თავი I

I

თუ საზოგადოებრივ საქმეებში ღრმად ჩავიხედავთ, აღმოვაჩენთ, ერთ არსებით მოვლენას. კერძოდ იმას, რომ საზოგადოებასა და სახელმწიფოს შორის ძალაუფლების ყოვლისმომცველი გადანაწილება მიმდინარეობს. ცივილიზაციის მკვლევარის ყურადღების საგანს სწორედ ეს საკითხი წარმოადგენს. მისთვის მხოლოდ მეორადი და ზედაპირული მნიშვნელობა აქვს ისეთ მოვლენებს, „როგორიცაა ფასების დადგენა“.

„ხელფასების დაწესება“, „ინფლაცია“, „საბანკო პოლიტიკა“, „სოფლის მეურნეობის რეგულირება“, ისევე როგორც სახელმწიფო პოლიტიკის სხვა მსგავს თემებს, რომლებიც გაზეთების პუბლიცისტებისა და პოლიტიკოსების ყოველდღიური განხილვის საგანს წარმოადგენს.
 
ეს მოვლენები ყოველდღიური მნიშვნელობისაა, რის გამოც საზოგადოებრივ ყურადღებას მთლიანად იპყრობენ, თუმცა ყველა მათგანს ერთი და იგივე რამ აერთიანებს, ესაა სახელმწიფო ძალაუფლების ზრდა და, შესაბამისად, საზოგადოებრივი ძალაუფლების შემცირება.

 
სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ნათლად გააზრებული არ არის, მსგავსად იმისა, რომ სახელმწიფოს საკუთარი ფული არ გააჩნია, მას არც საკუთარი ძალაუფლება გააჩნია. მთელ ძალაუფლებას, რომელსაც ის ფლობს, მას საზოგადოება ანიჭებს, გარდა ამისა, რასაც ამა თუ იმ საბაბით, დრო და დრო, თავადვე მიიტაცებს ხოლმე; სახელმწიფოს მიერ ძალაუფლების მოპოვების სხვა არანაირი წყარო არ არსებობს. შესაბამისად, სახელმწიფოს ძალაუფლების ყოველი გაფართოება როგორც ნებაყოფილობითი, ისე ძალადობრივი საზოგადოების ძალაუფებას მნიშვნელოვნად კვეცს. სახელმწიფოს ძალაუფლების გაძლიერება, საზოგადოებრივი ძალაუფლების შესაბამისი და თითქმის თანაბარი შემცირების გარეშე, არასოდეს მომხდარა და შეუძლებლიცაა რომ მოხდეს.

 
უფრო მეტიც, გამოდის რომ სახელმწიფოს მიერ ძალაუფლების ნებისმიერი გამოყენება არა მხოლოდ ამცირებს იმავე მიმართულებით საზოგადოებრივ ძალისხმევას, არამედ ამავე დანიშნულებით საზოგადოებრივი ძალისხმევის გამოყენების სურვილსაც კი. ქალაქ ნიუ-იორკის მერმა გეინორმა ყველა გააოცა, როდესაც კორესპონდენტს, რომელიც პრეტენზიებს გამოთქვამდა პოლიციის არაეფექტური მუშაობის შესახებ, მიუთითა, რომ ნებისმიერ მოქალაქეს აქვს უფლება დააპატიმროს დამნაშავე და წარადგინოს სასამართლოს წინაშე. „ინგლისისა და ამერიკის შეერთებული შტატების კანონები“, განმატავდა ის, „ძალიან წინდახედულია იმ თვალსაზრისით, რომ პოლიციას არ ანიჭებს უფრო მეტ უფლებებს, ვიდრე ნებისმიერ მოქალაქეს“. არადა, სახელმწიფოს მიერ პოლიციის მეშვეობით ამ უფლების გამოყენება იმდენად მუდმივი იყო, რომ მოქალაქეები არათუ განწყობილნი არ იყვნენ მის გამოსაყენებლად, არამედ 10 ათასიდან ერთმაც კი არ იცოდა, რომ ეს უფლება ჰქონდა.

 
ამერიკის შეერთებულ შტატებში, უეცრად თავს დამტყდარ უბედურებებს აქამდე საზოგადოების ძალისხმევის მობილიზების საშუალებით უმკლავდებოდნენ. ფაქტობრივად, (ცალკეული ინსტიტუციონალური წარმონაქმნების გარდა, როგორებიცაა: მოხუცებულთა სახლი, ფსიქიკურად დაავადებულთა თავშესაფარი, ქალაქის საავადმყოფო და ღარიბთა თავშესაფარი) სიღარიბე, უმუშევრობა, „დეპრესია“ და სხვა მსგავსი სხვა უკეთურობები სახელმწიფოს არანაირად არ ეხებოდა, ისინი საზოგადოებრივი ძალისხმვის გამოყენებით წყდებოდა. თუმცა, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ბ-ნი რუზველტის მმართველობის დროს ხელისუფლებამ საკუთარ თავზე აიღო ეს მოვალეობა, როდესაც მან საჯაროდ წარადგინა ისტორიაში უმაგალითო მოძღვრება, რომლის მიხედვით სახელმწიფო ვალდებულია საკუთარი მოქალაქეები საარსებო საშუალებებით უზრუნველყოს. პოლიტიკის მკლევარებმა, რასაკვირველია ამაში მხოლოდ ეშმაკური წინადადება დაინახეს, რომლის მიზანი სახელმწიფო ძალაუფლების უსაზღვროდ გაზრდა იყო. თითქმის ასეთივე ქმედება, რასაც დიდი ხნის წინ, 1794 წელს, ამერიკის შეერთბული შტატების ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ჯეიმს მედისონმა უწოდა „ძველი ხრიკი, რომლითაც მთავრობა ყოველ შემთხვევას ძალაუფლების გაფართოების წყაროდ გარდაქმნის“. დრომ დაადასტურა, რომ იგი მართალი იყო. რუზველტისეული „ახალი მიგომის“ გავლენა სახელისუფლებო და საზოგადოებრივ ძალაუფლებას შორის წონასწორობის დარღვევაზე ისევე სრულიად ცხადია, როგორც გავრცელებული შეცდომის შედეგები, რომელიც აღარ უხმობს საზოგადოებრივ ძალისხმევას ამ პრობლემების მოსაგვარებლად.

 
საზოგადოებრივი ძალისხმევის გარდაქმნა სახელისუფლებო ძალაუფლებად, უმეტესწილად, სწორედ ამ გზით ხდება და თავის თავსაც ამ გზით ამკვიდრებს.1 როდესაც ჯონსთაუნის წყალდიდობა დაიწყო, საზოგადოებრივ ძალისხმევას დაუყოვნებლივ მოუხმეს და ის კანონიერად და გონივრულად იქნა გამოყენებული. ფულად გამოხატულებაში საზოგადოებრივი ძალისხმევის მასშტაბი იმდენად დიდი იყო, რომ როდესაც ყველაფერი მოწესრიგდა, დაახლოებით მილიონი დოლარის დანაზოგი დარჩა. ახლა რომ მგავსი კატასტროფა მოხდეს, საზოგადოებრივი ძალისხმევა არა მხოლოდ უძლური აღმოჩნდება იგივე მოქმედებისათვის, არამედ საერთო ინსტიქტის მიხედვით, პრობლემის გადაჭრას სახელმწიფოს მიანდობს. არა მხოლოდ საზოგადოებაა გადაგვარებული ამ ზომამდე, არამედ მასთან ერთად, ამ მიმართულებით მოქმედების სურვილიც კი საერთოდ გადაგვარებულია. მიიჩნევა, რომ თუკი სახელმწიფოს ასეთი საკითხები თავისი საქმიანობის საგნად აქვს გადაქცეული და ის საზოგადოებრივი საშუალებები აქვს მითვისებული, რომელიც მათ გადასაჭრელად არის საჭირო, მაშინ სახელმწიფომ თვითონვე უნდა მიხედოს მათ. ჩვენ შეგვიძლია ეს საყოველთაო გადაგვარება დაახლოებით შევაფასოთ ჩვენივე განწყობით, რომელიც მათხოვრის მოახლოებისას გვიჩნდება. წინათ, ჩვენ შეიძლება დავხმარებოდით კიდეც მას რაიმეთი, დღეს კი ჩვენ მას სახელმწიფო დახმარების უწყების ანაბარად ვტოვებთ. სახელმწიფომ მიმართა საზოგადოებას: შენ არ გაგაჩნია შესაბამისი ძალა, რომ საგანგებო შემთხვევებს გაუმკლავდე, ან ამას, ჩემი აზრით, უხეიროდ აკეთებ. ამიტომაც მე შენ ამის შესაძლებლობას ჩამოგართმევ და საკუთარი ნება-სურვილით გამოვიყენებ. ამდენად, როდესაც მათხოვარი გვთხოვს 25 ცენტს, ჩვენ ინსტიქტურად ვამბობთ, რომ სახელმწიფომ უკვე მიისაკუთრა 25 ცენტი ჩვენგან მის სასარგებლოდ და ამიტომაც მან სახელმწიფოს უნდა მიმართოს.

 
მსგავსი შედეგები მოსდევს მრეწველობასა და ვაჭრობაში სახელმწიფოს ნებისმიერ უშუალო ჩარევას. როდესაც სახელმწიფო ხელფასებისა და ფასების დაწესებაში ერევა ან კონკურენციის პირობებს ადგენს, სინამდვილეში მეწარმეს ეუბნება, რომ ის საზოგადოებრივ ძალაუფლებას არასწორად იყენებს და, შესაბამისად, სთავაზობს ამ ძალაუფლების მისთვის დათმობას და საკუთარი შეხედულებისამებრ გამოყენებას. მეწარმე კი ინსტიქტურად ანდობს სახელმწიფოს შედეგებზე ზრუნვას. ამის მარტივ დასაბუთებად მახსენდება საგანგებო დანიშნულების ქსოვილების ერთ-ერთი მწარმოებლის სიტყვები, როდესაც მან მითხრა, რომ წამგებიან ქარხანას 5 წლის განმავლობაში ინარჩუნებდა, რადგანაც ძნელბედობის ჟამს მუშების მიუსაფარად დატოვება არ უნდოდა. მაგრამ ახლა, როდესაც მას სახელმწიფო კარნახობს, თუ როგორ მართოს საკუთარი მეურნეობა, პასუხისმგებლობა სახელმწიფომ სიამოვნებით უნდა აიღოს.

 
საზოგადოებრივი ძალაუფლების სახელმწიფო ძალაუფლებად გადაქცევის პროცესი ყველაზე ნათლად, ალბათ, ისეთ შემთხვევებში ჩანს, რომლებშიც სახელმწიფოს ჩარევა უშუალოდ კონკურენტული ხასიათისაა. ბოლო ათწლეულების განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნებში სახელმწიფო ძალაუფლების გაძლიერება იმდენად სწრაფად მიმდინარეობს და იმდენად მრავალფეროვანია, რომ დღეს ჩვენ უკვე იმის მოწმე ვართ თუ როგორ გახდა სახელმწიფო ტელეგრაფისტი, ტელეფონისტი, რადისტი, იარაღის მწარმოებლი, რკინიგზის მშენებელი, მფლობელი და მეისრე, წვრილი მოვაჭრე, თამბაქოს და ნავმისადგომების მშენებელი, სახლების მშენებელი, მთავარი განმანათლებელი, გაზეთების მფლობელი, საკვების მწარმოებელი, სადაზღვეო დილერი და ა.შ. ეს სია საკმაოდ ვრცელია.2

 
სრულიად ნათელია, რომ კერძო მწარმოებლები შესუსტდებიან, შესაბამის დარგებში სახელმწიფო ჩარევის ზრდის შესაბამისად. საზოგადოებრივი ძალების სახელმწიფო ძალაუფლებასთან კონკურენცია ყოველთვის წამგებიანია, რადგან სახელმწიფოს შეუძლია კონკურენციის პირობების საკუთარ თავზე იმგვარად მორგება, რომ გამორიცხოს საზოგადოებრივი შესაძლებლობების სათანადო გამოყენება; სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მას შეუძლია საკუთარი თავისთვის მონოპოლიური უფლებების მინიჭება. ამის მაგალითი მრავლადაა. მათ შორის ჩვენთვის ყველაზე ნაცნობ საფოსტო გზავნილებზე სახელმწიფო მონოპოლიაა. სახელმწიფო დადგნილების საფუძველზე, ამ სახის საქმიანობიდან საზოგადოებრივი ძალისხმევა პროცესუალურად არის ჩამოშორებული, მიუხედაად იმისა, რომ მას ბევრად უფრო იაფად და უფრო უკეთესადაც შეეძლო მისი განხორციელება, ყოველ შემთხვევაში, ამ ქვეყანაში მაინც. სახელმწიფოს ინტერესების გატარების თვალსაზრისით, ამ მონოპოლიის დადებითი მხარეები მეტად თავისებურია. სავარაუდოდ, საფოსტო მომსახურების ასეთ მასშტაბურ და ყოვლისმომცველ მფარველობას, სახელმწიფო სამსახურის საჭიროებების სახელით ესოდენ დიდი როდენობის ხალხის დასაქმება, ქვეყნის ყველა გზაჯვარედინზე საკუთარი წარმომადგენლის ჩაყენებას, სხვა ვერავინ შეძლებდა. ის, რომ ხელისუფლების საყოფაცხოვრებო სამსახურის ხელმძღვანელი რეგულარულად ინიშნება ფოსტის მინისტრად, არავითარ შემთხვევაში არ არის უბრალო დამთხვევა.

 
ამდენად, სახელმწიფო ყოველ შემთხვევას საკუთარი ძალაუფლების გაფართოებისათვის იყენებს და ამას ყოველთვის საზოგადოებრივი ძალის ხარჯზე აკეთებს, რითაც ხალხს დამთმობ ხასიათს უვითარებს. იბადებიან ახალი თაობები, რომლებიც შეგუებულნი არიან, როგორც ამერიკული ლექსიკონები განმარტავენ, „მორგებულნი“ არიან სახელმწიფო ძალაუფლების ზრდას და ისინი ამ პროცესს ჩვეულებრივ მოვლენად აღიქვამენ. სახელმწიფოს ყველა ინსტიტუტი შეხმატკბილებულად ადასტურებს ამ ტენდენციებს. ისინი ერთიანდებიან იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ძალაუფლების თანმიმდევრულ სახელმწიფო ძალაუფლებად გარდაქმნა წარმოაჩინონ, არა როგორც მხოლოდ ჩვეულებრივი მოვლენა, არამედ როგორც საზოგადოების კეთილდღეობისათვის მეტად საჭირო და სასარგებლო რამ.

 
II

 
ამჟამად, ამერიკის შეერთებულ შტატებში, სახელმწიფო ძალაუფლების ზრდას სამი ძირითადი მაჩვენებელი წარმოაჩენს.

 
პირველი, ეს სახელმწიფო ძალაუფლების ცენტრალიზაციის დონის მაჩვენებელია. ყველაზე მცირე პოლიტიკური ერთეულების პრაქტიკულად ყველა სუვერენული უფლება-მოვალეობა, რომლებიც მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი და ანგარიშგასაწევია, უკვე ფედერალური ორგანოების მიერ არის შთანთქმული. ამგვარად, სახელმწიფო ძალაუფლება არა მხოლოდ ვაშინგტონშია კონცენტრირებული, არამედ მისი სადავეები იმდენადაა თავმოყრილი აღმასრულებელი ორგანოს პირველი პირის ხელში, რომ არებული წყობა ერთპიროვნული მმართველობის სახეს იძენს. ნომინალურად ეს რესპუბლიკური მმართველობაა, მაგრამ რეალურად - თვითმპყრობლობა. ეს საცნაური ანომალიაა, მაგრამ ერთობ სახასიათო დაბალი ინტელექტუალური მონაცემების მქონე ხალხისთვის. ერთპიროვნული მმართველობა აქ არ ხორციელდება იტალიის, რუსეთის ან გერმანიის მსგავსად, რადგანაც სახელმწიფო ჯერჯერობით ამას არ საჭიროებს. მეტიც, აქ ეს სრულებითაც არაა აუცილებელი, მაშინ როდესაც ხსენებულ ქვეყნებში ამის საჭირობა არსებობს. მაგრამ ერთპიროვნული მმართველობა ყოველთვის ერთპიროვნული მმართველობაა, მისი გამოყენების მასშტაბი კი, უშუალოდ, პოლიტიკური გონიერების საკითხია და მთლიანად ვითარებაზეა დამოკიდებული.

