შებრუნებული სექსიზმიც სექსიზმია.
არ აქვს მნიშვნელობა, თუ ვისკენ არის ის მიმართული და თუ რა მიზნით.
აღნიშნული პრობლემა ყველა ჯგუფზე შესაძლებელია, რომ გავრცელდეს.
ამერიკის შეერთებულ შტატებში წარსულში შავკანიანთა დევნამ, თითქოს დღეს თეთრკნანიანების დისკრიმინაცია (ინვიდიდების უფრო მეტად) ლეგალური და სამართლიანიც კი გახადა. თუ ადრე შავკანიანებს სხვადასხვა დაბრკოლებას უქმნიდნენ ნებისმიერ სისტემაში, იქნებოდა ეს საარჩევნო, პოლიტიკური თუ დასაქმების, დღეს ეს ყველაფერი ისევ შენარჩუნდა,
უბრალოდ საპირისპირო ჯგუფის წინააღმდეგ. იგივე შეიძლება არა მხოლოდ რასაზე, არამედ სქესზეც ითქვას. დღეს მრავალი ასეთი მეთოდია, ერთ-ერთს კვოტა ეწოდება.
ერთის მხრივ, ის თითქოს კარგ მიზანს ემსახურება და ჩაგრულ ჯგუფებს მეტ შესაძლებლობას სთავაზობს, თუმცა ის იმავე მეთოდად შეგვიძლია განვიხილოთ, რითიც ამ ჩაგრულ ჯგუფებს წარსულში ებრძოდნენ.
ბოროტებას ყოველთვის სიკეთით პასუხობენ, თუმცა თანამედროვე ფემინისტებმა და სხვა კოლექტიური უფლებებისთვის მებრძოლებმა უკვე მრავალი წელია გადაწყვიტეს, რომ ბოროტებას იმავე ფორმით, იმავე ბოროტებით ებრძოლონ, უბრალოდ მისი ვექტორი წარსულში “პრივილეგირებული ჯგუფებისკენ” მიმართონ.
შებრუნებული სექსიზმიც სექსიზმია.
ზოგადად სექსიზმი იქამდე არ არის პრობლემა, სანამ ის სხვის უფლებებს არ ზღუდავს. ამ მხრივ უფლების შემზღუდველი სექსიზმი ძირითადად მხოლოდ სახელმწიფოს ახასიათებს. სახელმწიფო ვალდებულია ნებისმიერ მოქალაქეს თანასწორად მოექცეს. მას არ აქვს უფლება ვინმე მხოლოდ იმიტომ დაიწუნოს, რომ ქალია, ან ვინმეს იმაზე მეტი უფლება მიანიჭოს, ვიდრე ეს სხვას აქვს. სახელმწიფო სექსიზმი ადამიანის უფლებების დარღვევაა და ის უნდა აღმოიფხვრას.
ინდივიდების მიერ გამოხატული სექსიზმი, რასიზმი, ქსენოფობია პრობლემაა, მაგრამ უფრო მეტად განათლების, ვიდრე ადამიანის უფლებებისა. განათლების პრობლემაა იმ მხრივ, რომ შენ ინდივიდს კოლექტიურად აფასებ და მრავალი არგუმენტის მიუხედავად, ერთ ადამიანზე წარმოდგენას ჯგუფის მიხედვით იქმნი (როგორც ამას დღეს მემარცხენეები აკეთებენ). შენ არ ცნობ, რომ ინდივიდი დამოუკიდებელი არსებაა, მას აქვს თავისუფალი ნება, მას აქვს ინდივიდუალური გონება, ის არ არის დეტერმინირებული. შენ არ ცნობ ინდივიდუალიზმს და ხარ კოლექტივიზმის მსხვერპლი. ინდივიდის მიერ გამოხატულ სექსიზმთან კანონებს არაფერი ესაქმება. თითოეულ ადამიანს აქვს უფლება, ხმა მისცეს, დაასაქმოს, იურთიერთოს, ასწავლოს იმ ადამიანს, ვისაც უნდა. შენ შეგიძლია მხოლოდ თეთრკანიან, ქრისტიან მამაკაცებს ასწავლო, რადგან მხოლოდ ისინი მიგაჩნია საზოგადოების სრულფასოვან წევრად. ამაში შენ კანონმა ხელი არ უნდა შეგიშალოს. აღნიშული დისკრიმინაცია შენი უფლებაა, თუმცა ის დისკრიმინაციაც ჩემი უფლებაა, შენს მაღაზიაში არ შემოვიდე, თმა არ შეგჭრა, მოგიწყო ეკონომიკური და საზოგადოებრივი ბოიკოტი, გავაპროტესტო შენი ქცევა ისე, რომ შენი უფლებები არ შევზღუდო.
