდგომასთან შედარებით, როცა ამ უკანასკნელს ექნება სრული ძალაუფლება საკუთარი მიდგომა განახორციელოს, ხოლო სუსტი კი, ყველანაირად მოკლებული იქნება ამგვარ შესაძლებლობას? ასეთი უთანასწორო დავის შედეგი საეჭვო არაა. შეზღუდვების მომხრე ჯგუფი ზემაღალ ძალაუფლებას მიიღებს... ყველაფერი კი კონსტიტუციის უარყოფით დამთავრდება... შეზღუდვები გაუქმდება და ხელისუფლება უსაზღვრო ძალაუფლებას მოიპოვებს“.29

 
ერთ-ერთი პოლიტიკური მეცნიერი, რომელსაც კონსტიტუციის კალჰოუნისეული კვლევა მოსწონდა პროფესორი ჯ. ალენ სმიტი გახლდათ. სმიტი შენიშნავდა, რომ კონსტიტუცია ხელისუფლების ყოველგვარ ძალაუფლებაზე თვალყურის დევნებისა და გაწონასწორების მიზნით იყო შექმნილი და უზენაესი სასამართლო, როდესაც კანონის ინტერპრეტირების მონოპოლიური უფლება მიენიჭა, მხოლოდ მოგვიანებით შეიქმნა. თუკი, ფედერალური ხელისუფლება პიროვნების უფლებებში ცალკეული შტატების ჩარევის აღსაკვეთად შეიქმნა, თავად ფედერალური ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას ვინღა აღკვეთს? სმიტი აღნიშნავდა, რომ კონსტიტუცია ყველა სახელისუფლო შტოზე თვალყურის მისადევნებლად და მათ გასაწონასწორებლად შეიქმნა, თითოელი მათგანის ძალაუფლების შეზღუდვის მიზნით, რათა საბოლოო ინტერპრეტაციის უფლება არც ერთ მათგანს არ ჰქონოდა: „ხალხი თვლიდა, რომ ახალ ხელისუფლებას თავისი უფლებამოსილების განსაზღვრა არ უნდა შეძლებოდა, რადგან ეს მას კონსტიტუციის ზემოთ დააყენებდა.“30

 
კალჰოუნის მიერ მოწოდებული გამოსავალი, რომელიც შემდგომ, მე-20 საუკუნეში, სმიტის მიერ იყო გამეორებული, რა თქმა უნდა, „პარალელური უმრავლესობის“ ცნობილ მოძღვრებას გულისხმობდა. თუკი ქვეყანაში ნებისმიერი თვალსაჩინო უმცირესობა, მით უმეტეს შტატების მთავრობები, დარწმუნდებოდნენ, რომ ფედერალური მთავრობა უფლებამოსილებას აჭარბებდა და უმცირეობის უფლებებში ერეოდა, უმცირესობას შეეძლებოდა ძალაუფლების ამგვარი გამოყენება არაკონსტიტუციურობის გამო აეკრძალა. ეს თეორია სახელმწიფო ხელისუფლებასთან მიმართებაში, შტატების იურისდიქციის ფარგლებში, ფედერალური კანონისა და მმართველობის „ნულიფიკაციას“ გულისხმობდა.

 
თეორიულად, ამგვარ კონსტიტუციურ წყობას უნდა უზრუნველყო, რომ ფედერალური ხელისუფლება შეაკავებდა შტატების მთავრობების მიერ ადამიანების პიროვნული უფლებების ნებისმიერ ხელყოფას, ხოლო თავის მხრივ შტატები, ფედერალური ძალაუფლების გადამეტებიდან დაიცავდნენ პიროვნებებს. და მაინც, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი შეზღუდვები არსებულზე უეჭველად უფრო შედეგიანი იქნება, კალჰოუნის მიერ შემოთავაზებულ გამოსავალში კვლავ უამრავი სირთულე და წინააღმდეგობაა. მართლაც, თუ კი ქვემდებარე ინსტიტუტს ვეტოს კანონიერი უფლება ექნება, მასთან დაკავშირებულ საკითხებზე, მაშინ რატომ უნდა შევჩერდეთ შტატებზე? რატომ არ უნდა მივანიჭოთ ვეტოს უფლება სოფლებს, ქალაქებს, ოლქებს? უფრო მეტიც, საკუთარი მოთხოვნები არა მხოლოდ კერძო პირებს, არამედ პროფესიულ, საზოგადოებრივ და სხვა მრავლ გაერთიანებას აქვს. რა ბედი ეწვევა ხაბაზის, მძღოლის და ნებისმიერ სხვა პროფესიის პირის მოთხოვნებს? მათ არ უნდა შეეძლოთ, რომ საკუთარ ცხოვრებაში სხვების ჩარევაზე უარი განაცხადონ? ყოველივე ამას ერთ მნიშვნელოვან დასკვნამდე მივყავართ: „ნულიფიკაციის“ თეორია სინამდვილეში მხოლოდ თავად სახელმწიფო დაწესებულებების უფლებამოსილებების დადგენას გულისხმობს. მოდით ნუ დავივიწყებთ, რომ ფედერალური და შტატების ხელისუფლება, ისევე როგორც მათი განყოფილებები, კვლავ სახელმწიფოს წარმოადგენენ და, შესაბამისად, კვლავ სახელმწიფოს და არა ცალკეული მოქალაქეების საჭიროებებით ხელმძღვანელობენ. რა დაიცავს კალჰოუნის სისტემას იმგვარი უკუქმედბისგან, როცა შტატები, მორჩილად ითმენენ ფედერალურ ხელისუფლების ძალმომრეობას? ან რა შეაკავებს ფედერალურ და შტატების ხელისუფლებებს, მოსახლეობის ერთობლივი ექსპლუატაციის მიზნით, ერთმანეთთან ურთიერთმომგებიანი კავშირების ჩამოყალიბებისგან? ხოლო თუ კერძო პროფესიულ ჯგუფებს ხელისუფლებაში გარკვეული „ფუნქციონალური“ წარმომადგენლობა ეყოლებათ, რა შეუშლის მათ ხელს, რომ თავიანთი მდგომარეობა გარკვეული სუბსიდიებისა და განსაკუთრებული პრივილეგიების მოსაპოვებლად ან საკუთარი წევრების კარტელებში იძულებით გასაწევრიანებლად არ გამოიყენონ?

 
მოკლედ, კალჰოუნი თავის მოსაზრებას პარალელიზმის შესახებ სკმარისად ღრმად არ განავრცობს: მას ის ცალკეული პიროვნებების დონემდე არ დაყავს. თუკი ყოველივე ამის მიზანია, რომ პიროვნების უფლებები იყოს დაცული, მაშინ კონკრეტული „პარალელიზმის თეორია“ ვეტოს უფლებას თითოეულ პიროვნებას უნდა ანიჭებდეს: ანუ, „ერთსულოვნების პრინციპი“-ს გარკვეულ სახესხვაობად აქცევდეს. კალჰოუნი ალბათ თვისდაუნებურად სწორედ ამას გულისხმობდა, როცა წერდა, რომ „ხელისუფლბის ამოქმედება ან მისი ქმედითუნარიანობის შენარჩუნება საყოველთაო ერთსულოვანი თანხმობის გარეშე შეუძლებელია“31 მაგრამ ამგვარ მსჯელობას განსახილველი საგნიდან შორს მივყავართ. მით უმეტეს, რომ ამის მიღმა ისეთი პოლიტიკური წესწყობილება დგას, რომელსაც „სახელმწიფო“ ძნელად თუ შეიძლება ეწოდოს.32 ერთი მხრივ, რამდენადაც შტატთან მიმართებაში „ნულიფიკაცია“ უნდა გულისხმობდეს თითოეული ადამიანის უფლებას გამოეყოს იმ შტატს, რომელშიც ცხოვრობს.33