 
ეს წყობა დამყარდა ახლებური და უჩვეულო სახელმწიფო გადატრიალების საშუალებით, რომელიც მხოლოდ მდიდარ ქვეყანაშია შესაძლებელი. ის განხორციელდა არა ძალადობით, როგორც ნაპოლეონის შემთხვევაში, არა ტერორიზმით, როგორც მუსოლინის შემთხვევაში, არამედ მოსყიდვის საშუალებით. ამდენად, მას შეილება სახელმწიფო გადატრიალების ამერიკული სახესხვაობა ეწოდოს.3

 
ჩვნი ეროვნული საკანონმებლო ორგანო, საფრანგეთის 1851 წლის ეროვნული კრებისაგან განსხვავებით, იარაღის ძალით კი არ დაუმხიათ, არამედ საჯარო ფულადი სახსრების მართვიდან გამოდევნეს. 1934 წლის ნოემბრის არჩევნებში ნათლად გამოჩნდა, რომ სახელმწიფო გადატრიალების შედეგად ძალაუფლების თავმოყრა შემდეგი გზებით განხორციელდა: ყველაზე მცირე პოლიტიკური ერთეულების შესაბამისი უფლება-მოვალეობები აღმასრულებელი ორგანოს პირველი პირის პირადი მეთვალყურეობით შეიკვეცა.4

 
ეს არის ყველაზე გასაოცარი მოვლენა, რომლის მსგავსიც, შესაძლოა, არასოდეს ყოფილა; და მისი ხასიათი და შედეგები უდიდეს ყურადღებას იმსახურებს.

 
მეორე მაჩვენებელი ამჟამად განსაკუთრებით შესამჩნევი ბიუროკრატიული მიდგომების გავრცელების მასშტაბს ავლენს. ბოლო 2 წლის განმავლობაში ვაშინგტონში დაარსებული ახალი საბჭოების, ბიუროების და კომისიების რიცხვი, ამ საკითხის აქტუალობას ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს. ისინი დაახლოებით 90 000 ახალ თანამშრომელს ითვლიან, რომლებიც დამატებით არიან დანიშნულნი სახელმწიფო სექტორის გარედან და ამბობენ, რომ ვაშინგტონში მათი ერთიანი ფედერალური სახელფასო ფონდი თვეში 3 მლნ. დოლარს აჭარბებს.5

 
თუმცა ეს, შედარებით, უმნიშვნელო შემთხვევაა. ცენტრალიზებული ხელისუფლების ზეწოლა მთელი ძალით არის მიმართული შედარებით დაბალ რგოლებში დასაქმებული ყოველი ოფიციალური პირისა და ახალფეხადგმული პოლიტიკოსების ფედერალური ბიუროკრატიის დამთმობ და კორუმპირებულ აგენტად გადაქცევისაკენ. აქ საყურადღებო შედარება შეიძლება ფლავიუსების დინასტიის არსებობის ბოლო და მის შემდგომ პერიოდის რომის იმპერიასთან გაკეთდეს. ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებები და მოვალეობები, რომლებიც ადრე ძალიან მნიშვნელოვანი იყო პროვინციებში და, უფრო მეტიც, მუნიციპალიტეტებშიც კი, უფრო მეტად დათმობების, ვიდრე ჩახშობის შედეგად განიავდა. იმპერიული ბიუროკრატია, რომელსაც მე-2 საუკუნემდე შედარებით მოკრძალებული უფლებამოსილება ჰქონდა, სწრაფად იზრდებოდა და ადილობრივმა პოლიტიკოსებმა მასთან საერთო ენის გამონახვის უპირატესობები სწრაფად დაინახეს. რომში ჩასვლისას ისინი ქედს იხრიდნენ, როგორც ვაშინგტონში ჩასვლისას. ახლა გუბერნატორები, კონგრესმენობის კანდიდატები და მათი მსგავსნი იქცევიან. მათ თვალი მუდმივად რომზე ეჭირათ და მათი აზრი მუდმივად რომის გარშემო ტრიალებდა, რადგანაც აღიარებისა დაწინაურებისაკენ გზა რომზე გადოდა. გამოუსწორებელმა მლიქვნელობამ, როგორც პლუტარქე ამბობს, ისინი დაამსგავსა იპოქიონდრიით შეპყობილ ადამიანებს, რომელიც ექიმთან შეთანხმების გარეშე ჭამას ან აბაზანის მიღებასაც ვერ ბედავენ.

 
მესამე მაჩვენებელი სიღარიბისა და სიღატაკის მუდმივ პოლიტიკურ მოგებად გადაზრდის მასშტაბს ავლენს. 2 წლის წინ, ჩვენი ხლხის დიდი ნაწილი მძიმე მდგომარეობაში იყო. ეჭვგაერეშეა, რომ გარკვული თვალსაზრისით ეს უშუალოდ მათი ბრალი არ იყო. თუმცა ახლა ცხადია, რომ მათი შემთხვევის განხილვისას, როგორც ხალხის, ასევე პოლიტიკოსების აზრით, დამსახურებულად ღარიბებსა და დაუმსახურებლად ღარიბებს შორის გამყოფი ხაზი მკვეთრად გავლებული არ იყო. იმ პერიოდში ხალხის განწყობა ამაღლებული იყო და გაბატონებული უმწეობა ფარული სულიერი მღელვარებით იყო შეფასებული, როგორც იმის დასაბუთება, რომ ზოგადად საზოგადოება მოექცა თავის მსხვერპლთ ცუდად და არავინ მიიღო ყოველივე, როგორც ბუნებრივი სასჯელი სიხარბის, უგუნურების ან რეალური შეცდომების გამო, რაშიც სიმართლე უფრო იყო. საზოგადოებისაგან სახელმწიფოს მიერ ძალაუფლების მითვისების დასაჩქარებლად, სახელმწიფო ინსტიქტურად იყენებდა ყოველ შემთხვევას, საკუთარი ძალაუფლების გაფართოების წყაროდ და სწრაფად მოქმედებდა ამ მდგომარეობის უპირატესობის გამოსაყენებლად. ეს ყველაფერი საჭირო იყო იმისთვის, რომ აღნიშნული წარუმატებლობები ფასდაუდებელ პოლიტიკურ ბერკეტად გადაექცია და მოეხდინა იმ პოლიტიკური მოძღვრების განცხადება, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ვალდებულებას იღებს ყოველი მოქალაქე საყოფაცხოვრებო პირობებით უზრუნველყოს; რაც შესაბამისად, მიღწეულ იქნა კიდეც. ამან დაუყოვნებლივ წარმოშვა საარჩევნო ხმის უფლების მქონე და სახელწიფოს კმაყოფაზე მყოფი ადამიანების უზარმაზარი მასა - საზოგადოების ხარჯზე სახელმწიფო ძალაუფლების გაძლიერების უმნიშვნელოვანესი წყარო.6

 
III

 
იქმნება შთაბეჭდილება, რომ სახელმწიფო ძალაუფლების გაძლიერება, რომელიც 1932 წლიდან მიმინარეობს, პირობითი და დროებითია; ხოლო საზოგადოებრივი ენერგიის შესაბამისი გამოფიტვა, საგანგებო შემთხვევის გამო, ვალის გაღებას ჰგავს და ამდენად არ ღირს ამ ფაქტის ასე გამოწვლილვით განხილვა. მაგრამ არსებობს ყველა წინაპირობა, რომ ეს აზრი საფუძველს მოკლებულია. ეჭვგარეშეა, რომ ამჟამინდელი რეჟიმი ამა თუ იმ სახით შეიცვლება. მართლაც, ეს ასეც უნდა მოხდეს, რადგანაც ამას თავად ხელისუფლების თავმოყრის პროცესი მოითხოვს. მაგრამ, მართლაცდა, მნიშვნელოვანი ცვლილებების მოლოდინი, ისტორიულ მაგალითებს მოკლებულია, ის ერთობ უპრეცედენტო იქნება და ამდენად, როგორც ჩანს, ნაკლებად სავარაუდოა. მნიშვნელოვან ცვლილებაში მე სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის ძალაუფლების ჭეშმარიტ განაწილებას ვგულისხმობ.

 
მოვლენათა ბუნებიდან გმომდინარე, არ არსებობს რაიმე მიზეზი, რის გამოც ასეთი ცვლილება უნდა განხორციელდეს და არსებობს ყველა მიზეზი იმისათვის, რომ ის არ განხორციელდეს. ჩვენ ვნახავთ სხვადასხვანაირ თვალსაჩინო ურთიერთდათმობებს საზოგადოებასა და სახელმწიფოს შორის, მაგრამ სულიად დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ არც ერთი მათგანი სახელმწიფო ძალაუფლების არსებითი შემცირებისკენ არ იქნება მიმართული.

 
მაგალითად, ეჭვგარეშეა, რომ ჩვენ მალე ვიხილავთ ღარიბ-ღატაკთა სახელით მოქმედ პოლიტიკურად ორგანიზებულ მძლავრ გავლენიან ჯგუფებს, რომლებიც პირდაპირის ნაცვლად, არაპირდაპირ მიიღებენ ანაზღაურებას, რადგან მასების დაუდევარ მიდრეკილებას საკუთარი საგანძურის ძარცვისადმი სახელმწიფო დიდხანს ვერ წაუყრუებს. პირდაპირი სუბსიდირების მეთოდი, ანუ უშუალოდ ანგარიშსწორება, აუცილებლად არაპირდაპირ მეთოდს გაუხსნის გზას, რომელიც „საყოფაცხოვრებო კანონმდებლობის“ სახელით მოიხსენიება; ანუ იმას, რაც სახელმწიფო პენსიების, დაზღვევის და სხვადასხვა კომპენსაციების რთულ ერთობლიობას გულისხმობს. ეს არის მოჩვენებითი დათმობა, რომელიც აუცილებლად ჭეშმარიტ დათმობად გამოცხადდება და ეჭვგარეშეა, რომ სწორედ ასე იქნება აღიარებული. მაგრამ არის კი ეს დათმობა? მართლაც ამცირებს ის სახელმწიფო ძალაუფლებას და ზრდის საზოგადოებრივს? აშკარაა, რომ შედეგი სრულიად საპირისპიროა. ის მიდრეკილია სახელმწიფო ძალაუფლების უშუალოდ ამ ნაწილის საფუძვლიანი შეკავშირებისაკნ და გზას უხსნის მის განსაზღვულ გაფართოებას, „ახალი მიდგომებისა“ და სახელ მწიფოს მიერ ე.წ. „საყოფაცხოვრებო კანონების“ მუდმივი გამოგონებთ, რაც ძალიან იოლი საქმიანობაა. შესაძლოა ვინმემ დაკვირვების შედეგად დაამატოს, რომ თუკი მზარდი საყოფაცხოვრებო კანონმდებლობის გავლენა სახელმწიფო ძალაუფლების ჯამურ ერთობლიობაზე არახელსაყელი, ან თუნდაც ნულის ტოლი იქნებოდა, პრინცი დე ბისმარკი და ბრიტანელი ლიბერალი პოლიტიკოსები, 40 წლის წინ რაიმე მსგავსსაც კი ძნელად თუ გამოიყენებდნენ.

 
ამდენად, როდესაც ცივილიზაციის მკვლევარს შანსი ეძლევა დააკვირდეს ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ან სხვა ნებისმიერ მოჩვენებით დათმობას, რომელიმე საკითხის მიმართ,8 იგი შეიძლება დაკმაყოფილდეს ერთი შეკითხვის დასმით - რა გავლენა აქვს ამას სახელმწიფო ძალაუფლების ჯამურ ერთობლიობაზე? პასუხი, რომელსაც ის ამ შეკითხვას თავადვე გასცემს, მას მკაფიოდ აჩენებს დათმობა ნამდვილია თუ მოჩვენებითი და ეს ზუსტად ის არის, რისი ცოდნაც მას სურს.

 
ამავე საკითხთან მიმართებაში, არსებობს ასევე მოსაზრება, რომლის მიხედვით, თუკი საგრძნობი დათმობები თავისთავად არ განხორციელდება, მათი გამოწვევა ერთ-ერთი პარტიისათვის ხმის მიცემის და სხვა პარტიის ჩაგდების საშუალებით შეიძლება. ეს იდეა ემყარება გარკვეულ ჰიპნოზებს, რომელიც, როგორც გმოცდილება გვიჩვენებს, საფუძველს მოკლებულია. პირველი ჰიპოთეზა მდგომარეობს იმაში, რომ კენჭისყრის ძალით, როგორც ამას რესპუბლიკური პოლიტიკური თეორია ასაბუთებს, ამომრჩევლებს შეუძლიათ ამ საკითხებზე გავლენა იქონიონ. მაგრამ აშკარა და ცნობილი ფაქტია, რომ ეს სიმართლისგან ძალიან შორსაა. რესპუბლიკური წყობილება სინამდვილეში იმპერიულ წესს ემყარება, რომელშიც პროფესიონალი პოლიტიკოსები პრეტორეანული დაცვის ადგილს იჭერენ. ისინი დრო და დრო იკრიბებიან, იღებენ გადაწყვეტილებებს იმაზე თუ რა და როგორ შეიძლება, რომ „აქედან მიიღონ“ და „ვინ არის ამის გამკეთებელი; ხოლო ამომრჩეველი, ხმის მიცემისას მათ მითითეთებს ითვალისწინებს. ამ პირობებში ადვილია სახელმწიფო ძალაუფლების დათმობების სასურველი შთბეჭდილება შექმნა, არსებითი საფუძვლის გარეშე. ჩვენი ისტორია გამოყენებითი პოლიტიკის ამაზე ბევრად უფრო რთული პრობლემების ძალიან იოლად გადაჭრის უამრავ მაგალითს გვაჩვენებს. ვარაუდებში, რომლებიც ითვალისწინებენ „პოლიტიკური ქმედების“ რწმენას, იგულისხმება ვარაუდი, რომ სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესები თანხვედრია, ყოველ შემთხვევაში თეორიულ დონეზე მაინც. არადა, ისინი საწინააღმდეგო ხასიათისაა და პრაქტიკაში ის წინააღმდეგობრიობა იმდენად მრავალ შემთხვევაში ვლინდება, რამდენადაც გარემოებები ამის საშუალბას იძლევა.

