არსებულ რთულ სიტუაციაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველომ პრაგმატული გზა აირჩიოს და ზედმეტად არ აყვეს ემოციებს - ეს ეხება როგორც ჯანდაცვის ღონისძიებებს, ასევე ეკონომიკურ პოლიტიკასაც.

ჯანდაცვის სპეციალისტობაზე თავს ვერ დავდებ, თუმცა, ადრეც სხვებთან ერთად ვაცხადებდი, რა მნიშვნელოვანია მასობრივი ტესტირება სამეწარმეო საქმიანობის აღსადფენად; ასევე მივუთითებდი, რომ აუცილებელი იყო მთავრობას დაგროვილი საპენსიო თანხები (სახელმწიფოს ნაწილი) სასწრაფოდ გამოეყენებინა ჯანდაცვის კერძო სექტორისაგან სერვისების შესასყიდად - კორონავირუსთან საბრძოლველად კერძო კლინიკების მოსამზადებლად, კერძო ინიციატივების დაუყოვნებლივი წახალისებისთვის და მხარდაჭერისთვის ამ სფეროში. რასაც, ჯერჯერობით, ვერ ვხედავთ, ალბათ თვითონ უკეთ იციან. 

რაც შეეხება ეკონომიკას ანუ სამეწარმეო საქმიანობას, ეს, მგონია,  კიდევ უფრო რთულ ამოცანებს აჩენს. თითქმის ყველას მიაჩნია, რომ, როგორც ჯანდაცვის შემთხვევაში, სახელმწიფოს როლი აქ(აც) განსაკუთრებულია. ამ იდეას (სინამდვილეში ემოციას) სამი მნიშვნელოვანი ფაქტორი აძლიერებს: 1. ხალხს მიაჩნია, რომ მთავრობა ზუსტად იმისთვის არსებობს, რომ ეკონომიკური პრობლემები გადაჭრას (მეტიც, მართოს ეკონომიკა). 2. მთავრობას ეროვნულ (ცენტრალურ) ბანკთან ერთად მეტი რესურსი აქვს ვიდრე კერძო სექტორს. 3. მთავრობამ უკეთ იცის როგორ დახარჯოს ეს ფული. 

ეკონომიკის მიმართულებით სხვადასხვა მხარეები სხვადასხვა ვარიაციებს იყენებენ, ზოგი მთავრობის სუბსიდიებს უჭერს მხარს, ზოგი ცენტრალური ბანკის მონეტარული მანქანის იმედზეა. ეს ვერსიები ბიზნესის გადარჩენას და ეკონომიკური აქტივობის ხელოვნურად შენარჩუნებას გულისხმობს, რაც, მოსალოდნელია, ფულის ფლანგვას, ხალხის გაღარიბებას და სახელმწიფო ვალის დაგროვებას გამოიწვევს, რომელის გადახდაც თვით მოსახლეობას მოუწევს. 

 

ალტერნატივები.

არსებობს მხოლოდ ერთი ალტერნატივა, რომელიც ემოციებს ნაკლებად პასუხობს, თუმცა ეკონომიკური თვალსაზრისით გაცილებით რეალისტური ჩანს. ამ ალტერნატივის წარმოდგენამდე, მოდი დავინახოთ რას ნიშნავს მთავრობის ჩარევა. ითვლება, რომ მთავრობას გაცილებით მეტი ფული აქვს ვიდრე კერძო სექტორს. ამ ილუზიის უკან არ ჩანს, სულ მცირე, ორი ფაქტორი: 

  1. კერძო სექტორის ხელში გაცილებით მეტი რესურსია, უბრალოდ გაურკვეველ სიტუაციაში მის მონაწილეებს ზედმეტი რისკის გაწევა არ უნდათ. ეს ავტომატურად მიგვითითებს მთავრობის მიერ ასეთ სიტუაციაში განხორციელებული ფინანსური ინექციების მაღალ რისკზე - უბრალოდ იგულისხმება, რომ კერძო სექტორი, მათ შორის ბანკები უფრო ფრთხილი მოქმედებებით საქმეს ვერ უშველიან, ხოლო მთავრობა თავისი გაუფრთხილებელი ავანტურისტული ნაბიჯებით - უშველის. 
  2. ილუზიაა ისიც, ჩათვალო მთავრობას ფული აქვს - ეს ფული ჩვენ უნდა გადავუხადოთ, ან ახლა ან მომავალში - აღებული ვალის დასაფარავად. უფრო მეტიც, ეკონომიკური შემცირების პირობებში აუცილებლად მოხდება გადასახადების გადახდის - შესაბამისად საბიუჯეტო შემოსავლების შემცირებაც. ამავდროულად, მთავრობის მიერ ცენტრალური (ეროვნული) ბანკის რეზერვების გამოყენება ლარის ძალიან სუსტ იმუნიტეტს კიდევ უფრო შეარყევს. ამის დარდი შესაძლებელია არ ჰქონდეს ხალხს, თუ ლარი არ იქნებოდა ერთადერთი კანონიერი გადახდის საშუალება. მაგრამ არსებული მდგომარეობით ლარის გაუფასურება სახელმწიფოს ერთადერთი სწრაფი შესაძლებლობაა ფული სწარაფად იშოვოს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ფასებს გაზრდის და მოსახლეობას გააღარიბებს. 

 

ეკონომიკაში ფულის ინექცია.

მთავრობის მიერ ეკონომიკაში ფულის ინექცია ახალი არაა არც საქართველოს და არც მსოფლიოს გამოცდილებისთვის. ასეთი მოდელების უარყოფითი გამოცდილება ცნობილია - ზიანი ისევ მოსახლეობის გადასახდელია - დღეს ან ხვალ. 1980-ნი წლების ბოლოდან შვედეთმაც (-კი) მკვეთრად დაამუხრუჭა სახელმწიფო სექტორის ზრდის  გზაზე. ახლაც, კორონავირუსის კრიზისის დროს  შვედეთი ყველასთვის მაგალითი გახდა სახელმწიფოს შეზღუდული ჩარევის და პრაგმატული მოქმედების გამო.

ნებისმიერი სახელმწიფო ინექცია მოსახლეობის გადასახდელია, მიუხედავად იმისა, რომელ ეტაპზე იხდის გარკვეული ინდივიდი მას. ეს ნიშნავს, რომ თუ სახელმწიფო შემოსავლებს ძირითადად დიდი გადამხდელები ქმნიან, ისინი ამ საგადასახადო ხარჯებს აუცილებლად მოსახლეობისგან იბრუნებენ პროდუქციის ფასიდან. მთავრობას თავისი ფული არ აქვს, მას ჩვენ ვუხდით.

ლარის გაუფასურებისას, სახელმწიფო ხელოვნურად აქვეითებს მის ღირებულებას ორი მიზნით: 1. ცირკულაციაში არსებული ფულის მასის ზრდის გზით გაუფასურებული ფულის ღირებულების ნაწილი მთავრობის ჯიბეში გადადის. 2. იმპორტზე დამოკიდებული სახელმწიფო ბიუჯეტი პირდაპირ ზრდის შემოსავლებს, დღგ-ს და აქციზის საზღვარზე გადახდის ხარჯზე თუ ადგილობრივი კანონიერად ცირკულირებული ვალუტა უფასურდება. ცხადია, ორივე შემთხვევაში ეს ხალხის ხარჯზე ხდება.

 

მთავრობის მონაწილეობა საკრედიტო საქმიანობაში.