 
ამრიგად, სახლმწიფომ, ყოველგვარი შეზღუდვების მიუხედავად, თავისი უფლებამოსილების ფარგლების გაფართოების განსაცვიფრებელი უნარი გამოავლინა. რამდენადაც სახელმწიფო კერძო კაპიტალის იძულებითი მითვისების ხარჯზე არსებობს, და რამდენადაც მისი გაფართოება აუცილებლად გამოიწვევს კერძო პირებისა და კერძო კორპორაციების ცხოვრებაში ზღვარგადაცილებულ შეჭრას, თამამად უნდა ვთქვათ, რომ სახელომწიფო სიღრმისეულად და არსებითად ანტიკაპიტალისტური ინსტიტუტია. გარკვეულწილად, ჩვენი მიდგომა იმ მარქსისტულ შეხედულებებს ეწინააღმდეგება, რომელიც სახელმწიფოს, დღევანდელი მმართველი კლასის, სავარაუდოდ, კაპიტალისტების „აღმასრულებელ კომიტეტად“ მიიჩნევს. არადა, სახელმწიფო, ანუ პოლიტიკური საშუალებების გაერთიანება, მმართველი კლასის (ანუ მმართველი კასტის) შექმნის პირველწყააროს თავადვე წარმოადგენს და ყოველთვის ჭეშმარიტი კერძო კაპიტალის წინააღმდეგაა მიმართული. ჩვენ შეგვიძლია, რომ იგივე ჟუვენელის სიტყვები გავიმეოროთ:

 
„ისეთ წამოწყებებს, როგორიცაა ნაციონალიზაცია, საშემოსავლო გადასახადი და ა.შ., მხოლოდ ისინი მიიჩნევენ გარკვეული მოძღვრების ბუნებრივ ნაყოფად, ვისაც საკუთარი თავის გარდა არაფერი ახსოვთ და არაფერი უწყიან იმაზე, თუ როგორ ვლინდებოდა ძალაუფლება ათასწლეულების მანძილზე. სინამდვილეში, ეს ხელისუფლების სრულიად ჩვეულებრივი გამოვლინებაა და თავისი არსით ჰენრი VIII-ს მიერ მონასტრების კონფისკაციისგან სრულებით არ განსხვავდება. ორივე შემთხვევაში ერთი და იგივე პრინციპი მუშაობს: ხელისუფლების წყურვილი და სიმდიდრისკენ სწრაფვა. ამასთან, ყველა ამგვარ ქმედებას ერთი და იგივე რამ ახასიათებს: ნადავლის გამანაწიულებელთა სწრაფი მატება. მიუხედავად იმისა, სოციალისტურია თუ არა, ძალაუფლება მუდამ უნდა ებრძოდეს კაპიტალისტურ ძალებს და ძარცვავდეს მათ მიერ დაგროვებულ დოვლათს; ამგვარი ქმედებით ის თავისივე ბუნების კანონს აღასრულებს“. 34

 

რისი ეშინია სახელმწიფოს?

 
ის, რისიც სახელმწიფოს უპირველეს ყოვლისა ეშინია, მისი საკუთარი ძალაუფლებისა და არსებობის წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი საფუძვლიანი მუქარაა. სახელმწიფოს დასასრულის დადგომა ორი მთავარი გზითაა შესაძლებელი: ა) სხვა სახელმწიფოს მიერ რევოლუციური გადატრიალების მოწყობით - მოკლედ, ომით ან რევოლუციით. ომი და რევოლუცია, როგორც ორი ძირითადი საფრთხე, სახელმწიფოს მმართველებს მუდმივად სრული ძალისხმევის გამოვლენისა და მოსახლეობაში მაქსიმალურიი პროპაგანდის გაწევისკენ უბიძგებთ. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სახელმწიფოს დასაცავად ხალხის მობილიზების ნებისმიერი ხერხი ისე უნდა იქნას გამოყენებული, რომ მათ ყოველთვის სწამდეთ, თითქოს საკუთარ თავს იცავენ. ამ იდეის სიყალბე ნათელი ხდება მაშინ, როცა სამხედრო ვალდებულების აღსრულება მოეთხოვებათ იმათ, ვინც საკუთარი თავის „დაცვაზე“ უარს ამბობს, მაგრამ ამის მიუხედავად, იძულებული არიან შეუერთდნენ სახელმწიფოს შეიარაღებულ დაჯგუფებას: ზედმეტია იმის დამტკიცება, რომ საკუთარი სახელმწიფოს მხრიდან ამგვარი იძულებისგან არანაირი „თავდაცვა“ არ დაიშვება.

 
ომში სახელმწიფოს ძალაუფლება თავის უმაღლეს მწვერვალს აღწევს, ხოლო „თავდაცვის აუცილებლობასა“ და „საგანგებო მდგომარეობის“ მომიზეზებით, მას შეუძლია მოსახლეობას იმგვარი ტირანია მოახვიოს, რომელიც მშვიდობიან დროს აუცილებლად ღია დაპირისპირებას გამოიწვევდა. ამრიგად, ომს ხელისუფლებისთვის ბევრი სარგებელი მოაქვს. მართლაც, ყველა თანამედროვე ომმა დაპირისპირებულ ხალხებს მემკვიდრეობად გაზრდილი სახელმწიფო ტვირთი დაუტოვა. გარდა ამისა, ომი სახელმწიფოს აძლევს გარკვეული სამოქმედო სივრცეების დაპყრობის თავბრუდამხვევ საშუალებას, სადაც ის მონოპოლიურ უფლებამოსილებებს ახორციელებს. რენდოლფ ბერნი უეჭველად მართალი იყო, როდესაც წერდა, რომ „ომი სახელმწიფოს ჯანმრთელობაა“, მაგრამ ომმა ნებისმიერ ცალკეულ სახელმწიფოს, ან ჯანმრთელობა, ან სასიკვდილო ზიანი შეიძლება მოუტანოს.35

 
ვარაუდი, რომ სახლმწიფო უფრო მეტად საკუთარი და არა თავისი ქვეშევრდომების თავდაცვითაა დაკავებული, ჩვენ შეგვიძლია შემდეგი კითხვის დასმით გამოვცადოთ: რომელ დანაშაულს დევნის და სჯის სახელმწიფო უფრო მეტი მონდომებით - იმას, რომელიც კერძო პირების წინააღმდეგ არის მიმართული თუ იმას, რომელიც სახელმწფოს აზიანებს? სახლმწიფოს ლექსიკონში ყველაზე მძიმე დანაშაულებებად თითქმის ყოველთვის მოიხსენიება არა კერძო პირების ან მათი საკუთრების ხელყოფა, არამედ ის ქმედებები, რომლებიც თავად სახელმწიფოს კეთილდღეობას უქმნიან საფრთხეს. მაგალითად: ღალატი, დეზერტირობა, შეთქმულება, გადატრიალება, სახელმწიფო მოღვაწეების მკვლელობა და ისეთი ეკონომიკური დანაშაულებები სახელმწიფოს წინააღმდეგ, როგორიცაა ყალბი ფულის გამოშვება ან შემოსავლის დაბეგვრისაგან თვის არიდება.

 
ან შევადაროთ ის მონდომება, რომლითაც სახელმწიფო პოლიციელზე თავდამსხმელს ეძებს, იმ ძალისხმევას, რომელსაც სახელმწიფო ჩვეულებრივ მოქალაქეზე თავდამსხმელის პოვნას უთმობს.