 
თუმცა, ამ ეტაპზე, საკითხებში ღრმად ჩახედვის გარეშე, ალბათ საკმარისია შევნიშნოთ, რომ ჭეშმარიტად ერთპიროვნული მმართველობა, უზარმაზარი და თან მზარდი ბიუროკრატიის და სახელმწიფოს კმაყოფაზე მცხოვრები ხმის უფლების მქონე ადამიანების უდიდესი მასის მართვა სხვადასხვა ელფერის პოლიტიკოსებისთისაც მისაღებია. როგორც ჩანს, ეს საკითხები საარჩენო თვალსაზრისით ისევე აინტერესებს რესპუბლიკელს, როგორც დემოკრატს, კომუნისტს, ფერმერ-ლეიბორისტს, სოციალისტს, ან სხვა ნებისმიერ პოლიტიკოსს. ეს თვალნათლივ გამოჩნდა 1934 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს, იმ პოლიტიკოსების მიდგომიდან, რომლებიც წარმოადგენენ ოპოზიციურ პარტიებს. ამჟამად, ეს კიდევ უფრო კარგად იმ სიჩქარეში ვლინდება, რომელსაც ლიდერები მათი პარტიების, როგორც ისინი უწოდებენ, „რეორგანიზაციის“ მიმართ იჩენენ. ადამიანი შეიძლება არ აქცვდეს ყურადღებას მათ სიტყვებს, მაგრამ მათი ქმედებები უბრალოდ გულისხმობს, რომ სახელმწიფო ძალუფლების ზრდა კვლავ გრძელდება და რომ ისინი აცნობიერებენ ამას. ამასთან, რადგან ასეთი ვითარებაა შექმნილი, ისინი ემზადბიან, რაც შეიძლება ხლსაყრელად წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები ზედამხეველობისა და მართვის უნარიანობის თვალსაზრისით. სულ ეს არის ის, რასაც რესპუბლიკური პარტიის „რეორგანიზაცია“ გულისხმობს და ყველაფრი ის, რაც მასშია ჩაფიქრებული. თავისთავად, ეს სავსებით საკმარისია იმის წარმოსაჩენად, რომ პარტიული ადმინისტრაციის საშუალებით რეჟიმის მნიშვნელოვანი ცვლილების ნებისმიერი მოლოდინი თავის მოტყუებაა. პირიქით, ნათელია, რომ პარტიული კონკურენცია ნებისმიერ შემთხვევაში უკვე დამკვიდრებულ სახეს შეინარჩუნებს: ეს იქნება შეჯიბრი კიდევ უფრო მეტად სრულყოფილი ზედამხედველობისა და ყოვლისმომცველი მმართველობის დაწესებისთვის, რაც ბუნებრივად გამოიწვევს უფრო მეტ ცენტრალიზაციას, ბიუროკრატიული მიდგომების კიდევ უფრო მეტად გავრცლებას და სახელმწიფო კმაყოფაზე მყოფი ამომრჩევლების მიმართ უფრო მეტ დათმობებს. მოვლენათა ასეთი განვითარება მკაცრად ასახავს ისტორიულ კანონზომიერებას, ამავდროულად მოსალოდნელია, რომ ბუნებრივ კანონზომიერბადაც იქნეს აღქმული, რაც სინამდვილეში არის კიდეც.

 
სწორედ აქედან მომდინარეობს, რომ კოლექტივისტების მიზანი ამ ქვეყანაში ალბათ მიღწეული იქნება და ეს მიზანი არის საზოგადოებრივი ძალისხმევის სრული ჩახშობა, სახელმწიფოს მიერ მისი სრული შთანთქმის შედეგად. მათი მოძღვრების საფუძვლები გასული საუკუნის იდეალისტი ფილოსოფოსების ვითომდა რელიგიური ლოცვა-კურთხევით იყო ჩამოყალიბებული და დანერგილი იმ ადამიანებს შორის, რომლებიც ამ მოძღვრებას აღიარებენ, როგორც სიტყვით ისე ქმედებით ის ვლინდება გამოთქმებში, რომელიც თითქმის იდეალისტი ფილოსოფოსების გამონათქვამების მსგავსია. ამდენად, მაგალითად, როდესაც ჰიტლერი ამბობს, რომ „სახელმწიფოეზე დომინირებს, ვინაიდან ერს მხოლოდ ის წარმოადგენს“, ამით ის გაცილებით გასაგები ენით იმეორებს ჰეგელის გამონათქვამს: „სახელმწიფო არის ზოგადი სუბსტანცია, სადაც ინდივიდები სხვა არაფერია თუ არა უბრალო შემთხვევითობა“. ან როდესაც მუსოლინი ამბობს „ყველაფერი სახელმწიფოსთვის, არაფერი სხელმწიფოს გარეშე, არაფერი სხელმწიფოს წინააღმდეგ“, ის, უბრალოდ, გამარტიებულად გადმოსცემს ფიხტეს შეხედულებას: „სახელმწიფო არის უზენაესი ძალა, უმაღლესი ინსტანცია, რომელიც აპელაციას არ ექვემდებარება და აბსოლუტურად დამოუკიდებელია“.

 
ალბათ, უადგილო არ იქნება თუკი შევნიშნავთ, რომ კოლექტივიზმის სხვადასხვა შემორჩენილი ფორმა ძირითადად ერთმანეთის მსგავსია. ფაშიზმს, ბოლშევიზმსა და ჰიტლერიზმს შორის არსებული ზედაპირული განსხვავებები ჟურნალისტების და პუბლიცისტების ყურადღების საგანია. გულმოდგინე მკვლევარი9 კი მათი ერთი საფუძვლის მქონე შეხდულებებს ხედავს, რომლებიც საზოგადოებრივი ძალაუფლების სახელმწიფო ძალაუფლებად სრულ გარდაქმნას გულისხმობენ. როდესაც ჰიტლერი დ მუსოლინი, ამ პროცესის დასჩქარებლად გაუფასურებულ და გაყალბებულ მისტიციზმს იყენებენ, მკვლევარი მაშივე ძველი ნაცნობის, ჰეგელის თვალსაზრისს იხსენებს: „სახელმწიფო დედამიწაზე ღვთიურ იდეას განასახიერებს“ და ის მართალიც იქნება. ჟურნალისტს და მგრძნობიარე მოგზაურს შეუძლია დასკვნები „ბოლშევიზმის ახალი რელიგიიდან“ საკუთარი სურვილის მიხედვით გამოიტნოს; მკვლევარი კი კმაყოფილდება იმით, რომ ნათლად აღნიშნავს იმ პროცესის ნამდვილ ბუნებას, რომლის დანერგვა სახელისუფლებო მითითებებით ხდება.

 
IV

 
ეს პროცესი, ანუ საზოგადოებრივი ძალაუფლების სახელმწიფო ძალაუფლებად გარდაქმნა, ამერიკის შეეთებულ შტატებში იმ მასშტაბით არ განხორიელებულა, როგორც სხვაგან; მაგალითად, რუსეთში, იტალიაში ან გერმანიში. თუმცა ორი რამ უნდა შევნიშნოთ. პირველი, ის დიდი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა და მისი განხორციელების ტემპი ბოლო ხანებში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამ ქვეყანაში მისი განხორციელების განსხვავება, სხვა ქვეყნებთან შედარებით, მის არასანახაობით ხასიათში იდო. 1823 წ. ბ-ნი ჯეფერსონი წერდა, რომ არ არსებობს საფრთხე, რომლისაც მას ისევე ეშინია, როგორც „მთავრობის ცენტრალიზაციის, უმაღლესი სასამართლოს უხმაურო საშუალბებით“. ეს სიტყვები ახასიათებს სახელმწიფოს გაფართოებისკენ გადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯს. ყველა მათგანი იყო უხმაურო და ამდენად, მეტისმეტად დატვირთულ, უყურადღებო და არაცნობისმოყვარე ხალხში განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევდა. 1932 წლის სახელმწიფო გადატრიალებაც კი უხმაუროდ და განგაშის გარეშე მოხდა.. რუსეთში იტალიაში, გერმანიაში სახელმწიფო გადატრიალება ძალისმიერი და სანახაობითი იყო, რაც ბუნებრივიცაა. მაგრამ ამერიკის შეერთებულ შტატებში ასე არ მომხდარა. სახელმწიფოს მიერ საყოველთაობის ნიღბით გამართული უშინაარსო მასხარაობა და უმიზნო აურზაური იმდენად არასანახაობრივად წარიმართა, რომ მისი ნამდვილი ბუნება შეუმჩნეველი დარჩა და გააზრებული ჯერაც კი არ არის. უფო მეტიც, მომავალი ხელისუფლების შეკავშირების ხერხიც ასევე უხმაურო და შეუმჩნეველი იყო. ეს, უბრალოდ, იყო პროზაული და უსახური „საბაზრო ვაჭრობა“, რომელსაც ხანგრძლივმა და ერთფეროვანმა პოლიტიკურმა გამოცდილებამ მიგვაჩვია. უფრო ღარიბი და მომჭირნე ქვეყნიდან ჩამოსულ სტუმარს, ბ-ნი ფარლის მოქმედება 1934 წლის ადგილობრივი საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას, შესაძლოა, შთამბეჭდავ სანახაობადაც კი ჩაეთვალა, თუმცა ჩვენზე ამგვარი შთაბჭდილება არ მოუხდენია. ყოველივე ჩვენთვის იმდენად ნაცნობი და ჩვულებრივი იყო, რომ უბრალო შენიშვნაც კი არავის დასცდენია. უფრო მეტიც, პოლიტიკური ჩვევა გვიბიძგბდა, რომ ნებისმიერი არაკეთილგანწყობილი შენიშვნა, რომელსაც მოვისმენდით, პარტიული ან ფულადი (ან ორივე ერთად) გამორჩენის სურვილისთვის მიგვეწერა. ჩვენ ამას განვიხილავთ, როგორც სწორხზოვანი ადამიანების ღვარძლიან განმაჩენს და რა თქმა უნდა, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ამ აზრის ჩამოყალიბებისათვის ხელი შეეწყო.

 
მეორე საკითხი, რაც უნდა აღინიშნოს არის ის, რომ გარკვეული გამონათქვამები, სიტყვათა ზოგიერთი წყობა წარმოადგენს დაბრკოლებას, რათა აღვიქვათ საზოგადოებრივი ძალაუფლების გარდაქმნა სახელმწიფო ძალაუფლებად რამდენად შორს წავიდა. გამონათქვამებისა და სახელწოდებების ზეწოლით მახინჯდბა ჩვენი საკუთარი წარმოდგენები დათმობებისა და თანხმობის მნიშვნელობაზე. ჩვენ შევეჩვიეთ გარკვეული პოეტური ვედრების განმეორებას, და თუ ის რიტმული იქნება, ჩვენ გულგრილი ვიქნებით მათში სიმართლისა და მოვლენისადმი გამოვლენილი დამოკიდებულების მიმართ, ჰიტლერისა და მუსოლინის მიერ სახელმწიფოს შესახებ ჰეგელის მოძღვრების ხელახალი გაჟღერება, ჩვენთვის აშკარად შეურაცხმყოფელია და ერთმანეთს ვულოცავთ, რომ თავისუფლები ვართ „დიქტატორის ტირანიის უღლისგან“. ვერც ერთი ამერიკელი პოლიტიკოსი ვერ იოცნებებდა, რომ ჩვენი ერთგვაროვანი ვედრება რაიმე ამდაგვარით შეეწყვიტა. მაგალითად, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ გაოგნება, რომელსაც გამოიწვევდა ბ-ნი რუზველტის საჯარო განცხადება: „სახელმწიფო მოიცავს ყველაფერს და არაფერს აქვს ფასი სახელმწიფოს გარეშე. სახელმწიფო ქმნის სამართალს“. თუმცა ამერიკელი პოლიტიკოსი, თუკი ის ამ მოძღვრებას სხვა სიტყვებით ჩამოაყალიბებს, შეძლებს ყოველგვარი წინააღმდეგობებისა და ზედმეტი შეკითხვების გარეშე კიდევ უფრო შორს წავიდეს ვიდრე მუსოლინი. დავუშცვათ, რომ ბ-ნ რუზველტს უნდა დაეცვა საკუთარი რეჟიმი ჰეგელის გამონათქვამების საჯაროდ განმეორებით: „მხოლოდ სახელმწიფო უზრუნველყოფს სამართალს, რადგან ის ყველაზე ძლიერია“. ძნელად თუ ვინმე წარმოიდგენს, რომ ჩვენი საზოგადოება ამას მიიღებს გულისრევის გრეშე. და მაინც, რამდენად უცხოა ეს მოძღვრება სინამდვილეში ჩვენი სზოგადოებისათვის? ნათელია, რომ არც ისე უცხო.

 
საქმე ის არის, რომ თეორიისა და საზოგადოებრივი საქმეების დაკავშირების თვალსაზრისით, ამერიკელი ყველაზე ნაკლებად ფილოსოფიური არსებაა. საკუთარი საქციელის გონებრივი განსჯა მისთვის საშინლად აუტანელია. მას ურჩევნია გრძნობებს მიეცეს. ის გულგრილია მოვლენის არსის მიმართ, თუკი მას შეუძლია იმ გამონათქვამების გამეორება, რომლებსაც მას ჩასჩიჩინებდნენ და თუკი მას შეუძლია უსმინოს ბუნდოვან ვედრებას, მაშინ მას არავითარი შეუსაბამობა არ შეაწუხებს. ის ამ შეუსაბამობას არც კი გააცნობიერებს.

 
ყველაზე უნარიანი და გამჭრიახი დამკვირვებელი, იმ მრავალთა შორის, რომლებიც გასული საუკუნის დასაწყისში ევროპიდან ჩვენს შესასწავლად ჩამოვიდნენ, იყო პიროვნება, რომელიც რაღაც მიზეზის გამო მივიწყებული იქნა, მიუხედავად იმისა, რომ განსაკუთრებით ამჟამინდელ ვითარებაში ის უფრო ფასეულია ჩვენთვის, ვიდრე დე ტოკვილი, ბრისი, ტროლოპისი და შატობრიანი ერთად აღებული. ეს იყო ცნობილი პოლიტეკონომისტი მიშელ შევალიე. პროფესორი ჩინარდი, თავის საუკეთესო ბიოგრაფიულ ნაშრომში ჯონ ადამსის შესახებ, ყურადღებას ამახვილებს შევალიეს დაკვირვებაზე, რომ ამერიკელ ხალხს „მწყობრით მიმავალი ჯარის საბრძოლო სულისკვეთება აქვს“. ამ გამონათქვამის შინაარსზე, რაც უფრო მეტდ დავფიქრდებით, მით უფრო ნათლად დავინახავთ, თუ რამდენად შორსაა ასეთი ხედვა იმისგან, რასაც ჩვენი პუბლიცისტები „ამერიკულ ფსიქოლოგიას“ უწოდებენ. არადა, ის ზუსტად აღწერს თავისებურებას, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ.

 
მწყობრით მიმავალ ჯარს არანაირი ფილოსოფია არ გააჩნია. ის საკუთარ თავს განიხილავს, როგორც დროებით ქმნილებას. ის საკუთარ საქციელს გონებით არ განსჯის, დაუყოვნებელი შედეგის მქონე შემთხვევების გარდა. როგორც ტენისონმა შენიშნა, ასეთი მოქმედების წინააღმდეგ საკმაოდ მკაცრი ოფიციალური აზრიც კი არსებობს: „მათ არც კი აქვთ გაცნობიერებული თუ რატომ“. გრძნობებით ხელმძღვანელობა კი სულ სხვა საკითხია და რაც უფრო ხშირად გამოიყენება, მით უკეთესია. ის ფრთაშესხმულია ქცევის თვალშისაცემად საგანგებო წესებით, ერთობ საგულდაგულოდ შექმნილი ატრიბუტებით, როგორებიცაა დროშები, მუსიკა, უნიფორმა, დეკორაციები და მეგობრობის თავისებური სახესხვაობა, რომელიც წინდახედულად არის დანერგილი. თუმცა „საგანთა გონის“ მიმართ ნებისმიერ მიდგომაში, ანუ როგორც პლატონი ამბობს „საგანთა ჭეშმარიტი ბუნების დანახვის უნარსა და მონდომებაში, მწყობრად მიმავალი ჯარის გუნება-განწყობილება ერთობ წააგავს განვითარება შეფერხებულისას - ის ჯიუტი, გამოუსწორებელი და სავალალოდ მიამიტი რჩება.