ომახიანად ისმის ასევე მოწოდებები მთავრობის მიერ საბანკო კრედიტების პროგრამებში მონაწილეობის შესახებ, ან საკრედიტო რესურსის პირდაპირ სესხების, ან მეტიც ჩუქების, და/ან კრედიტების გარანტიაში ჩადგომით. მთავრობის ასეთი მოქმედება და მოწოდებებიც არახალია და მცდარი აზროვნების ნაწილია. ბანკებს საქართველოში, ცხადია, საკმარისი რესურსები აქვთ ახლა ნებისმიერი ბიზნეს საქმიანობა დააკრედიტონ, უბრალოდ მათ არ უნდათ რისკზე წავიდნენ, არა მხოლოდ მათი ინვესტორების და კანონის წინაშე პასუხიმგებლობის გამო, არამედ, უმეტეს წილად კონკურენციის გამო და ბიზნესის დაკარგვის რისკის გამო. ცხადია, მთავრობის მიერ ასეთი საკრედიტო რესურსების ინექციის ან კრედიტების გარანტიების გაცემის შემთხვევაში, ეს რისკი არსად ქრება, - პირიქით იზრდება, რადგანაც აქ მისი წყარო - გადასახადის გადამხდელი ნაკლებად აკონტროლებს სიტუაციას და კონკურენტებიც აღარ ქმნიან საფრთხეს. ამ შემთხვევაში ბანკები მიიღებენ რესურსებს, რომელიც შეეძლებათ უფრო თავისუფლად განკარგონ და დააფინანსონ უფრო რისკიანი პროექტები, ვიდრე სხვა შემთხვევაში. ანუ, სახელმწიფოს ჩარევის შედეგად საკრედიტო რისკი იზრდება და არ მცირდება. ამ რისკის შედეგად მიღებული ზარალი ან სახელმწიფოს (ანუ გადასახადის გადამხდელთა) ხარჯზე უნდა დაიფაროს ან სხვა კლიენტების ხარჯზე - მათთვის კრედიტების გაძვირების ან ანაბრების სარგებლის შემცირების გზით.

ცნობილია, მაგალითად როგორ ახერხებენ ბანკები საყოფაცხოვრებო კრედიტების გაცემას დაბალშემოსავლიანი ოჯახებისთვის მაღალ შემოსავლიანის ხარჯზე - დაბალი ინტერესით ან ინტერესის გარეშე. ასევე იქცევიან ბანკები სესხების გაცემისას, როდესაც მაღალრისკიან და დაბალრისკიან კრედიტებს ფაქტობრივად თანაბარი პირობებით აფინანსებენ.

 

უფრო მნიშვნელოვანია პროექტების ხარისხი, რომელიც ასეთი სახელმწიფოს მხარდაჭერილი კრედიტები დააფინანსებს. როგორც ითქვა, ბანკები ხშირად თავს იკავებენ მაღალრისკიანი პროექტები დააფინანსონ, რადგან მიიჩნევენ, რომ ეს პროექტები უხარისხოა. მეტიც, ძალიან უნდათ გასცენ კრედიტი, თუმცა, ხვდებიან რამდენად რისკიანია ეს საქმე. ამ შემთხვევაში ბანკები მნიშვნელოვან პოზიტიურ როლს ასრულებენ - ეწევიან საკრედიტო პროექტების ფინანსურ ექსპერტიზას. ბანკების სხვა როლთან შედარებით, ეს ფაქტობრივად ყველაზე მნიშვნელოვანია და მისი უგულვებელყოფა ეკონომიკას არყევს. თუმცა, ეს როლი არ არის მისი კეთილშობილების ნაწილი, არამედ კლიენტების, ინვესტორებთან და მესაკუთრეეთან ანგარიშვალდებულების შედეგია და კონკურენციის, რომელიც მას კლიენტების, ინვესტორების და მესაკუთრეების დაკარგვით ემუქრება. ამის შედეგად, გასაგებია, რატომ შეიძლება უხაროდეს ბანკებს ასეთი იოლი რესურსების მიღება. ამავდროულად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს მთავრობის ვითომდა კეთილი განზრახვა ასევე მოსახლეობის დასაფინანსებელია გადახდილი გადასახადებით. 

გასაგებია ასევე ერთი დიდი ნეგატიური მოვლენა, რომელიც ასეთ პროგრამებს მოყვება - სახელმწიფოს და საბანკო სექტორის კორუფციული ხასიათის თანამშრომლობა. მთავრობა ყოველთვის შეეცდება ბანკები საკუთარი სარგებლის ქვეშ ამოქმედოს, მისი კლიენტების ხარჯზე, ხოლო ბანკები მზად იქნებიან მთავრობის ბევრ საეჭვო საქმიანობაში მიიღონ მონაწილეობა. ასეთი პროგრამის განხორციელება ან სწრაფად და მკაფიო და რთული წესების გარეშე უნდა მოხდეს, ან მისი პროცედურების გაწელვა არაფერ შედეგს არ მოიტანს. შესაბამისად, მისი (მთავრობის მონაწილეობა საკრედიტო საქმიანობაში) განხორციელების შემთხვევაში სახეზე აშკარა ხასიათის მორალური ხიფათის (moral hazard) შექმნის შესაძლებლობა გვექნება, დიდი ფულის ფლანგვით და ბიზნესის სექტორის გარყვნით.. 

 

სახელმწიფო ინვესტიციები.

ასევე ეკონომიკურად არაპრაგმატულია (ახლაც და ყოველთვის) წარმოების ზრდაში სახელმწიფო ინვესტიციები. როგორი ლამაზი და პატრიოტული სახელიც არ უნდა დავარქვათ ასეთ პროგრამებს, საქმე ისევ საჯარო რესურსებს ეხება, რომლის წყარო მხოლოდ გადასახადებია. 

ბანკებს შესაძლებელია უფრო დახვეწილი იდეებიც ჰქოდეთ. მაგალითად, ასეთი კრედიტების გაცემა რეალურად უფრო გართულებული სქემით მოხდეს. მთავრობას საკრედიტო რესურსი არ აქვს, ამიტომაც ბანკები თვითონ ასესხებენ ამ ფულს მთავრობას და შემდეგ უკან მიიღებენ საკრედიტო რესურსის სახით. ამ შემთხვევაში მათ საშუალება გაუჩნდებათ ეს კრედიტები გააიაფონ კიდეც, თუმცა მისი სარგებლის ამოღება სახელმწიფო ვალიდან ან ჩვეულებრივი (დანარჩენი აქტოვობების ხარჯზე) სესხების სარგებლიდან დააფინანსონ. 

რამდენად მოსალოდნელია, რომ კრიზისის დროს საკრედიტო საქმიანობა უფრო მარტივი იყოს - თვით ეს წინადადება გულისმობს, რომ პირიქით, კრიზისი სწორედ ბიზნეს საქმიანობის გართულებულ მდგომარეობას გულისხმობს. ყველა ცდილობს გარკვეული ხასიათის პროდუქცია შეიძინოს და სხვებზე უარი თქვას, ამავდროულად დაზოგოს რესურსები უარესი დღისთვის. ის რასაც კრიზისის დამძლევი პოლიტიკა ნიშნავს, ეს არის მთავრობის მიერ მოსახლეობის რესურსების მიმართვაა მისთვის (ანტი-კრიზისული გეგმის) სასურველი მიმართულებით და მისი დანაზოგების ხელოვნური ამოძრავება. კრიზისების და მათი ასეთი გამკლავების ყველა ისტორია თავდება მოსახლეობის საყოველთაო გაღარიბებით. 

ამიტომ, ბანკების მიერ სესხების გაცემა სახელმწიფოს (გადასახადის გადამხდელთა) ხარჯზე ძალიან რისკიანი იდეაა. ცხადია, მთავრობის მიერ ამ ფუნქციის თავის თავზე აღება კიდევ უფრო დიდი რისკის მატარებელია, მას არც ამის ცოდნა აქვს და არც გამოცდილება. მისი ბაზარზე მოქმედება და საინვესტიციო გადაწყვეტილებები ბნელ ოთახში ხელების ცეცების მსგავსია. 

მაგალითად, შეიძლება ბევრს მოეჩვენოს, რომ ახლა საკვების სფეროში ინვესტიცია აუცილებლად წარმატებული იქნება, თუმცა მათ უნდა გაითვალისწინონ, რომ ინვესტიცია არ არის პანაცეა, არამედ, მთავარია პროდუქტიულობა და კონკურენტუნარიანობა. თუ ჩვენ ემოციას ავყვებით და ამ ძლივს ნაშოვნ რესურსებს არასწორად გამოვიყენებთ უკეთეს შემთხვევაში ძვირად ღირებული და უხარისხო ადგილობრივი პროდუქტები შეგვრჩება

 

ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა.. 

