„კაპიტალიზმი თუ გარემო: შეიძლება თუ არა სიხარბე ოდესმე იყოს მწვანე?“ The Guardian -ის სტატიაში, რომელიც ამ სათაურით გამოქვეყნდა მოცემულია სტანდარტული ხედვა კაპიტალიზმისა და გარემოს ურთიერთობის შესახებ. ამ სტატიის მიხედვით კაპიტალიზმი და გარემო აუცილებლად ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს. სტატიაში განხილული ლოგიკით გამდიდრების ერთადერთი გზაა გარემოს გამოყენებაა, რა პროცესშიც გარემო მნიშვნელოვნად ზიანდება.
ამ მსჯელობიდან გამომდინარე, ბევრი ემხრობა ქონების სოციალიზაციას, რათა მთავრობამ შეძლოს გარემოს დაცვა კაპიტალიზმის მიერ მიყენებული ზიანისგან. ეს ზოგადი მოსაზრება შეცდომაა. კაპიტალიზმსა და გარემოს შორის კავშირი დადებითია, რადგან კერძო საკუთრება და ურთიერთსასარგებლო გაცვლა მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს გარემოს.
საკუთრების უფლების სარგებელი
კერძო საკუთრება გულისხმობს საქონლისა და მომსახურების ფლობისგან მიღებული სარგებლის კონტროლსა და გამოყენებას. იგი მოიცავს ექსკლუზიურ უფლებას სარგებლობისა, ქონების სხვისთვის გადაცემის უფლებასა და წინააღდეგობის შემთხვევაში სამართალდამცავი ღონისძიებების განხორცილებას. ამდენად, საკუთრება შეიძლება ეხებოდეს შენობებს, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას, სატყეო და თევზაობის ადგილებს. საკუთრების უფლებები იძლევა სამ მნიშვნელოვან სარგებელს.
საკუთრების უფლება სტიმულს აძლევს კერძო მესაკუთრეებს, გამოიყენონ რესურსები ისე, რომ სხვებმაც ისარგებლონ. ბაზრებზე მოგება მიუთითებს იმაზე, რომ ქონების მესაკუთრეებმა გამოიყენეს თავიანთი რესურსები მომხმარებლისთვის სასარგებლო ფორმით.
კერძო მესაკუთრეებს აქვთ სტიმული იზრუნონ თავინთ ქონებაზე, ვიანიდან სარგებელიც და ხარჯიც მხოლოდ მესაკუთრის პასუხიმგებლობაა. თუ კერძო მესაკუთრე ზრუნავს მის ქონებაზე, სარგებელი აისახება მისი ქონების გაზრდილ ღირებულებაში. ანალოგიურად, თუ მესაკუთრე დაუშვებს შეცდომას, მხოლოდ ის გადაიხდის ამ შეცდომის ფასს, რაც ქონების ღირებულების შემცირებაში აისახება.
და ბოლოს, კერძო საკუთრების მფლობელებს აქვთ სტიმული იფიქრონ გრძელვადიანად. მესაკუთრეები არიან პასუხისმგებელნი იმ ფულად ნაკადების მოძრაობაზე, რაც მათ საკუთრებას უკავშირდება. ეს ყველაფერი კი ხელს უწყობს მფლობელებს, უზრუნველყონ მათი რესურსების მდგრადი გამოყენება. მაგალითად სათევზაო პორტის მფლობელებს სურთ შემოსავლის მიღება გრძლევადიანად ამიტომ ისინი არ დაუშვებენ ზედმეტად თევზის ჭერას, ხოლო თუ პორტი არავის ეკუთვნის მაშინ, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია საჭიროზე მეტი თევზი დაიჭიროს.