 
ამერიკელთა წინა თაობებმა, როგორც მარტინ ჩაზელვიტმა აღნიშნა, აღნიშნული მიამიტობა გამორჩეულად დამახასიათებელ ღირსებად აღიარეს და ძალიან ამაყობდნენ, რომ ეს იყო სახასიათო ნიშანი რჩეული ხალხისა, რომელთაც ბედად ერგოთ თავიანთი შეუდარებელი მიღწევების ბრწყინვალებაში სამუდამოდ იცხოვრონ. ბაონმა ჯეფერსონ ბრიკმა, გენერალმა ჩოკმა და პატივცემულმა ელიაჰ პოგრამმა, თავიანთ თანამემამულეებში შესანიშნავად ჩანერგეს ის იდეა, რომ ფილოსოფია მთლიანად უსარგებლო რამ არის და საგანთა არსის კვლევა სისუსტის მაჩვენებელი და უადგილოა. შურიანმა და შესაძლოა გარყვნილმა ფრანგმა შეიძლება ის თქვას მწყობრით მიმავალი ჯარის საბრძოლო სულისკვეთებაზე, რაც მოესურვება, მაგრამ სიმართლე ის არის, რომ ასეთმა დამოკიდებულებამ მიგვიყვანა იქამდე, სადაც ახლა ვართ და მოგვცა შედეგი, რომელიც გვაქვს. დააკვირდით ათვისებულ კონტინეტს, შეხედეთ ჩვენს მრეწვლობასა და ვაჭრობას, ჩვენს რკინიგზებს, გაზეთებს, ფინანსურ კომპანიებს, სკოლებს, კოლეჯებს, რასაც გნებათ! თუკი ეს ყველაფერი გაკეთდა ფილოსოფიის გარეშე, თუ ჩვენ ამ შეუდარებელ სიდიადეს საგანთა არსის კვლევისადმი ყურადღების მიქცევის გარეშე მივაღწიეთ, ნუთუ ეს იმაზე არ მეტყველებს, რომ ფილოსოფია და თეორია, უბრალოდ, ილუზიაა და პრაქტიკული ადამიანების მიერ განხილვის ღირსიც არაა? მწყობრით მიმავალი ჯარის საბოლოო სულისკვეთება ჩვენთვის ერთობ მისაღებია, და ამით კიდეც ვამაყობთ.

 
დღევანდელი თაობა ასეთი დამაჯერებლობით არ საუბრობს, ის ფილოსოფიის მიმართ აგდებულ დამოკიდებულებას კიდევ უფრო ნაკლებად გამოხატავს; ზოგი საეჭვოდაც კი მიიჩნევს, იმ აზრს, რომ შესაძლოა, თანამედროვე პირობებში სულაც არ იყოს ზედმეტი საგანთა არსის კვლევა. ეს განსაკუთრებით სუვერენიტეტისა და მმართველობის თეორიას ეხება. სახელმწიფო საქმეების მდგომარეობამ ყველა ქვეყანაში, გნსაკუთრებით კი ჩვენს საკუთარში, განხილვის საგნად აქცია მიმდინარე პოლიტიკა, პოლიტიკოსების ხასიათი და განვითრების დონე, მთავრობის ამა თუ იმ ფორმისა ან მოქმედების სტილის შედარებითი ღირსებები. ეს ემსახურებოდა სახელმწიფოსადმი, როგორც თეორიული თვალსაზრისით აშკარად უცვლელი ბუნების ინსტიტუტისადმი, ყურადღების მიქცევის ამოცანას, მიუხედავად მისი ფორმებისა და მოქმედების ხასიათის მრავალგვარობისა. ეს გვაფიქრებინებს, რომ საკითხის კვლევა არ არის დაკავშირებული იმ ნიშან-თვისებების განხილვასთან, რომელიც განასხვავებს რესპუბლიკურ, ერთმმართველ, კონსტიტუციურ, კოლექტივისტურ, ჰიტლერულ, ბოლშევიკურ ან ნებისმიერი სახის სახელმწიფოს. ის თავად სახელმწიფოს არსთან არის დაკავშირებული.

 
V

 
საყურადღებო სირთულე ჩნდება იმ ინსტიტუტების ჭეშმარიტი ბუნების განსჯაში, რომელშიც ადამიანი და მისი წინაპრები დაიბადნენ. ადამიანი მათ იღებს, როგორც ბუნებრივ მოვლენას და მათთან მისადაგებას რეფლექსურად ახდენს. ადამიანი იშვიათად ფიქრობს ჰაერზე ვიდრე არ შენიშნავს რაიმე ხელსაყრელ თუ არახელსაყრელ ცვლილებას, მხოლოდ ამის შემდეგ დაფიქრდება მასზე საგანგებოდ; ის ფიქრობს არა უბრალოდ ჰაერზე, არამედ სუფთა ჰაერზე, მსუბუქ ჰაერზე ან მძიმე ჰაერზე. ასევეა გარკვეული საზოგადოებრივი ინსტიტუტების შემთხვევაშიც. ვიცით, რომ ისინი არსებობენ და მრავალგვარად ზემოქმედებენ ჩვენზე; მაგრამ არ ვკითხულობთ, როგორ გაჩნდნენ ან რა იყო მათი თავდაპირველი მნიშვნელობა ან სინამდვილეში რაში მდგომარეობს მათი უმთავრესი დანიშნულება. და მაშინაც კი, მათი გავლენა ჩვენზე იმდენად არაკეთილსასურველია, რომ მათ წინააღმდეგ ვჯანყდებით, ჩვენი თვალსაწიერი ვერ ცდება მათ მაგიერ იგივე ინსტიტუტების სახეშეცვლილი ნაირსახეობის დანერგვის განხილვას, ამდენად, კოლონიალური ამერიკა, რომელიც მონარქიული სახელმწიფოს მიერ იყო დაჩაგრული, რესპუბლიკურ სახელმწიფოს ქმნის; გერმანია რესპუბლიკურ სახელმწიფოს ჰიტლერული სახელმწიფოს სასარგებლოდ უარყოფს; რუსეთი თვითმპყრობელურ სახელმწიფოს კოლექტივისტურ სახელმწიფოზე ცვლის; იტალია კონსტიტუციურ სახელმწიფოს „ტოტალიტარული“ სახელმწიფოთი ანაცვლებს.

 
საყურადღებოა აღინიშნოს, რომ 1935 წელს, რიგითი ადამიანი სახელმწიფოს, როგორც მოვლენის, მიმართ ისეთივე გულგრილია, როგორც ვთქვათ, 1500 წელს ეკლესიის მიმართ იყო. სახელმწიფო მაშინ იყო ძალიან სუსტი ინსტიტუტი, ეკლესია კი - ძალიან ძლიერი. პიროვნება ისევე იბადებოდა ეკლესიაში, როგორც მისი წინაპრები თაობების მანძილზე, ზუსტდ ისეთივე ოფიციალურად დოკუმენტირებული ხერხით, როგორც ახლა სახელმწიფოში იბადება. ის ისევე იბეგრებოდა ეკლესიის სასარგებლოდ, როგორც ამჟამად სახელმწიფოს სასარგებლოდ. ნავარაუდევი იყო, რომ ის მიიღებდა ეკლესიის ოფიციალურ თეორიასა და მოძღვრებას, დაემორჩილებოდა მისეულ წესრიგს და, ზოგადად, გააკეთებდა ყველაფერს, რასაც მას ეკლესია უბრძანებდა; ისევ და ისევ ზუსტად იმდაგვარი მითითებებით, რომელსაც ახლა სახელმწიფო აწესებს. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, ეკლესია მას მნიშვნელოვნად შეავიწროებდა, როგორც ამას დღეს სახელმწიფო აწესებს. ამ ყველაფრის მიუხედავად, როგორც ჩანს, მაშინდელ „საეკლესიო მოქალაქეს“, დღევანდელი „სახელმწიფო მოქალაქის“ მსგავსად, აზრადაც არ მოსდიოდა, რომ გაერკვია თუ რა სახის ინსტიტუტი მოითხოვდა მის ერთგულებას. ის საკუთარ თვზე გავრცელებულ შეფასებას მორჩილად იღებდა; იღებდა ყველაფერს ისე, როგორც აწვდიდნენ უკვე დადგენილი ღირებულებებით. მაშინაც კი, როდესაც იგი 50 წლის გასვლის შემდეგ აჯნყდა, მან, უბრალოდ, ეკლესიის ერთი სახესხვაობა განსხვავებულით შეცვალა: კათოლიკური კალვინისტურით, ლუთერანულით, ცვინგლიანურით და კიდევ რითი არა. ისევე, როგორც თანამედროვე სახელწიფოს მოქალაქე, სახელმწიფოს ერთ სახესხვაობას მეორით ცვლის. „საეკლესიო მოქალაქე“ თავად ინსტიტუტის არსს არ იკვლევდა, და მას დღეს არც „სახელმწიფო მოქალაქე“ იკვლევს.

 
ამ ნაშრომში ჩემი მიზანი იყო დამესვა შეკითხვა იმის შესახებ, რომ საზოგადოებრივი ძალაუფლების დაკნინება, რომელსაც ყველგან ვაწყდებით, ხომ არ აღძრავს სურვილს ვიცოდეთ უფრო მეტი ვიდრე ვიცით, იმ ინსტიტუტის ძირითადი ბუნების შესახებ, რომელიც ძალაუფლების მისაკუთრებას ასე სწრაფად და ასეთი მოცულობით ახდენს.10 ერთ-ერთმა ჩვენმა მეგობარმა მოგვიანებით მითხრა, რომ თუ საყოფაცხოვრებო-კომუნალური მომსახურების კორპორაციები არ მოაწესრიგებენ გზებს, სახელმწიფო ჩამოართმევს მათ ამ საქმიანობას და თავად წარმართავს მას. ის საოცრად ამაღლებული სრულყოფილების გრძნობით საუბრობდა. ზუსტად ასევე ილაპარაკებდა, ვფიქრობდი ჩემთვის, მე-15 საუკუნის ბოლოს „საეკლესიო მოქალაქე“ ეკლესიის მხრიდან ზოგიერთ ყოფიერ საკითხში მოსალოდნელ ჩარევასთან დაკავშირებით; მაშინ გამიჩნდა სურვილი გამეგო, ხომ არ ჰქონდა მას რაიმე უფრო სრულყოფილი და გონივრული თეორია სახელმწიფოს შესახებ, ვიდრე მის პროტოტიპს ექნებოდა ეკლესიის შესახებ. გულწრფლად რომ ვთქვა, დარწმუნებული ვარ, არ ექნებოდა. მისი ფსევდო-კონცეფცია მეტწილად ეფუძნებოდა სახელმწიფოს გაუაზრებელ აღიარებას, საკუთარივე განსაზღვრებებით და შეფასებებით. და მან იმ მიგომით წარმოაჩინა, რომ საზრიანობით „სახელმწიფო მოქალაქეების“ უდიდესი უმრავლესობისგან არაფრით გამოირჩეოდა.

 
მეჩვენება, რომ საზოგადოებრივი ძალაუფლების შემცირებასთან ერთად, რომელიც განსაზღვრული სიჩქარით მიმდინარობს, „სახელმწიფო მოქალაქემ“ ყურადღებით უნდა შეისწავლოს იმ ინსტიტუტის ძირითადი ბუნება, რომელიც ამ პროცესს ახორციელებს. მან საკუთარ თავს უნდა ჰკითხოს, აქვს თუ არა რაიმე თეორია სახელმწიფოს შესახებ და თუ აქვს, შეუძლია თუ არა იყოს დარწმუნებული, რომ მას ისტორია ასაბუთებს. ამას იგი დაუყოვნებლივ ვერ შეძლებს, რადგან მას საფუძვლიანი შესწავლა სჭირდება. პირველ რიგში, მან უნდა იკითხოს როგორ წარმოიშვა სახელმწიფო და რატომ; როგორ მოხდა ეს და რა მიზანი ჰქონდა მას? ეს ძალიან მარტივი შეკითხვა ჩანს, მაგრამ ის პასუხს ასე მარტივად ვერ იპოვის. ამის შემდეგ, მან უნდა იკითხოს, ისტორია სახელმწიფოს ძირითად დანიშნულებად რას თვლის? შემდეგ, ფიქრობს თუ არა, რომ „სახელმწიფო“ და „მთავრობა“ერთმნიშნელოვნად სინონიმური მცნებებია? ის მათ ასეთ კონტექსტში იყენებს, მაგრამ არის ეს ასე? არსებობს რაიმე მუდმივი დამახასიათებელი ნიშნები, რომელიც სამთავრობო ინსტიტუტს სახელმწიფო ინსტიტუტისაგან განასხვავებს? ბოლოს კი, იტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე, მან უნდა გადაწყვიტოს, სახელმწიფო განიხილოს როგორც საზოგადოებრივი თუ ანტი-საზოგადოებრივი ინსტიტუტი?

 
ახლა უკვე საკმაოდ ნათელია, რომ თუკი 1500 წელს „სეკლესიო მოქალაქე“ ამგვარ ძირეულ კითხვებზე ჩაფიქრდებოდა, მისი ცივილიზაცია ბევრად უფრო ადვილი და მიმზიდველი გზით განვითარდებოდა. და დღევანდელი სახელმწიფოს მოქალაქისათვის მისი გამოცდილება, შესაძლოა, სასარგებლო აღმოჩენილიყო.

 
თავი II

 
I

 
ცივილიზაციის წარსულის კვლევა, პოლიტიკური წყობის ორ ძირეულად განსხვავებული სახესხვაობის არსებობას წარმოაჩენს. ეს განსხვავება არა ხარისხობრივი, არამედ უფრო თვისობრივია. ეს სულაც არ გულისხმობს, რომ ცივილიზაციის ერთი სახესხვაობა უფრო დაბალ დონეს შეესაბამება, მეორე კი უფრო მაღალს; თუმცა, როოგორც წესი ეს სწორედ ასეა მიღებული, მაგრამ შეცდომით კიდევ უფრო ნაკლები საფუძველი არსებობს, რომ ორვე სახესხვაობა ერთი და იმავე რიგის მოვლენის განშტოებებად განიხილებოდეს - საერთო სახელით „მთავრობა“ თუმცაღა, ისევ და ისევ, სულ ახლო წარსულშიც კი, სწორედ ასე ხდებოდა, რაც ყოველთვის იწვევდა დაბნეულობასა და გაუგებრობას.

 
ამ შეცდომის და მისი შედეგების კარგ მაგალითს თომას პეინი გვაწვდის. მისი პამფლეტის დასაწყისში, რომელსაც „საღი აზრი“ ეწოდება, პეინი ერთმანეთისაგან განახვავებს საზოგადოებასა და მთავრობას. თუკი საზოგადოების არსებობა ნებისმიერ სახელმწიფოში ღვთიური მადლია, მისი თქმით „მთავრობა, თუნდაც მისი საუკეთესო სახით, სხვა არაფერია თუ არა აუცილებელი ბოროტება; ხოლო ყველაზე უარეს შემთხვევაში, სავსებით აუტანელი რამ“ სხვა მონაკვეთში ის მთავრობაზე საუბრობს, როგორც „საშუალებაზე, რომლის საჭიროებაც განპირობებულია იმით, რომ ზნეობრივ ძალას არ შეუძლია მსოფლიოს მართვა“. შემდეგ ის ცდილობს წარმოაჩინოს თუ როგორ და რატომ შეიქმნა მთავში, სავსებით აუტანელი რამ“ სხვა მონაკვეთში ის მთავრობაზე საუბრობს, როგორც „საშუალებაზე, რომლის საჭიროებაც განპირობებულია იმით, რომ ზნეობრივ ძალას არ შეუძლია მსოფლიოს მართვა“. შემდეგ ის ცდილობს წარმოაჩინოს თუ როგორ და რატომ შეიქმნა მთავრობა. მისი წარმოშობის მიზეზი საზოგადოების საერთო აზრსა და შეთანხმებაში ძევს; „მთავრობის არსი და მიზანი“, ამბობს ის, არის „თავისუფლება და უსაფრთხოება“. გარეგანი დაკვირვებით, მთავრობა ხელსაწყოა, რომელიც საზოგადოების საერთო მოთხოვნილებების, პირველ რიგში თავისუფლებისათვის, და მეორე - უსაფრხოებისათვის გამოყენება. ის ამაზე უფრო შორს არ მიდის და პიროვნების ცხოვრებაში არა უშუალო, არამედ მხოლოდ არაპირდაპირ ჩარევას ითვალისწინებს, მისივე თავისუფლებისა და უსაფრთხოების დასაცავად. იქმნება შთაბეჭდილება, რომ პეინის შეხედულებით სამთვრობო კოდექსი ლეგენდარული მეფე პაუსოლისას უნდა ჰგავდეს, რომელმაც თავის ხალხს მხოლოდ ორი მოთხოვნა დაუწესა: პირველი იყო „არავის ავნო“, და მეორე - „შემდეგ მოიქეცი, როგორც ინებებ“; ხოლო მთავრობის მთელი საქმიანობა, მხოლოდ ამ კოდექსის დასაცავად უნდა იყოს მიმართული.