აქ მოდის კიდევ ერთი მცდარი იდეა, რომლის შედეგებზეც ფიქრს ემოციები ფარავს. ბევრი ფიქრობს, რომ, მით უმეტეს კრიზისის პირობებში, აუცილებელია ადგილობრივ წარმოებას დავეხმაროთ, რომელიც ამუშავდება და ხალხს დაასაქმებს. ის რაც არ ჩანს (ფრედერიქ ბასთიას მიხედვით) ის არის, რომ ასეთ პირობებში 1. ადამიანებს, ოჯახებს არჩევანის თავისუფლება შეეზღუდება. 2. კონკურენცია შეიზღუდება და მოსახლეობა მიიღებს უფრო დაბალი ხარისხის, მაგრამ უფრო ძვირ პროდუქტებს. 3. თვითონ ეს საწარმოები კონკურენციის გარეთ ილუზორულ ეკონომიკურ სამყაროში აღმოჩნდებიან და სრულიად დაკარგავენ პროდუქტიულობას და კონკურენტუნარიანობას. 4. სანამ ეს ფანტაზია ამოქმედდება კიდევ ბევრი იფიქრებს უცხოეთშიც ამ სფეროში მოგების მიღებაზე, პროდუქტიულობის ზრდაზე, ახალი ტექნოლოგიებით სხვების ჯობნაზე და ა.შ. ჩვენი თუნდაც უკეთესი პროდუქცია კი შესაძლებელია ძვირი იყოს და მოსახლეობამ (რომელიც კრიზისის შედეგად უფრო გაღარიბდება) ისევ იმპორტული აირჩიოს.

აქ არის კიდევ ერთი დიდი მნიშვნელობის ფაქტორი. ემოციებმა შესაძლებელია დაგვძლიოს და დავიწყოთ ფიქრი ეგრეთწოდებული საკუთარი ბაზრის ან საკუთარი წარმოების დაცვის პოლიტიკაზე - პროტექციონიზმე. ეს, როგორც ზემოთ აღინიშნა, დიდი დარტყმა იქნება ქართველ მომხმარებლებზე, განსაკუთრებით კი დაბალი შემოსავლების ინდივიდბზე და ოჯახებზე. თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია, როგორ ზემოქმედებას მოახდენს ეს საქართველოს გეოპოლიტიკურ პოზიციონირებაზე და ქვეყნის უსაფრთხეობაზე. გამონაკლისის გარეშე, ყველა სავაჭრო პარტიორი ჩათვლის, რომ ასეთი არამეგობრული ნაბიჯი ზუსტად მის წინააღმდეგ იქნა გადადგმული, - ჩვენი ქვეყანა დაკარგავს კეთილსინდისიერი და სანდო პარტნიორის სახელს. მოსალოდნელია, რომ მათაც გამოიყენონ ჩვენს წინააღმდეგ სავაჭრო და სხვა სახის მკაცრი ღონისძიებები. ასეთი ნაბიჯების გადადგმა ასევე საერთაშორისო სავაჭრო წესების დარღვევად ჩაგვეთვლება და საბოლოოდ მოსახლეობა და ქვეყანა დიდ ზიანს მივიღებთ.

 

ვინ იხდის გადასახადებს?

ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, რომ მთავრობა ზოგადად ძირითადად წარმატებულ ბიზნესებს ბეგრავს - წარუმატებელს ან ნაკლები ან არაფერი აქვს გადასახდელი. სუბსიდიების დაფინანსება სწორედ წარმატებული ბიზნესების ხარჯზე ხდება წარუმატებლების მიმართულებით. წარუმატებლები ასევე ვერ ახერხებენ კრედიტის აღებას, და მხოლოდ მთავრობის პროგრამების ან გარანტიების და სესხების იმედზე არიან, რაც ისევ წარმატებულების და მოსახლეობის ხარჯზე ხდება. ამიტომ, რესურსების გადანაწილება წარმატებულიდან წარუმატებელი ბიზნესებისაკენ ეკონომიკის საერთო წარმატებაზე უარყოფითად აისახება. ყველაზე ადვილად გასაგები იქნება უბრალოდ ერთ წარმატებულ სუპერმარკეტს რომ ფული წავართვათ და მის მეზობელს გადავცეთ, რომელიც ცუდად მუშაობს და გაკოტრდა. გაკოტრების შესახებ-კი ყველა ადგილობრივმა მომხმარებელმა იცის და სწორად მიაჩნია - ფაქტობრივად თავისი საკუთარი არჩევანით მიანიჭა უპირატესობა პირველს და გააკოტრა მეორე. 

 

ალტერნატივა.

მნისვნელოვანია რის ალტერნატივაზე მიდის საუბარი. აქ შესაძლებელია განვიხილოთ ჯანდაცვის კონკურენციაზე დაყრდნობილი კერძო სისტემა - რატომაც არა. კორონავირუსთან ბრძოლის გერმანული გამოცდილება არის დეცენტრალიზებული, სახელმწიფო და კერძო სექტორების დამოუკიდებელი მოქმედების შედეგია.

თუმცა ეკონომიკურ საკითხებს რომ არ ავცდეთ, აქ კი ამის ნაცვლად მთავრობის ჩარევისა და მისი საშუალებით ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტის ალტერნატივა განვიხილოთ.

ეს არის გადასახადების და სახელმწიფო ხარჯების შემცირების გზა. აუცილებლად უნდა ითქვას, რომ გადასახადები არ არის ბიზნესის კეთების ერთადერთი პირდაპირი დანახარჯი, აუცილებელია ასევე ვიფიქროთ ბიზნესის სახელმწიფო რეგულირების რადიკალურ შემცირებაზე. თუმცა ამ შემთხვევაში გავამარტივოთ და შევხედოთ მხოლოდ გადასახდების ნაწილს (ცხადია, როდესაც გადასახადების შემცირებას ვიხილავთ, ავტომატურად სახელმწიფო ხარჯებსაც ვგულისმობთ). 

გადასახადების შემცირება ორ რამეს გამოიწვევს - საქონლის ფასის სტრუქტურის ცვლილებას გადასახადების წილის შემცირების მიმართულებით და თვით ფასის შემცირების ტენდენციას. შევაფასოთ როგორი იქნება საგადასახადო ვალდებულებების წილი ფასში სხვადასხვა დონის საგადასახადო ტვირთის პირობებში (საგადასახადო ტვირთი - ყველა ხილული გადასახადი საქონლის ფასში) - იხილეთ სქემა, რომელიც აღწერს სხვადასხვა რეჟიმებს:

 

სქემა ნათლად აჩვენებს, რომ საგადასახადო ტვირთის (ანუ გადასახადების წილი საქონლის ფასში) ზრდის შემთხვევაში მეწარმეს უწევს მისი სხვა ნაწილების შემცირება. ანუ, თუ გადასახადები იზრდება, მეწარმეს უწევს: 

  • მოგების შემცირება - და ამით მისი საინვესტიციო მოტივაცია მცირდება
  • ინვესტირების შემცირება - ანუ გაფართოებაზე და ახალ ტექნოლოგიებზე უარის თქმა
  • ნაკლები რესურსები - უფრო ნაკლები და/ან დაბალხარისხიანი რესურსების შეძენა 
  • ნაკლები შრომა - ნაკლები ადამიანის დასაქმება და/ან ხელფასების შემცირება
  • და ბოლოს, როდესაც გადასახადების დონე შეუძლებელი ხდება - არალეგალური ნაწილის გაჩენა.

