გსმენიათ პიკეტი?

საპროტესტო მოთხოვნებით რომ დგანან ხოლმე, იმაზე არ გეკითხებით.
არის ასეთი – თომას პიკეტი. ფრანგია. ეკონომიკას იკვლევს, ასწავლის და წიგნებს წერს.რამოდენიმე სასწავლებლის პროფესორია. ლონდონის და პარიზის ეკონომიკური სკოლების,მათ შორის. სიმდიდრის უთანასწორო განაწილებისადმი აქვს ცნობისწადილი.


ბოლო წიგნი 2013 წელს გამოაქვეყნა – „21-ე საუკუნის კაპიტალი“. ათი წელი იმუშავა,სტატისტიკას აგროვებდა. სათაური მარქსის „კაპიტალს“ ედრება. პრეტენზიაც სათანადოაქვს. სამყაროს შეცვლა უნდა, მეტი თანასწორობის მიღწევა, ქონებრივი თანასწორობის,ხელის ერთი მოსმით, ერთ თარგზე.
მოდით ვნახოთ რას წერს. ვნახოთ თარგიც. ვნახოთ ავ-კარგიც.
მეცნიერული ამოცანა:
სტატისტიკის გამოყენებით შეისწავლოს სიმდიდრის განაწილება;
აღმოაჩინოს კანონზომიერება;
ახსნას რა წარმოშობს უთანასწორობას.
პოლიტ-ამოცანა:
დაასაბუთოს რომ სიმდიდრე შრომის, გარჯის, სითამამის, რუდუნების, გონივრულიინვესტიციის ხარჯზე კი არა გროვდება, არამედ კაპიტალის გაქირავებით (მე-19 საუკუნის დარი „რენტიე“ კაპიტალიზმი);
ამხილოს კაპიტალიზმის შინაგანი წინააღმდეგობა;
მიზეზი მოუნახოს სახელისუფლებლო ჩარევას.
პირადი ამოცანა
მოიგოს პოლიტ-ბიუროკრატიის გული (აღიარება) და ფული (დაფინანსება) – ერთად;
გახდეს ახალი მარქსი (დაწეროს) და ენგელსი (ფულიც იშოვოს) – ერთად;
ინტელექტუალურად დაუმხედართმთავრდეს პოლიტიზირებულ აკადემიას (სოციალისტურ-პროგრესივისტული ბანაკი) და „დაიკავე“ მოძრაობას (ბობოლა მდიდრებიდან ფულს რომ იღბენ და ქუჩა-ქუჩა დარბიან უფრო მეტი მთავრობის მოთხოვნით, აი იმათ) – ერთად.
სტატისტიკა:
გამოიყენული ინფორმაცია განვითარებული ქვეყნების შესახებ (ამერიკის შეერთებულიშტატები, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, შვედეთი, იაპონია, კანადადა ა.შ.);
ეხება ბოლო სამ საუკუნეს (21-ე, 20-ე, 19-ე), უფრო მე-20-ს და უფრო ამერიკას;
მე-20 საუკუნეში უკუგება კაპიტალიდან (საშუალოდ 5%-ზე ოდნავ მეტი) მუდმივადაღემატებოდა ეკონომიკური ზრდის ტემპს (საშუალოდ 4%–ზე ნაკლები);
მაქსიმალური ეკონომიკური ზრდა – 1945-1975 წლებში;
20 საუკუნის შუა პერიოდში თანასწორობის ზრდას უკავშირებს ომებს და რევოლუციებს,შრომითი კავშირების მომრავლებას დაა გავლენის გაზრდას, მაღალ გადასახადებს,დემოგრაფიულ ცვლილებებს და ტექნიკური ინოვაციებს;
ამერიკაში: უმდიდრესი 1% – ფლობს სიმდიდრის 42%-ს; მომდევნო 4% – 30%-ს;შემდეგი 5% – 12%-ს; შემდეგი 10% -11%-ს; დანარჩენი 80% – 5%-ს;
ამერიკელთა 10% – ფლობს სიმდიდრის 72%-ს. ევროპელთა 10% – 64%-ს;
სიმდიდრე იზრდება: ზოგადად საშუალოდ 2.1%-ით, უმდიდრესი 5%-სთვისსაშუალოდ 6.5%-ით, ხოლო მათი 1%-სთვის საშუალოდ 6.8%-ით.
ტერმინები
უთანასწორობას უკავშირებს ორ კატეგორიას: სიმდიდრე და შემოსავალი;
სიმდიდრე (Wealth) და კაპიტალი (Capital) მისთვის ერთია;
შემოსავალი: მოგება და ხელფასი.
დაკვირვება:
მდიდარი მდიდრდება, ღარიბი ღარიბდება;
უთანასწორობა იზრდება, როდესაც კაპიტალი (მიწა, საწარმოები და ხელსაწყოები) და ფინანსური აქტივების შემოსავლები (მოგება, დივიდენდი და სარგებლის განაკვეთი) უფრო მეტად იზრდება ვიდრე ეკონომიკა.
თუ უკუგება კაპიტალზე (r) უფრო მეტია ვიდრე ეკონომიკის ზრდის ტემპი (g), ანუ r > g,მემკვიდრეობით მიღებული სიმდიდრე უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე შრომითგამომუშავებული;
შემოსავლები, რომელიც მოაქვს კაპიტალს, მეტია შემოსავალებზე, რომელიც მოდისშრომის ანაზღაურებიდან;
მესაკუთრე ძალაუნებურად „დამქირავებლად“ ყალიბდება და არა მეწარმედ, თუმცა ესმას დომინირების საშულებას უტოვებს;
სულ უფრო მეტი სიმდიდრე გადადის მემკვიდრეობით – აღარ იქმნება მესაკუთრეთაუშუალო ძალისხმევით;
ეკონომიკის სადავეები არის არა ნიჭიერთა არამედ ოჯახური დინასტიების ხელში;
კაპიტალიდან (კაპიტალისტების) და შრომიდან (დაქირავებული მშრომელების)შემოსავლების უთანასწორობა იზრდება;
ტექნოლოგიურმა ცვლილებებმა გაზარდა მოთხოვნა განსაკუთრებულ უნარ–ჩვევებზე.ცოდნის წარმატებით გამოყენებას დიდი ფასი დაედო. დაქირავებული მმართველებიზე–ანაზღაურებას იღებენ. კაპიტალისტდებიან;
კაპიტალი 1%-ის ხელში იყრის თავს;
ეკონომიკური ზრდა კვლავ ჩამორჩება სიმდიდრის ზრდას – სამომავლოდუთანასწორობა გაიზრდება;
ვითარება ემსგავსება 19-ე საუკუნეს (მარქსის დროს).
დემოკრატია საფრთხეშია:
სიმონ კუზნეცი ფიქრობდა, რომ ინდუსტრიალიზაცია შეამცირებდა უთანასწორობას.
არადა, უთანასწორობა იზრდება. ნაპრალი მქონებელთა და უქონელთა შორის კიდევუფრო დიდია;
კაპიტალის თავმოყრა მცირე ჯგუფის ხელში დემოკრატიასთან შეუთავსებელია.
დასკვნა:
კაპიტალი მექანიკურად წარმოშობს ხელოვნურ, მუდმივ უთანასწორობას;
ეკონომიკა კი ვითარდება, მუშახელის უნარ–ჩვევები, წვრთნა, ცოდნა კი იზრდება დახელს კი უწყობს თანასწორობის მიღწევას, მაგრამ დემოგრაფია, დაბალი გადასახადები,სუსტი პროფესიული კავშირები, ტექნოლოგიური სიახლეები ნაკლებობა, კაპიტალისდიდი ძალა სასწორს უთანასწორობისკენ წონის;
თუ მდიდარი არ დაიბადე – განწირული ხარ სიღარიბისთვის;
მდიდრისთვის კარი ღიაა, ღარიბისთვის – რთულად შესაღწევი;
კაპიტალიზმი უსამართლოა – ავტომატურად ქმნის უთანასწორობას;
ანტისოციალურია;
ანტიდემოკრატიულია;
ანტიჰუმანურია.
აი თარგიც;
კორექტირების გარეშე უთანასწორობა იზრდება;
ძალაუფლება, რომელიც მოაქვს სიმდიდრეს, უნდა შეიზღუდოს;
გადაუდებელია ჩარევა;
სახელისუფლო ჩარევა;
გლობალური ჩარევა;
ერთხელ (კიდევ ერთხელ, უფრო სწორად) და სამუდამოდ.
ითხოვს:
სოციალური სახელმწიფოს;
პროგრესულ გადასახადებს; 80% წელიწადში ნახევარ ან თუნდაც მილონ $-ზე მაღალშემოსავლებზე, გამონაკლისების გარეშე;
კაპიტალის დაბეგვრა 15%-ით;
სრულიად გამჭვირვალე საბანკო გადარიცხვებს;
ფულის ინფლაციას სოციალური ხარჯებისთვის;
განვითარებული ქვეყნებისთვის მაინც.

