ჩვენს კოლოკვიუმზე აქტიური დისკუსია გაიმართა; შეხვედრას ხელმძღვანელობდა დოქტორი ნიკოს სოტირაკოპულოსი. ღონისძიება ჩატარდა საქართველოს უნივერსიტეტის მხარდაჭერით „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოსა“ და აინ რენდის ინსტიტუტის მიერ.

ხმამაღლა საკითხავი პოლიტიკოსებისათვის

სწორედ ასე დგას საკითხი და არა ჯარიმები თუ ნაკლები გამონაბოლქვი. ეს. ჩვენი არჩევანია ილუზიებით ვიცხოვროთ, თუ პრაქტიკული შედეგები მივიღოთ. 

ავტომობილების გამონაბოლქვთან დაკავშირებით ემოციები ყოველთვის ფარავს საღ აზრს ან მოქმედებას. უფრო ხშირად ადამიანები სწრაფ შედეგებს ითხოვენ, ასევე, ფიქრობენ, რომ ეს მხოლოდდამხოლოდ მთავრობის საქმეა გამონაბოლქვს წინ გადაუდგეს.

ამავე დროს იგივე ადამიანები ხშირად თვითონ მონაწილეობენ ამ შედეგის (მაღალი დაბინძურების) დადგომაში; თვითონ იყენებენ მსუბუქ ავტომობილებს ან სხვა საზოგადოებრივ ტრანსპორტს, რომელიც აფრქვევს; იშენებენ სახლს, რომელიც სატვირთო ავტომობილის გარეშე არ ხდება, და თუ იაფად უნდა, მაშინ ეთანხმება, რომ სწორედ ყველაზე დამაბინძურებელი სატვირთო აშენებს მის სახლს. ჩვენი საკვები მაღაზიებში ხშირად სწორედ ტექნიკურად გაუმართავი ავტომობილებით ხვდება, რომლის მძღოლებს დავალება აქვთ საწვავი იაფად იყიდონ, რომ მიწოდება ჩვენთვის გაიაფდეს. ასეთი მაგალითი ბევრია - თუ ეს არ მოგწონთ, უთხარით თქვენი ოჯახის წევრებს, ნათესავებს, მეგობრებს, მეზობლებს ან კოლეგებს - ნუ იყენებენ ძველ, გაუმართავ ავტომობილებს, ნუ ასხამენ საკუთარ ავტომობილში იაფფასიან და უხარისხო საწვავს. ამ შემთხვევაში მათ პირდაპირ მოუწევთ დაბინძურების დანახარჯის საკუთრ თავზე აღება. სახელმწიფო რეგულირებებით და ჯარიმებით იგივე ხდება, ოღონდ უზარმაზარი ბიუროკრატიის შენახვის დამატებითი ხარჯებით და გარემოს დაცვის ამ პროცესის გაყალბებით. გამოდის, ხალხის ერთი ნაწილი პასუხისმგებლობას გაურბის და მთავრობას სთხოვს მიხედოს გამონაბოლქვს, დასაჯოს ხალხი (მათ შორის საკუთარი თავი) – ანუ გაზარდოს სახელმწიფოს ბიუჯეტის გაფლანგული მილიარდები და ძალაუფლება, რომელიც მზად იქნება მთელი თავისი ძალადობრივი რესურსი გამოიყენოს ადამიანების წინააღმდეგ.

ემოციური ადამიანები  და ექსპერტები, ხშირად საწვავის ფასის საკითხზე არ დაფიქრებულან, ან ამ საკითხის მხოლოდ ემოციური მხარე იციან. სინამდვილეში გადასახადების, რეგულირებების და ჯარიმების შემოღების და ზრდის ემოციური მხარდაჭერით ისინი:

  1. ზრდიან გადასახადებს და შესაბამისად უკეთესი ავტომობილის შეძენის და გამოყენების ხარჯებს.
  2. ზრდიან საწვავის ფასს და ავტომობილების მწყობრიდან გამოსვლის ალბათობას.
  3. ზრდიან სახელმწიფო ბიუროკრატიულ და აღსრულების ხარჯებს და მის ძალაუფლებას, ადამიანების დამოკიდებულებას მთავრობაზე.
  4. ამცირებენ უკეთესი საწვავის იმპორტის და გამოყენების შესაძლებლობებს.
  5. ამცირებენ ახალი და უკეთესი ავტომობილების შეძენის შესაძლებლობას, მათი შეკეთების რესურსებს.
  6. ამცირებენ  ავტომობილების დროული შეკეთების შესაძლებლობას.