ეს ხდება, როდესაც ჩვენ ვცდილობთ დაბალი გადასახადების მდგომარეობიდან მაღლისკენ წავიდეთ. თუ ამ სქემას უკან გავყვებით, ვნახავთ, რომ გადასახადებიდან რესურსების გამოთავისუფლება - პირიქით, ყველა სხვა კომპონენტის ზრდის შესაძლებლობას იძლევა. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს სქემა არ განიხილავს მთავრობის მიერ ინფლაციის ხელოვნურად გამოწვევას ან სხვა უხეშ ჩარევას, რაც ამ სქემაში მოცემულ ფასებზე ზემოქმედებას მოახდენდა.

ერთი რამ ცხადია, რომ არ შეიძლება ერთდროულად მაღალი გადასახადები გქონდეს და ეკონომიკის მაღალი აქტიურობა - რაც მეტ რესურსებს ფლობს ბიზნესი, მით ადვილია გაფართოება, ხალხის დასაქმება და კონკურენტუნარიანობის შექმნა-შენარჩუნება და პირიქით. შესაბამისად, როდესაც ვსაუბრობთ, რომ ბიზნესს ჭირდება მეტი რესურსი, პირველ რიგში უნდა  ვიფიქროთ მისთვის უფრო ნაკლები გადასახადის დაწესებაზე. სხვა შემთხვევაში, მეწარმეს ვაიძულებთ ჯერ გადასახადი გადაიხადოს და მერე დაელოდოს, როგორ მიიღოს ეს თანხა უკან მთავრობისგან დაუმსახურებელი პრივილეგიების სახით. 

ზემოთ ასევე ითქვა, რომ სინამდვილეში წარმატებული ბიზნესები იხდიან გადასახადებს და ამ რესურსების სახელმწიფოს მექანიზმებით გადანაწილებას ძნელად თუ მოყვება წარმატება. გამოდის, ამ გზით პროდუქტიულობა და ეფექტიანობა ჯარიმდება და არაპროდუქტიულობა და არაეფექტიანობა წახალისდება.

შესაბამისად, უმჯობესია, რომ ეს მწირი რესურსები მეწარმეებს დავუტოვოთ, რათა მათ მიიღონ უეკეთესი საინვესტიციო გადაწყვეტილებები კონკურენციის პირობებში. ეს მით უმეტეს უფრო მნიშვნელოვანია კრიზისის პირობებში - მიეცეს მეწარმეთა ინოვაციას და შემოქმედებით უნარს მაქსიმალური შესაძლებლობა ამოქმედნენ და შექმნან დოვლათი, იმის ნაცვლად, რომ მთავრობის პრივილეგიებს დაელოდონ. მნიშვნელოვანია ასევე, რომ ასეთ პირობებში მეწარმე (ანთრეპრენერი) თვითონ იმოქმედებს, რომ გაარკვიოს რა მიმართულებითაა ახლა უფრო ხელსაყრელი ინვესტირება და რას უფრო ითხოვს და ელოდება მომხმარებელი. სახელმწიფო ასეთ შემთხვევაშიც არ გამოდგება მის მრჩევლად და ჭკუის დამრიგებლად, რადგან მისი რჩევით მეწარმე აუცილებლად დაკარგავს კონკურენციის გრძნობას და წამოიწყებს რისკიან ბიზნესს.

 

გადასახადების დაწევა კორონავირუსისდოინდელი და მის შემდგომი პოლიტიკის აუცილებელი ნაწილი უნდა იყოს. ახლა ბიზნესის ამოქმედების გარეშე თვით სახელმწიფო ბიუჯეტიც დაიწრიტება. დღეს ვინც ითვლის, რა მოცულობის საგადასახადო შემოსავალი იქნება სრულიად აცდენილია რეალობას - არავინ იცის ამ პირობებში რომელი ბიზნესი გადარჩება და რისი გადამხდელი იქნება ის. მეწარმეებს ახლა ბევრი გაუსტუმრებელი ვალდებულება აქვთ და მათ შორის უკვე დამდგარი და მომავალი ვალდებულებები გადასახადებზე, ხელფასებზე, მიმწოდებლების მიმართ და ა.შ. ან უხდიან სახელმწიფოს და ან იყენებენ ამ რესურსს სამოქმედოდ - სხვა ოფციები არ არსებობს. 

ამავდროულად, თუ წინ გავიხედავთ, პოსტ-კორონა მსოფლიოში დიდი კონკურენცია იქნება საინვესტიციო რესურსებისათვის - ეს მანამდეც ასე იყო, თუმცა ბევრს არ ესმოდა. ამიტომ, საქართველომ უნდა სასწრაფოდ შექმნას ახალი დამატებითი უპირატესობები იმისათვის რომ ინვესტორები მოვიზიდოთ. ეს, არ უნდა დაგვავიწყდეს, იმის ფონზე მოხდება, რომ ლარი ასე არასტაბილურია და არსებობს ბევრი პრეტენზია სასამართლო სისტემის პოლიტიზებაზე (ნებისმიერი რეალობის პირობებში) და თანაც ინვესტიციებზე, როგორც არასდროს, ყველა ინადირებს. ის რისი შეცვლაც ადვილად შეუძლია ახლა მთავრობას, რათა კონკურენტული უპირატესობები გავზარდოთ არსებული პრობლემების საპირწონედ, - ეს არის მხოლოდ გადასახადების შემცირება.  

გადასახადების შემცირებას აუცილებლად უნდა მოყვეს სახელმწიფო ხარჯების მკვეთრი შემცირებაც; მით უმეტეს, - სახელმწიფოს ხარჯების შემცირება ნებისმიერ შემთხვევაში მოუწევს - შემოსავლების შემცირება გარდაუვალია (აშშ დოლარი თუ სასწრაფოდ 5 ლარი არ გახდა). ცხადია, ისე ვეღარ ვიცხოვრებთ, ბიუროკრატიის ხელფასებიც ეკონომიკის შესაბამისი უნდა იყოს, მაგალითად. გადასახადების შემცირება სხვა ალტერნატივებთან შედარებით გაცილებით მარტივი შესასრულებელია - მას გამოცხადების გარდა არაფერი დაჭირდება.

 

არსებობს სხვა ალტერნატივაც.

შესაძლებელია სხვა ალტერნატივებიც, ვალის აღება და/ან საერთაშორისო დახმარების მიღება. ვალის აღებისას, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ახლა ასეთ რესურსებზე ყველა სახელმწიფო ფიქრობს და აკეთებს გათვლებს და შესაბამისად - გაძვირდება. ამასთანავე, ამ ვალის აღებასაც საზღვარი აქვს და ეფექტიანობაც -  ილუზორული დღევანდელი კვერცხის მიღების მცდელობით ადვილად შეიძლება ისიც გავტეხოთ და ხვალინდელი ქათამიც დავკარგოთ დიდი ხნით. 

დახმარების მიღების იმედზე შესაძლებელია ვიყოთ, არავის არაფერს ვუშავებთ და რატომაც არა. თუმცა ეს დახმარების რესურსებიც ერთგვარ კონკურენციაშია უკვე; სესხების არ იყოს, მასაც მოყვება წინაპირობები (ზოგ შემთხვევაში კარგი) და თანაც ბოლო ხანებში არაფერი (სერიოზულად ცუდი ან სერიოზულად კარგი) გაგვიკეთებია, რომ გვეგონოს რაიმე პრივილეგირებულ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით. საეჭვოა, ასეთი რესურსების დანიშნულება ჩვენი ეკონომიკის დღევანდელ ან ხვალინდელ მოთხოვნებს იდეალურად მოერგოს. მით უმეტეს უგუნურება იქნება ის ჩვენს ერთადერთ იმედად წარმოვიდგინოთ და განვითარების საიმედო წყაროდ დავისახოთ. მთავრობის ადგილზე ამ საკითხზე ასჯერ თუ არა ათჯერ მაინც დავფიქრდებოდი. არ მგონია ინვესტორებისათვის მაინცდამაინც მიმზიდველი იყოს მხოლოდ დახმარების იმედზე მყოფ ქვეყანაში ჩადონ ფული.

