ახ.წ. პირველ საუკუნეში რომის იმპერატორმა, ნერონმა, განაცხადა : „მოდით გადავიხადოთ გადასახადები იქმადე სანამ არავინ არაფერს არ ფლობდეს იქნება“.ნერონს ნამდვილად უყვარდა მაღალი საგადასახადო განაკვეთი. ამ კუთხით მას არაერთი ისტორიული კამპანია ჩაუტარებია, თუმცა არც ერთი ასეთი პოლიტიკოსი დაუსჯელი არ დარჩენილა. ნერონიდან მრავალი საუკუნის შემდეგ, საფრანგეთის მეფის, ლუი XIV- ის, ფინანსთა მინისტრმა, ჟან ბატისტ კოლბერტმა იცოდა, რომ მთავრობები ფრთხილად უნდა მოეკიდოს მათ მოვალეობებს. მისი ცნობილი გამონათქვამია რომ,

”დაბეგვრის ხელოვნება მოიცავს ბატის იმდენად გაპუტვას, რომ მიიღო ბუმბულის უდიდესი რაოდენობა უმცირესი სისინის ხარჯზე.”უსამართლო გადასახადებმა არაულობა გამოიწვია მთელს მსოფლიოში და ეს პროცესი დღესაც გრძლედება. ხალხს არ მოსწონს ზედმეტის გადახდა. და რატომ უნდა იფიქრონ განსხვავებულად? ეს მათი ფულია! რაც უფრო ნაკლები შემოსავალი აქვთ მათ, მით უფრო რთულია ბიზნესის განვითარება ან მათი ოცნებების ასრულება.

აქ მოცემულია ექვსი დაკვირვება, რომლებიც გადასახადების ისტორიიდან და ეკონომიკიდან გამომდინარეობს.

  • გადასახადი ისეთივე ძველია, როგორც თავად მთავრობა

სინამდვილეში, ეს (გადასახადი) ერთ-ერთია, რაც მთავრობას განასხვავებს სხვა ყველა ორგანიზაციისგან, სისტემისგან. მთავრობა (და ისინი, ვინც მას ნებართვას ან უფლებამოსილებას აძლევენ) ერთადერთი სუბიექტია, რომელსაც შეუძლია კანონიერად ჩამოგართვათ თქვენი ფული. თქვენ შეგიძლიათ ყველას უთხრათ „არა მადლობა“, ვისაც თქვენი ფულის გამოყენება სურს, მაგრამ ეს არ შეგიძლიათ უთხრათ მთავრობას. ამან წესით პასუხისმგებლობა უნდა გაუზარდოს მთავრობას, რომ თქვენი ფული გონივრულად დახარჯოს, მაგრამ ამის სტიმული ნაკლებია ვინაიდან ხალხს არჩევანი არ აქვს, მაინც უნდა გადაიხადონ.

  • გადასახადს სხვადასხვა ფორმა აქვს

ყველაზე აშკარაა პირდაპირი გადასახადი გაყიდვებზე, შემოსავალზე, ქონებაზე, პროდუქტსა და მომსახურებაზე. მაგრამ ჩვენ ვიბეგრებით ირიბადაც, ნაკლებად შესამჩნევი გადასახადებითაც. მთავრობა თავისი რეგულაციებით (როგორც კარგი, ასევე ცუდით) აწესებს გადასახადს ბიზნესის წარმოებაზე. და ვინ იხდის ამას? - თავად მომხმარებლები ან აქციონერები. მუშებიც იხდიან ამ გადასახადს ირიბად, რაც აისახება ხელფასების მცირედ ზრდაში ან საერთოდ სამსახურის დაკარგვაში.

  • დაბეგვრა გავლენას ახდენს ქცევაზე

ადამიანები სტიმულებზე რეაგირებენ. საერთოდ, თუ ადამიანს წაახალისებ ის უფრო მეტს გააკეთებს, თუ ნაკლებად წაახალისებ - ნაკლებს. ადამინების ნაწილი მხარს უჭრს სიგარეტზე მაღალ გადასახადს, რათა ნაკლები მოწიონ, მაგრამ ასეთი ადამინები იჭრებიან იმ კავშირში, რომ მაღალი გადასახადები ბიზნესზე ნაკლებ ბიზნეს ნიშნავს, მაღალი გადასახადები ინვესტიციებზე ნაკლებ ინვესტიციებს და ა.შ.

  • გადასახადი პირდაპირ უკავშირდება მთავრობის ხარჯვას

რაც უფრო მეტს ხარჯავს მთავრობა მეტის გადახდა არის საჭირო ადრე თუ გვიან, სხვა გზა არაა. მთავარია გვახსოვდეს რომ მთავრობას ვერაფერს მოგცემთ იმაზე მეტს, რასაც ის თავიდან თქვენგან წაიღებს. თუ მთავრობა საკმარისად დიდია იმისათვის, რომ მოგცეთ ყველაფერი რაც გსურთ, ის ასევე საკმარისია იმისათვის, რომ წაგართვას ყველაფერი რაც თქვენ გაქვთ.

  • გადასახადები ხელს უშლის ეკონომიკურ ზრდას

თუ საგადასახადო ტვირთი მცირეა და შემოსავლები იხარჯება ეფექტურად მაშინ ეკონომიკაც იზრდება.   უისტონ ჩერჩილმა კარგად თქვა „ ერი რომელიც ცდილობს კეთილდღებას გადასახადებით მიაღწიოს ჰგავს იმ კაცს, რომელიც დგას კალათში და სურს თავი სახელურზე მაღლა ასწიოს“.

  • გადასახადები გავლენას ახდენს ყველაზე და არა მხოლოდ მათზე ვინც პირდაპირ იბეგრება

ზოგიერთი ადამიანი ემხრობა სხვა ადამიანებზე მეტი გადასახადის დაწესებას რადგან ჰგონიათ რომ, ეს მათ არ შეეხებათ. ასე კი იშვიათად ხდება. თუ სხვა ადამინის შემოსავალი და სიმდიდრე მეტად იბეგრება, სავარაუდოდ, ის შეიძენს ნაკლებ სერვისსა და მომსახურებას. ან გააკეთებს ნაკლებ ინვესტიციას, ან წავა ნაკლებ რისკზე როგორც მეწარმე.

*********

გადასახადები სერიოზული ბიზნესია, მისი დაწევა ან აწევა მნიშნველოვან გავლენას ახდენს ადამინებსა და ეკონომიკაზე. რაც მთავარია, ყველა ჩვენგანი რომლებიც აფასებს თავისუფლებას , მიიჩნევს რომ ნაკლები გადასახადები საშუალებას გვაძლევს თავისუფლად ვისარგებლოთ ჩვენივე შრომის ნაყოფით. ეს არის ფაქტი , რაც სამართლიანია ამერიკისთვის და ასევე სხვებისთვისაც.

თარგმნა: თამთა შვანგირაძე