 
მეტიც, ნიშანდობლივია, რომ სახელმწიფო ღიად ანიჭებს უპირატესობას საკუთარ თავდაცვას, როდესაც საჯარო გაფიცვის ორიოდე მონაწილეს „გონივრული საფუძველის“ (raison d`etre) არ ქონის მომიზეზებით უწევს წინააღმდეგობას.36

 
როგორ ეპყრობიან სახელმწიფოები ერთმანეთს?

 
ვინაიდან დედამნიწა სხვადასხვა სახელმწიფოებს შორისაა დანაწილებული, სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები მათი დროისა და ენერგიის უდიდეს ნაწილს უნდა იკავებდეს. სახელმწიფოს ძალაუფლების გაფართოებისკენ ბუნებრივი მიდრეკილება ახასიათებს, ხოლო მისი საზღვრების გაფართოება ტერიტორიების დაპყრობით ხორციელდება. იმ შემთხვევის გარდა, როდესაც ტერიტორია ჯერ კიდევ უპატრონო ან უკაცრიელია, ნებისმიერი მსგავსი გაფართოება სხვადასხვა სახელმწიფოს მმართველებს შორის ინტერესთა გარდაუვალ კონფლიქტს ბადებს. ნებისმიერ მოცემულ ტერიტორიაზე, დროის ერთსა და იმავე მონაკვეთში მხოლოდ მმართველთა ერთ ჯგუფს შეუძლია საკუთარი მონოპოლიის გავრცელება: X სახელმწიფოს მიერ გარკვეულ ტერიტორიაზე სრული ძალაუფლების მოპოვება, მხოლოდ Y სახელმწიფოს გაძევებითაა შესაძლებელი. ომი, მიუხედავად იმისა, რომ ძალზე საფრთხილო ღონისძიებაა, ყოველთვის იქნება სახელმწიფოს მისწრაფების საგანი, რომელსაც დროდადრო მშვიდობიანობის მონაკვეთები ჩაენაცვლება და სახელმწიფოებს შორის კავშირების და შეთანხმებების მონაცვლეობა ახასიათებს.

 
ჩვენ ვნახეთ, რომ სახელმწიფოს შეზღუდვის „საშინაო“ მცდელობებმა, მე-17 საუკუნიდან მე-19 საუკუნის ჩათვლით, ყველაზე თვალსაჩინო გამოხატულება კონსტიტუციონალიზმში ჰპოვა. „საგარეო ურთიერთობებში“ შესაბამისი მცდელობების შედეგი „საერთაშორისო სამართლის“ განვითარება იყო, განსაკუთრებით ისეთ საკითხებში, როგორიცაა „ომის სამართალი“ და „მიუმხრობლობის უფლებები“.37 საერთაშორისო სამართლის საკითხები თავიდან პირწმინდად კერძო განმგებლობაში იყო და იმ მევაჭრეთა და დახლიდართა ინტერესებიდან მომდინარეობდა, რომელთაც საკუთარი უსაფრთხოებისა და ქონების დაცვა და წარმოქმნილი უთანხმოებების სამართლიანი განსჯა სურდათ. ამის მაგალითია „საზღვაო სამართალი“ და „სავაჭრო სამართალი“. საყურადღებოა, რომ წესებს თვით სახელმწიფოებიც ნებაყოფილობით აყალიბებენ და არა რომელიმე ზესახელმწიფოს კარნახით. „ომის კანონის“ საგანი სახლმწიფოთაშორისო ხელყოფისგან თავად სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვა და, ასეთი ხერხით, უდანაშაულო „მოხელეთა“ განადგურებისა და სიღატაკისგან გადარჩენა იყო. „მიუმხრობლობის უფლებების“ განვითარების მიზეზი კი, კერძო სამოქალაქო პირების თუნდაც მტრულად განწყობილ სახელმწიფოებთან ვაჭრობის ერთ-ერთი მეომარი მხარის მიერ ხელყოფისაგან დაცვა იყო. მაშინ უმნიშვნელოვანესი მიზანი ნებისმიერი საომარი მოქმედებების ასპარეზის შეზღუდვა, კერძოდ კი, ომის გამანადგურებელი ზემოქმედებისაგან მიუმხრობელი და თუნდაც მეომარი ქვეყნების კერძო მოქალაქეების დაცვა იყო.

 
იურისტი ფ.ჯ.პ. ვიელი სანახაობრივად აღწერს ისეთ „ცივილიზებულ ომს“ რომელიც იტალიაში მე-15 საუკუნის ხანმოკლე მონაკვეთში წარიმართა: „შუასაუკუნეების ისტორიაში მდიდარი მეწარმეები და მოვაჭრეეები ფულის შოვნითა და ცხოვრებით ტკბობით მეტისმეტად იყვნენ გართულნი, რომ სამხედრო სამსახურის სიმძიმეები და საფრთხე თავის თავზე აეღოთ. ამიტომ მათ პრაქტიკაში შემოიღეს მეომართა დაქირავება, რომლებიც მათ სასარგებლოდ იბრძოლებდნენ, ხოლო რამდენადაც ისინი მომჭირნე, საქმიანი ადამიანები იყვნენ, დაქირავებულებს სამსახურის აღსრულებისთანავე ითხოვდნენ. შესაბამისად, ომებს თითოეული შემთხვევისთვის საგანგებოდ დაქირავებული მეომრები აწარმოებდნენ... პირველად მოხდა, რომ სამხედრო სამსახური შემოსავლიან და შედარეით უსაფრთხო პროფესიად იქცა. იმ პერიოდში გენერლები ერთმანეთის პირისპირ მანევრირებდნენ და ხშირად საკმაოდ დახვეწილ ხელოვნებასაც ავლენდნენ, მაგრამ როცა ერთ-ერთი შედარებით უპირატსობას აღწევდა, მეორე ან უკან იხევდა ან ნებდებოდა. აღიარებული წესი გულისხმობდა, რომ ქალაქის გაძარცვა მხოლოდ მაშინ შეიძლებოდა, თუკი ის წინააღმდეგობას გასწევდა: ყოველთვის შეიძლებოდა ხელშეუხებლობის გამოსყიდვა... ამის ბუნებრივი შედეგი ის იყო, რომ წინააღმდეგობას არც ერთი ქალაქი აღარ სწევდა. სრულიად ნათელი იყო, რომ ხელისუფლებას, რომელიც სისუსტის გამო ვერ იცავდა თავის მოქალაქეებს, მათი მორჩილებისთვის საფასური უნდა გადაეხადა. სამოქალაქო პირებს ნაკლებად ეშინოდათ იმ საომარი მოქმედებებისგან მომდინარე საფრთხის, რომელშიც მხოლოდ პროფესიონალი სამხედროები იღებდნენ მონაწილეობას“.38

 
მე-18 საუკუნის ევროპაში, სახელმწიფოს მიერ წარმოებული ომებისგან კერძო მოქალაქის თითქმის სრული განცალკევების მაგალითები წინ ნეფმა წამოსწია:

 
„ომიანობის ჟამს, დიდი ხნის განმავლობაში საფოსტო კავშირიც კი ვერ იზღუდებოდა წარმატებით. წერილები, ყოველგვარი ცენზურის გარეშე, იმდენად თავისუფლად იგზავნებოდა, რომ მე-20 საუკუნის გონებასაც კი გააოცებდა. დაპირისპირებული ხალხების წარმომადგენლები სადავო საკითხებს ერთმანეთთან მოლაპარაკებებით წყვეტდნენ, ან ურთიერთშეხვედრებისას, ან მიმოწერით, რომელსაც არა მტრული, არამედ მეგობრული განწყობილებით აწამოებდნენ. თანამედროვე შეხედულებას, რომ მეომარი ქვეყნების ქვეშევრდომები ნაწილობრივ მაინც აგებენ პასუხს მათი მმართველების საქციელზე, ნაკლებად თუ ვინმე იზიარებდა. არც მეომარი მხარეების მმართველებს ჰქონდათ რაიმე მყარი საფუძველი, რომ საკუთარი ქვეშევრდომებისთვის მოწინააღმდეგის ქვეშევრდომებთან ურთიერთობები აეკრძალათ. რეალურ ნიადაგზე თვალთვალისა და დევნის ძველი ინკვიზიციური ხერხები უარყოფილ იქნა, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ურთიერთობებზე სამართლებრივი მეთვალყურეობის დაწესება წარმოუგენელიც კი გახდა. პასპორტები თავდაპირველად ომიანობის დროს პიროვნების უსაფრთხოების დაცვის უზრუნველსაყოფად შეიქმნა. მე-18 საუკუნის განმავლობაში, ევროპელი იშვიათად თუ გადადებდა თავის მოგზაურობას იმ უცხო ქვეყანაში, რომელსაც მისი ქვეყანა ეომებოდა“39

 
ხოლო ვაჭრობას, სულ უფრო და უფრო მეტად აღიარებდნენ, როგორც ორივე მხარისთვის ხელსაყრელ საქმიანობას. მე18 საუკუნის ომები, მეორე მხრივ, „მტრებთან ვაჭრობის“ მნიშვნელოვანი მოცულობებითაა გაწონასწორებული.40

 
ის, თუ რამდენად შორს მოიტოვეს სახელმწიფოებმა ომების წარმოების ცივილური წესები მე-20 საუკუნეში, აქ განხილვას არ საჭიროებს. ტოტალური ომების თანამედროვე ეპოქაში, საყოველთაო ნგრევის გამომწვევ ტექნოლოგიებთან ერთობლიობაში, სახელმწიფო აპარატის მიერ თვით მოსაზრება ომის შეზღუდვის შესახებ, კიდევ უფრო უცნაურად და მოძველებულად გვეჩვენება, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუცია თავდაპირველი სახით.

 
როდესაც სახელმწიფოები არ ომობდნენ, ხშირად უთანხმოების მინიმუმამდე დასაყვანად შეთანხმებების მიღწევაა აუცილებელი. საოცრად დიდი აღიარება „შეთანხმებების უზენაესობის“ ასლს წარმოასდგენს, მაგრამ შეთანხმებასა და ჭეშმარიტ ხელშეკრულებას შორის საერთო არაფერია. ხელშეკრულება კერძო საკუთრებაზე უფლებების ურთიერთგაცვლას გულისხმობს. ვინაიდან ხელისუფლება, ამ სიტყვის ჭეშმარიტი მნიშვნელობით, არ ფლობს მთელ „თავის“ ტერიტორიას, ვერც ერთი შეთანხმება, რომელსაც ის დადებს, საკუთრბის უფლებას ვერ შეიძენს. მაგალითად, თუ ბატონი ჯონსი ბატონ სმიტს მიწას მიყიდის ან მისცემს, ჯონსის მემკვიდრეები კანონიერად ვერ შეძლებენ დააცხრნენ სმიტის მემკვიდრეებს და ეს მიწა თავის საკუთრებად გამოაცხადონ. საკუთრების უფლება უკვე გადაცემულია. მოხუცი ჯონსის ხელშეკრულება ავტომატურად ვრცელდება ახალგაზრდა ჯონსზე, რადგან მფლობელმა საკუთრება უკვე სხვას გადასცა და ახალგაზრდა ჯონსს, ამიეიდან საკუთრების უფლების მოთხოვნა აღარ შეუძლია. ახალგაზრდა ჯონსს შეუძლია მოითხოვოს მხოლოდ ის, რაც მან მემკვიდრეობით მოხუცი ჯონსისგან მიიღო. ხოლო მოხუც ჯონსს შეუძლია უანდერძოს მხოლოდ ის, რასაც ჯერ კიდევ ფლობს. მაგრამ თუ, ერთ მშვენიერ დღეს, მაგალითად რურიტანიის ხელისუფლება იძულებული ან თუნდაც მოსტყიდული იქნება ვალდავიის ხელისუფლების მიერ და მას თავისი ტერიტორიის გარკვეულ ნაწილს დაუთმობს. აბსურდულად ჟღერს, რომ „შეთანხმების უზენაესობის საფუძველზე, ამ ორი სახელმწიფოს მმართველები ან თვით მოსახლეობა ვერასდროს მოითხოვს რურიტანიასთან ხელახალ გაერთიანებას. არც ერთი სახელმწიფო არ ფლობს არც მიწას და არც მასზე მცხოვრებ ხალხს. შესაბამისად, არც ერთი ხელუისუფლება არ შეიძლება, რომ წარსულით იყოს ხელფხშეკრული. ამის მსგავსად, რევოლუციურ ხელისუფლებას, რომელმაც რურიტანიის მეფე ჩამოაგდო, ძნელად თუ მოეთხოვება პასუხისმგებლობა მეფის ქმედებებისა და ვალების გამო, ვინაიდან ხელისუფლება, პირმშოსგან განსხვავებით, თავისი წინამორბედის საკუთრების ჭეშმარიტი „მემკვიდრე“ არ არის.

 
ისტორია, როგორც სრბოლა სახელმწიფო ძალაუფლებასა და საზოგადოებრივ ძალაუფლებას შორის

 
ზუსტად ისე, როგორც ადამიანებს შორის ურთიერთობაში იკვეთება ორი ძირითადი და ურთიერთგამომრიცხავი წესი: მშვიდობიანი თანამშრომლობა ან იძულებითი ექსპლუატაცია, წარმოება ან მიტაცება, კაცობრიობის ისტორიაც, განსაკუთრებით მისი ეკონომიკური ისტორიაც, შესაძლებელია წარმოდგენილი იქნას, როგორც ამ ორი წესის დაპირისპირება. ერთი მხრივ, ეს არის ნაყოფიერი წარმოება, მშვიდობიანი საქონელ-გაცვლა და თანამშრომლობა; მეორე მხრივ, იძულება და ყველა საზოგადოებრივ ურთიერთობაზე გავლენის დამყარება. ალბერტ ჯეი ნოკმა ამ დაპირისპირებულ ძალებს მოხერხებულად უწოდა „საზოგადოებრივი ძალაუფლება“ და სახელმწიფო ძალაუფლება“41.

 
საზოგადოებრივი ძალაუფლება ადამიანების მიერ ბუნებაზე ზემოქმედების ზალაუფლებას გულისხმობს, მათ მიერ ბუნებრივი რესურსების გადამუშავებასა და ბუნების კანონების წვდომას ყველა მონაწილის სასარგებლოდ. საზოგადოებრივი ძალაუფლება ეს არის ბუნებრივი წესრიგი, როდესაც ყოფიერი კეთილდღეობა ადამიანების მიერ ურთიერთსასარგებლო საქონელგაცვლების შედეგად მიიღწევა. სახელმწიფო ძალაუფლება, როგორც ვნახეთ, უკვე შექმნილი დოვლათის ძალადობრივ და პარაზიტულ მიტაცებას გულისხმობს. ის საზოგადოების შრომის ნაყოფს სახელმწიფო არამწარმოებელი (სინამდვილეში წარმოების წინააღმდეგი) მმართველების სასარგებლოდ ისრუტავს. მაშინ, როცა საზოგადოებრივი ძალაუფლება ბუნებაზე ვრცელდება, სახელმწიფო ძალაუფლება ადამიანებაზე ხორციელდება. ისტორიულად, ადამიანების საწარმოო და შემოქმედებითი ძალისხმევა გამუდმებით პოულობს ახალ-ახალ გზებს, რომ ბუნება კაცობრიობის სასარგებლოდ გარდაქმნას. დრო და დრო საზოგადოებრივი ძალაუფლება სახელმწიფო ძალაუფლებას წინ უსწრებდა და სახელმწიფოს მიერ საზოგადოებაზე ზეწოლის ხარისხი ძალზედ მცირე იყო. მაგრამ ყოველთვის, დროის დიდი თუ მცირე შუალდის შემდეგ, სახელმწიფო ახალ ნაბიჯს დგამდა, რათა საზოგადოებრივი ძალაუფლება კიდევ ერთხელ შეელახა და შეევიწროებინა.42 თუ მე-17 საუკუნიდან მე-19 საუკუნემდე, დასავლეთის მრავალი ქვეყნისთვის, საზოგადოებრივი ძალაუფლების დაწინაურებისა და შედეგად თავისუფლების, მშვიდობისა და ყოფიერი კეთილდღეობის მოპოვების ჟამი იყო, მე-20 საუკუნე უპირატესად წარმოადგენდა დროებას, როცა სახელმწიფო ძალაუფლება გაძლიერდა, რასაც ლოგიკურად მოჰყვა მონობის, ომისა და ნგრევის დაბრუნება.43

