კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ ისე როგორც არასდროს აჩვენა საერთაშორისო თანამშრომლობისა და ინოვაციების მნიშვნელობა. პანდემიის განმავლობაში სახელმწიფო სტრუქტურები დიდ წნეხს განიცდიან, რაც გავლენას ახდენს ადამიანის ცხოვრებაზეც. პანდეემის შემდგომ მნიშვნელოვანი გამოწვევად დარჩება ეკონომიკის განვითარება და საზოგადოების რეაბილიატაცია. თუმცა ამ პროცესებიდან გარკვეული დასკვენების გამოტანა აუცილებელია, რათა მომავალში გარკვეული საფრთხეების გააზრება და პრევენცირება უფრო მარტივად შევძლოთ.
ფაქტია, კორონავირუსთან ბრძოლამ საყოველთაო ხასიათი მიიღო , მაგრამ საკითხავია, იქნება თუ არა მსოფლიოს მორიგი საერთო გამოწვევა კლიმატური ცვლილება?
ნებისმიერი გამოწვევა, რომელიც გლობალური ხასიათისაა, მოითხოვს საერთაშორისო თანამშრომლობას. COVID-19 პანდემიას აუცილებლად ხანგრძლივი გავლენა ექნება სამყაროზე. პროტექციონიზმისა და გამარტივებული, უფრო ლოკალიზებული, მიწოდების ჯაჭვების ცნებების აღიარება შეიძლება უფრო აქტიურად წამოვიდედეს მთავრობების მხრიდან , რაც შეძლება საკმაოდ ბუნებრივი პასუხიც იყოს იმ პრობლემების გადასაჭრელად , რასაც გლობალიზაცია კიდევ უფრო გააღრმავებს. თუმცა , ასეთი პროტექციონისტური მიდგომა, ხელს შეუშლის იმ ტექნოლოგიებისა და ინოვაციური მიდგომების დანერგვას, რასაც შეიძლება კლიმატის ცვლილების შედეგად გამოწვეული პრობლემებიც კი მოეგვარებია.
როდესაც კლიმატურ ცვლილებებზე საერთაშორისო რეაგირებაზე ვსაუბრობთ , პირველი გვახსენდება 2016 წლის პარიზის შეთანხმება, რომელიც ხელმოწერილია 175 ქვეყნის მიერ და რაც გახდა სიმბოლო გლობალურად ბრძლოსა კლიმატური ცვლილებების მიმართ. თუმცა, ნიშანდობლიავია, რომ პარიზის შეთანხმება წარმოაჩენს საერთაშორისო შეთანხმებების შეზღუდულობას. ამგვარი შეთანხმებების ნაკლოვანებას წარმოადგენს გადაუწყვეტელობა და იურიდიულად სავალდებულო სამიზნეების აშკარა ნაკლებობა. როგორც პანდეემის დამარცხებაში მთავრობებს ჰქონდათ ადგილობრივად შემუშავებული გარკვეული გზები, შეიძლება ამგვარი , ლოკალიზებული მიდგემა, მიზანშეწონილი იყოს კლიმატის ცვლილებებთან მიმართებითაც. ეს ხელს შეუწყობას ცალკეული ერების ჩართულობის და ეფექტურობის ზრდას საერთო საქმიანობაში, რასაც ამ შემთხვევაში პანდემიის დამარცხება და კლიმატური ცვლილებები ჰქვია.
კოვიდ პანდმიის პირობებში ვნახეთ რომ გარკვეულ შემთხვევებში საჯარო და კერძო სექტორი საერთო ძალისხმევა გახდა საჭირო გლობალური კრიზისის წინააღმდეგ ბრძოლაში. მაგალითად, ბრიტანეთში, სადაც მთავარობა ვერ ახერხებდა საჭირო ტესტირებების შეთავაზებას საზოგადოებისთვის კერძო სექტორი ჩაერთო. ამრიგად, თავისუფალი ბაზრის გაძლიერების გზით, ინოვაციური გადაწყვეტილებების მოძიების გზით, ჩვენ, ყველამ, ვისარგებლებთ. ისეთი საინტერესო საწარმოები, როგორიცაა Oleo Sponge, ან ელექტრო და წყალბადის ძრავის მქონე მანქანების განვითარება, ხაზს უსვამს ინოვაციური, გაძლიერებული თავისუფალი ბაზრის მნიშვნელობას. ეს ყველაფერი კი უზრუნველყოფს გარემოს გაუმჯობესებისა და ეკონომიკური ზრდის საშუალებას.
მიუხედავად იმისა , რომ კორონავირუსით გამოწვეული პანდემია ჯერ არ დასრულბულა, იმ საერთაშორისო რეაგირებიდან , რომელიც პანდემიას მოჰყვა გარკვეული გაკვეთილების გამოტანა ნაადრევი არასდროს არის. თუ ამას შევძლებთ, მომავალ გამოწვევებს რომლებიც იქნება საერთაშორისო ხასიათის უფრო მარტივად გავუმკლავდებით თავისუფალი ბაზრების განვითარების ხარჯზე.
სტატია შეგიძლიათ იხილოთ ასევე: https://www.bca.eco/