საკუთრება და გარემო
საკუთრების უფლებების კარგად გააზრების შემედეგ ცხადი ხდება, რომ კარგად განსაზღვრულ და დაცულ საკუთრების უფლებას მნიშვნელოვანი ფაქტორი უჭირავს გარემოს დაცვის კუთხით. კერძო საკუთრების მფლობელებს აქვთ სტიმული იფიქრონ გრძევადიან შედეგებზე, რაც ჩვენს ზემოთ აღნიშნულ მაგალითშიც განვიხილეთ.
ბუნებაში არსებობს ასევე სხვა მაგალითებიც, რაც საშუალებას გვაძლევს დავაკვირდეთ საკუთრებასა და გარემოს შორის კავშირს. დიდი ხანია არსებობს შეშფოთება აფრიკაში სპილოების გადაშენების საფრთხესთან დაკავშირებით, რაც სპილოს ძვლისთვის, ბრაკონიერებამ გამოიწვია. აფრიკაში სპილოებზე საკუთრების უფლებები განსხვავებულია. ზოგიერთ რაიონში სპილო შესაძლოა იყოს კერძო საკუთრება , ზოგიერში კი საზოგადოებრივ საკუთრებას წარმოადგენს. ემპირიულმა კვლევებმა, რომლებიც სპილოების პოპულაციაზე დაკვირვებას ითვალისწინებდა, ცხადყვეს რომ იმ ქვეყნებში სადაც სპილოები საკუთრების უფლებით არიან დაცული, მათი პოპულაცია უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე იმ ქვეყნებში სადაც სპილოები კერძო საკუთრებას არ წარმოადგენენ. ასე იმიტომ ხდება, რომ მკაფიოდ განსაზღვრული საკუთრების უფლება სტიმულს აძლევს მესაკუთრეებს იზრუნონ თავიანთ ქონებაზე, რაც აისახება სპილოების რაოდენობის უფრო სწრაფ ზრდაში იმ ადგილებში, რომლებიც კერძო საკუთრების საშუალებას იძლევა სპილოზე.
კერძო საკუთრების საპიროსპირო მაგალითად შეგვიძლია განვიხილოთ საერთოობის ტრაგედია, სადაც არ არსებობს კერძო საკუთრება და თითოეულ რესურსს ადამინენები იყენებენ საჭიროზე მეტად, ვინაიდან ყველა ადამინი საკუთარ ხარჯსა და სარგებელზე ფიქრობს და არ ითვალისწინება ჭარბად გამოყენების შედეგებს , რაც შეიძლება გარემოს მიადგეს. შესაბამისად, იმ ადგილებში სადაც სპილოები კერძო საკუთრებას არ წარმოადგენენ, მიჩნეულნი არიან როგორც ხარჯი, ამიტომ მათზე ნადირობა ხშირია.
საკუთრების უფლება ასევე საშუალებას აძლევს არასამთავრობო ორგანიზაციებს ჩაერთონ გარემოს დაცვის პროცესში. მაგალითად, სიერა კლუბი, სხვა აქტივობებთან ერთად, აგროვებს სახსრებს იმისთვის რომ იყიდონ მიწა, რომელსაც შემდგომ თვითონ იტოვებენ ან სხვებს გადასცემენ კერძო საკუთრებაში, რომლებიც შემდგომ მიწის კონსერვაციას (მიწის დამუშავება სპეციალური წესით) ახდენენ. ეს ასახავს სწორედ კერძო საკუთრებასა და გარემოს დაცვას შორის კავშირს.
ზოგადად,თავისუფალი ბაზრის პირობებში წარმოქმნილი თითოეული ინოვაცია ისახავს ბევრ დადებით შედეგს. თითოეული ეკონომიკური საქმიანობა ითვალისწინებს ნაკლებ ნარჩენის წამოქმნას, ვინაიდან თითოეული მეწარმის მიზანია წარმოების გაზრდა ნაკლები დანახარჯით. მაგალითად, განვიხილოთ ტრადიციული სასმელის ქილა, რომელიც მზადდება ალუმინისგან. პირველი თაობის ქილა, რომელიც ნახევარი საუკუნის წინ შემოიღეს იწონიდა სამ უნციას (93.3გრ.). ახლა არსებული ქილები კი დაახლოებით 1 უნციას (31.1გრ.) იწონის. ეს კი წარმოების პროცესში ინოვაციური მიდგომების დანერგვამ გამოიწვია, რამაც მეწარმეებს საშუალება მისცა ნაკლები ალუმინით მეტი და უფრო ხარისხიანი ქილები მიეღო.