 
მე-20 საუკუნეში, კაცობრიობა კიდევ ერთხელ დადგა სახელმწიფოს სახიფათო აღზევების წინაშე. სახელმწიფოსი, რომელიც ახლა უკვე ადამიანთა შემოქმედებითი ძალისხმევის ნაყოფითაა შეიარაღებული. მან ის მიითვისა და საკუთარი მიზნების შესაბამისად დაამახინჯა. ბოლო რამდენიმე საუკუნის განმავლობაში ადამიანები ცდილობდნენ სახელმწიფოსთვის კონსტიტუციური და სხვა შეზღუდვები მოერგოთ, მაგრამ ყველა ეს მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. საუკუნეების მანძილზე სახელმწიფო წყობილების ნაირ-სახეობების მრავალჯერადი ცვლის, მიდგომებისა და ინსტიტუტების ურიცხვი რაოდენობით გამოყენების მიუხედავად, ვერც ერთმა ვერ მიაღწია მიზანს სახელმწიფოზე ზედამხედველობის დაწესების თვალსაზრისით. სრულიად ნათელია, რომ სახელმწიფოს საკითხი გადაწყვეტიდან ისე შორსაა, როგორც არასდროს. ალბათ, აუცილებელია გამოსავლის ახალი გზების ძიება, თუკი სახელმწიფო საკითხს საბოლოო და წარმატებული გადაწყვეტა ოდესმე უწერია.44

 
თარგმნა ლელა ჯანგულაშვილმა
საავტორო უფლებები ეკუთვნის ლუდვიგ ფონ მიზესის ინსტიტუტს, ქ. ოუბურნი, ალაბამას შტატი, ა.შ.შ. თარგმნის უფლებისთვის მადლობას ვუხდით ქალბატონ ჯუდი ტომესენს, ლუდვიგ ფონ მიზესის ინსტიტუტის გამოცემების დირექტორს.

________________

* მარი ნ. როტბარდი, „ეგალიტარიანიზმი, როგორც ამბოხი ბუნების წინააღმდეგ და სხვა ნარკვევები“ (ოუბურნი, ალაბამი, აშშ., მიზესის ინსტიტუტი, 2000 (1974), გვ. 55-88.

1. ამ თავში შეუძლებელია „დემოკრატიის“ წინააღმდეგობივი ხასიათისა და შეცდომების განხილვა. საკმარისია მხოლოდ იმის აღნიშვნა, რომ ინდივიდის ნამდვილი „წარმომადგენელი“ ყოველთვის მის ბრძანებებს ექვემდებარება, ნებისმიერ დროს შეიძლება მისი დათხოვა და ის ხელმძღვანელის ინტერესებსა და სურვილებს ვერ შეეწინააღმდეგება. ნათელია, რომ დემოკრატიის პირობებში „წარმომადგენელი“ ვერასდროს შეითავსებს ასეთ მოვალეობებს და ეს მხოლოდ ლიბერტარიანულ საზოგადოებაშია შესაძლებელი.

2. სოციალ-დემოკრატები ხშირად არ ეთანხმებიან იმას, რომ დემოკრატია, ანუ მმართველობის უმრავლესობით არჩევა, ლოგიკურად გულისხმობს უმრავლესობის მიერ უმცირესობისთვის გარკვეული თავისუფლების მინიჭებას, იმ მიზეზით, რომ უმცირესობა ერთ მშვნიერ დღეს შეიძლება უმრავლესობა გახდეს. ეს არგუმენტი განსაკუთრებით უადგილოა იქ, სადაც უმცირესობა ვერასდროს შესძლებს გახდეს უმრავლესობა, მაგალითად, როცა ის განსხვავებულ რასობივ ან ეთნიკურ ჯგუფს წარმოადგენს.

3. იოსებ ა. შუმპტერი, „კაპიტალიზმი, სოციალიზმი და დემოკრატია“ (ნიუ-იორკი: ჰარპერი და ძმები, 1942), გვ. 198. კერძო და სახელმწიფო სფეროებს შორის დაპირისპირება სინამდვილეში იმიტომ გაღრმავდა, რომ სახელმწიფოს შემოსავლის წყარო კერძო სექტორში კერძო მიზნებისთვის შექმნილი დოვლათი იყო და პოლიტიკური ძალების მიერ მათი ამ მიზნებისგან ჩამოშორება ხდებოდა. იმ მოძღვრების არსებობა, რომელიც გადასახადებს საკლუბო საწევროს ან მომსახურების საფასურს ადარებს, ადასტურებს, რომ სოციალური მეცნიერების ეს მაწილი გონივრულ მეცნიერულ მიდგომებს მნიშვნელოვნად დასცილდა; აგრეთვე იხილეთ მარი ნ. როტბარდი, „საზოგადოებრივი სექტორის შეცდომები“, „ახალი ინდივიდუალისტური მიმოხილვა“ (შემოდგომა, 1961).

4. ფრანც ოპენჰეიმერი, „სახელმწიფო“ (ნიუ-იორკი: ვანგარდის გამომცემლობა) გვ. 24-27. არსებობს ორი ძირეულად განსხვავებული გზა, რომ ადამიანმა თავისი მოთხოვნილებები დაიკმაყოფილოს: შრომა და ძარცვა, ანუ საკუთარი შრომის შედეგების მოხმარება და სხვების ნაშრომის იძულებითი მითვისება... პირველს ვუწოდოთ „ეკონომიკური საშუალებები“, ხოლო მეორეს „პოლიტიკური საშუალებები“... სახელმწიფო არის პოლიტიკური საშუალებების ორგანიზაცია, შესაბამისად, ვერანაირი სახელმწიფო ვერ ჩამოყალიბდება მანამ, სანამ მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად საჭირო ის ეკონომიკური საშუალებები არ შეიქმნება, რომლებიც ძარცვის შედეგად შეიძლება იქნეს მითვისებული.

5. ალბერტ ჯეი ნოკი გარკვევით ასაბუთებდა, რომ „სახელმწიფო ითხოვს და ახორციელებს მონოპოლიურ უფლებებს დანაშაულზე... იგი სჯის კერძო პირთა ჩადენილ მკვლელობებს, მაგრამ ამავდროულად თავად შთამბეჭდავ მასშტაბებში ახდენს მკვლელობების ორგანიზებას. ის სჯის კერძო პირთა მიერ ჩადენილ ქურდობას, მაგრამ თვითონვე არაკეთილსინდისიერად ხელყოფს მოქალაქეების ან უცხოელების საკუთრებას. ა.ჯ ნოკი, „სწორი საქმის კეთების შესახებ და ხვა ნარკვევები“ (ნიუ-იორკი: ჰარპერი და ძმები, 1929), გვ. 143; მოყვანილია ჯეკ შვარცმანში, „ალბერტ ჯეი ნოკი - არასასურველი ადამიანი,“ „რწმენა და თავისუფლება“ (დეკემბერი, 1953): 11.

