აინ რენდის შემოქმედება, განსაკუთრებით კი მისი საავტორო ფილოსოფია - ობიექტივიზმი, საკმაოდ დიდი „შემოლაწუნებაა“ დღევანდელი მოდერნისტული, საღად მოაზროვნე ადამიანებისთვის. „ნება თავისუფალია“ , ჩვენ შეიძლება ბევრი ვისჯელოთ, ვიკამათოთ რამდენად მისაღებია აინ რენდის მიერ შემოთავაზებული მოაზროვნე ადამიანის პროტოტიპი თავისი ეგოისტური მისწრაფებებით და დაუშრეტელი თავისუფლების წყურვილით,
თუმცა ცხადზე ცხადი მგონია, რომ „ადამიანის გონება მისი გადარჩენის ძირითადი იარაღია......... იმისთვის , რომ ცოცხალი დარჩეს ადამიანმა უნდა იაზროვნოს!“ რა თქმა უნდა, აღნიშნული მოსაზრება სუბიექტურია და შესაბამისად სადავოც, ისევე როგორც სუბიექტურია -„ცოცხალი დარჩეს“.
აინ რენდის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ შემოქმედების ნაყოფში „ ატლანტმა მხრები გაშალა“ ვკითხულობთ : „სამყაროში მხოლოდ ერთი ფუნდამენტური ალტერნატივა არსებობს: არსებობა და არარსებობა“ ანუ რენდისეულად აზროვნება და არაზროვნება. ადამიანმა რომ იაზროვნოს ერთადერთი პირობაა საჭირო - „მოიხმაროს“ თავისი გონება, გამომდინარე იქედან , რომ ადამიანის გონება არის მისი გადარჩენის ფუნდამენტური არსი. თუ ჩვენ გვსურს ვიყოთ უმაღლესი მოაზროვნე ინდივიდი სამყაროში, მაშინ, აუცილებელია, გავიაზროთ ჩვენი მოქმედების ბუნება და მიზანი, როდესაც ჩვენს თითოეულ ქმედებას ექნება მიზანი ,ვფიქრობ, შედეგიც უფრო რელევანტური და ნაყოფიერი იქნება. თუმცა აქ აუცილებლად ხაზი უნდა გავუსვათ იმ გარემოებას , რომ ინდივიდის მიზანი არ შეიძლება კოლექტიური ძალისხმევით იყოს მიღწეული, ვინაიდან თითოეული ადამიანი სხვადასხვა მოცემულობა ვართ, ჩვენი მიზნებით, ღირებულებებით, მსოფლმხედველობით დ ა.შ. აქ რენდს დავესესხები და ვიტყვი : „არ არსებობს კოლექტიური მიღწევა, არც არასდროს არსებობდა და არც იარსებს, არ არსებობს კოლექტიური ტვინი!“ ჩვენ კარგად ვიცით , რომ იყო მცდელობა შეექმნათ „კოლექტიური ტვინი“ , ამ შემთხვევაში ვგულისხმობ საბჭოთა კავშირს. ისინი რეპრესიებით და ათასი მანკიერი გზით ცდილობდნენ მოესპოთ ყველა საღი აზრი, რომელსაც შეეძლო შეექმნა ერი, რომელიც შედგებოდა მოაზროვნე ადამიანებისგან. აქვე ისმის კითხვა რატომ ეშინია კოლექტივს მოაზროვნე ადამიანის „შექმნის“? პასუხი ერთია - ეს იქნება თვითმკვლელობა. ცხადია, კოლექტივს (კოლექტივში ამ შემთხვევაში უნდა მოვიაზროთ გარემოება სადაც „ნება „თავისუფალი“ არაა, სადაც პრაქტიკულად შეუძლებელია ახალი, განხვავებული , საღი აზრი დაიბადოს, ადამიანის როგორც დამოუკიდებელი ინდივიდის პასუხისმგებლობის დონე თითქმის ნულია) ვერასდროს შექმნიან მოაზროვნე ადამიანები , რომელთათვის მთავარი ღირებულება თვითგანვითარებაა, თვალსაწიერ-ფიქრსაწიერის გაფართოებაა, ცხოვრების შეცნობაა, აღმოჩენაა, თავისუფლებაა, უსაზღვრო სივრცეა...
პრბლემის სიღრმემდე რომ დავიდეთ , განვიხილოთ რეალობა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. ფაქტია, დღეს საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს, აზრის გამოხატვის მეტი თავისუფლებაა , თუმცა მივიღეთ ზნეობითა და იდეოლოგიებით დაცლილი საზოგადოება, რომელიც ნავსაყუდელს სხვისი კალთის ქვეშ ეძებს. რატომ დაგვემართა ეს? მიზეზი რამდენიმეა. პირველ რიგში მინდა ავღნიშნო განათლების სისტემა , რომელმაც სრულიად მოშალა ყველა ის საწყისი, რომელიც ადამიანში საღ აზრს განავითარებდა. თავისუფლებისთვის მებრძოლი, ჩემთვის საყვარელი, „თოლია ჯონათან ლივინგსტონის“ შესწავლა ისე დავასრულეთ, რომ არავის დაუსვამს კითხვა: რას ნიშნავს რეალურად თავისუფლება? რას ნიშნავს „შენი ნებაა იყო ის რაც ხარ - შენი ჭეშმარიტი „მე““? თითქმის აროსდროს გვიმსჯელია, გვიდებატია, ვინაიდან „სწავლის“ ფორმა და მეთოდიკა არ ითვალისწინბდა ამას. უამრავი ფრაზები, ციტატები დაგვიზეპირებია ისე რომ რელუარი შინაარსი არ გვცოდნია, შედეგაგად კი მივიღეთ ის რომ სტაგნაციაში ვართ. ვფიქრობ, დღეს ჩვენს საზოგადოებას თუ რამე სჭირდება ესაა - აზროვნების დაწყება. აზროვნების დაწყების ცენტრალური წერტილი კი შეიძლბა იყოს უნარი რომ კითხვა დასვა, ეს როგორც მინიმუმ.