უფრო გასაგები რომ იყოს, ნებისმიერი გადასახადი, მით უმეტეს, რომელიც პირდაპირ საზღვარზე არის გადახდილი იმპორტის დროს, ზრდის საქონლის ფასს, მათ შორის ავტომობილის საწვავის. შესაბამისად, თუ მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა დაბალია, მას ტენდენცია ექნება უფრო იაფი საწვავი შეიძინოს და უფრო დაბალხარისხიანი. ანუ არჩევანი ასეთია – ან ბიუჯეტის შემოსავლები ან უფრო ხარისხიანი საწვავი და ნაკლები დაბინძურება.

ასევე მოქმედებს, ნებისმიერი ჯარიმაც – ადამიანებს თუ გამონაბოლქვის გამო დააჯარიმებ, მათ ნაკლები ფული დარჩებათ მოაწესრიგონ საკუთარი ავტომობილი. ეს ასევე პირდაპირ ეხება ტექნიკური ინსპექტირების ხარჯებსაც, რომელსაც ზრდის ტენდენცია აქვს. ის, გარდა მისი შემოწმების საფასურის ხარჯისა მოიცავს წინასწარი შემოწმებების და გამართვის ხარჯებსაც და დადგენილი ხარვეზების გამოსწორების ხარჯსაც. ასეთი დანახარჯი წელიწადში არანაკლებ 200 მილიონი (200000000) ლარი გამოვა. მით უმეტეს თუ ასეთ ინსპექტირებას ფორმალურად ატარებ და მრავალი მძღოლი მიეჩვია შემოწმების თვალის ახვევას – მაგალითად, შემოწმების წინა პერიოდში უკეთეს საწვავს გამოიყენებს და შემდეგ ისევ დაუბრუნდება უხარისხოს. ვიღაც კარგად ერკვევა, რომ ამ ხარჯის უფრო მეტად გაზრდით მხოლოდ გაყალბება და კორუფცია გაფართოვდება, მაგრამ თვალის ახვევის და ახლობლების დასაქმების მიზნით ამ პოლიტიკას მაინც ახორციელებს მინიმალურ ფარგლებში.

რეალურ ცხოვრებაში, მოსალოდნელია, რომ არც ერთ მძღოლს არ უნდა მისი ავტომობილი:

  1. იყოს გაუმართავი
  2. იყოს ძველი
  3. ბოლავდეს, მინა გაბზარული ჰქონდეს, ა.შ.
  4. იყოს საფრთხის შემცველი.

ავტომობილის ყველა მესაკუთრეს უნდა, რომ უფრო მდიდარი იყოს და მათ შორის, ძალიან პრესტიჟულად თვლის, რომ – მისი ავტომობილი იყოს ახალი, ლამაზი, სუფთა და გამართული. შესაბამისად, არსებული გამონაბოლქვის პრობლემა სინამდვილეში სიღარიბის პრობლემაა, პირველ რიგში. 

თუ ქვეყნის მოსახლეობა ღარიბია, ბიზნესიც, ორგანიზაციებიც, ქვეყანა და მისი მთავრობაც ღარიბია. შესაბამისად, ახალი და გრძელი ავტობუსების საშუალებით პრობლემის გადაწყვეტაც არ გამოვა – ეს ავტობუსებიც ამავე მოსახლეობის და ბიზნესის გადახდილი გადასახადებით არის შეძენილი და ადრეთუგვიან (როცა დაძველდება) ახალ პრობლემებს შექმნის. მით უმეტეს, – ყველა მძღოლმა იცის, რომ ახალი ავტომობილების (მით უფრო – ავტობუსების) ექსპლუატაცია – შეკეთება, ნაწილები და საწვავი უფრო ძვირი ჯდება. 