6. ოპენჰეიმერი, „სახელმწიფო“, გვ. 15: „მაშ რაში მგომარეობს სახელმწიფოს სოციოლოგიური გაგება? სახელმწიფო, მთელი თავისი წარ ომავლობით... არის გამარჯვებულთა ჯგუფების მიერ შექმნილი სოციალური ინსტიტუტი, რომლის ძირითადი მიზანია დამარცხებული ჯგუფების წარმომადგენლებზე გაბატონება, აგრეთვე საკუთარი დაცვა შიდა ამბოხისა და გარეშე თავდასხმისგან. მას არა აქვს სხვა დანიშნულება, გამარჯვებულთა მიერ დამარცხებულების ეკონომიკური ექსპლუატაციის გარდა. დე ჟუვენელი წერდა: „სახელმწიფო არსებითად მძარცველთა მიერ მიღწეული წარმატებების შედეგს წარმოადგენს, რომლებმაც საკუთარი მმართველობა მცირე და დამოუკიდებელ საზოგადოებებს მოახვიეს.“ ბერტნარდ დე იუვენილი, ძალაუფლებაზე“. (ნიუ-იორკი: გამომცემლობა ვიკინგი, 1949), გვ. 100-01.

7. „სახელმწიფოს მიერ იძულებით დადგენილი ან საგანგებოდ მინიჭებული პრივილეგიების შედეგად შექმნილ „კასტებსა“ და „კლასობრივი“ საზოგადოების მარქსისტულ კონცეფციას შორის განსხვავებების შესახებ, იხილეთ ლუდვიგ ვან მიზესი, „თეორია და ისტორია“ (ნიუ-ჰევენი, იელის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1957, გვ. 112.

8. მსგავსი განსაზღვრება, რა თქმა უნდა, არ გულისხმობს, რომ სახელმწიფო მმართველობა „ნებაყოფილობით“ იქნა აღიარებული; უმრავლესობის ქმედითი და თანმიმდევრული მხარდაჭერის მიუხედავად, ის მაინც ვერ იქნება ერთსულოვანი.

9. ის, რომ ყოველი ხელისუფლება, რაგინდ „დიქტატორულიც არ უნდა იყოს ცალკეული პიროვნებების მიმართ, საჭიროებს ასეთ მხარდაჭერას, დაასაბუთეს ისეთმა მწვავე პოლიტიკურმა თეორეტიკოსებმა, როგორებიცაა ეტიენ დე ლა ბოეტიე, დევიდ ჰუმი და ლუდვიგ ფონ მიზესი. ამრიგად, დევიდ ჰუმი, „მთავრობის პირველადი პრინციპები“, „ნარკვევები, ლიტერატურა, ზნეობა და პოლიტიკა“ (ლონდონი: უარდი, ლოკი და ტეილორი), გვ. 23; ეტიენ დე ლა ბოეტიე, „ანტი-დიქტატორი“ (ნიუ-იორკი: კოლუმბიის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1942), გვ.188. სახელმწიფოს კვლევაში ეტიენ დე ლა ბოეტიეს ღვაწლის შესახებ იხილეთ ოსკარ ჯაზი და ჯონ დ. ლევისი, „ტირანის წინააღმდეგ“ (გლენკო, III: თავისუფალი პრესა 1957), გვ. 55-57.

10. ეტიენ დე ლა ბოეტიე, „ანტი-დიქტატორი“, გვ. 42-44. როცა კანონმდებელი დიქტატორი ხდება... მის ირგვლივ ყველა ამბიციური, ხარბი და გარყვნილი ადამიანი იკრიბება და მხარდაჭერას უცხადებს, რომ მისი შემოსავლიდან წილი მიიღონ და დიდი ტირანის მფარველობის ქვეშ წვრილმან მმართველებად იქცნენ.

11. ეს არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს იმას, რომ ყველა ინ ტელექტუალი სახელმწიფოს მოკავშირეა. ინტელექტუალებისა და სახელმწიფოს ალიანსის ასპექტების შესახებ იხილეთ ბერტნარდ დე ჯუვენელი, „საბაზრო საზოგადოების მიმართ ინტელექტუალების დამოკიდებულება,“ „ბუ“ (იანვარი, 1951): 19-27; იქვე, „კონტინენტალური ინტელექტუალების მიერ კაპიტალიზმის შემუშავება,“ ფ.ა. ჰაიეკი, „კაპიტალიზმი და ისტორიკოსები“ (ჩიკაგო: ჩიკაგოს უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1954), გვ. 93-123; ხლახლა გამოსცა ჯორჯ ბ. დე ჰუზცარმა, „ინტელექტუალები“ (გლენკო, III: თავისუფალი პრესა, 1960), გვ. 385-99; და შუმპეტერი, „იმპერიალიზმი და სოციალური კლასები“ (ნიუ -იორკი: მერიდიანის წიგნები, 1975), გვ. 143-55.

12. ჯოზეფ ნიდჰემი, „კარლ ა. ვიტფოგელის მიმოხილვა, „აღმოსავლური დესპოტიზმი“, „მეცნიერება და საზოგადოება“ (1958): 65. ნიდმანი აგრეთვე წერს, რომ (ჩინეთში) წარმატებულ იმპერატორებს ყველა დროში და ღრმად ჰუმანური და მიუკერძოებელი სწავლულების უდიდესი ჯგუფი ემსახურებოდნენ“, გვ. 61. ვიტფოგელი ყურადღებას კონფუცის დოქტრინაზე ამახვილებს, რომელიც მმართველი კლასის დიდებულების საყრდენად სწავლულ ბიუროკრატიას მიიჩნევს, რომელიც მოწოდებულია მოსახლეობის მასების კეთილგონიერი მმართველობისთვის. კარლ ა. ვიტფოგელი, „აღმოსავლური დესპოტიზმი“ (ნიუ ჰევენი, კონეკტიკუტი, იელის უნივერსიფტეტის გამომცემლობა, 1957), გვ. 320-21 და ყველგან. ნიდმანისგან განსხვავებული დამოკიდებულების შესახებ იხილეთ ჯონ ლუკასი, „ინტელექტუალური კლასი თუ ინტელექტუალური პროფესია?“ ჯორჯ ბ. დე ჰუზცარი, „ინტელექტუალები“, გვ. 521-22.

13. ჯენი რიბსი, „ომის მწარმოებლები“, „ლიბერაციონი“ (აგვისტო, 1961): 13. სტრატეგიული მგეგმავები ჯიუტად ამტკიცებენ, რომ მათი საქმიანობა იმსახურებს „სამხედრო სამსახურების ტოლფას პატივისცემას“ აგრეთვე იხილეთ მარკუს რასკინი, „ინტელექტუალი მეგამკვლელები“, „წიგნების ნიუ-იორკული მიმოხილვა“ (ნოემბერი 14, 1963): 6-7.