მარქსზე უკეთესი:
იმუშაოს კაპიტალიზმმა, მაგრამ ჩვენ დაკრულზეო;
ვაცადოთ (აბა ჩვენ ხომ არ ვიმუშავებთ?!) და ნაშოვნში ჩავეზიარტკბილოთო;
რომ არ გაჯანჯლდეს, მოვუწყოთ პიკეტი და მისი ჯანიო!

გამოდის:
მე-19 საუკუნე, კ. მარქსი – გადანაწილება კაპიტალის მიწილხვედრებით;
მე-20 საუკუნე, ქეინსი – გადანაწილება შემოსავლების მიწილხვედრებით;
21-ე საუკუნე, თ. პიკეტი – გადანაწილება კაპიტალის და შემოსავლებისმიწილხვედრებით.
მოკლედ, ორი ძველი ერთ ახალში.
შორს ვერ წავიდა.
არსებითად, არც კი უცდია.
ამდენის შემდეგ:
სტატისტიკა დასახვეწიაო;
ქვეყნები დასამატებელიაო;
r > g ყოველთვის ზუსტი არ არისო;
რასაც ვითხოვ უტოპიასავითააო;
მაგრამ მაინც ასეაო…

შთაბეჭდილება:
ცნობისწადილი აზროვნების ნიშანია;
კაპიტალიზმი რომ უსამართლოა ან ლოგიკური აზროვნების დეფიციტია, ან ხრიკი – გააბრიყვო და იბატონო;
თან, ეს ხომ გავიარეთ... თანასწორთა შორის უფრო თანასწორთა დიქტატურა.
რა არის კაპიტალიზმში უსამართლო?
წარმოების საშულებებზე კერძო საკუთრება?
საკუთარ გადაწყვეტილებებზე პირადი პასუხისმგებლობა?
კაპიტალის დაგროვება?
საქონლისა და მომსახურების წარმოება მოგების მიღების მიზნით?
ნებაყოფლობითი თანამშრომლობა?
ურთიერთსასარგებლო გაცვლა?
კონკურენცია?
სავსე დახლები?