ეს ყველაფერი არ ნიშნავს, რომ გამონაბოლქვი კარგია, არამედ, იმას, რომ გადასახადების, შემოწმებების და ჯარიმების ხარჯი არის ცუდი. საქართველომ უნდა მოახერხოს, რომ თავიდან აიცილოს ზედმეტი ხარჯები, მეტი რესურსი იქნეს მიმართული ქვეყნის ეკონომიკის ზრდასა და განვითარებაზე, – ხალხი გამდიდრდება და პრობლემა თანდათან მოგვარდება. მოსახლეობას მეტი ფული გაუჩნდება, რომ: უფრო ახალი ავტომობილები შეიძინოს, უფრო ხარისხიანი საწვავი გამოიყენოს, უფრო ნაკლებად გახდეს საჭირო მათი შეკეთება. თუმცა – როგორც ზემოთ არჩევანი შემოგთავაზეთ – ამ შემთხვევაში მთავრობას ნაკლები ფული ექნებ 

რაც მთავრობამ აუცილებლად უნდა გააკეთოს არის გადასახადების მკვეთრი შემცირება, მ.შ. საწვავზე აქციზის გადასახადის მინიმუმზე დაყვანა ან გაუქმება. აუცილებელია ასევე ავტომობილების იმპორტზე აქციზის მკვეთრი შემცირება, ექსპლუატაციაზე დამატებული რეგულირებების გაუქმება ან 10 წლით გადავადება მაინც. 

მეორე მთავარი მიმართულება, რაც მთავრობის პრეროგატივაშია – ყველა ღონისძიების მიმართვაა დეცენტრალიზაციისა და დეკონცენტრაციის დასაჩქარებლად. ყველა პოლიტიკა და გადაწყვეტილება  უნდა შემოწმდეს ხომ არ იწვევს ცენტრალიზაციას და კონცენტრაციას, რაც შედეგად ცენტრალური უბნების გადატვირთვას და გამონაბოლქვის ზრდას ამ არეალში. იმ დროს როდესაც სხვაგან ყველგან სრულიად სუფთა ჰაერია. მუნიციპალიტეტს, მის ხალხთან შეთანხმებით, შეიძლება ჰქონდეს საკუთარი მიდგომები კონცენტრაციის თავიდან ასაცილებლად.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომხრეებს არ აქვთ საკმაო გამოცდილება ასეთი დიდი პროექტების ამოცანების დასახვის და მართვისათვის. ურთულესი ამოცანებია ტრანსპორტის ფინანსური და ტექნიკური უზრუნველყოფა, საფასურის დადგენა და მძღოლებისა და მომსახურე პერსონალისათვის ხელფასების გადახდა, დისპეჩერიზაცია (ზუსტად საჭირო რაოდენობის დროული მიწოდება), ბილეთის საფასური გადახდის კონტროლი, ქუჩებში გაჩერების მართვა და გადაადგილებისთვის ხელის არ შეშლა, მგზავრობის კომფორტის უზრუნველყოფა და სხვა. ეს ყველა ამოცანა დამოუკიდებელია ერთმანეთისგან და ნებისმიერის ჩავარდნა მკვეთრად ართულებს და აძვირებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენებას. მაგალითად - ე.წ. ბას-ლეინების გამოყენება საავტობუსო გადაადგილებას გაიოლების ილუზიას ქმნის, მაგრამ უკიდურესად ართულებს სხვა ტრანსპორტით მოსარგებლე ადამიანების გადაადგილებას, – სარგებლის და დანახარჯის ბალანსი უარყოფითი გამოვა. მით უმეტეს, ძველი ქუჩების მქონე ქალაქებსა და უბნებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფართოდ გამოყენება მყისიერად გადატვირთავს მოძრაობას. 