 

საბჭოთა კომუნიზმის სამწუხარო და საშინელი გამოცდილების მქონე ხალხს კარგად ესმის, რომ ქვეყანაში სიმდიდრის ერთადერთი წყაროა მეწარმე, მხოლოდ მან, თავისი მოგების მიღების მოტივაციით შეიძლება მოიფიქროს მრავალი სახის გამოსავალი, მოერგოს ნებისმიერ სიტუაციას, მოიზიდოს ყველაზე თანამედროვე იდეები, მათ შორის ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც, და აამოქმედოს რესურსები შედეგების მისაღწევად, ყველა დანარჩენი მის იმედზე და მის ხარჯზე ვმოქმედებთ. მთავრობას ფული არ აქვს, არც არაფერს ქმნის, მან ან ახლა უნდა წაგვართვას რესურსები ან მომავალში და გაფლანგოს ილუზიის შესაქმნელად..

 

ამიტომაც ყველაზე რეალისტური და პრაგმატულია გადასახადების განაკვეთების სასწრაფოდ და რადიკალურად შემცირება, კერძო სექტორს დავუტოვოთ შესაძლებლობა იმოქმედოს. უნდა ვენდოთ ჩვენს მეწარმეებს, რომ ისინი გაცილებით უკეთეს სამეწარმეო გადაწყვეტილებებს შემოგვთავაზებენ, მთავრობას დაჭირდება გამბედაობა, რათა ასეთი გადაწყვეტილების ფისკალური და პოლიტიკური რისკები გადაიტანოს, თუმცა თავი შეიძლება იმით დაიმშვიდოს, რომ არც აქვს სხვა რაიმე არჩევანი. 

არსებულ რთულ სიტუაციაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველომ პრაგმატული გზა აირჩიოს და ზედმეტად არ აყვეს ემოციებს - ეს ეხება როგორც ჯანდაცვის ღონისძიებებს, ასევე ეკონომიკურ პოლიტიკასაც.

ჯანდაცვის სპეციალისტობაზე თავს ვერ დავდებ, თუმცა, ადრეც სხვებთან ერთად ვაცხადებდი მასობრივი ტესტირების მნიშვნელობაზე სამეწარმეო საქმიანობის აღდგენის მიზნით; ასევე მივუთითებდი, რომ აუცილებელი იყო მთავრობას დაგროვილი საპენსიო თანხები (სახელმწიფოს ნაწილი) სასწრაფოდ გამოეყენებინა კერძო სექტორისაგან კორონავირუსთან საბრძოლველად

კერძო კლინიკების მოსამზადებლად, კერძო ინიციატივების დაუყოვნებლივი წახალისებპსთვის და მხარდაჭერისთვის ამ სფეროში.

 

რაც შეეხება ეკონომიკას ანუ სამეწარმეო საქმიანობას, ეს, მგონია,  კიდევ უფრო რთულ ამოცანებს აჩენს. ყველას მიაჩნია, რომ, როგორც ჯანდაცვის შემთხვევაში, სახელმწიფოს როლი აქ(აც) განსაკუთრებულია. ამ იდეას (სინამდვილეში ემოციას) სამი მნიშვნელოვანი ფაქტორი აძლიერებს: 1. ხალხს მიაჩნია, რომ მთავრობა ზუსტად იმისთვის არსებობს, რომ ეკონომიკური პრობლემები გადაჭრას (მეტიც, მართოს ეკონომიკა). 2. მთავრობას ეროვნულ (ცენტრალურ) ბანკთან ერთად მეტი რესურსი აქვს ვიდრე კერძო სექტორს. 3. მთავრობამ უკეთ იცის როგორ დახარჯოს ეს ფული. 

ამ ფაქტორების გათვალისწინებით, სხვადასხვა მხარეები სხვადასხვა ვარიაციებს იყენებენ, ზოგი მთავრობის სუბსიდიებს უჭერს მხარს, ზოგი ცენტრალური ბანკის მონეტარული მანქანის იმედზეა. ეს ვერსიები ბიზნესის გადარჩენას და ეკონომიკური აქტივობის ხელოვნურად შენარჩუნებას გულისხმობს, რომელიც მოსალოდნელია ფულის ფლანგვას, ხალხის გაღარიბებას და სახელმწიფო ვალის დაგროვებას გამოიწვევს, რომელის გადახდაც თვით მოსახლეობას მოუწევს.

ალტერნატივები.

არსებობს მხოლოდ ერთი ალტერნატივა, რომელიც ემოციებს ნაკლებად პასუხობს, თუმცა ეკონომიკური თვალსაზრისით გაცილებით რეალისტური ჩანს. ამ ალტერნატივის წარმოდგენამდე, მოდი დავინახოთ რას ნიშნავს მთავრობის ჩარევის გზა. როგორც ზემოთ აღინიშნა მთავრობას გაცილებით მეტი ფული აქვს ვიდრე კერძო სექტორს. ასეთი ილუზიის უკან არ ჩანს, სულ მცირე, ორი ფაქტორი: 

  1. კერძო სექტორის ხელში არსებული რესურსები გაცილებით მეტია, უბრალოდ გაურკვეველ სიტუაციაში მის მონაწილეებს ზედმეტი რისკის გაწევა არ უნდათ. ეს ავტომატურად მიგვითითებს მთავრობის მიერ ასეთ სიტუაციაში განხორციელებული ფინანსური ინექციების მაღალ რისკზე - უბრალოდ იგულისხმება, რომ კერძო სექტორი, მათ შორის ბანკები უფრო ფრთხილი მოქმედებებით საქმეს ვერ უშველიან, ხოლო მთავრობა თავისი გაუფრთხილებელი ავანტურისტული ნაბიჯებით - უშველის. 
  2. ილუზიაა ისიც, ჩათვალო მთავრობას ფული აქვს - ეს ფული ჩვენ უნდა გადავუხადოთ, ან ახლა ან მომავალში - აღებული ვალის დასაფარავად. უფრო მეტიც, ეკონომიკური შემცირების პირობებში აუცილებლად მოხდება გადასახადების გადახდის - შესაბამისად საბიუჯეტო შემოსავლების შემცირებაც. ამავდროულად, მთავრობის მიერ ცენტრალური (ეროვნული) ბანკის რეზერვების გამოყენება ლარის ძალიან სუსტ იმუნიტეტს კიდევ უფრო შეარყევს. 

 

ამის დარდი შესაძლებელია არ ჰქონდეს ხალხს, თუ ლარი არ იქნებოდა ერთადერთი კანონიერი გადახდის საშუალება. მაგრამ არსებული მდგომარეობით ლარის გაუფასურება სახელმწიფოს ერთადერთი სწრაფი შესაძლებლობაა ფული სწარაფად იშოვოს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ფასებს გაზრდის და მოსახლეობას გააღარიბებს. 

ეკონომიკაში ფულის ინექცია.

მთავრობის მიერ ეკონომიკაში ფულის ინექცია ახალი არაა არც საქართველოს და არც მსოფლიოს გამოცდილებაში. ასეთი მოდელების უარყოფითი გამოცდილება ცნობილია - მათ მიერ გამოწვეული ზიანი ისევ მათი მოსახლეობის გადასახდელია - დღეს ან ხვალ. 1980-ნი წლების ბოლოდან შვედეთმაც მკვეთრად დაამუხრუჭა სახელმწიფო სექტორის გაბერვის გზაზე. ახლაც, კორონავირუსის კრიზისის დროს  შვედეთი ყველასთვის მაგალითი გახდა სახელმწიფოს შეზღუდული ჩარევის და პრაგმატული მოქმედების გამო.

ნებისმიერი სახელმწიფო ინექცია მოსახლეობის გადასახდელია, მიუხედავად იმისა რომელ ეტაპზე იხდის გარკვეული ინდივიდი მას. ეს ნიშნავს, რომ თუ სახელმწიფო შემოსავლებს ძირითადად დიდი გადამხდელები ქმნიან, ისინი ამ საგადასახადო ხარჯებს აუცილებლად მოსახლეობისგან იღებს პროდუქციის ფასიდან. Მთავრობას ტავისი ფული არ აქვს, მას ჩვენ ვუხდით.