სამწუხაროდ, დღეს ეს არჩევანი არ არსებობს, რადგან მაგალითად ერთ საკითხში, რომელსაც პარტიული სია ეწოდება, არც პარტიაა თავისუფალი ჩაწეროს თავის სიაში ის ვინც უნდა და არც ინდივიდა თავისუფალი აირჩიოს ის ოთხეული, რომელსაც მისი პარტია თავდაპირველად, კვოტებამდე ერაში, სთავაზობდა. დღეს ინდივიდი ვალდებულია ის ოთხეული აირჩიოს, სადაც ერთი ქალია, მისი და პარტიის სურვილების გარეშე.
პარტია ზოგადად ხალხის ხმაა. ძალადობით ფორმირებული პარტია კი ხალხის ხმა კი არა, კანონის და მისი ინიციატორების ხმა ხდება. პარტიული პოლიტიკაც დიდ ბაზარს ჰგავს, სადაც ნებისმიერი პარტია ცდილობს, მისი ამომრჩევლის სურვილები გაითვალისწინოს. ამ ლოგიკით მხოლოდ ქალთა პარტიებიც შეიძლება არსებობდეს, ასევე მხოლოდ კაცთა. მოთხოვნა-მიწოდება თავად არეგულირებს ამას. თუ კი ბაზარზე საკმარისი ქალებიარ არიან, ვიდრე საჭიროა (კვოტის შედეგად), ამან შესაძლებელია მხოლოდ ცუდი ქალი პოლიტიკოსების ძალით ჩასმა გამოიწვიოს საარჩევნო სიებში და ამან კიდევ უფრო გაზარდოს პოლიტიკოს ქალთა წინააღმდეგ მიმართული განწყობები.
კვოტირება ინდივიდის წინააღდმეგ მიმართული დანაშაულია. ინდივიდის, რომლის სქესსაც მნიშნველობა არ აქვს და რომელმაც დიდ შესაძლებლობას თავისი განათლებით, შრომით მიაღწია. ის ინდივიდი იჩაგრება ასეთ დროს მხოლოდ და მხოლოდ სქესის გამო.
ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ საუბარია პოლიტიკაზე. რა შუაშია პოლიტიკაში სქესი? პოლიტიკა ხომ სრულიად ინტელექტუალურ შესაძლებლობებზეა გათვლილი, რომელშიც ქალები და კაცები ასე აღებული თანასწორები არიან. პოლიტიკა ფიზიკურ აღნაგობას მოითხოვს? არანაირად!
ქალი და კაცი შესაძლებელია ერთნაირი გონებრივი უნარებით სარგებლობნდნენ. მსოფლმხედველობაც კი შეიძლება ერთნაირები იყვნენ. ისიც შესაძლებელია კაცმა ქალი უფლებების საკითხში უკეთ დაიცვას, ვიდრე ქალმა ქალი და დღეს ამისი ბევრი მაგალითია.
კვოტა - ინდივიდის წინააღმდეგ მიმართულია! წარმოიდგინეთ პარტია, რომელსაც 4 კაცის შეყვანა შეუძლია მხოლოდ პარლამენტში. პარტიაში წარმოიდგინეთ, რომ 4 კაცია ან ქალი ყველაზე ძლიერი, ისეთი, რომლებიც ძალიან დიდ რესურსს მოუტანს სახელმწიფოს. ასევე წარმოიდგინეთ, რომ ამ 4 კაციდან პარტია ერთს გაწირავს (ძალადობის შედეგად) და მის ნაცვლად მასზე ნაკლებად კომპეტენტურ ქალს ჩასვამს. სახელმწიფოს განვითარებას მოემატა რაიმე? - არა! ინდივიდს მოემატა რამე - არა, პირიქით, სახელმწიფო ძალადობის შედეგად მისი უფლებები მხოლოდ იმიტომ შეილახა, რომ ის კაცია! და რატომ დაიჩაგრა ინდივიდი? იმიტომ რომ მისმა ქოლექტიურმა წინაპრებმა შეცდომა დაუშვეს ქალების მიმართ. და მან დაუშვა? არა, ის მხოლოდ დაიბადა და მაშინვე კოლექტიურად აღიქვეს
თუ გსურთ მეტი ქალი პარლამენტში, კეთილი ინებეთ და საგანმანათლებლო საქმიანობა დაიწყეთ, აუხსენით ხალხს, რომ კაცი და ქალი ინტელექტუალურად თანასწორია. ნუ ცდილობთ გამოიყენოთ სახელმწიფო ძალადობის მანქანა. ნუ ცდილობთ, ბრძოლას ადამიანის უფლებების, ინდივიდის წინააღმდეგ! ის კი არ ასწავლოთ ქალებს, რომ ისინი კოლექტიური კუთვნილებით შეფასდებიან, არამედ ის, რომ ისინი ინდივიდები არიან, მათ შეუძლიათ ბევრ რამეს მიაღწიონ, მათ შეუძლიათ ყველა ბარიაერი მოშალონ და მიაღწიონ ნებისმიერ პოზიციას, რომელიც სურთ.