არსებობს ორი ტიპის გადაწყვეტა. პირველი:  მკვეთრად შეიზღუდოს ქალაქის ცენტრში ავტომობილების გადაადგილება (როგორც ლონდონში). თბილისის ლანდშაფტი  და უკვე არსებული ინფრასტრუქტურა და განაშენიანება არ იძლევა ასეთი შეზღუდვის მარტივ შესაძლებლობას. მეორე გადაწყვეტა არის კიდევ უფრო რთული და ძვირი – თბილისის დაქსელვა  გვირაბებით (მადრიდი)  და ესტაკადებით. ასეთი გადაწყვეტა არც ადვილია და არც იაფი. თუმცა, მას თუ არ აკეთებ და ზოგავ ეს მოსახლეობის მიმდინარე დანახარჯად (საცობებში დგომა, დაგვიანება, საწვავი, და ა.შ.) იქცევა; გარდა ამისა, მოსახლეობის მიერ გადაადგილების შემცირება ეკონომიკაზე კარგად არ აისახება. ამიტომ, ამ ეტაპზე დეცენტრალიზაციას და დეკონცენტრაციას ალტერნატივა არ აქვს. ხოლო მომავალში მთავარი პრიორიტეტი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება უნდა გახდეს, მ.შ. პარკინგის მოწესრიგება. 

დეკონცენტრაციის გარეშე მივიღებთ მეტ საცობებს და შესაბამისად, – მეტ დაბინძურებას. ავტობუსების დამატებით მიწოდება ყველა ზემოთჩამოთვლილ საკითხს პრობლემად გადააქცევს და ქალაქში გვექნება ძვირი ტრანსპორტი და საცობები, როგორც ეს 1980-ან წლებში იყო (სხვათაშორის მაშინ მსუბუქი ავტომობილების რაოდენობა 6-7-ჯერ უფრო ნაკლები იყო ვიდრე ახლა – ჩანს, მერიის შესაბამის სამსახურში ამის შესახებ არაფერი იციან). ტრანსპორტი შეიძლება გეიაფებოდეს, როდესაც ფულს იხდი, თუმცა უნდა გაგახსენდეს, რომ მის სუბსიდიაშიც შენ გაქვს გადახდილი და არანაირად არ დაგიჯდა იაფი. მით უმეტეს, გაუგებარია იმ ხალხის სარგებელი, ვინც სუბსიდიაში ფულს იხდის გადასახადების სახით, თუმცა საზოგადოებრივი ტრანსპორტით არ სარგებლობს, მაგალითად არ ცხოვრობს ავტობუსებით მომსახურების ზონაში, ან მოძრაობს საკუთარი ავტომობილით. მოსალოდნელია, რომ სწორედ საკუთარი შესაძლებლობის გამოყენებით მგზავრობის მონაწილეები გაცილებით მეტ გადასახადს იხდიან და სუბსიდიებშიც მეტი როლი აქვთ.