14. ისტორიკოსი კონიერს რიდი, თავის საპრეზიდენტო მიმართვაში, „დემოკრატიული“ და ეროვნული ღირებულებებისთვის იტორიული მონაცემების გაყალბებას უჭერდა მხარს. რიდი აცხადებდა, რომ „ტოტალური ომი, მიუხედავად იმისა „ცხელია“ თუ „ცივი“ ყველას თავისი ვალის მოსახდელად უხმობს და თითოეულს მის მონაწილედ აქცევს. ფიზიკოსების მსგავსად არც ისტორიკოსები არიან თავისუფალნი ამ ვალდებულებებიდან.“ რიდი, „ისტორიკოსების სოციალური პასუხისმგებლობა,“ „ამერიკული ისტორიული მიმოხილვა“ (1951): 283. რიდისადმი კრიტიკული მიდგომის და ისტორიის სხვა საკითხების შესახებ იხილეთ ჰოვარდ კ. ბილი, „პროფესიონალი ისტორიკოსი: მისი თეორია და პრაქტიკა,“ (აგვისტო, 1953): 227-55. აგრეთვე, ჰერბერტ ბატერფილდი, „ოფიციალური ისტორია: მის მიერ დაგებული ხაფანგი და კრიტერიუმები,“ „ისტორია და ადამიანური ურთიერთობები“ (ნიუ-იორკი: მაკმილანი, 1952) გვ.182-224; და ჰარი ელმერ ბარნესი, „კარის ისტორიკოსები რევოლუციონიზმის წინააღმდეგ“ გვ.2

15. ვიტფოგელი, „აღმოსავლური დესპოტიზმი“, გვ. 87-100. სახელმწიფოსთან მიმართებაში რელიგიის როლის შესახებ ჩინეთსა და იაპონიაში, იხილეთ ნორმან ჯაკობსი, „თანამედროვე კაპიტალიზმის საფუძვლები და აღმოსავლეთ აზია“ (ჰონგ-კონგი; ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის გამომემლობა, 1958), გვ. 161-94.

16. დე ჟიუვენელი, ძალაუფლებაზე, გვ. 22: „მორჩილების ძირითადი მიზეზი მისი ჩვევად ქცევაა... ძალაუფლების არსებობა ჩვენთვის ბუნებრივი მოვლენაა. ის უძველესი დროიდან ახასიათებს კაცობრიობას... საზოგადოების მმართველები მემკვიდრეებისათვის პრივილეგიების გადალცვისა და ადამიანთა გონებაში კვალის დატოვების გარეშე არ გადაგვარებულან. საუკუნეების განმავლობაში, ყოველი მომდევნო მმართველობა კიდევ უფრო ზღუდავდა საზოგადოებას, რაც ნიშნავს, რომ მთავრობა მუდმივად ფართოვდება“.

17. ჩინეთში რელიგიის მსგავსი გამოყენების შესახებ, იხილეთ ნორმან ჯაკობსის ზემოთხსენებულ შრომა.

18. ჰ.ლ. მენკენი, „მენკენის ქრესტომათია“ (ნიუ-იორკი: კნოფი, 1949), გვ. 145: „ნებისმიერი მთავრობისთვის ყველაზე საშიში ადამიანი არის კაცი, რომელსაც ყოველგვარი ცრურწმენებისა და ტაბუს გარეშე შეუძლია დამოუკიდებლად აზროვნება, ამასთან თითქმის დაუბრკოლებლად ხვდება, რომ მისი მთავრობა უსამართლო, უგუნური და აუტანელია, ხოლო რომანტიკოსების შემთხვევაში, მის შეცვლას ცდილობს, მაშინაც კი, როდესაც რომანტიკოსი არაა, ის მუდამ მზადაა, რომ უკმაყოფილება დათესოს კმაყოფილთა შორისაც კი“.

19. იქვე, გვ. 146-47.

20. დე ჟუვენალი, „ძალაუფლებაზე“, გვ. 27.

21. ჩარლზ ლ. ბეიკი უმცროსი, „ხალხი და სასამართლოი“ (ნიუ-იორკი: მაკმილანი, 1960), გვ. 35.

22. იქვე, გვ. 42-43.

23. იქვე, ფვ. 52; (უზენაესი) სასამართლოს უპირველესი და ყველაზე მნიშვნელოვანი დანიშნულებაა ნებართვის მიცემა და არა გაუქმება. ის, რაც შეზღუდული უფლებების მთავრობას ჰუმანური გზებით ძალაუფლების შენარჩუნებისათვის სჭირდება, ხალხის ზოგიერთი მოთხოვნილების დაკმაყოფილებაა. ეს მისი კანონიერობის წინაპირობაა, ხოლო კანონიერება, თავის მხრივ, მისი ხანგრძლივი არსებობის წინაპირობად რჩება. სასამართლო, თავისი ისტორიის მანძილზე, მმართველობის კანონიერებას ადგენდა.

24. ბლეიკისთვის ეს „გამოსავალი, პარადოქსულობის მიუხედავად, თავისთავად ნათელია: სახელმწიფოს ძალაუფლება უნდა შეჩერდეს იქ, სადაც ამას კანონი მოითხოვს. თუმცა ვინ უნდა დააწესოს ზღვარი, და ვინ შეაჩერებს ყველაზე ძლევამოსილ ხელისუფლებას? თავად სახელმწიფო რატომ უნდა ემორჩილებოდეს თავის მსაჯულებსა და კანონებს. ვინ იქნება ზომიერთა ზედამხედველი? ვინ იქადაგებს სიბრძნეს?“ (იქვე, გვ. 32-33) და: „ყოველი ეროვნული ხელისუფლება, თუკი ის ხელისუფლებას წარმოადგენს, საკუთარი ძალაუფლების შესახებ საბოლოო სიტყვა უნდა ეთქმოდეს.“ (იქვე, გვ.48-49).

25. იქვე, გვ. 49.

26. ხელისუფლებისთვის ჯადოსნური თვისებების მიწერა, მოგვიანებით ჯეიმს ბერნჰამის მიერ მისტიკისა და ირაციონალურობის გამოყენებით ხელისუფლების არსებობის გამართლებას წააგვს: ძველ დროში, სანამ მეცნიერული ილუზიები ტრადიციულ სიბრძნეს გარყვნიდნენ, ქალაქების დამფუძნებლები ღმერთებად მიიჩნეოდნენ... არც ხელისუფლების წყაროს და არც მისი კანონიერების განმარტებები არ ეტევა გონიერების ჩარჩოებში... რატომ უნდა ვაღიაროთ ლეგიტიმურობის დამადასტურებელი მემკვიდრეობითი, დემოკრატიული ან ნებისმიერი სხვა წესი? რატომ უნდა ამართლებდეს კანონი ადამიანის ჩემზე მმართველობას?... მე ვაღიარე კანონი, რადგან... ასე მსურდა, იმიტომ, რომ ეს ასეა და ასე იყო კიდევაც. ჯეიმს ბერნჰამი, „კონგრესი და ამერიკული ტრადიცია (ჩიკაგო: რეგნერი, 1959), გვ. 3-8. მაგრამ რა მოხდება, თუკი ვინმე არ აღიარებს კანონს? მაშინ რაღა იქნება „გამოსავალი“?

27. ბლეკი, „ხალხი და სასამართლო“, გვ. 64.

28. იქვე, გვ.65.

29. ჯონ ს. კალჰოუნი, „ხელისუფლების გამოკვლევა“ (ნიუ-იორკი: ლიბერალური ხელოვნების გამომცემლობა, 1953), გვ. 25-27. აგრეთვე, მარი ნ. როტბარდი, „კონსერვატიზმი და თავისუფლება: ლიბერტარიანული შენიშვნა, „თანამედროვეობა“ (გაზაფხული, 1961): 219.