ლარის გაუფასურებისას, სახელმწიფო ხელოვნურად აქვეითებს მის ღირებულებას ორი მიზნით: 1. გაუფასურებული ფულის ღირებულების ნაწილი მთავრობის ჯიბეში გადადის. 2. იმპორტზე დამოკიდებული სახელმწიფო ბიუჯეტი პირდაპირ ზრდის შემოსავლებს, დღგ-ს და აქციზის საზღვარზე გადახდის ხარჯზე თუ ადგილობრივი კანონიერად ცირკულირებული ვალუტა უფასურდება. ცხადია, ორივე შემთხვევაში ეს ხალხის ხარჯზე ხდება.

მთავრობის მონაწილეობა საკრედიტო საქმიანობაში.

ომახიანად ისმის ასევე მოწოდებები მთავრობის მიერ საბანკო კრედიტების პროგრამებში მონაწილეობის შესახებ, ან საკრედიტო რესურსის პირდაპირ სესხების, ან მეტიც ჩუქების, და/ან კრედიტების გარანტიაში ჩადგომით. მთავრობის ასეთი მოქმედება და მოწოდებებიც არახალია და მცდარი აზროვნების ნაწილია. ბანკებს საქართველოში ცხადია საკმარისი რესურსები აქვთ ახლა ნებისმიერი ბიზნეს საქმიანობა დააკრედიტონ, უბრალოდ მათ არ უნდათ რისკზე წავიდნენ, არა მხოლოდ მათი ინვესტორების და კანონის წინაშე პასუხიმგბლობის გამო, არამედ, უმეტეს წილად კონკურენციის გამო და ბიზნესის დაკარგვის რისკის გამო. ცხადია, მთავრობის მიერ ასეთი საკრედიტო რესურსების ინექციის ან კრედიტების გარანტიების გაცემის შემთხვევაში, ეს რისკი არსად ქრება, - პირიქით იზრდება, რადგანაც აქ მისი წყარო - გადასახადის გადამხდელი ნაკლებად აკონტროლებს სიტუაციას და კონკურენტებიც აღარ ქმნიან საფრთხეს. ამ შემთხვევაში ბანკები მიიღებენ რესურსებს, რომელიც მათ შეეძლებათ უფრო თავისუფლად განკარგონ და დააფინანსონ უფრო რისკიანი პროექტები, ვიდრე სხვა შემთხვევაში. ანუ, სახელმწიფოს ჩარევის შედეგად საკრედიტო რისკი იზრდება და არ მცირდება. ამ რისკის შედეგად მიღებული ზარალი ან სახელმწიფოს (ანუ გადასახადის გადამხდელთა) ხაჯზე უნდა დაიფაროს ან სხვა კლიენტების ხარჯზე - კრედიტების გაძვირების ან ანაბრების სარგებლის შემცირების გზით.

ცნობილია, მაგალითად როგორ ახერხებენ ბანკები საყოფაცხოვრებო კრედიტების გაცემას დაბალშემოსავლიანი ოჯახებისთვის მაღალ შემოსავლიანის ხარჯზე - დაბალი ინტერესით ან ინტერესის გარეშე. ასევე იქცევიან ბანკები სესხების გაცემისას, როდესაც მაღალრისკიან და დაბალრისკიან კრედიტებს ფაქტობრივად თანაბარი პირობებით აფინანსებენ.

უფრო მნიშვნელოვანია პროექტების ხარისხი, რომელიც ასეთი სახელმწიფოს მხარდაჭერილი კრედიტები დააფინანსებს. როგორც ითქვა, ბანკები ხშირად თავს იკავებენ რისკიანი პროექტები დააფინანსონ, რადგან მიიჩნევენ, რომ ეს პროექტები უხარისხოა. მათ მეტიც, ძალიან უნდათ გასცენ კრედიტი, თუმცა, ხვდებიან რამდენად რისკიანია ეს საქმე. ამ შემთხვევაში ბანკები მნიშვნელოვან პოზიტიურ როლს ასრულებენ - ეწევიან პროექტების ფინანსურ ექსპერტიზას. ბანკების სხვა როლთან შედარებით, ეს ფაქტობრივად ყველაზე მნიშვნელოვანია და მისი უგულვებელყოფა ეკონომიკას არყევს. თუმცა, ეს როლი არ არის მისი კეთილშობილების ნაწილი, არამედ კლიენტების, ინვესტორებთან და მესაკუთრეეთან ანგარიშვალდებულების შედეგია და კონკურენციის, რომელიც მას კლიენტების, ინვესტორების და მესაკუთრეების დაკარგვით ემუქრება. ამის შედეგად, გასაგებია, რატომ შეიძლება უხაროდეს ბანკებს ასეთი იოლი რესურსების მიღება. ამავდროულად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს მთავრობის ვითომდა კეთილი განზრახვა ასევე მოსახლეობის დასაფინანსებელია გადახდილი გადასახადებით. 

გასაგებია ასევე ერთი დიდი ნეგატიური მოვლენა, რომელიც ასეთ პროგრამებს მოყვება - სახელმწიფოს და საბანკო სექტორის კორუფციული ხასიათის თანამშრომლობა. მთავრობა ყოველთვის შეეცდება ბანკები საკუთარი სარგებლის ქვეშ ამოქმედოს, მისი კლიენტების ხარჯზე, ხოლო ბანკები მზად იქნებიან მთავრობის ბევრ საეჭვო საქმიანობაში მიიღონ მონაწილეობა.

სახელმწიფო ინვესტიციები.

ასევე ეკონომიკურად არაპრაგმატულია ახლა წარმოების ზრდაში სახელმწიფო ინვესტიციები. როგორი ლამაზი სახელიც არ უნდა დავარქვათ, საქმე ისევ საჯარო რესურსებს ეხება, რომლის წყარო მხოლოდ გადასახადებია. 

ბანკებს შესაძლებელია უფრო დახვეწილი იდეებიც ჰქოდეთ. მაგალითად, ასეთი კრედიტების გაცემა რეალურად უფრო გართულებული სქემით მოხდეს. მთავრობას საკრედიტო რესურსი არ აქვს, ამიტომაც ბანკები თვითონ ასესხებენ ამ ფულს მთავრობას და შემდეგ უკან მიიღებენ საკრედიტო რესურსის სახით. ამ შემთხვევაში საშუალება გაუჩნდებათ ეს კრედიტები გააიაფონ კიდეც, თუმცა მისი სარგებლის ამოღება სახელმწიფო ვალიდან ან ჩვეულებრივი (დანარჩენი აქტოვობების ხარჯზე) სესხების სარგებლიდან დააფინანსონ. 

რამდენად მოსალოდნელია, რომ კრიზისის დროს საკრედიტო საქმიანობა უფრო მარტივი იყოს - თვით ეს წინადადება გულისმობს, რომ პირიქით, კრიზისი სწორედ ბიზნეს საქმიანობის გართულებულ მდგომარეობას გულისხმობს. ყველა ცდილობს გარკვეული ხასიათის პროდუქცია შეიძინოს და სხვებზე უარი თქვას, ამავდროულად დაზოგოს რესურსები უარესი დღისთვის. ის რასაც კრიზისის დამძლევი პოლიტიკა ნიშნავს, ეს არის მთავრობის მიერ მოსახლეობის რესურსების მიმართვაა მისთვის (ანტი-კრიზისული გეგმის) სასურველი მიმართულებით და მისი დანაზოგების ხელოვნური ამოძრავება. კრიზისების და მათი ასეთი გამკლავების ყველა ისტორია თავდება მოსახლეობის საყოველთაო გაღარიბებით. 