 
აქამდე პეინი თანმიმდევრულია, როგოც გულწრფელი. ამის შემდეგ, ის ბრიტანულ პოლიტიკურ წყობას თავს ისეთი მიდგომებით ესხმის, რომლებიც ლოგიკურად არადამაჯერებელია. ამის გამო უკმაყოფილება უადგილოა, რადგანაც ის წერდა, როგორც პამფლეტისტი და ყველამ იცის, რომ ამას განსაკუთრებული წარმატებით აკეთებდა. მიუხედავად იმისა, რომ საკითხის არსი მდგომარეობს იმაში, რომ როცა ის ბრიტანულ წყობაზე საუბობს, ის საუბრობს პოლიტიკური წყობის ისეთ სახესხვობაზე, რომელიც არსებითად განსხვავებულია იმისაგან, რომელიც მან ეს-ესაა აღწერა; განსხვავებულია წარმოშობით, მიზნებით, ძირითადი დანიშნულებითა და იმ ინტერესთა წყობით, რომელსაც ის ასახავს. ის არ შექმნილა საზოგადობის საერთო აზრითა და შეთანხმებით; ის დაპყრობისა და მითვისების გზით წარმოშვა.11

 
ბრიტანული პოლიტიკური წყობის მიზანი, რომელიც „თავისუფლებასა და უსაფრთხოებაზე“ ფიქრისგან მეტად შორს იყო, რაიმე მსგავსსაც კი არ ითვალისწინებდა. ის ძირითადად კლასის მიერ მეორის მუდმივ ეკონომიკურ ჩაგვრას განიხილავდა და დასშვებად თავისუფლებისა და უსაფრთხობის მხოლოდ ის დონე მიაჩნდა, რომელიც ამ ძირითად მიზანს შეესაბამებოდა; ის კი სინამდვილეში, ძალიან დაბალი იყო. არსებული წყაროების მთავარი დანიშნულება ან გამოყენება იყო არა სრული ჩაურევლობა პიროვნების ცხოვრებაში, იმ სახით, როგორც ამას პეინი აღწერდა, არამედ უხეში და უსასრულო პირდაპირი ჩარევა, რომელთაგან ყველა საზოგაოების მჩაგვრელ-მესაკუთრეთა და უპოვართა კლასებად დაყოფის შენარჩუნებას ემსახურებოდა. მასში ასახული ინტერესები არა საზოგადოებრივი, არამედ ერთთავად ანტი - საზოგადოებრივი იყო. ხოლო ისინი, ვინც ამ პოლიტიკურ წყობას ხელმძღვანელობდნენ, თუკი მათ ეთიკის სტანდარტებით განვსჯით, რომელიც კერძო პირების მიმართ გამოიყენება პროფესიონალი კრიმინალების კლასისაგან არაფრით გამოირჩევიან.

 
მაშასადამე, ნათელია, რომ ჩვენ გვაქვს პოლიტიკური წყობის ორი გამორჩეული სახესხვაობა, რომელიც მხედველობაში უნდა მივიღოთ. ასევე ნათელია, რომ როდესაც მათი წარმოშიბა განიხილბა, შეუძლებელია დადგენილი იქნეს, თუ რომელი რომლის გაუკუღმართებაა. ამდენად, როდესაც ორივე სახესხვაობას მოვიხსენიებთ, ისეთი სართო სახელწოდებიოთ, როგორიცაა „მთავრობა“, ჩვენ ლოგიკურ სირთულეებს ვაწყდებით. სირთულეებს, რომელთა შესახებ მტ-ნაკლებად ნათელი წარმოდგენა ამ თემაზე მომუშავე ყველა ატორს ჰქონდა, მაგრამ რომელთა გადაწყვეტა, ამ საუკუნის უკანასკნელ წლებამდე, არც ერთ მათგანს არ უცდია. მაგალითად, ბ-ნი ჯეფერსონი შენიშნავდა, რომ ინდიელთა მონადირე ტომებს, რომლებსც ადრეულ პერიოდში ხშირად ხვდებოდა, მაღალგანვითარებული და არაჩვეულებრივი საზოგადოებრივი წყობა ჰქონდათ, მიუხეავდ იმისა, რომ „მთავრობის გარეშე“ ცხოვობდნენ. ამ საკითხის განხილვისას, ის მადისონს წერდა, რომ „ეს არის პრობლემა, რომელიც ჩემთვის ბუნდოვანია, რადგან ეს მდგომარეობა არ არის საუკეთესო“, მაგრამ ეჭვს გამოთქვამდა, რომ ის შეუსაბამო იყო მოსახლეობის დიდი რაოდენობისათვის“ სკულკრაფტი შენიშნავდა, რომ ჩიპევას ტომს, მიუხედავად მაღალგანვითარებული საზოგადოებრივი წყობისა, მუდმივი „მთავრობა“ არ ჰყავთ; იმ დროს, როდესაც პერკმენი „პონტიაკის შეთქმულების“ წინასიტყვაობაში აღწერს იგივე მოვლენას, ის აშკარად გაოცებულია მისი უჩვეულობით.

 
პეინის თეორია მთავრობის შესახებ ბ-ნი ჯეფერსონის მიერ დამოუკიდებლობის დეკლარაციაში“ ჩამოყალიბებულ თეორიას ზუტად ემთხვევა. მოძღვრება ბუნებითი უფლებების შესახებ, რომელიც დკლარაციაში იგულისხმება, ასევე ვლინდება ე.წ. „საღ აზრში“.12 პეინის შეხედულება „მთავრობის არსისა და მიზნის“ შესახებ ზედმიწევნით გამოხატავს დეკლარაციის მიდგომას, რომ მთავრობები ადამიანების მიერ სწორედ ამ უფლებების განხორციელბის მიზნით არიან დაწესებულნი“. მეტიც, პიენის თვალსზარისი მთავრობის წარმოშობის შესახებ იმაში მდგომარეობს რომ „მისი ძალაუფლების ერთადერთი წყარო მართულთა თანხმობაა“ ამგვარად, თუ პეინის ან დამოუკიდებლობის დეკლარაციებს გამოვიყენებთ, სრულიად აშკარაა, რომ ვირჯინიელ ინდიელებს გარკვეული სახის მმართველობა გააჩნდათ. ბ-ნი ჯეფერსონის პირადი დაკვირვებებიც ამას ცხადყოფენ. მათი პოლიტიკური წყობა, რამდენადაც მარტივი არ უნდა ყოფილიყო, თავის დანიშნულებას ასრულებდა. მათი სამართლებრივი დაწესებულებები ინდივიდისთვის თავისუფლების და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საკმარისი იყო და უმკლავდებოდა ისეთ საზოგადოებრივ დანიშნულებებს, როგორებიცაა: თაღლითობა, ქურდობა შეურაცხყოფა, მრუშობა, მკვლელობა.

 
პერკმენის სკულკრაფტისა და სპენსერის მიერ აღწერილ სხვადასხვა ინდიელ ტომებზეც იგივე ითქმის, რასაკვირველია, თუკი თავისუფლების დეკლარაციის ენა რაიმეს ნიშნავს, ყველა ამ ხალხს მთავრობა გააჩნდა: ამასთან, ყველა ხსენებული ავტორი ცხადყოფს, რომ მთავრობები საკუთარი დანიშნულების შესრულბაში საკმაოდ ქმედითუნარიანნი იყვნენ.

 
ამდენად, როდესაც ბ-ნი ჯფერსონი ამბობს, რომ ინდიელები „მთავრობის გარეშე“ არსებობდნენ, ალბათ, მისთვის ცნობილი სახესხვაობის მთავრობის არარსებობას გულისხმობს. ხოლო, როდესაც სკულკრაფტი და სპნსერი „მუდმივ“ და „გამოკვთილ“ მთავრობაზე ლაპარაკობენ, მათი სიტყვებიც ამ მნიშვნელობით უნდა იქნას გაგებული.

 
მიუხედვად ყველაფრისა, მთავრობის ეს სახესხვაობა, ყოველთვის არსებობდა და კვლავაც არსებობს, და ზუსტად ეხმიანება როგორც პეინის, ისე დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიდგომებს. თუმცა, ეს ისეთი სახესხვაობაა,რომელზეც დაკირვების შანსი ჩვენს უმეტესობასაც იშვიათად ჰქონია. ეს მოვლენა არ შეიძლება რომ განუვითარებლობის დამახასიათბელ ნიშნად იყოს განხილული, რადგანაც ინსტიტუციონალური სიმარტივე არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს ჩამორჩენილობას და დაბალ დონეს. ისიცწარმატებით იქნება ნაჩვენები, რომ გარკვულწილად ასეთი ხელისუფლების მქონე ხალხი, ცივილური ხასიათის გამომუშავებაში შედარებით წინაც კი არის წასული. ამ საკითხთან დაკავშირებით ბ-ნი ჯეფერსონის, ისევ როგორც პერკმენის მოსაზრება ყურადღებას იმსახურებს, თუმცა, მმართველობის აღნიშნული სახესხვაობა, მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებლობის დეკლარაციაშიც კი არის ასახული, იმდენად ძირეულად განსხვავდება იმისგან, რაც ისტორიის განმავლობაში იყო და კვლავაც არის გაბატონებული მსოფლიოში, რომ მეტი სიცხადისათვის ორივე მათგანს სხვადასხვა სახელი უნდა ეწოდოს. არსობრივად ისინი იმდენად განსვავებულები არიან, რომ მათ შორის მკვეთრი ზღვრის გავლება, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომელიც საკუთარი უსაფთხობის მიზნით ცივილიზაციამ უნდა გადაწყვიტოს. ამდენად, ის რომ ერთს ეწოდოს მთავრობა და მეორეს უბრალოდ, სახელმწიფო, არავითარ შემთხვევაში არ არის არც შემთხვევითი და არც მეცნიერული ახირება.

 
II

 
არისტოტელე, რომელიც სახლმწიფოს ცნებას მთავრობის ცნებაში ურევდა, ფიქრობდა, რომ სახელმწიფო ოჯახების ბუნებრივი დაჯგუფების შედეგად წარმოიშვა. სხვა ბერძენმა ფილოსოფოსებმა, რომლებიც იგივე გაურკვევლობვის ქვეშ მოექცნენ, გარკვულწილად საფუძველი შეუქმნეს რუსოს, რომ სახელმწიფოს წარმოშობა საზოგადობის ბუნებით და პიროვნების გუნება-განწყობილებით აეხსნა; ამავე დროს, მათი მოწინააღმდეგე სკოლის თვალსაზრისმა, რომ პიროვნება ბუნებით ანტისაზოგადოებივი მიდრეკილებების მიმართ იძულებითი დათმობის შედეგი იყო. კიდევ ერთი შეხედულება ადამ სმიტის მოძღვრებიდან გამოსჭვივის დ სახელმწიფოს წარმოშობას გარკვეული პიროვნებების გართიანებას უკავშირებს, რომლებიც გამოირჩევიან თვალსაჩინო სამეურნეო ღირსებებით: მუყაითობით, გამჭრიახობით და მომჭირნეობით. იდელისტი ფილოსოფოსები, რომლებიც ამ საკითს კანტის ტრანსცენდენტალიზმს სხვადასხვაგვარად უსადაგებდნენ, კიდევ სხვა დსკვნამდე მივიდნენ. სწორედ ასე გამოაშკარავდა კიდევ ერთი თუ ორი განსხვავებული შეხედულება, რომლებიც ალბათ ჭეშმარიტებასთან უფრო ნაკლებად ახლოს იყვნენ, ვიდრე რომელიე ზემოთ ნახსენები მოსაზრება.

 
ყველა ამ მოსაზრებასთან დაკავშირებით ძირეული სირთულე ძევს არა მათ სავარაუდო ხასიათში, არამედ იმ საქმეში ჩაუხედავ დაკვირვებებში, რომლებსაც ისინი ეყრდნობიან. მათ ამ საკითხის ძირითადი სახასიათო ნიშანი აკლიათ. მაგალითად, როგორც ჯერ კიდევ ახლო წარულში, ყვლა შეხედულებას მალარიის შესახებ, აკლდა საკვანძო ცოდნა მისი გადამტანი კოღოს შესახებ, ან კიდევ, მოსაზრებებს შავი ჭირის შესახებ კლდა საკვანძო ცოდნა მისი გადამტანი პარაზიტი ვირთხის შესახებ. ისტორიული მეთოდის გამოყენება სახელმწიფოს საკითხის კვლევასთან დაკავშირებით მხოლოდ მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში დაიწყო.13

 
ეს მეთოდი საშუალებას იძლევა სახელმწიფოს, როგროც მოვლენის, შესახებ პირველი ისტორიულად დასაბუთებული წყაროების გამოჩენის დროიდან იქნეს შესწავლილი, მისთვის დამახიათებლი ნიშნებით და და სათანადო დასკვნებით. ადრეული ავტორების ნაშრომებში, ჯერ კიდევ სტრაბონიდან მოყოლებული, ეს მეთოდი იმდენად აშკარად გამოიყენებოდა, რომ გასაკვირია, ასე დიდხანს რატომ აღარ მიმართავდნენ მას. მაგრამ ყველა ასეთ შემთხვევაში ისევე, როგორც მალარიისა და ტიფის შემთხვევაში, როგორც კი სახასიათო ნიშნები ერთხელ მაინც დადგინდება, ყელაფერი იმდენად ცხადი ხდება, რომ ყოველთვის გაკვირვებას იწვვს, თუ რატომ იყო იგი ამდენი ხანი შეუმჩნეველი. სახლწიფოს შემთხვევაში, ალბათ საუკეთეო, რაც ადმიანს შეუძლია თქვას არის ის, რომ საჭირო იყო „დროების სულში“ ჩაწვდომა და უფრო სწრაფად ეს არ შეიძლებოდა, რომ მომხდარიყო.

 
ისტორიის ერთმნიშვნელოვანი დასკვნა არის ის, რომ სახელმწიფო მუდმივად დაპყრობისა და მიტაცების გზით წარმოიშობოდა. ისტორიისთვის ნაცნობი არც ერთი პრიმიტიული სახლმწიფოც კი არ წარმოშობილა სხვა გზით.14 დადასტურებულია, რომ ვერც ერთ პრიმიტიულ სახელმწიფოს ვერ ექნებოდა სხვა წარმომავლობა.15 მეტიც, სახელმწიფოს უცვლელი ნიშან-თისება ერთი კლასის მიერ მეორის ეკონომიკური ჩაგვრაა. ამ თვალსაზრისით, ყველა სახელმწიფო, რომელიც ისტორიისთვის არის ცნობილი კლასორივი სახელმწიფოა. მისი წარმოშობის თვალსაზრისით, ოპენჰეიმერი სახელმწიფოს ახასიათებს, როგორც ინსტიტუტს „რომელშიც დამპყობი ჯგუფი დამარცხებულ ჯგუფს იმ ძირითადი განზრახვით აერთიანებს, რომ სამუდამოდ უზრუნვლყოს გამარჯვებულთა ბატონობა დამარცხებულებზე და დაიცვას საკუთარი თავი შიდა აჯანყებისა და გარე თავდასხმებისგან. ამგვარი ბატონობის საბოლოო მიზანი ხვა არაფერია თუ არა გამარჯვებული ჯგუფის მიერ დამარცხებულთა ეკონომიკური ჩაგვრა.“

 
ამერიკელმა სახელმწიფო მოღვაწემ, ჯონ ჯეიმ, მთელი მოძღვრება დაპყრობების შესახებ წარმატებით გადმოსცა ერთ წინადადებაში: „ერები ზოგადად“ თქვა მან, „ყოველთვის გაეშურებიან საომრად, როდესაც ამაში რაიმე სახეიროს დალანდავნ“ ნებისმიერი ეკონომიკური დოვლათის ან ბუნებრივი წიაღისეულის მნიშვნელოვანი მარაგი, ეს არის ბიძგი დაპყობისაკენ. სარჩოს დახარბებული დამპყრობლების ხერხი მარტივი იყო: მთელი ავლა-დიდების მითვისება და ყოფილი მფლობელების განადგურება ან საკმარისად შორს განდევნა. თუმცა, მალე ყოფილი მფლობელების დამორჩილება და მათი სამუშაო ძალად გამოყენება, ზოგადად უფრო მომგებიანად ჩაითვალა და, შესაბამისად „მარტივი ხერხებიც“ დაიხვეწა. განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც ყოფილი მფლობელების დამორჩილება განუხორციელბელი ან არამომგებიანია, აღნიშნული „მარტივი ხერხები“ დროადრო და ახლა კი გამოიყენება, როგორც მაგალითად, ესპანელების მიერ სამხრეთ ამერიკაში ან ჩვენ მიერ ინდიელების წინააღმდეგ. მაგრამ ეს გამონაკლისი შემთხვევებია; დაპყრობის დახვწილი ხერხები იმთავითვე გამოიყნება და ყოვლთვის მათი პირველი გამოჩენა სახელმწიფოს წარმოქმნის მანიშნებელია. მოყავს რა მაგალითები რანკეს დაკვირვებებიდან ჰიკსოს ტომის მწყემსების დაპყრობითი ხერხების შესახებ, რომლებმაც დაახლოებით ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2000 წელს ეგვიპტის სახელმწიფო დააარსეს გამპლოვიცი შენიშნავს, რომ რანკეს სიტყვები კარგად აჯამებს კაცობრიობის პოლიტიკურ ისტორიას.