ინოვაციებს აქვს ასევე მნიშვნელოვანი გრძლევადიანი სარგებელი. დროთა განმავლობაში მედიცინაში მიღწეული იქნა ისეთი შედეგები , რამაც შეამცირა და ხშირ შემხვევებში საერთოდ გაანადგურა ისეთი მავნე ნივთირებები რაც მანამდე ხალხს აწუხებდა. ეს შედეგები ხშირ შემთხვევებში გარემოს დაცვაზე კამათის დროს უგულვებელყოფილია, მაშინ როდესაც ამ მიღწევებმა ადამიანის ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა.
ეკონომიკური შედეგები გარემოზე
კაპიტალიზმსა და გარემოს შორის ურთიერთობის წარმოჩენაში, მნიშვნელოვანი როლი ენიჭება კერძო საკუთრების უზრუნველყოფას. კაპიტალიზმი და გარემო არ ეწინააღმდეგება ერთმანეს. საყოველთაოდ აღიარებული და დაცული საკუთრების უფლება მნიშვნელოვანია როგორც გარემოს დაცვისთვის, ასევე მისი გაუმჯობესებისთვის.
გარემოსდაცვითი საკითხების განხილვისას მნიშვნელოვანია მსჯელობა დავიწყოთ საკუთრების უფლება რამდენად არის დაცული. საკუთრების უფლების არარსებობა სტიმულს უკარგავს ადამინებს გაითვალისწინონ მათი ქმედების შედეგები. ბევრი ეკოლოგიური პრობლემა შეიძლება მოგვარდეს საკუთრების უფლების დაცვით.
ასევე მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ გარემოს გაუმჯობესება ვაკუუმში არ ხდება. ზოგადი ეკონომიკური განვითარება და ზრდა დადებითად არის დაკავშირებული გარემოს უკეთესს ხარისხთან. როგორც გარემოს დაცვის საკითხების ეკონომისტი ტერი ანდერსონი წერს: „ კორელაცია გარემოს ხარისხსა და ეკონომიკურ ზრდას შორის უდავოა. მსოფლიო ბანკის მიერ შემუშავებულ მდგრადი განვითარების ინდექსში იკვეთება რომ იმ ქვეყნებში სადაც მშპ ერთ სულ მოსახლეზე მაღალია, გარემოს დაცვითი საკითხებიც მეტად უზრუნველყოფილია. გარემოსდაცვითი ინდიკატორების სისტემური შესწავლა გვიჩვენებს, რომ გარემო უმჯობესდება შემოსავლების ზრდასთან ერთად.“
უფრო მეტიც, მეტი სიმდიდრე მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს უფრო მეტად იზრუნონ გარემოზე. ეს იმიტომ რომ მდიდარ ქვეყნებში მცხოვრებ ადამინებს უკვე აღარ ადარდებთ ფიქრი იმ დაავადებებზე და დაბინძურების მაჩვენებელზე რაც ადრე არსებობდა, შესაბამისად მათვის ეკოლოგიური პრობლემები ახლა მეტად პრიორიტეტულია, იგივეს ვერ ვიტყვით ღარიბ ქვეყნებზე.
ამდენად, საუკეთესო გარემოსდაცვითი შედეგები შეიძლება მიღწეულ იქნეს მხოლოდ კერძო საკუთრების უფლების დაცვითა და აღიარებით. როგორც ინდივიდს შეუძლია ბევრის მიღება კაპიტალიზმისგან, ასევე გარემოსაც.