ცალკე საკითხია ფასი – დღევანდელი მგზავრობის ფასი პოლიტიკურადაა განსაზღვრული. ის არ იძლევა საშუალებას გაირკვეს ღირს თუ არა მასში ინვესტირება, ის არ ასახავს ბიზნეს-პროცესს და არ ახდენს ზეწოლას მენეჯემენტის გაუმჯობესებისათვის. ის ვერ ფარავს ხარჯებს. ტექნიკურ მიმდინარე ხარჯებს ემატება ადმინისტრირების ხარჯები – მაგალითად, მგზავრობის საფასურის გადახდის კონტროლი. ასევე, თუ ავტობუსი ახალია, უფრო ძვირია და ძვირი სერვისი ჭირდება, თუმცა თუ ძველია – მას უფრო ხშირი სერვისი ჭირდება. ყველა ავტობუსი სათვალავშია და რომელიმეს მწყობრიდან გამოსვლა იწვევს ავტობუსის გრაფიკის გართულებას, მგზავრობის არაკომფორტულობას. შესაბამისად, ფასმა უნდა იმუშაოს, რომ დაარეგულიროს მგზავრთა ნაკადი, რომ მენეჯმენტს დანახარჯების შემცირებისკენ უბიძგოს, რომ ხარისხიანი სერვისი იყოს მომხმარებლისათვის მისაღებ ფასად. ამას საზოგადოებრივი/სახელმწიფო სისტემა ვერ ერევა – მას პოლიტიკური ამოცანები აქვს. ეს ყველაფერი კერძო სექტორში ძალიან მარტივად მუშაობს არამხოლოდ იმიტომ, რომ მას აქვს მიდრეკილება უკეთესი მენეჯერები მიიზიდოს, რომელნიც უკეთესად ასრულებენ საქმეს. კერძო სექტორში კონკურენციაა, რომელიც ნებისმიერი საქმის კარგად კეთების ერთ-ერთი მთავარი მოტივატორია, მოგებასთან ერთად. როდესაც თავისუფალი ბაზრის ჩავარდნებზე ემოციურად საუბრობენ ხშირად ახსენებენ მონოპოლიის არგუმენტს - თავისუფალ ბაზარს მართლაც აქვს მიდრეკილება ბაზრიდან უხარისხო და ზედმეტი მოთამაშეების გარიყვისაკენ. ბევრი თვლის, რომ კანონმა უნდა მოახდინოს მონოპოლიებისაგან მომხმარებლების დაცვა, რომ მათ არ მიიღონ ძვირი და უხარისხო პროდუქცია. სამწუხაროდ, ამავე ადამიანებს (მინდა დავიჯერო – გამოუცდელობით და გულუბრყვილობით, მაგრამ ალბათ უფრო უპასუხისმგებლობით) სჯერავთ, რომ მთავრობის მონოპოლია კარგია და ტრანსპორტის მთავრობის მიერ მიწოდება არ შეეჯახება იგივე პრობლემას და მენეჯმენტიც, ხარისხიც და ფასიც ადვილად მოგვარდება (თუ არადა, გადაიხადოს მდიდარმა ბიზნესმა მეტი გადასახადი – თითქოს მდიდარი ბიზნესის მიერ ამ გადასახადების გადახდა ულევი ფინანსური ზღვიდან ხდება. სინამდვილეში ეს ბიზნესი ამ დანახარჯს ისევ ფასში შეიტანს და საბოლოოდ მომხმარებლებს დააკისრებს). კონკურენციის გარეთ დარჩენილი სამთავრობო (კოლექტიური და არა საზოგადოებრივი) ტრანსპორტი, შედეგად, სიამოვნებით ფლანგავს რესურსებს, მიაწერს მრავალ ხარჯებს, რომელსაც კერძო სექტორში კონკურენტი არ გაპატიებდა, – არ გაუფრთხილდება და არც ეკონომიას შეეცდება – მას ფინანსური და მატერიალური რესურსების უწყვეტობა გარანტირებული აქვს ხალხის მიერ გადახდილი ბილეთის და გადასახადების ხარჯზე.

საქალაქო ტრანსპორტი ყველგან პრობლემაა, ძვირია, უხარისხოა, სუბსიდირებულია იგივე ქვეყნის მოსახლეობის ხარჯზე. საგულისხმოა, რომ სუბსიდირების და ზოგადად, ქალაქის ტრანსპორტის პრობლემები არის ისეთ მდიდარ ქვეყნებშიც როგორც აშშ, ბრიტანეთი, ბელგია, იტალია, გერმანია და ა.შ. ამ გზით (მრავალი რეგულირება, მაღალი გადასახადები, გაფლანგული რესურსები) წასვლა არ მოგვცემს სწრაფი და გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის საშუალებას – ვერც გავმდიდრდებით და ვერც ჰაერის დაბინძურებას ვუშველით.

ნაკლები ემოცია და მეტი პრაქტიკული გადაწყვეტილებებია საჭირო. 

 

გია ჯანდიერი

2023 წლის 19 ივლისი

 

📣 შაბათს, 27 აპრილს, 15:30 საათზე, ახალი ეკონომიკური სკოლა და სასკოლო კლუბების ასოციაცია გთავაზობთ ბატონ ალექსანდრე სუდაძის ტრენინგს:

„საქართველოს მუნიციპალიტეტების ინდექსის" 2022 წლის კვლევის შედეგები ეფუძნება საქართველოს 5 თვითმმართველი ქალაქის (თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ფოთი, ბათუმი) და 20 თვითმმართველი თემის მუნიციპალიტეტების მონაცემებს 2021 წლების მდგომარეობით.