 
მართლაც, დაპყრობის ხერხები არასოდეს განსხვავდება.

 
„ჩვენ ყველგან ვხედავთ შეიარაღებული ადამიანების საბრძოლოდ შემართულ ჯგუფს, რომელიც შედარებით მშვიდობიანი ხალხის საზღვრებში იჭრება, იპყრობს მათ და აარსებს სახელმწიფოს, საკუთარი უზენაესი განმგებლობით. მესოპოტამიაში დარბევას დარბევა მოჰყვებოდა, სახელმწიფოს სახელმწიფო ცვლიდა: ბაბილონელები, ამორიტები, ასირიელები, არაბები, მიდიელები, სპარსელები, მაკდონელები, პართელები, მონგოლები, სელჯუკები, თათრები; ნილოსის დაბლობში - ჰიკსოსები, ნუბიელები, სპარსელები, ბერძნები რომაელები, არაბები, თურქები; საბერძნეთში დორიანული სახელმწიფოები განსაკუთრებულ მაგალითს წარმოდგენდნენ; იტალიაში - რომაელები, ოსტგოთები, ლომბარდიელები, ფრანკები, ბურგუნდიელები, ნორმადიელები; ბრიტანეთში - საქსონები, ნორმადიელები.“ ყველა მოცემულ შემთხვევაში, ჩვენ გვხვდება პოლიტიკური წყობა, რომელსაც ერთი და იგივე წარმომავლობა და მიზანი აქვს, კერძოდ: დამპყრობთა მიერ დამარცხებულთა ეკონომიკური დაქვემდებარება.

 
ანუ ყველგან, ერთი მნიშვნელოვანი გამონაკლისის გარდა, სადაც კი ეკონომიკური ბატონობა, რაიმე მიზეზის გამო, განუხორციელებელი ან არამომგებიანი იყო, სახელმწიფო არასოდეს ჩამოყალიბებულა. მთავრობა კი არსებობდა, მაგრამ სახელმწიფო - არასოდეს. მაგალითად, ამერიკელ მონადირე ტომებს, რომელთა წყობა ასე აბნევს ჩვენს მიერ ხსენებულ დამკვირვებლებს, არასოდეს შეუქმნათ სახელმწიფო, რადგანაც არ არსებობს გზა რომლის საშუალბითაც მონადირეებს ეკონომიკურად დამოუკიდებელს გახდი და შენთვის ნადირობას აიძულებ.16 რასაკვირველია, დაპყრობა და მიტაცება შესაძლბელი იყო, მაგრამ მას არავითარი ეკონომიკური მოგება არ ახლდა, რადგანაც მითვისების გზით მოძალადეთა ქონებას ძალიან ცოტა რამ თუ დაემატებოდა; ყველაზე მტი, რაც შეიძლებოდა, რომ ამას მოჰყოლოდა, არაკეთილმოსურნეთა მიმართ ანგაარიშწორება იყო. მსგავსი მიზეზების გამო, პირვლყოფილ მიწათმოქმდებს სახელმწიფო არასოდეს შეუქმნიათ. მათი მეზობლების ეკონომიკური სიმდიდრე მტისმეტად უმნიშვნელო და წარმავალი იყო იმისათვის, რომ მათი ინტერესი გამოეწვია.17 თავისუფალი მიწების სიუხვის გათვალისწინებით, მეზობლების დამონება განსაკუთებით არახელსაყრელი იყო, თუნდაც მხოლოდ წესრიგის დაცვის გამო.18

 
ახლა უკვე ადვილია იმის დანახვა, თუ რაოდენ დიდია განსხვავება მთავრობის ინსტიტუტსა, როგორც პეინისა და თავისუფლების დეკლარაციის მიერ არის გაგებული, და სახელმწიფოს ინსტიტუტს შორის. სავსებით დასაშვებია, რომ მთავრობა წარმოშობილიყო ისე, როგორც ამას პეინი, არისტოტელე, ჰობსი, ანუ რუსო ვარაუდობდა. მაგრამ სახელმწიფო არათუ არასოდეს წარმოშობილა, რომელიმე ამ გზით, არამედ შეუძლებელიცაა რომ ასე წარმოშობილიყო.

 
მთავრობის ბუნება და დანიშნულება, როგორც ეს პერკმენის, სკულკრაფტის და სპენსერის მიერ არის წარმოდგენილი, საზოგადოებრივი ხასიათისაა. ბუნებითი უფლებების აღიარებაზე დაყრდნობით, მთავრობა უზრუნველყოფს პიროვნების ამ უფლებებს და ჩარევას მხოლოდ მათი დარღვევის შემთხვევებში ანხორციელებს, ხდის რა ამით სამართალს უფრო იაფს და ადვილად ხელმისაწვდომს. ამაზე შორს ის აღარ მიდის.

 
თავის მხრივ, სახელმწიფო, როგორც წარმოშობის, ასევე თავისი ძირითადი დანიშნულების მიხედვით, პირწმინდად ანტი-საზოგადოებრივია. ის ეფუძნება არა ბუნებითი უფლებების აღიარებას, არამედ მოსაზრებას, რომ ინდივიდს არავითარი უფლებები არა აქვს, გარდა იმისა, რაც მას სახელმწიფომ შეიძლება, რომ დროებით მიანიჭოს. ის სამართალს ყოველთვის ძვირს და ძნელად მისაწვდომს ხდის, ხოლო საკუთარ თავს სამართალსა და საზოგადო მორალზე მუდმივად მაღლა აყენებს, როცა კი ეს მას უპირატესობას ანიჭებს.19 საზოგადობრივი ძალაუფლების განვითარების ხელშწყობისაგან ასე შორს მდგომი, როგორც მედისონი ამბობდა, ყველა შემთხვევას მუდმივად საზოგადოებრივი ძალაუფლების შემცირებისა და სახელმწიფო ძლაუფლების გაზრდის წყაროდ იყენებდა.20

 
როგორც ზიგმუნდ ფროიდმა შენიშნა, შეუძლებელია ითქვას, რომ სახელმწიფოს როდესმე დანაშაულის აღკვეთა სურდა, ის მხოლოდ დანაშაულის ჩადენაზე საკუთარ მონოპოლიას იცავდა. მაგალითად, ბოლო რუსეთსა და გერმანიაში ვხედავთ, თუ როგორი სიშმაგით ებრძვის სახელმწიფო კერძო პირების მიერ მისი მონოპოლიის ხელყოფას, მაშინ როცა თავად სახელმწიფო უსირცხვილოდ იყენებს ამავე მონოპოლიას. თუკი ნებისმიერ სახელმწიფოს ავიღებთ და მისი ისტორიის თითოეულ მონაკვეთს ყურადღებით განვიხილავთ, აღმოჩნდება, რომ მათი დამაარსებლების, მმართველებისა და მფლობელების საქმიანობას, პროფესიული კრიმინალური დაჯგუფებების საქმიანობისგან ძნელად თუ ვინმე გამოარჩევს.

 
III

 
ასეთია იმ ინსტიუტის წარმომავლობა, რომელიც ამჟამად ფართოდ არის გავრცელებული და საზოგადოებრივ ძალაუფლებას სახელმწიფო ძალაუფლებად გულმოდგინედ გარდაქმნის.21 ამის აღიარება იმ გრძელი გზის დასაწყისია, რომელიც თანამედროვ სახელმწიფოს მიერ გამოვლენილი ყელა თუ არა, უმრავლესი ნაკლის გამოსწორებისთვის არის გასავლლი. მაგალითად, ის ძალიან ნათლად განმარტავს იმ აშკარა და ცნობილ ჭეშმარიტებას, რომ სახელმწიფო ყოველთვის ნელა და უგულოდ მიემართება ყველა იმ შედეგისკენ, რომელიც საზოგადობისათვის სარგებლობას მოიტანს, ხოლო სწრაფად და ცოცხლად ელტვის იმას, რაც მისთისაა ხელსაყრელი. საზოგადოებრივი მიზნების განხორციელებიკენ მას არსდროს გადაუდგამს ნაბიჯი საკუთარი ნებით, არამედ მხოლოდ ძლიერი ზეწოლით, მაშინ როცა ანტი-საზოგადოებრივი ქმედებებისკენ ძალდაუტანებლად იხრება.

 
მეცხრამეტე საუკუნის ინგლისელები ამ მოვლენით სამართლიანად შეშფოთდნენ, როდესაც გულმოდგინედ დააკვიდნენ ბრიტანეთის სახელმწიფოს მიერ საზოგადობივი ძალაუფლების სწრაფ დაკნინებას. ერთერთი მათგანი ჰერბერტ სპენსერი იყო. მან გამოაქვეყნა ნარკვევბის მთლი რიგი, რომელიც შემდგომში ერთ ოქმად იქნა შეკრული, სახელწოდებით „ადამიანი სახელმწიფოს წინააღმდეგ“. ჩვენი სახელმწიფო სამსახურების პირობებში იმ სახით რა სახითაც დღეს ისინი არსებობენ, საკმაოდ მნიშვნელოვანია, რომ არც ერთ ამერიკელ პუბლიცისტს არ უცდია ზედმიწევნით აეხსნა ამ ნარკვევების შინაარსი, თუნდაც სპენსერის მიერ ინგლისის ისტორიიდან მოყვანილი მაგალითების ამერიკის ისტორიული მაგალითებით უბრალო ჩანაცვლების გზით. არადა, ეს რომ სათანადოდ გაკეთებულიყო, ის იქნებოდა ერთ-ერთი ყველაზე შესაბამისი და საჭირო ნამუშევარი, რომლის გამოცემაც იმ დროისთვის შესაძლებელი იქნებოდა.23

 
ეს ნარკვევები იმდროინდელ ინგლისში სახელწიფო ძალუფლების ზრდის გარკვეული კანონზომიერებების შესწავლას მიეძღვნა. ნარკვევში - „გადაჭარბებული კანონშემოქმედბა“ სპენსერი შენიშნავს ჩვენთვის კარგად ნაცნობ მოვლენას,23 რომ როდესაც სახელმწიფო ძალაუფლება საზოგადოებრივი მიზნებისათვის გამოიყენება, მისი მოქმედება მუდმივად „ნელი, სულელური, მფლანგველური, შეუხამებელი, მანკიერი და დამაბრკოლებელია“. ის თითოეულ საკითხს რამდენიმე თავს უძღვნის, აგროვებს რა მთელ რიგ მტკიცებულებებს. მისი მსჯელობის დამთავრებასთან ერთად, საკამათოც არაფერი რჩება, რადგანაც შეუძლებელია რაიმე დაამატო. უფრო მეტიც, ის ასაბუთებს, რომ სახელმწიფო საზოგადოების წინაშე მის მიერ ე.წ. „ეჭვგარეშე მოვალეობებსაც“ კი არ ასრულებს; პიროვნების ელემენტაულ უფლებებსაც კი სათანადოდ არ იცავს. რადგანაც ეს სიმათლე და ჩვენთვისაც უბრალოდ ნაცნობი გამცდილებაა - სპენსერი ვერანაირ მიზეზს ვერ ხედავს იმისათვის, რომ მეორეხარისხოვანი საზოგადოებრივი მიზნებისთვის სახელმწიფო ძალაუფლების უფრო ეფექტურ გამოყენებას მოელოდეს: „გვქონდა ჩვენ, ზერელედ მაინც, დასაბუთებული ხელისუფების გონივრულობა, როგორც მსაჯულებსა და დამცველებს, იმის ნავლად, რომ მასში მუხანათობა და სისასტიკე აღმოგვეჩინა და აღელვებული გავრიდებოდით, რაც იმის გარკვეული ხელშეწყობა იყო, რომ ვინ მე სხვას ეხეირა ამ შესაძლებლობებით“.

 
თუმცა იქვე აღნიშნავს, ეს არის წორედ ის ამაზრზენად უხამსი იმედი, რომელსაც საზოგადოება მუდმივად ეჭიდება. ამასთან, ეჭიდება მიუხდავად იმისა, რომ მისი მოჩვენებითობა ყოველდღიურად დასტურდება. ის მიუთითებს ჩვენთვის ყველასთის კარგად ნაცნობ გადახრაზე, რომელიცგაზეთების მიერ მუდმივად შუქდბა. აიღეთ ერთ-ერთი გაზეთი, ამბობს სპენსერი, და თქვენ შესაძლოა იპოვით წამყვან სარედაქტორო სტატიას, რომელიც ნათელს ჰფენს რომელიმე სახელმწიფო უწყების კორუფციას, გულგრილობას ან არასწორ მენეჯმენტს. შემდეგ, თვალი შევავლოთ მომდევნო სვეტს და არ არის გამორიცხული, რომ სახელმწიფოს ზედამხედველობის გაძლიერების მოწოდებები წაიკითხოთ.24... ამდენად, მაშინ, როდესაც ყოველი დღე წარუმატებლობას ცხადყოფს, იქვე, ყოველ დღე, ხელახლა ჩნდება რწმენა, რომ სასურველი მიზნის მისაღწევად პარლამეტი გადაწყვეტილებსა და სათანადო მოხელეების გარდა სხვა არაფერია საჭირო.25 კაცობრიობის ასეთი უწყვეტი რწმენა უკეთესად სხვაგან არსად არ ვლინდება.“

 
აუცილებელი არაა აღინიშნოს, რომ სპენსერის მიერ სახელმწიფოს ანტი-საზოგადოებრივი ქცევის ასახსნელად მოყვანილი მიზეზები მთლიანად ძალაშია, მაგრამ ჩვენ, უბრალოდ, შეგვიძლია დავაკვირდეთ, რამდენად გამყარდება ისინი ისტორიული მეთოდის აღმოცენებით; როდესაც სპენსერი თავის ნაშრომს წერდა, ეს მეთოდი არ გამოიყენებოდა. ეს აღმოჩენები არის აშკარა გამოხატულება, რომ სახელმწიფოს ქცევა, რომლის შესახებაც სპენსერი უკმაყოფილებას ამჟღავნებდა, მკაცად ისტორიულია. როდესაც მე-18 საუკუნის ქალაქელმა ვაჭრებმა მიწათმფლობლი დიდგვაროვნები ჩაანაცვლეს სახელმწიფოს მართვაში, ამით მათ სახელმწიფოს ხასიათი არ შეუცვლათ; მათ უბრალოდ საკუთარ მოთხოვნილბებს მოარგეს და განუზომლად გააძლიერეს იგი.26 სავაჭრო სახელმწიფო, დიდგვაროვანთა სახელმწიფოს მსგავსად ანტი-საზოგადოებრივ, პირწმინდად კლასობრივ სახელმწიფოდ რჩჶბოდა; უცვლელი იყო მისი მიზანი და დანიშნულება, თუმცა ესადაგებოდა იმ ახალ მოთხოვნებს, რომლთა დაკმაყოფილებისთვისაც იყო მოწოდებული. ამიტომაც, მის მიერ საზოგადოებივი ამოცანების ამაზრზენ მომსახურებაში, რისთვისაც სპენსერი მას ბრალს უყენებს, სახელმწიფო საკუთარი ხასიათისადმი ერთგულებას ავლენს.