ამიტომ, ბანკების მიერ სესხების გაცემა სახელმწიფოს (გადასახადის გადამხდელთა) ხარჯზე ძალიან რისკიანი იდეაა. ცხადია, მთავრობის მიერ ამ ფუნქციის თავის თავზე აღება კიდევ უფრო დიდი რისკის მატარებელია, მას არც ამის ცოდნა აქვს და არც გამოცდილება. მისი ბაზარზე მოქმედება და საინვესტიციო გადაწყვეტილებები ბნელ ოთახში ხელების ცეცების მსგავსია. 

მაგალითად, შეიძლება ბევრს მოეჩვენოს, რომ ახლა საკვების სფეროში ინვესტიცია აუცილებლად წარმატებული იქნებოდა, თუმცა მათ უნდა გაითვალისწინონ, რომ ინვესტიცია არ არის პანაცეა, მთავარია პროდუქტიულობა და კონკურენტუნარიანობა. თუ ჩვენ ემოციას ავყვებით და ამ ძლივს ნაშოვნ რესურსებს არასწორად გამოვიყენებთ უკეთეს შემთხვევაში ძვირად ღირებულიდა უხარისხო ადგილობრივი პროდუქტები შეგვრჩება

 

ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა.. 

აქ მოდის კიდევ ერთი მცდარი იდეა, რომლის შედეგებზეც ფიქრს ემოციები ფარავს. ბევრი ფიქრობს, რომ, მით უმეტეს კრიზისის პირობებში, აუცილებელია ადგილობრივ წარმოებას დავეხმაროთ, რომლებიც ამუშავდება და ხალხს დაასაქმებენ. ის რაც არ ჩანს (ფრედერიქ ბასთიას მიხედვით) ის არის, რომ ასეთ პირობებში 1. ხალხს არჩევანის თავისუფლება შეეზღუდებათ. 2. კონკურენცია შეიზღუდება და მოსახლეობა მიიღებს უფრო დაბალი ხარისხის, მაგრმა უფრო ძვირ პროდუქტებს. 3. თვითონ ეს საწარმოები კონკურენციის გარეთ ილუზორულ ეკონომიკურ სამყაროში აღმოჩნდებიან და სრულიად დაკარგავენ პროდუქტიულობას და კონკურენტუნარიანობას. 4. სანამ ეს ფანტაზია ამოქმედდება კიდევ ბევრი იფიქრებს უცხოეთშიც ამ სფეროში მოგების მიღებაზე, პროდუქტიულობის ზრდაზე, ახალი ტექნოლოგიებით სხვების ჯობნაზე და ა.შ. ჩვენი თუნდაც უკეთესი პროდუქცია კი შესაძლებელია ძვირი იყოს და მოსახლეობამ (რომელიც კრიზისის შედეგად უფრო გაღარიბდება) ისევ იმპორტული აირჩიოს.

ვინ იხდის გადასახადებს?

ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, რომ მთავრობა ზოგადად ძირითადად წარმატებულ ბიზნესებს ბეგრავს - წარუმატებელს ან ნაკლები ან არაფერი აქვს გადასახდელი. სუბსიდიების დაფინანსება სწორედ წარმატებული ბიზნესების ხაჯზე ხდება წარუმატებლების მიმართულებით. წარუმატებლები ასევე ვერ ახერხებენ კრედიტის აღებას, და მხოლოდ მთავრობის პროგრამების ან გარანტიების და სესხების იმედზე არიან, რაც ისევ წარმატებულების და მოსახლეობის ხარჯზე ხდება. ამიტომ, რესურსების გადანაწილება წარმატებულიდან წარუმატებელი ბიზნესებისაკენ ეკონომიკის საერთო წარმატებაზე უარყოფითად აისახება. ყველაზე ადვილად გასაგები იქნება უბრალოდ ერთ წარმატებულ სუპერმარკეტს რომ ფული წავართვათ და მის მეზობელს გადავცეთ, რომელიც ცუდად მუშაობს და გაკოტრდა, ამის შესახებ ყველა ადგილობრივმა მომხმარებელმა იცის და სწორად მიაჩნია - ფაქტობრივად თავისი არჩევანით მიანიჭა უპირატესობა პირველს და გააკოტრა მეორე. 

 

ალტერნატივა.

მნისვნელოვანია რიოს ალტერნატივაზე მიდის საუბარი. აქ შესაძლებელია განვიხილოთ ჯანდაცვის კონკურენციაზე დაყრდნობილი კერძო სისტემა - რატომაც არა. თუმცა ეკონომიკურ საკითხებს რომ არ ავცდეთ, აქ კი ამის ნაცვლად მთავრობის ჩარევისა და მისი საშუალებით ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტის ალტერნატივა განვიხილოთ.

ეს არის გადასახადების და სახელმწიფო ხარჯების შემცირების გზა. აუცილებლად უნდა ითქვას, რომ სახელმწიფო პირდაპირი ხარჯები არ არის ბიზნესის კეთების ერთადერთი დანახარჯი, აუცილებელია ასევე ვიფიქროთ ბიზნესის სახელმწიფო რეგულირების რადიკალურ შემცირებაზე. თუმცა აქ შევხედოთ გადასახდების ნაწილს (ცხადია, როდესაც გადასახადების შემცირებას ვიხილავთ, ავტომატურად სახელმწიფო ხარჯებსაც ვგულისმობთ). 

გადასახადების შემცირება ორ რამეს გამოიწვევს - საქონლის ფასის სტრუქტურის ცვლილებას გადასახადების წილის შემცირების მიმართულებით და თვით ფასის შემცირების ტენდენციას. შევაფასოთ როგორი იქნება საგადასახადო ვალდებულებების წილი ფასში სხვადასხვა დონის საგადასახადო ტვირთის პირობებში (საგადასახადო ტვირთი - ყველა ხილული გადასახადი საქონლის ფასში) - იხილეთ სქემა, რომელიც აღწერს სხვადასხვა რეჟიმებს:

 

სქემა ნათლად აჩვენებს, რომ საგადასახადო ტვირთის ზრდის შემთხვევაში მეწარმეს უწევს მისი სხვა ნაწილების გადანაწილება. ანუ, თუ გადასახადები იზრდება, მეწარმეს უწევს: 

  • მოგების შემცირება - და ამით მისი საინვესტიციო მოტივაცია მცირდება
  • ინვესტირების შემცირება - ანუ გაფართოებაზე და ახალ ტექნოლოგიებზე უარის თქმა
  • ნაკლები რესურსები - უფრო ნაკლები და/ან დაბალხარისხიანი რესურსების შეძენა 
  • ნაკლები შრომა - ნაკლები ადამიანის დასაქმება და/ან ხელფასების შემცირება
  • და ბოლოს, როდესაც გადასახადების დონე შეუძლებელი ხდება - არალეგალური ნაწილის გაჩენა.

ეს ხდება, როდესაც ჩვენ ვცდილობთ დაბალი გადასახადების მდგომარეობიდან მაღლისკენ წავიდეთ. თუ ამ სქემას უკან გავყვებით, ვნახავთ, რომ გადასახადებიდან რესურსების გამოთავისუფლება - პირიქით, ყველა სხვა კომპონენტის ზრდის შესაძლებლობას იძლევა. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს სქემა არ განიხილავს მთავრობის მიერ ინფლაციის ხელოვნურად გამოწვევას ან სხვა უხეშ ჩარევას, რაც ამ სქემაში მოცემულ ფასებზე ზემოქმედებას მოახდენდა.

ერთი რამ ცხადია, რომ არ შეიძლება ერთდროულად მაღალი ფასები გქონდეს და ეკონომიკის მაღალი აქტიურობა - რაც მეტ რესურსებს ფლობს ბიზნესი, მით ადვილია გაფართოება, ხალხის დასაქმება და კონკურენტუნარიანობის შექმნა-შენარჩუნება და პირიქით. შესაბამისად, როდესაც ვსაუბრობთ, რომ ბიზნესს ჭირდება მეტი რესურსი, უნდა პირველ რიგში ვიფიქროთ მისთვის უფრო ნაკლები გადასახადის დაწესებაზე. სხვა შემთხვევაში, მეწარმეს ვაიძულებთ ჯერ გადასახადი გადაიხადოს და მერე დაელოდოს, როგორ მიიღოს ეს თანხა უკან მთავრობისგან დაუმსახურებელი პრივილეგიების სახით. 