საღი აზრი:
სიმდიდრის გამრავლება გაყოფით შეუძლებელია;
ღარიბს კანონით ვერ გაამდიდრებ, როდესაც მდიდარს კანონით გააღარიბებ;
ის, რასაც ერთი მიიღებს დაუმსახურებლად, მეორეს უნდა ჩამოერთვასდაუმსახურებლად;
ის, რაც ერთმა უნდა მიიღოს მუშაობის გარეშე, მეორემ უნდა შექმნას ანაზღაურებისგარეშე;
მთავრობა ვერავის ვერაფერს მისცემს თუკი ჯერ ვინმეს არ გამოართვა და ან წაართვა;
როცა ერთს შეუძლია მეორის ხარჯზე იცხოვროს, მეორეს უნდება პირველის ადგილი.
სინამდვილეში:
კაპიტალიზმი ქმედუნარიანია;
მას შეუძლია იმ 100%-ის შექმნა, რომლის 80%-ის გადანაწილებაა ჩაფიქრებული!
მას შეუძლია იმ სამკვიდროს შექმნა, რომელის 15%-ით დაბეგვრაა ნავარაუდევი;
სწორედ კაპიტალიზმის გავრცელებამ შეამცირა სიღარიბე, გაზარდა ცხოვრების ხარისხი.

ანტიკაპიტალიზმი კლავს:
სადაც მაღალია ეკონომიკური თავისუფლება – მაღალია შემოსავლები ერთ სულმოსახლეზე გათვლით;
სადაც დაბალია ეკონომიკური თავისუფლება – ხალხის უმრავლესობა სიღარიბეშიცხოვრობს;
სწორედ საბაზრო ეკონომიკა უზრუნველყოფს ზრდას, ამცირებს სიღარიბეს დაუთანასწორობას;
უთანასწორობის თანამედროვე კაპიტალიზმის თანდაყოლილი ნაკლად გამოცხადებატყუილია.
პიკეტი კაპიტალიზმს?!
კაპიტალიზმი კერძო საკუთრებაზე დაფუძნებული ნებაყოფლობითი დაურთიერთსასარგებლო თანამშრომლობაა;
ძალდაუტანებელი თანამშრომლობა;
შრომის დანაწილება;
კაპიტალიზმის „ამოძირკვა“ თავად ხალხის „მიყოლების“ გარეშე შეუძლებელია, რადგანხალხს უყვარს კერძო საკუთრება;
კაპიტალიზმის პიკეტირება – საკუთარი კეთილდღეობის სასწორზე შეგდებაა.
რასაც არ აღიარებს:
ბაზარი ყოველთვის მუშაობს;
რაც მეტად ერევა სახელისუფლებლო ძალა (იურიდიული თუ ფიზიკური), მით მეტიადანახარჯი და ნაკლებია ეფექტიანობა;
იქ, სადაც ვაჭრობის წესებს ადგენენ კანონმდებლები, ყველაზე მეტად სწორედ კანონები ივაჭრება;
იკვეცება საბაზრო სივრცე, იზრდება კორუფციის.
ის, რისი დანახვა არ უნდა, სანამ უთანასწორობაზე დაიჩივლებდა:
სახელმწიფოს მონოპოლია ფულის წარმოებაზე – განუწყვეტელი ინფლაცია;
სამეწარმეო საქმიანობის და პირდი ცხოვრების მრავალმხრივი რეგულაცია;
ეკონომიკის პოლიტიკურ საზღვრებში მოქცევა;
მეწარმეთა დაყოფა: მომხრეებად და მოწინააღმდგეებად;
ყველასგან აღება და რჩეულთათვის დარიგება;
პოლიტიკა, პოლიტიკა, პოლიტიკა – ეკონომიკის პირველი მცნების წინააღმდეგ – რესურსები შეზღუდულია!
სამართლიანობა
სხვა თომასმა, სოუელმა, ამერიკელმა ეკონომისტმა, ჩიკაგოს სკოლელმა თქვა: სიკვდილ–სიცოცხლის ზღვარს რომ ექიმი გაგატარებს, განა მისსა და შენ სიმდიდრეს შორისგანსხვავებაზე დარდი მოგკლავსო?
კაპიტალიზმში კაცი მდიდარია იმიტომ რომ ჯერ მან გაამდიდრა სხვა – მიაწოდე ის საქონელი და მომსახურეობა, რომელიც იმ სხვას აკლდა, უნდოდა და მზად იყო, რომ შეეძინა;