მეორე ფუნდამენტური შემაკავებელი ბერკეტი რატომ ვერ მივირეთ მოაზროვნე ადამიანების დიდი არმია არის ის , რომ ჩვენ მუდმივად გვინერგავდნენ „ზნეობა ქცევის კოდექსია“ , რომელიც , მორჩილებას უფრო მოითხოვს, ვიდრე შენი თავის შეცნობას. ჩვენ შემდგომ ზნეობრივ პრინციპზე აღვიზარდეთ : „რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია“. ჩვენ მივეჩვით, ხშირ შემთხვევაშ, გაუგებარ ალტრუიზმს და მეტად დავშორდით საკუთარ თავს, დავივიწყეთ ინდივიდუალიზმი. უკანასკნელს რაც შეეხება ანუ „ინდივიდუალიზმის“ უარყოფას, შევთანხმდეთ, რომ თითოეულ ადამიანს ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გვაქ ცხოვრებაში, როგორც დამოუიდებელ ინდივიდებს, ეს შეიძლება იყოს ჩვენი განათლება, დასაქმება, ელემენტარულად „თავის გატანა“, ოჯახის შენახვა და ა.შ. თუმცა, გარემო რომელშიც ვცხოვრობთ, სამწუხაროდ, საერთოდ არ მოითხოვს ჩვენი წილი პასუხისმგებლობის აღებას საკუთარ თავზე იმისთვის რომ ვიარსებოთ. პირიქით, ჩვენ მივეჩვიეთ რომ ჩვენი პრობლემები აუცილებლად სხვამაც უნდა გაიზიაროს, ჩვენი პრობლემა აუცილებლად სხვამ უნდა მოგვიგვაროს, ყოველივე ამან შეამცირე ჩვენი როგორც ინდივიდის როლი საზოგაოდებაში და რეალურად კოლექტივის, დიდი ჯგუფის, ქვეშ მოვექეცით სადაც კონკრეტულ საკითხზე პასუხისმგებელი პირი არ არსებობს . ჩემი აზრით, კი სწორედ იმის გააზრება, რომ ადამიანები თავისუფალი, ყველასგან დამოუკიდებელი ინდივიდები ვართ, ის რომ თავისუფლება უდიდესი პასუხისმგებლობაა, მხოლოდ ამის გაცნობიერება აიძულებს ადამიანს იქცეს მოაზროვნე ადამიანად.
გამოსავალი რაშია? პირადად მე მჯერა ადამიანის გონების, ანუ რენდისეულად - „ადამიანის შესაზლებლობების უზენაესობის“ . იმის რომ ადამიანი შინაგანად მოწოდებულია პროგრესისკენ, განათლებისკენ, განითარებისკენ. ამის დასტურია ის გაზაც, რომელიც ჩვენ განვლეთ პირველყოფილობიდან დღემდე და შევქმენით ინოვაციებით , ტექნოლოგიებით სასვსე სამყარო. „ადამიანებს გვაქვს გადარჩენის ავტომატური შიფრი“, გონება რომ გაისიგრძეგანოს ცხოვრება მარტო ძღომა არაა, მხოლოდ ბრძოლა არაა, მხოლოდ ძალაუფლების მოპოვება არაა, რომ არსებობს სრულყოფილება და ცხოვრების აზრიც ეს არის , რომ ამ სრულყოფილებას მივაღწიოთ და შემდგომ გავუზიაროთ სხვებსაც.
მე მჯერა „რაციონალური ეგოიზმის“, მჯერა რომ ადამიანები რაციონალურად მოაზროვნე ერთადერთი ინდივიდები არიან. მე მინდა ვიყო ბედნიერი ნიშნავს ყველა და ყველაფერი იყოს კარგად ჩემს გარშემო, მაგრამ არა ჩემი ბედნიერების ხარჯზე, ვინაიდან ამ შემთხვევაში მე არ ვიქნები ბედნიერი. მაგრამ რამდენად შეიძლება გონების გარეშე რაციონალური ეგოიზმი მივიღოთ? ალბათ, შეუძლებელია. მიმაჩნია რომ რენდისეულ „რაციონალურ ეგოიზმს“ , მხოლოდ მოაზროვნე, თვითმყოფადმა ადამიანმა შეიძლება მიაღწიოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეგოიზმი ბოროტების წილხვედრი გახდება და შეიძლება მასობრივ ბოროტებაში გადაიზარდოს. ამიტომ თანმიმდევრობა დასაცავია, რათა თავი დავაღწიოთ ზნეობრივი კრიზისის ეპოქას : 1. ინდივიდუალიზმი 2. მოაზროვნე ადამიანი 3 „რაციონალური ეგოიზმი“ . რეალობა ასეთია, ა უდრის ა-ს და ა-ს ა-ობამდე მისვლას სჭირდება აზროვნება.