ზემოთ ასევე ითქვა, რომ სინამდვილეში წარმატებული ბიზნესები იხდიან გადასახადებს და ამ რესურსების სახელმწიფოს მექანიზმებით გადანაწილებას ძნელად თუ მოყვება წარმატება. გამოდის, ამ გზით პროდუქტიულობა და ეფექტიანობა ჯარიმდება და არაპროდუქტიულობა და არაეფექტიანობა წახალისდება.

შესაბამისად, უმჯობესია, რომ ეს მწირი რესურსები მეწარმეებს დავუტოვოთ, რათა მათ მიიღონ საინვესტიციო გადაწყვეტილებები. ეს მით უმეტეს უფრო მნიშვნელოვანია კრიზისის პირობებში - მიეცეს მეწარმეთა ინოვაციას და შემოქმედებით უნარს მაქსიმალური შესაძლებლობა ამოქმედნენ და შექმნან დოვლათი, იმის ნაცვლად, რომ მთავრობის პრივილეგიებს დაელოდონ. მნიშვნელოვანია ასევე, რომ ასეთ პირობებში ბიზნესი თვითონ იმოქმედებს, რომ გაარკვიოს რა მიმართულებითაა ახლა უფრო ხელსაყრელი ინვესტირება და რას უფრო ითხოვს და ელოდება მომხმარებელი. სახელმწიფო ასეთ შემთხვევაშიც არ გამოდგება მის მრჩევლად და ჭკუის დამრიგებლად, რადგან მისი რჩევით მეწარმე აუცილებლად დაკარგავს კონკურენციის გრძნობას და წამოიწყებს რისკიან ბიზნესს.

 

გადასახადების დაწევა კორონავირუსისდოინდელი და მის შემდგომი პოლიტიკის აუცილებელი ნაწილი უნდა იყოს. ახლა ბიზნესის ამოქმედების გარეშე თვით სახელმწიფო ბიუჯეტიც დაიწრიტება. დღეს ვინც ითვლის, რა მოცულობის საგადასახადო შემოსავალი იქნება სრულიად აცდენილია რეალობას - არავინ იცის ამ პირობებში რომელი ბიზნესი გადარჩება და რისი გადამხდელი იქნება ის. მეწარმეებს ახლა ბევრი გაუსტუმრებელი ვალდებულება აქვთ და მათ შორის უკვე დამდგარი და მომავალი ვალდებულებები გადასახადებზე, ხელფასებზე, მიმწოდებლების მიმართ და ა.შ. ან უხდიან სახელმწიფოს და ან იყენებენ ამ რესურსს სამოქმედოდ - სხვა ოფციები არ არსებობს. 

ამავდროულად, თუ წინ გავიხედავთ, პოსტ-კორონა მსოფლიოში დიდი კონკურენცია იქნება საინვესტიციო რესურსებისათვის - ეს მანამდეც ასე იყო, თუმცა ბევრს არ ესმოდა. ამიტომ, საქართველომ უნდა სასწრაფოდ შექმნას ახალი დამატებითი უპირატესობები იმისათვის რომ ინვესტორები მოვიზიდოთ. ეს, არ უნდა დაგვავიწყდეს, იმის ფონზე მოხდება, რომ ლარი ასე არასტაბილურია და არსებობს ბევრი პრეტენზია სასამართლო სისტემის პოლიტიზებაზე (ნებისმიერი რეალობის პირობებში) და თანაც ინვესტიციებზე, როგორც არასდროს ყველა ინადირებს. ის რისი შეცვლაც ადვილად შეუძლია ახლა მთავრობას, რათა კონკურენტული უპირატესობები გავზარდოთ არსებული პრობლემების საპირწონედ, - ეს არის მხოლოდ გადასახადების შემცირება.  

გადასახადების შემცირებას აუცილებლად უნდა მოყვეს სახელმწიფო ხარჯების მკვეთრი შემცირებაც; მით უმეტეს, - სახელმწიფოს ხარჯების შემცირება ნებისმიერ შემთხვევაში მოუწევს - შემოსავლების შემცირება გარდაუვალია (აშშ დოლარი თუ სასწრაფოდ 5 ლარი არ გახდა). ცხადია, ისე ვეღარ ვიცხოვრებთ, ბიუროკრატიის ხელფასები ეკონომიკის შესაბამისი უნდა იყოს, მაგალითად.

 

არსებობს სხვა ალტერნატივაც.

შესაძლებელია სხვა ალტერნატივებიც, ვალის აღება და/ან საერთაშორისო დახმარების მიღება. ვალის აღებისას, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ახლა ასეთ რესურსებზე ყველა სახელმწიფო ფიქრობს და აკეთებს გათვლებს და შესაბამისად - გაძვირდება. ამასთანავე, ამ ვალის აღებასსაც საზღვარი აქვს და ეფექტიანობაც -  ილუზორული დღევანდელი კვერცხის მიღების მცდელობით ადვილად შეიძლება ისიც გავტეხოთ და ხვალინდელი ქათამიც დავკარგოთ დიდი ხნით. 

დახმარების იმედზე შესაძლებელია ვიყოთ, არავის არაფერს ვუშავებთ და რატომაც არა. თუმცა ეს დახმარების რესურსებიც ერთგვარ კონკურენციაშია უკვე; სესხების არ იყოს, მოყვება წინაპირობები (ზოგ შემთხვევაში კარგი) და თანაც ბოლო ხანებში არაფერი (სერიოზულად ცუდი ან სერიოზულად კარგი) გაგვიკეთებია, რომ გვეგონოს რაიმე პრივილეგირებულ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით. საეჭვოა, ასეთი რესურსების დანიშნულება ჩვენი ეკონომიკის დღევანდელ ან ხვალინდელ მოთხოვნებს იდეალურად მოერგოს. მით უმეტეს უგუნურება იქნება ის ჩვენს ერთადერთ იმედად წარმოვიდგინოთ და განვითარების საიმედო წყაროდ დავისახოთ. მთავრობის ადგილზე ამ საკითხზე ასჯერ თუ არა ათჯერ მაინც დავფიქრდებოდი.

საბჭოთა კომუნიზმის სამწუხარო და საშინელი გამოცდილების მქონე ხალხს კარგად ესმის, რომ ქვეყანაში სიმდიდრის ერთადერთი წყაროა მეწარმე, მხოლოდ მან, თავისი მოგების მიღების მოტივაციით შეიძლება მოიფიქროს მრავალი სახის გამოსავალი, მოერჰოს ნებისმიერ სიტუაციას, მოიზიდოს ყველაზე თანამედროვე იდეები, მათ შორის ქვეყნის შიგნითაც, და აამოქმედოს რესურსები შედეგების მისაღწევად, ყველა დანარჩენი მის იმედზე და მის ხარჯზე ვმოქმედებთ. მთავრობას ფული არ აქვს, არც არაფერს ქმნის ,მან ან ჩვენ ახლა უნდა წაგვართვას რესურსები ან მომავალში და გაფლანგოს ილუზიის შესაქმნელად..

ამიტომაც ყველაზე რეალისტური და პრაგმატულია გადასახადების განაკვეთების სასწრაფოდ და რადიკალურად შემცირება, კერძო სექტორს დავუტოვოთ შესაძლებლობა იმოქმედოს. უნდა ვენდოთ ჩვენს მეწარმეებს, რომ ისინი გაცილებით უკეთეს გადაწყვეტილებებს შემოგვთავაზებენ, მთავრობას დაჭირდება გამბედაობა, რათა ასეთი გადაწყვეტილების ფისკალური და პოლიტიკური რისკები გადაიტანოს, თუმცა თავი შეიძლება იმით დაიმშვიდოს, რომ არც აქვს სხვა რაიმე არჩევანი. 

 

პ.ს. სტატია გამოქვეყნებულია ასევე რადიო თავისუფლების გვერდზე. -