30. ჯ. ალენ სმიტი, „კონსტიტუციური მმართველობის აღმავლობა და დაცემა“ (ნიუ-იორკი: ჰენრი ჰოლტი, 1930), გვ. 88; სმიტმა დაამატა: აშკარა იყო, რომ იქ სადაც კონსტიტუცია ხელისუფლების შესაზღუდად შეიქმნა, მისი ნულიფიკაცია ადვილი იქნება, თუკი ხელისუფლებას მისი ინტერპრეტაციისა და აღსრულების უფლება დარჩება. მოვლენის ძირითადი არსი იმაში მდგომარეობს, რომ მმართველმა ორგანომ თავისი ძალაუფლების განსაზღვრა ვერ უნდა სძლოს. ნათელია, „საზოგადო აზრი“ და „საოცრებები“ ხელისუფლების შესახებ სხვადასხვა ხედვის ჩამოყალიბებას განაპირობებენ (გვ. 87).

31. კალჰოუნი, „ხელისუფლების გამოკვლევა., გვ. 20-21.

32. ჯეიმს ბუკანენი და გორდონ ტულოკი, თანხმობის გამოთვლა (ანა არბორი: მიჩიგანის უნივერსიტეტის პრესა, 1962).

33. ჰერბერტ სპენსერი, „სახელმწიფოს უგულვებელყოფის უფლება,“ „სოციალური სტატისტიკა“ (ნიუ-იორკი: დ. აპლეტონი, 1890), 229-39.

34. დე ჟუვენელი, „ძალაუფლება“, გვ. 171.

35. ჩვენ ვნახეთ, რომ სახელმწიფოსთვის ინტელექტუალების მხარდაჭერა არსებითია, რაც თავის მხრივ ორ მწვავე მუქარისგან დაცვას გულისხმობს. ამერიკელი ინტელექტუალები როლის შესახებ პირველ მსოფლიო ომში ამერიკის შეერთებული შტატების ჩართვის თაობაზე იხილეთ რანდოლფ ბოურნი, „ომი და ინტელექტუალები,“ „ლიტერატურული რადიკალისა და სხვა გაზეთების ისტორია“ (ნიუ-იორკი: ს.ა. რასელი, 1956), გვ. 205-22. როგორც ბოურნი აცხადებს, სახელმწიფოს ქმედებების მხარდაჭერის მოსაპოვებლად, ინტელექტუალების ძირითადი საშუალება სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლებზე დგომა და ნებისმიერი საფუძვლიანი კრიტიკის უარყოფაა.

36. როგორც მენეკენი თავისი შეუდარებელი ხერხით აღნიშნავს: ეს ბანდა (ექსპლუატატორები, რომლებიც ხელისუფლებას ქმნიან“) თითქმის დაუსჯელები არიან. (მენკენი, მენკენის ქრესტომათია“, გვ. 147-48) „ხელისუფალთა“ მიერ პიროვნების თავისუფლებაში ჩარევის წინააღმდეგ უფრო ნათელი განმარტებებისთვის იხილეთ ჰ. ლ. მენკენი, თავისუფლების ბუნება,“ „რჩეული“ (ნიუ-იორკი: საკოლექციო წიგნები 1958), გვ. 134-43.

37. ეს თანამედროვე საერთასორისო კანონუისგან უნდა განვასხვავოთ, რომელიც ომს „კოლექტიური უსაფრთხოების“ მომიზეზებით ამართლებს.

38. ფ.ჯ. პ. ვილი, „ბარბაროსობის განვითარება“ (აპლეტონი, ვისკონსინი, ს.ს. ნელსონი, 1953), გვ. 63. პროფესორი ნეფი ამის მსგავს მოლენას მეთვრამეტე საუკუნეში, დონ კარლოსის მიერ ავსტრიის წინააღმდეგ საფრანგეთთან, ესპანეთთან და სარდინიასთან ერთად იტალიაში წარმოებული ომის დროს აღწერს: მილანისა და რამდენიმე კვირის შემდეგ პარმის ალყის დროს... ჯარს ქალაქის გარეთ სასტიკი ბრძოლა მოუხდა. ადგილობრივ მცხოვრებთა სიმპათია რომელიმე მხარის მიმართ არსად შეინიშნებოდა. ერთადერთი რაც მათ აღაშფოთებდათ, როდის დაიწყებდნენ მეომრები ძარცვა-გლეჯას. შიში უსაფუძვლო აღმოჩნდა. პარმასში, მოქალაქეები ქალაქის კედლებიდან ადევნებდნენ თვალს იქვე გაჩაღებულ ბრძოლას (ჯონ უ.ნეფი, „ომი და კაცობრიობის პროგრესი“ (კემბრიჯი, მასაჩუსეტი, ჰარვარდის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1950), გვ. 158. აგრეთვე, ჰოფმან ნიკერსონი, „შეგვიძლია შევზღუდოთ ომი?“ (ნიუ-იორკი: ფრედერიკ ა. სტოკი, 1934).

39. ნეფი, „ომი და კაცობრიობის პროგრესი“, გვ. 162.

40. იქვე, გვ. 161. ამერიკის რევოლუციის ლიდერების მიერ მტერთან ვაჭრობის შესახებ იხილეთ ჯოსეფ დირფმანი, ეკონომიკური აზროვნება ამერიკის ცივილიზაციაში (ნიუ-იორკი: ვიკინგ პრესა, 1946), ტომი 1, გვ. 210-11.

41. სახელმწიფოსა და საზოგადოების ძალაუფლების კონცეფციის შესახებ იხილეთ ალბერტ ჯ. ნოკის, „სახელმწიფო - ჩვენი მტერი“ (კალდველი, აიდაჰო: კაქსტონ პრინტერს, 1946). აგრეთვე იხილეთ ნოკი, „უსარგებლო ადამიანის მოგონებები“ (ნიუ-იორკი: ჰარპერსი, 1943), და ფრანკ ჩოდოროვი, „საზოგადოების აღმავლობა და ვარდნა“ (ნიუ-იორკი: დევინ-ადაირი, 1959).

42. სახელმწიფო ყოველთვის ცდილობს, რომ ეკონომიკისა და და საზოგადოების „მართვის ბერკეტები“, მათ შორის იძულებასა და საბოლოო სასამართლო გადაწყვეტილებებზე მონოპოლია, კავშირგაბმულობა და სატრანსპორტო არხები (ფოსტა, გზები, მდინარეები, საჰაერო სივრცე), საირიგაციო სისტემები და განათლება - მომავალი მოქალაქეების აზრის დასამუშავებლად - დაიმორჩილოს. თანამედროვე ეკონომიკაში ფული გადამწყვეტი „მართვის ბერკეტებია“.

43. პარაზიტული „დევნა“ კარლ მარქსის მიერ ღიად იქნა მხარდაჭერილი, რომელმაც აღიარა, რომ სოციალიზმის დამყარება კაპიტალიზმის დროს შექმნილი დოვლათის ხელში ჩაგდების გზით უნდა მომხდარიყო.

44. უცილობლად, ასეთი გადაწყვეტილების ერთ-ერთი აუცილებელი შემადგენელი ნაწილი ინტელექტუალებისა და სახელმწიფოს კავშირის გაწყვეტაა, ისეთი ინტელექტუალური და საგანმანათლებლო ცენტების შექმნის გზით, რომლებიც სახელმწიფოს ძალაუფლებისგან დამოუკიდებელი იქნება. ქრისტოფერ დაუსონი აღნიშნავს, რომ „რენესანსისა და განმანათლებლობის მიერ გამოწვეული დიდი ინტელექტუალური ძვრები დამკვიდრებული უნივერსიტეტების მიღმა ან წინააღმდეგ იქნა მღწეული. ახალი იდეების აკადემია დამოუკიდებელი მფლობელების მიერ შეიქმნა“. იხილეთ ქრისტოფერ დავსონი, დასავლეთის განათლების კრიზისი (ნიუ-იორკი: შიდი და უარდი, 1961).