გასცა, მიიღო, მისია;
რომ არ გაეცა – დაკარგავდა. – ღირებულება შემოეცლებოდა, შემოეჭმეოდა, შემოაცვდებოდა, შემოეხეოდა, შემოადნებოდა, შემოეიმასქნებოდა;
კეთილსინდისიერად მოპოვებულ ან ნაჩუქარ სიმდიდრეს კბილს არ უსინჯავენ;
თავსატეხია არა შესაძლებლობების და შემოსავლების უთანასწორობა, არამედ იმგვარიპირობების უზრუნველყოფა, რომ ყველას შეეძლოს სცადოს ის, რაც ხელეწიფება დამიიღოს ის, რასაც სამაგიეროდ იმსახურებს;
კაპიტალიზმი – ეკონომიკური თავისუფლებაა. თუ არ არის ეკონომიკური თავისუფლება – არ არის კაპიტალიზმი;
ყველაფერი რაც ბრწყინავს, ოქრო არ არის: თუკი სისტემა ინარჩუნებს კერძო საკუთრებას, მაგრამ მერე ათასი ხრიკით – გადასახადით, ინფლაციით რეგულირებით, ლიცენზირებით დ ა.შ. – ზღუდავს მისი გამოყენების თავისუფლებას, ახლოსაც ვერ მოვა კაპიტალიზმთან.

უთანასწორობა:
როდესაც ერთს აქვს 5 და მეორეს 100, ხოლო ეკონომიკა ვითარდება და რამოდენიმე წელიწადში ორმაგდება, პირველს უხდება 10, ხოლო მეორეს 200. სხვაობა პირველი შემთხვევაში არია 95, ხოლო მეორეში – 190. – უთანასწორობა გაიზრდა? – დიახ, თან ორჯერ. სამართლიანობა ხომ არ დარღვეულა? – არა;
რატომ უნდა ჩამოართვა რამე მეორეს და მისცე პირველს? პირველთან შედარებით 20-ჯერ მეტის ხარისხიანად მართვა რომ შეუძლია? კარგი რომ შექმნა? ბევრი რომ იშრომა? თავდაუზოგავად რომ მოემსახურა სხვებს და დამსახურებულად აუნაზღაურეს?
კარგს თუ დასჯი, ცუდი გახდება!
ჩემი ჯიბე, ჩემი ციხესიმაგრეა!

მემკვიდრეობა:
შესაძლებლობა მემკვიდრეობა დაუტოვო ყველაზე ახლობელს და საიმედოს –განაპირობებს ყაირათიანობას, რუდუნებას, მრავალფეროვნებას, ხარისხს, შორს ჭვრეტას, სიფრთხილეს;
თუ საკუთრება ხელშეუვალია – ადამიანის შესაძლებლობების საზღვარი არ არსებობს;
ფორბსის 400 უმდიდრესის სიაში მემკვიდრეობით მდიდრები ნახევარზე ნაკლებია. რამოდენიმე თაობის მდიდრები – თითებზე ჩამოსათვლელი;
სია განახლდა ¾-ით.
სიაც იცვლება: ზოგი ემატება, ზოგი აკლდება;
ბაზარზე შესაძლებელია საკუთარ ფარეხში ნულიდან დაწყება და მილიონობით ადამიანის მომადლიერება;
ღირებულების მემკვიდრეობით გადაცემა შეუძლებელია – მემკვიდრე ხელახლა სძენს ღირებულებას სამკვიდროს. როგორც წესი, უმრავლესობა ამას ვერ ახერხებს.