„საქართველოს მუნიციპალიტეტების ინდექსის" 2023 წლის კვლევის შედეგები ეფუძნება საქართველოს 5 თვითმმართველი ქალაქის (თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ფოთი, ბათუმი) და 59 თვითმმართველი თემის მუნიციპალიტეტების მონაცემებს 2022 წლების მდგომარეობით. მიმდინარე წლის კვლევამ მისი დაწყებიდან (2015 წ.) პირველად მოიცვა საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტი.

კანონმორჩილი მოქალაქე თავისი შრომით ემსახურება როგორც საკუთარ თავს, ისე თავის მოყვასს და ამგვარად არის მშვიდობიანად ინტეგრირებული საზოგადოებაში. მძარცველის ძალისხმევა კი, მეორე მხრივ, მიმართულია სხვისი შრომით შექმნილის ძალისმიერი მითვისებისკენ. ათასობით წლის განმავლობაში მსოფლიო უძულებული იყო, დამორჩილებოდა შეიარაღებულ დამპყრობლებსა და ფეოდალ ბატონებს, რომლებიც როგორღაც თავისთავადად მიიჩნევდნენ, რომ სხვების შრომის ნაყოფი მათ მოსახმარებლად არსებობდა. კაცობრიობის ევოლუცია ცივილიზაციისკენ და სოციალური კავშირების გამყარებისკენ მოითხოვდა, პირ

არგენტინის პრეზიდენტი გახდა ხავიერ მილეი, ეკონომისტი და კონგრესის წევრი.

მილეიმ დეტალური გეგმა წარმოადგინა 2 აგვისტოს. გეგმის მთავარი საკითხები ეკონომიკა, კრიმინალი და სიღარიბეა.
გეგმა პრაგმატულ ანარქისტულ მოსაზრებებს ეფუძნება:
პირველი ღონისძიება მოიცავს მთავრობის ორგანიზაციულ რეფორმას, რომელიც 18-დან 8 სამინისტრომდე გადადის. მომავალი სამინისტროებია შინაგან საქმეთა, საგარეო ურთიერთობების, თავდაცვის, ეკონომიკის, იუსტიციის, უსაფრთხოების, ინფრასტრუქტურისა და ადამიანური კაპიტალის სამინისტროები. თავდაპირველად არც ერთი კარიერულ ბიუროკრატს არ დაითხოვენ, თუმცა მათ გადაანაწილებენ. პოლიტიკური თანამდებობის პირები არ შეიცვლებიან და მცირე ხნით დარჩებიან. სახელმწიფო თანამშრომელთა ყველა პრივილეგია, როგორიცაა დაცვა და მძღოლები, გაუქმდება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც უსაფრთხოების მიზნით გარდაუვლად აუცილებელი იქნება. ეს ღონისძიება ასევე მოიცავს ყველა სახელმწიფო კომპანიის პრივატიზაციის ან დახურვის პროცესის დაწყებას.

მეორე ღონისძიება მოიცავს სახელმწიფო ხარჯების მნიშვნელოვან შემცირებას. ჯერ შეეცდებიან ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შემცირებას მშპ-ს 15-%-მდე. შემოსავლების მხრივ, ისინი გააუქმებენ გადასახადების 90 პროცენტს. ასევე იგეგმება დარჩენილი გადასახადების განაკვეთების შემცირება.

მესამე ღონისძიება მოიცავს შრომის რეგულაციების მოქნილობას. ამ ღონისძიების დამაბალანსებელი მხარეა უმუშევრობის დაზღვევის კერძო სქემის განხორციელება. ამ ღონისძიებით ისინი შეეცდებიან კერძო სექტორში ოფიციალური დასაქმება 6 მილიონიდან 14 მილიონამდე გაზარდონ.