 
სპენსერი არ განმარტავს თუ რას ნიშნავს მისი აზრით „კაცობრიობის მარადიული რწმენა“ სახელმწიფოს მიმართ, გიზოს მრავალმნიშვნელოვანი დაკვირვების შესახებ საუბრით კმაყოფილდება და ხაზს უსვამს რომ „პოლიტიკური მანქანის თვითმყოფადი ძალაუფლები რწმენა“ სხვა არაფერია თუ არა „უდიდესი ცრურწმენა“. ეს რწმენა ძირითადად იმ უზარმაზარი ავტორიტეტის შედეგია, რომელიც სახელმწიფომ ამ ბოლო ერთი ან ცოტა მეტი საუკუნის განმავლობაში მოიპოვა, მას შემდეგ რაც უარყო მოძღვრება ღვთაებრივი კანონებით ხელმძღვანელობის შესახებ. ალბათ ზედმეტი იქნება სახელმწიფოს მიერ საკუთარი ავტორიტეტის შესაქმნელად გამოყენებული სხვადასხვა ხერხების განხილვა; ბევრი მათგანი კარგად არის ნაცნობი, ხოლო მათი გამოყენება - კარგად გაცნობიერებული. თუმცა მაინც არსებობს ერთი რამ, რაც გარკვეულწილად რესპუბლიკური სახელმწიფოსთვის არის დამახასიათებლი. რესპუბლიკანზმი პიროვნებას საშუალებას აძლევს თავი დაირწმუნოს, რომ სახელმწიფო მისი შექმნილია, რომ სახელმწიფოსქმედება მისი ქმედებაა, რომ სახელმწიფოს თვითგამოხატვა მისი წარმოჩენა და როდესაც სახელმწიფო აღზევდება, ისიც აღზევდება, რესპუბლიკური სახელმწიფო ამ რწმენას მთელი ძალით ამკვიდრებს, აცნობირებს რა, რომ ეს არის ყველაზე შედეგიანი საშუალება მისი გავლენის გასაძლიერებლად. ლინკოლნის გამოთქმა „ხალხისაგან, ხლხის მიერ, ხალხისთვის“ ალბათ ყველაზე შედეგიანი პროპაგანდისტული გამოთქმა იყო, რომელიც ოდესმე რესპუბლიკური სახელმწიფოს სახელის განსადიდებლად წარმოთქმულა.

 
ამდენად, საკუთარი მნიშვნელობის პიროვნული შეგრძნება უბიძგებს პიროვნებას, რომ მკაცრად დაუპირისპირდეს აზრს სახლმწიფოს ანტი-საზოგადოებრივი ბუნების შესახებ. ის სახელმწიფოს მარცხს და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას თითქოსდა მშობლის თვალით უყურებს და მას ეთიკის განსაკუთრებული კოდექსით ხელმძღვანელობის უპირატესობას ანიჭებს. უფო მეტიც, ის მუდმივად ელოდება, რომ სახელმწიფო ისწავლის საკუთარ შეცდომებზე და გამოსწორდბა. იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფოს მიდგომა საზოგადობრივი მიზნებისადმი მოუქნელი, ხარჯიანი და მანკიერია - იმ დაშვებითაც კი, რომელიც სპენსერს საჯარო მოხელემ გაანდო, რომლის მიხედვით, რაც არ უნდა იყოს სახელმწიფო, საქმე გავაქვს უმსგავსობასთან - ის ვერ ხედავს მიზეზს თუ რატომ ხდება, რომ გამოცდილბისა და პასუხისმგებლობის გაფართოების შედეგად, სახელმწიფოს გამოსწორება მაინც არ ხერხდება.

 
რაღაც ამის მსგავსი, კოლექტივიზმის ძირითად პრინციპში იგულისხმება. მიეცით სახელმწიფოს მთელი საზოგადოებრივი ძალაუფლბის მითვისების საშუალბა და მისი ინტერესები საზოგადოების ინტერესებს დაემსგავსება. იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფოს ანტი-საზოგადოებრივი წარმომავლობა აქვს, და რომ ის მთელი მისი ისტორიის მანძილზე თანმიმდვრულად ანტისაზოგადოებრივ ხასიათს ატარებს, მიეცით მას საშუალება, სრულად გამოდევნოს საზოგადოებრივი ძალაუფლება და ასეთი გზით მისი ხასიათი შეიცვლება. ის საზოგადოებას შეერწყმება და შესაბამისად, საზოგადოების შედეგიანი და მიუკერძოებელი ნაწილი გახდება, მოკლედ რომ ვთქვათ, ისტორიული სახელმწიფო გაქრება და მხოლოდ მთავრობა დარჩება. ეს მიმზიდელი იდეაა. იმის იმედმა, რომ ეს როგორმე რეალურ ცხოვრბაში განხოციელდება, რამდენიმე წლის წინ „რუსული ექსპერიმენტი“ მიმზიდვლი გახდა კეთილშობილი პიროვნებებისათის, რომლებიც თავს სახელმწიფოს მიერ უიმედოდ დათრგუნულად გძნობდნენ. მაგრამ სახელმწიფოს ქმედებების უფრო ღრმად შესწავლა გვიჩვენებს, რომ ეს იდეა, რამდენადაც მიმზიდვლი არ უნდა იყოს, ნამსხვრევებად იშლება ეკონომიკის რკინისებური კანონის წინაშე, რომლის მიხედვითაც ადამიანი ყოვლთვის ცდილობს საკუთარი მოთხოვნილებები და სურვილები, რაც შეიძლება ნაკლები ძალისხმვის საშუალებით დაიკმაყოფილოს. ვნახოთ თუ როგორ ხდება ეს.

 
IV

 
ადამიანის მოთხოვნებისა და სურვილების დაკმაყოფილების მხოლოდ ორად ორი ხერხი ანუ საშუალება არსებობს. ერთი არის სიმდიდრის შექმნა და გაცვლა; ეს ეკონომიკური საშუალებაა.27 და მეორე - სხვების მიერ შექმნილი სიმდიდრის ანაზღაურების გარეშე მითვისება; ეს პოლიტიკური საშუალებაა. პოლიტიკური საშუალების მარტივი გამოყენება, როგორც უკვე ვნახეთ, ხდებოდა დაპყრობის, ჩამორთმევის, მითვისებისა და მონური ეკონომიკის დანერგვის საშუალებით. დამპყრობელი დაპყრობილ ტერიტორიას გამარჯვებულთა შორის ანაწილებდა, რომლებიც ამის შემდეგ თავიანთ მოთხოვნებს და სურვილებს დამონებული მცხოვრებლების შრომის მითვისების შედეგად იკმაყოფილებდნენ.28 ნებისმიერმა ფეოდალურმა და სავაჭრო სახელმწიფომ უბრალოდ აიტაცა და თანმიმდევრულად განავითარა ჩაგვრის ხასიათი, მიზანი და საშუალებები, რომელიც მათ პირვლელყოფილმა სახელმწიფომ მემკვიდრეობით დაუტოვა; სინამდვილში ისინი უბრალოდ პირველყოფილი სახელმწიფოს უფრო განვითარებულ ტიპს წარმოადგენენ.

 
ამდენად, პირველყოფილი, ფეოდალური თუ სავაჭრო სახელმწიფო, პოლიტიკური საშუალებების ერთობლიობაა. რადგანაც ადამიანი მიდრეკილია მოთხოვნები და სურვილები მინიმალური ძალისხმევით დაიკმაყოფილოს, ის პოლიტიკურ საშუალებებს გამოიყენებს, ყველგან, სადაც კი მოახერხებს. ამასთან, თუკი ეს შესაძლებელი იქნება, ის მხოლოდ პოლიტიკურ საშუალებებს გამოიყენებს, თუ არა და ეკონომიკურ საშუალებებთან ერთად. თანამედროვე სახელმწიფოს ექსპლუატორულ საშუალებებს მიმართავს, ესაა ტარიფები, შეღავათები, საიჯარო მონოპოლია და სხვა მსგავსი საშუალებები. ელემენტარული დაკვირვებაც ააშკარავებს, რომ ეს მისი უპირველესი ინსტიქტია. ასე რომ, რამდენ ხანსაც პოლიტიკური საშუალებების ერთობლიობა იარსებებს და მაღალ-ცენტრალიზებული ბიუროკრატიული სახელმწიფო იმოქმედებს, როგორც ეკონომიკური შესაძლებლობების მთავარი გამანაწილებელი, ექსპლუატაციის არბიტრი, იმდენივე ხანს წარმატებულად გაგრძელდება ამ ინსტიქტის წარმოჩენა. პროლეტარული სახელმწიფო, სავაჭრო სახელმწიფოს მსგავსად, უბრალოდ შეცვლიდა ქსპლუატაციის სფეროს და არავითარი ისტორიული საფუძველი არ არსებობს ვიფიქროთ, რომ კოლექტიური სახელმწიფო მისი წინამორბედებისგან განსხვავებით მნიშვნელოვნად გამორჩეული იქნებოდა.29 ამდენად, ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ რუსულმა ექსპერიმენტმა“ ძველი სახელმწიფოს ნანგრევებზე, მაღალცენტრალიზებული ბიუროკრატიული სახელმწიფოს აღმოცენებამდე მიგვიყვანა, რომელმაც ექსპლუატაციის ყველა საშუალბა ხელუხლებად და გამოყენებისათვის მზადყოფნაში დატოვა. ამდენად, ახლახანს მოყვანილი ძირეული ეკონომიკური კანონის გათვალისწინებით, იმის მოლოდინი, რომ კოლექტივიზმი სახლმწიფოს ხასიათს მნიშვნელოვნად შეცვლის - მოჩვენებითია.

 
ამდენად, ისტორიული მიდგომის გამოყენებით მიღებული აღმოჩენები განამტკიცებს სპენსერის მიერ გამოთქმულ მთელ რიგ პრაქტიკულ მოსაზრებებს სახელმწიფოს მიერ საზოგადოებრივ სფეროში შეჭრის შესახებ. მაგალითად, როდესაც სპენსერი ასკვნის, რომ „სახელმწიფო ორგანიზაციებში კორუფცია გარდაუვალია“, ისტორიული მეთოდი ნათლად წარმოაჩენს ამის მიზეზს და „საგანთა ბუნებიდან“ გამომდინარე ასაბუთებს, თუ რატომ უნდა ყოფილიყო ეს მოსალოდნელი. ხოლო, როდესაც ფროიდი მიუთითებს სახელმწიფო ეთიკასა და კერძო ეთიკას შორის შემაშფოთებელ განსხვავებაზე - მისი დაკვირვებები ამ თემაზე ძალზე ღრმა და დაწვრილებითია - ისტორიული მეთოდი კვლავ გვაწვდის საუკეთესო მიზეზებს იმისა თუ რატომ უნდა იყოს შესწავლილი ეს განსხვავება.30 როდესაც ორტეგა ი გასეტი ამბობს, რომ სახელმწიფო არის ის უმაღლესი რამ, რაც მიიღება ძალადობისა და პირდაპირი ზემოქმედების შედეგად, როდესაც ეს უკანასკნელნი მაგალითად არიან დაწესებული“, ისტორიული მეთოდი კიდევ ერთხელ გვაძლევს საშუალებას გავიგოთ, რომ ეს განმარტება მეტად შეესაბამება იმას, რც შესაძლოა ვინმემ აპრიორულად განაცხადოს.

 
უფრო მეტიც, ეს ისტოიული მეთოდი ადასტურებს მნიშვნელოვან ფაქტს, რომ დიაბეტის ან პარაზიტული დაავადებების მსგავსად, სახელმწიფოს მიერ საზოგადოებრივი ძალაუფლების შესუსტება გარკვეული ზღვრის გავლით შემდეგ კონტროლს აღარ ექვემდებარება. ისტორიაში არ არსებობს მაგალითი, როდესაც ამ ზღვრის გადაცდენის შემდეგ, ეს დაკნინება სრული და სამუდამო კოლაფსით არ დასრულებულიყოს. ზოგიერთ შემთხვევებში რღვევის პროცესი ნელი და მტკივნეულია. სიკვდილმა თავისი დაღი დაასვა რომს მეორ საუკუნის ბოლოს, მაგრამ ანტონენის შემდეგ ის გარკვეული დროით გამოვიდა სავალალო მდგომარეობიდან. ათენი კი სწრაფად დაეცა. ზოგიერთი ავტორის აზრით ევროპა სახიფათოდ მიუახლოვდა ამ ზღვარს, თუ უკვე არ გადასცდა მას, მაგრამ თანამედროვეთა შეფასებას ალბათ დიდი ღირებულება არა აქვს. ეს ზღვარი ალბათ უკვე მიღწეულია ამერიკაში, ან შეიძლება არც არის; ისევ და ისევ, ჭეშმარიტება მიუწვდომელია - საფუძვლიანი მაგალითები ორივე შემთხვევაში არსებობს. თუმცა ორ რამეში შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ: პირველი - ამ ზღვართან მერიკის მიახლოება დამღუპველი სისწრაფით მიმდინარეობს; და მეორე - ამ სისწრაფით გამოწვეული საფრთხის გააზრების ან მისი შეჩერების სურვილის არავითარი ნიშანწყალი არ არსებობს.

 
თარგმნა მაკა წულუკიძემ

 
_______________

1. 1935 წ. ივლისში გამოქვეყნებული გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, რომ გამოკითხული 76.8% დადებითად იყო განწყობილი ამ აზრის მიმართ, რომ ყოველი ადამიანის სამუშაოთი უზრუნველყოფა სახელმწიფოს მოვალეობაა; 20,1% წინააღმდეგი იყო, ხოლო 3,1% არ ქონდა კონკრეტული პასუხი.

2. ამ ქვეყანაში სახელმწიფო ამჟამად აწარმოებს ავეჯს, ფქვავს ფქვილს, აწარმოებს სასუქს აშენებს სახლებს, ყიდის საფერმერო პროდუქციას, რძის ნაწარმს, ქსოვილებს, კონსერვებს და ელექტრონულ აპარატურას; მართავს დასაქმების სააგენტოებს და იპოთეკური კრედიტების ოფისებს; აფინანასებს ექსპორტს და იმპორტს; სოფლის მეურნეობას. ასევე მართავს სადაზღვეო ვალდებულებების მიმოქცევას, საკაბელო და რადიო კომუნიკაციების სისტემებს, ფასდაკლების დონეს, ნავთობის და ელექტროენერგიის წარმოებას, სავაჭრო კონკურენციას, ალკოჰოლის წარმოებას და გაყიდვას, საზღვაო მიმოსვლას და სარკინიგზო ქსელს.

3. რომის ისტორიაში ადგილი ჰქონდა ამის მსგავს მოვლენას, თუ ამ ისტორიის ყველა დეტალი მართალია, ჯარმა დიდიუს იულიანსს იმპერატორობა დაახლოებით 5 მილიონ დოლარად მიჰყიდა. ფული ხშირად ყოფილა გამოყენებული სახელმწიფო გადატრიალების მექანიზმის ასამუშავებლად, მაგრამ, ვფიქრობ, ამ ორი შემთხვევის გარდა ძალაუფლების პირდაპირი შესყიდვა უცნობია.

4. დღეს, როდესაც ამას ვწერ, გაზეთებში იუწყებიან, რომ პრეზიდენტი აპირებს გამოსცეს ბრძანება ლუიზიანაში ფედერალური დახმარების შესაწყვეტად, რათა აიძულოს სენატორი ლონგი დათანხმდეს მის პირობებს. თუმცა არსად მინახავს რაიმე კომენტარი ამგვარი პროცედურის მართებულობასთან დაკავშირებით.