ადამიანები
განსხვავდებიან;
აზროვნებენ;
მოქმედებენ;
იძენენ;
გასცემენ;
იცვლებიან;
ცვლიან;
სტიმულს და მოტივაციას აქვს მნიშვნელობა;

ინფორმაცია ცვლის მათ დამოკიდებულებას;
მათემატიკურ ფორმულებში მათი გამომწყვდევა შეუძლებელია;
ხმას ფეხითაც აძლევენ – არ მოეწონებათ?! დაკრავენ ფეხს და წავლენ;
დაბეგვრა
რატომ შექმნი და გამოიმუშავებ თუ მნიშვნელოვან წილს ჩამოგართმევენ და აღარ შეგერგება?
მცირდება დაგროვება და შემდგომი ინვესტირება;
ამოცანა ახლის შექმნის მაგივრად ძველის შენარჩუნება ხდება.
მართლაც საცნობისწადილო:
არსებობს თუ არა სიმდიდრის შექმნის და დაგროვების შესაძლებლობა ყველასთვის?

ხელმისაწვდომია თუ არა წარმოების წამოწყება თავისუფლად;
ქმედითია თუ არა მართლწესრიგი?
გამორჩენილი აქცენტები:
არსებობს სიცრუე, საშინელი სიცრუე და სტატისტიკა – მარკ ტვენი, ამერიკელი მწერალი;
არსებობს სტატისტიკა, ყალბი სტატისტიკა და სამყარო სტატისტიკის მიღმა;
მსოფლიოს 90% ცხოვრობს სამყაროს იმ ნაწილებში, რომელთა სტატისტიკაც კვლევაში არ არის გამოყნებული;
გაუსტატისტიკებული ეკონომიკა გასტატისტიკებულს მოცულობით არ ჩამორჩება;
ადამიანების უმრავლესობას შემოსავლები აქვთ როგორც ხელფასიდან, ისე კაპიტალიდან;
ოფიციალურ „უმუშევარს“ შესაძლოა სასახლე ქონდეს გაქირავებული;
კაპიტალიზმი არ არის თამაში ნულოვანი შედეგით – სამართლიან გაცვლის ყველა მონაწილე იგებს და მდიდრდება;
უსამართლობისგან მართლწესრიგი იცავს.
მიდგომა „პიკეტი და მისი ჯანი“, „მივაწვეთ და გავათრიოთ“ არსებითად ეწინააღმდეგება ადამიანების თანამშრომლობის პრინციპს: ურთიერთსარგებლიანობას;
კაპიტალიზმის ანტიპოდი სოციალიზმია;
რა სახეც არ უნდა მიიღოს სოციალიზმმა, ის მაინც სოციალიზმია.

ლუდვიგ ფონ მიზესმა დაიბარა:
ჭიქა რძესა და ჭიქა ციანიდის მჟავას შორის არჩევანი ორ სასმელს შორის არჩევანიროდია. ეს სიცოცხლესა და სიკვდილს შორის არჩევანია. კაპიტალიზმი – რძე და ყველია, სოციალიზმი – სიცოცხლესთან შეუთავსებელი სენი;
როდესაც სიმდიდრე მოპოვებულია მეწარმეობით, ინოვაციებით, გამოგონებებით, საზოგადოება იგებს, – იქმნება სამუშაო ადგილები, ცხოვრება საამური ხდება;
კაპიტალიზმი – უთანასწოროთა კეთილდღეობაა;
სოციალური სახელმწიფო – მრავალ თანასწორთა სიდუხჭირე და თანასწორთა შორის მეტად თანასწორთა განცხრომაა;
არადა, სოციალიზმის ნებისმიერი გამოვლინების უგულვებელყოფა არ შეიძლება, ის უნდა ამხილო, რომ კაცობრიობა გადარჩეს.
თუ არ წაგიკითხავთ „21-ე საუკუნის კაპიტალი“, არც არაფერი დაგიკარგავთ.
დროს ნუ დაკარგავთ!

ჯობს კაპიტალი დააგროვოთ!