მეოთხე ღონისძიება მოიცავს ვაჭრობის ლიბერალიზაციას. ამ გეგმის მიზანია ცალმხრივი, თავისუფალი ვაჭრობა ჩილეს სტილში. ეს მოიცავს იმპორტისა და ექსპორტის ყველა ტარიფის გაუქმებას და მარეგულირებელი შეზღუდვების შემცირებას.

მეხუთე ღონისძიება მოიცავს მონეტარული რეფორმას. ეს ღონისძიება მოიცავს ნებისმიერი საქონლის ან უცხოური ვალუტის გამოყენების დაშვებას, როგორც კანონიერ გადახდის საშუალებას და ცენტრალური ბანკის ლიკვიდაციას, რაც გამოიწვევს არგენტინული პესოს ლიკვიდაციას და მის ჩანაცვლებას ამერიკული დოლარით.

მეექვსე ღონისძიება მოიცავს ენერგეტიკულ რეფორმას. მიზნად ისახავს ყველა სუბსიდიის აღმოფხვრას ენერგიის პროვაიდერებისთვის, ფინანსური წონასწორობის ხელახალი კალიბრაციის გზით, რათა შემცირდეს ხარჯები, რათა შეინარჩუნონ კომპანიების მომგებიანობა და მინიმუმამდე დაიყვანონ გავლენა მომხმარებელთა დანახარჯებზე.

მეშვიდე ღონისძიება მოიცავს ინვესტიციების ხელშეწყობას. ეს განხორციელდება სპეციალური სამართლებრივი მოწყობის მეშვეობით, გრძელვადიანი ინვესტიციებისთვის, რომელიც ფოკუსირებულია სამთო მოპოვებაზე, წიაღისეულ საწვავზე, განახლებად ენერგიაზე, სატყეო მეურნეობაზე და სხვა სექტორებზე. ინვესტიციების ხელშეწყობის მიზნით, ისინი ასევე მიზნად ისახავენ სავალუტო შეზღუდვებისა და საექსპორტო გადასახადების გაუქმებას.

მერვე ღონისძიება შედგება აგრარული რეფორმისგან. ეს მოიცავს ყველა შეზღუდვის გაუქმებას, საგარეო ვაჭრობას, მათ შორის კვოტებისა და ავტორიზაციის საჭიროების გაუქმებას, საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას კერძო საწარმოების მეშვეობით.

მეცხრე ღონისძიება მოიცავს სასამართლო რეფორმას. რაც გულისხმობს იუსტიციის მინისტრის დანიშვნას სასამართლო სისტემის კონსენსუსით, ასევე უზენაესი სასამართლოს მოსამართლის დანიშვნას პოლიტიკური კუთვნილების გარეშე, ამ ვაკანსიის შესავსებად, სასამართლო შტოს წევრების დამოუკიდებლობას პოლიტიკიდან და სასამართლო ხელისუფლების საბიუჯეტო დამოუკიდებლობის ხელშეწყობას. გარდა ამისა, გეგმავენ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს დამკვიდრებას.

მეათე ღონისძიება მოიცავს კეთილდღეობის რეფორმას. ამჟამინდელი კეთილდღეობის შეღავათები თავდაპირველად შენარჩუნდება. მათი მიზანია გადავიდნენ გრძელვადიან პერსპექტივაში კერძო სისტემისკენ, რომელშიც მომხმარებლები იხდიან მათ მიერ მოხმარებული ჯანმრთელობისა და განათლების სერვისებისთვის. მოკლევადიან პერსპექტივაში უზრუნველყოფენ შემოსავლის დაცვის პროგრამებს უკიდურესი სიღარიბის შესამცირებლად, კვების პროგრამებს, მშობელთა საგანმანათლებლო პროგრამებს შემეცნებითი სტიმულაციის შესახებ, სკოლამდელი აღზრდის უფრო მეტი მხარდაჭერა, სკოლის დამთავრების სტიმულირებას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინტეგრაციის პროგრამებს, კერძო პირებთან წვდომის ხელშეწყობას. კრედიტი და კეთილდღეობის უზრუნველყოფის პროცესში ყველა შუამავლის სისტემურ გაუქმებას.