5. თეატრალურ ბიზნესში ჩართული ჩემი მეგობარი მეუბნება, რომ სალარო შემოსავლების თვალსაზრისით, ვაშინგტონი ამჟამად საუკეთესო თეატრალური, საკონცერტო და ზოგადად გართობის ქალაქია აშშ-ში, ბევრად უკეთესი ვიდრე ნიუ-იორკი.

6. 1936 წლის მოახლოებული საარჩევნო კამპანიის სახასიათო შტრიხი, რომელიც ყველაზე მეტად დააინტერესებს ცივილიზაციის მკვლევარს, იქნება პრეზიდენტის განკარგულებაში მყოფი 4 მილიარდ დოლარიანი დახმარების ფონდის გამოყენება ანუ როგორ იქნება ის განაწილებული მფარველობის საფუძველზე.

7. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ამ სახის შემთხვევებშიც არსებობს მერყეობა და რომ ის შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვანია. მაგალითად, უზენაესი სასამართლოს მიერ ეროვნული აღორძინების კანონის გაუქმება არაფერს ნიშნავს პიროვნული მმართველობის არსის შეფასებისთვის. საკითხი, რომელიც დგას ამ შემთხვევაში არის არა ის, თუ რამდენად მცირეა ახალი პიროვნული მმართველობის დონე იმასთან შედარებით ვიდრე ამ გადაწყვეტილების მიღებამდე იყო, არამედ რამდენად აღემატება ის 1932 წლამდე და მის წინა წლებში არსებულ დონეს.

8. როგორც, მაგალითად, ეროვნული აღორძინების კანონის საჩვენებელი გაუქმება.

9. ეს წიგნი არის სასწავლო პროგრამის გარკვეული სახე ან ლექციების ნაწყვეტები ამერიკის ისტორიის და პოლიტიკის მკვლევარებისათვის - უმეტესწილად ასპირანტებისათვის - და ამდენად გულისხმობს, რომ ეს თემები მეტ-ნაკლებად ნაცნობია. თუმცა რამდენიმე შენიშვნა, რომელიც დავურთე ნებისმიერ მკითხველს საკმარისად გაარკვევს ამ საქმეში.

10 შესაბამისი და ნაწილობრივი წარმოდგენა იმის შესახებ თუ რა მოცულობაზეა ლაპარაკი, შეიძლება შეგექმნათ იმ ფაქტის მიხედვით, რომ ამჟამად გადასახადებიდნ მიღებული ამერიკის სახელმწიფო შემოსავალი მთლიანი ეროვნული შემოსავლის დაახლოებით ერთ მესამედს შეადგენს! ეს მოიცავს დაბეგვრის ყველა სახეს, როგორც პირდაპირს ასევე არაპირდაპირს, ადგილობრივს და ფედერალურს.

11. რა თქმა უნდა, პეინს კარგად ესმოდა ეს. ის ამბობს: „ფრანგი ნაძირალა, რომელიც შეიარაღებულ ბანდიტებთან ერთად მოვიდა და თავი გამოაცხადა ინგლისის მეფედ, იქ მცხოვრებთა სურვილის წინააღმდეგ, უბრალოდ თაღლითია“ თუმცა ის დაბეჯითებით არ ამტკიცებს ამას, და მისი მიზნების გათვალისწინებით, ეს არც არის მოსალოდნელი.

12. „ადამიანთა უფლებებში“ პეინი ასევე თანმიმდევრულია ამ მოძღვრების მიმართ, როგორც დამოუკიდებლობი სდეკლარაცია; თავის ბროშურაში რამდენიმე ადგილზე ამტკიცებს, რომ ყველა სამოქალაქო უფლება ეფუძნება ბუნებრივ უფლებებს და მათგან გამომდინარეობს.

13. ქ. გრაცის უნივერსიტეტის პროფესორი გამპლოვიცი და მის შემდეგ, ოპენჰეიმერი, პოლიტიკის პროფესორი ფრანკფურტიდან. ამ თავში მე მათ აზრს გავყევი. ამ გალილეოების აღმოჩენები იმდენად აზიანებს სახელმწიფოს იმიჯს, რომ ზოგადად პროფესიული ავტორიტეტი ძალიან ფრთხილია მათთან მიმართებაში და ბუნებრივიცაა ამჯობინებს მათთვის ფართო ასპარეზის დათმობას. მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს უმნიშვნელო შემთხვევაა. ღირსეული და გამორჩეული გამონაკლისები გვხვდება ვიერკანდთან, ვილჰელმ ვუნდთან და გერმანული ეკონომიკური მეცნიერების თავშეკავებულ პატრიარქთან ადოლფ ვაგნერთან.

14. თანამდროვე ხერხების განხოციელების ბრწყინვალე მაგალითია მან ჩოუ კოუ-ს ახალი სახელმწიფოს შექმნა ჩინეთის მანჯურიაში. და კიდევ ერთი მაგალითი იტალიის სახელმწიფოებრივი ქმედებების შედეგად, შესაძლოა ეთიოპიაში დაიბადოს.

15. ამ მოსაზრებების მათემატიკა ძალიან საინტერესოა. მისი მხატვრული შეჯამება მოცემულია ოპენჰეიმერის ნაშრომში, Der Staat, თავი I და ისინი დეტალურადაა დამუშავებული მის Theorie der Rainen und Politischen Oekonomie-ში.

16. გარდა, რა თქმა უნდა მიწათმფლობელობის უპირატესობისა სახელმწიფო სისტემის ქვეშ, მაგრამ დაპყრობის თვალსაზრისით ეს არ იქნებოდა მონადირე ტომების მცდელობის საგანი. როდაილენდის ისტორიკოსი ბიკნელი ვარაუდობს, რომ ინდიელების ხელშეკრულებებით გამოწვეული სირთულეების საფუძველი იყო ის ფაქტი, რომ ინდიელებს არ ესმოდათ მიწათმფლობელობის სახელმწიფო წყობა, რადგან მსგავსი რამ არასოდეს ჰქონიათ. მათ მხოლოდ იცოდნენ, რომ მათ მსგავსად, თეთრკანიანებსაც სერთო მოხმარების მიწები ჰქონდათ. საინტერესოა შევნიშნოთ, რომ მეთევზეთა ტომებმა ჩრდილო-დასავლეთით შექნმნეს საელმწიფო. მათმა საქმიანობამ ეკონომიკური ექსპლუატაცია გახადა, როგორც პრაქტიკული, ასევე მომგებიანი და მათ მიმართეს დაპყრობას და კონფისკაციას მის დასამკვიდრებლად.

17. უცნაურია, რომ ასე ცოტა ყურადღება ექცევა განსხვავებულ იმუნიტეტს, რომელიც პატარა და ღარიბ ხალხებს გააჩნიათ სახელმწიფო ინტერესების დიდი დაპირისპირებების შუაგულში. მაგალითად, უკანასკნელი ომის დროს შვეიცარია, რომელსაც არაფერი აქვს მოსაპარად ღირებული, არასოდეს ყოფილა დარბეული ან შეწუხებული ვინმეს მიერ.

18. ამ თვალსაზისით საინტერესოა მარქსის ნარკვევი კოლონიზაციის შესახებ, განსაკუთრებით მისი დაკვირვება, რომ ეკონომიკური ექსპლუატაცია განუხორციელებადია ვიდრე მიწის ექსპროპრიაცია არ მოხდება. აქ ის სრულად ეთანხმება ფუნდამენტალისტ ეკონომისტებს ტიურგოს, ფრანკლინით და ჯონ ტეილორით დაწყებული თეოდორ ჰერტზაკასა და ჰენრი ჯორჯის ჩათვლით. თუმცა, როგორც ჩანს მარქსი ვერ ხედავდა, რომ საკუთარმა მსჯელობამ მას გარკვული პრობლემები შეუქმნა, რადგანაც ამით ის უფრო მეტს აკეთებს ვიდრე ფაქტის დაფიქსირებაა.

19. ჯონ ბრაიტმა თქვა, რომ მან იცოდა თუ რამდენიმე კარგი საქმე გააკეთა ბრიტანეთის პარლამენტმა, მაგრამ არ იცოდა ერთი შემთხვევაც კი, როდესაც მან ეს გააკეთა უბრალოდ იმიტომ, რომ რაღაც კარგი გაეკეთებინა.

20. მედისონი, „გააზრებანი“, წიგნი I.

21. ამ ქვეყანაში რამდენიმე საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი დარგის მდგომარეობა ამ პროცესის საკმაოდ კარგ მაგალითად შეიძლება ჩაითვალოს. სახელმწიფოს ჩარევამ იმდენად გამოფიტა საზოგადოებრივი ძალაუფლება, რომ მისი გამოყენება უკვე იმ ზღვარზეა, რომელზეც ის უკვე განუხორციელებადია. იტალიაში სახელმწიფო ამჟამად შთანთქავს მთლიანი ეროვნული შემოსავლის 50%. იტალია, როგორც ჩანს თავის უძველესი ისტორიის სენტიმენტალურ რეპეტიციას გადის, რადგანაც მეორე საუკუნის ბოლოს საზოგადოებრივი ძალაუფლება იმდენად გადაზრილი იყო სახელმწიფო ძალაუფლებაში, რომ არავის შეეძლო რაიმე საქმიანობის წარმოება. აღარ არსებობდა საკმარისი საზოგადოებრივი ძალაუფლება სახელმწიფო გადასახადების გასასტუმრებლად.

22. ყველაზე სამარცხვინო არის ის, რომ ამ საუკუნეში არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა, რომ შემდგარიყო წარმომადგენლობითი ინტელექტუალური განხილვა სახელმწიფოს მიერ საზოგადოებრივი ძალაუფლების მითვისების ზრდის წინააღმდეგ: განხილვა, რომლის უკანაც დგას სოლიდური ისტორია და ფილოსოფია. შესაბამისად, კოლექტივიზმის შედეგები ახლა უკვე ნათელია. კოლექტივიზმმა ისიც კი მოახერხა, რომ თავის განმარტებათა ლექსიკონი თავს მოგვახვია; ჩვენ ყველა ვლაპარაკობთ ჩვენი ეკონომიკური სისტემის, მაგალითად, როგორც „კაპიტალისტურის“ შესახებ, მაშინ როდესაც არასოდეს არსებულა და არც შეიძლება წარმოვიდგინოთ წყობა, რომელიც არ არის კაპიტალისტური.

23. გუშინ სახელმწიფოს მიერ აშენებული გზის მონაკვეთზე გავიარე. ის 87,348.56 ამერიკული დოლარი დაჯდა. საზოგადოებრივი ძალაუფლება, რომელსაც კონტრაქტორი წარმოადგენდა ღია ტენდერში მას ააშენებდა 38,668.20 აშშ დოლარად. განსხვვება დაახლოებით 100%-ის ტოლია!

24. ყველა საგაზეთო კომენტარს, რომელიც კი წამიკითხავს ახლახანს მომხდარი საზღვაო კატასტროფის შესახებ გამონაკლისის გარეშე მივყავდით ზუსტად ამგვარ წინადადებებამდე!

25. ე.წ. „მშრალ კანონთან“ დაკავშირებული ჩვენი უახლესი გამოცდილება თითქოს უსაფუძვლოს უნდა ხდიდეს ამ აზრს. მაგრამ როგორც ჩანს ასე არაა.

26. ეს აზრი კარგად არის გაშუქებული ესპანელი ფილოსოფოსის ორტეგა ი. გასეტის მიერ „მასათა ამბოხში“, თავი XIII (ინგლისური თარგმანი), სადაც ის ყოველგვარი ყოყმანის გარეშე ამბობს, რომ სახელმწიფოს მიერ საზოგადოებრივი ძალაუფლბის სწრაფი გამოფიტვა არის „ყველაზე დიდი საფრთხე, რომელიც დღეს ცივილიზაციას ემუქრება“. ის ასევე კარგ წარმოდგენას გვიქმნის თუ რას შეიძლება მოველოდეთ როდესაც მესამე, ეკონომიკურად გაჭირვებული კლასი, თავის მხრივ საკუთარ თავზე იღებს სახელმწიფოს მექანიზმს, როგორც ვაჭართა კლასმა გააკეთა არისტოკრატიასთან მიმართებაში. ეჭვგარეშეა, იმასთან დაკავშირებითაც რაც ამჟამად ამ ქვეყანაში ხდება, შეუძლებელია შემდეგ პროგნოზზე უკეთესის გაკეთება: „ადამიანი-მასა ფაქტობრივად დარწმუნებულია, რომ თავად არის სახელმწიფო, და ის უფრო და უფრო შეეცდება ნებისმიერი საბაბით აამუშაოს მისი მანქანა, რათა მის ქვეშ გათელოს ნებისმიერი შემოქმედებითი უმცირესობა, რომელიც მას წინ აღუდგება - რა სფეროშიც არ უნდა იყოს - პოლიტიკა, იდეოლოგია, ინდუსტრია“.

27. ოპენჰეიმერი Der Staat თავი I. სერვისებიც, რა თქმა უნდა, არის ეკონომიკური გაცვლის საგანი.

28. ამერიკაში, სადაც აბორიგენი მონადირეები არ ექვემდებარებოდნენ ექსპლუატაციას, სამეურნეო კომპანიები - theVirginia Company Massachusetts Company, Dutch West India Company, the Calverts და ა.შ. მისდევდნენ ინგლისიდან და ევროპიდან ექსპლოატირებადი ადამიანური მასალის იმპორტის ტრადიციულ მეთოდს და მათ ასევე დააარსეს მონური შრომის ეკონომიკა აფრიკიდან იმპორტის საშუალებით. ამ ფაზის საუკეთესო აღწერა ჩვენს ისტორიაში არის ბერდის „ამერიკული ცივილიზაციის ამბოხი“, ტომი 1, გვ. 103-109. მოგვიანებით ექსპლოატირებადი მასალის უზარმაზარმა მასამ მოახდინა საკუთარი თავის იმპორტი იმიგრაციის გზით. ვალენტინის ახელმძღვანელოში 1859 წ-ისთვის აღნიშნულია, რომ 1847-1858 პერიოდში 2,486, 463 იმიგრანტმა გაიარა ნიუ-იორკის პორტში. ამ კონკურენციამ შეამცირა მონური ეკონომიკა ქვეყნის ინდუსტრიულ სექციებში და ჩაანაცვლა სახელფასო ეკონომიკით. უნდა აღინიშნოს, რომ საზოგადოების განწყობა ამ რეგიონებში მონურ ეკონომიკას არ უპირსპირდებოდა, ვიდრე ის წამგებიანი არ გახდა.

29. მაგალითად, თუ დავუშვებთ, რომ ბ-ნი ნორმან ტომასი და სოლიდური კოლექტივისტური კონგრესი, სოლიდური კოლექტივისტური უზენაესი სასამართლოთი, უნდა გამხდარიყო ჩვენი უსაშველოდ მძლავრი საექსპლოატაციო აპარატის მემკვიდრე, ფანტაზიის განსაკუთრებული უნარი არ იქნება საჭირო შედეგის პროგნოზირებისთვის.

30. 1933 წ. აპრილში ამერიკის სახელმწიფომ გამოსცა ნახევარი მილიარდის ღირებულების მცირეფასიანი ქაღალდები, რათა მოეზიდა ინვესტიციები საწყალი ადამიანებისაგან. მან პირობა დადო, რომ ოქროთი გადაიხდიდა როგორც ძირითად თანხას, ასევე საპროცენტო განაკვეთს - მაშინდელი ღირებულებით. სამი თვის შემდეგ სახელმწიფომ უკან წაიღო თავის დაპირება. პიროვნების მიერ ჩადენილი ასეთი საქციელი, როგორც ფროიდი ამბობს, სამუდამოდ შელახავდა მის სახელს და ის არაფრით იქნებოდა თაღლითზე უკეთესი, ხოლო ეს რომ პიროვნებათა ჯგუფს ჩაედინა, ისინი პროფესიულ-კრიმინალური კლასის კატეგორიაში მოექცეოდნენ.