მეთერთმეტე ღონისძიება მოიცავს საგანმანათლებლო რეფორმას. რაც გულისხმობს გადავიდნენ უფრო მაღალი ხარისხის თავისუფლებას, რათა სკოლებმა აირჩიონ სასწავლო გეგმები, მეთოდები და მასწავლებლები. ღონისძიება ასევე მოიცავს სკოლის ვაუჩერულ საპილოტე პროგრამის დაწყებას. ისინი ასევე დაადგენენ სკოლების შეფასების კრიტერიუმებს, რათა მათ შეძლონ კონკურენცია წახალისებისთვის.

მეთორმეტე ღონისძიება მოიცავს ჯანდაცვის რეფორმას. რაც მიზნად ისახავს ჯანდაცვის სუბსიდირების, მიწოდება-მოთხოვნაზე გადასვლას, არჩევანის და კონკურენციის მეტი თავისუფლების მინიჭების მიზნით. ეს ღონისძიება მოიცავს ჯანდაცვის არსებული შეღავათების ვაუჩერების სახით მიწოდებას ისე, რომ არ იყოს შეზღუდვა კონკრეტული პროვაიდერისათვის.

მეცამეტე ღონისძიება მოიცავს უსაფრთხოების რეფორმას. ეს ღონისძიება მოიცავს რეფორმებს ქვეყნის უსაფრთხოების, ეროვნული თავდაცვისა და დაზვერვის შესახებ კანონებში, ისევე როგორც პენიტენციური სისტემის რეფორმას საჯარო კერძო ჰიბრიდების ჩართვით და ნარკოტრეფიკინგის დევნის გაძლიერებას.

მანუელ გარსია გოჟონი

 

 

მომზადებულია ფრეიზერის ინსტიტუტისა (კანადა, www.fraserinstitute.org) და ეკონომიკური თავისუფლების საერთაშორისო ქსელის მიერ (www.facebook.com/EconomicFreedomNetwork).

ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველო (www.nes-g.org; https://www.facebook.com/nesgeorgia/) 2005 წლიდან არის ფრეიზერის ინსტიტუტის პარტნიორი, ეკონომიკური თავისუფლების ქსელის წევრი და კვლევების თანაავტორი საქართველოს, ასევე ნაწილობრივ აზერბაიჯანის და სომხეთის ნაწილში.

8 სექტემბერი, 2022 წელი.

„ეკონომიკური თავისუფლება მსოფლიოში“ 2022 წლის კვლევის მიხედვით, რომელიც 2020 წლის მონაცემებს ეყრდნობა და განახლებული მეთოდოლოგიით, ინფორმაციის წყაროებით და გასული წლების შედეგების ხელახალი გადაანგარიშების საფუძველზე გამოქვეყნდა, საქართველო იკავებს მე-15 ადგილს (7.78 ქულა) 165 ქვეყანასა და ტერიტორიალურ იურიდიულ ერთეულს შორის, რაც 2021 წელთან შედარებით 4 საფეხურით დაქვეითებაა (მე-11 ადგილი, 8.16 ქულა).

 

ეკონომიკური თავისუფლების ძირითად კომპონენტებში საქართვლოს შემდეგი შეფასებები აქვს:

  • მთავრობის ზომა: 7.29 (გაუარესდა 2021 წელთან შედარებით 7.59);
  • სამართლებრივი სისტემა და ქონებრივი უფლებები: 6.83 (გაუმჯობესდა 2021 წელთან შედარებით 6.72)
  • წვდომა ხმოვან ფულზე: 9.06 (გაუარესდა 2021 წელთან შედარებით 9.22)
  • ვაჭრობის თავისუფლება: 8.28 (გაუარესდა 2021 წელთან შედარებით 9.12)
  • კრედიტის, შრომისა და ბიზნესის რეგულაცია: 7.43 (გაუარესდა 2021 წელთან შედარებით 8.16)

ჯამური შეფასების გაუარესება გამოიწვია პანდემიის მიზეზით ეკონომიკის რიგი დარგების სრულმა გაჩერებამ და საგარეო მიმოსვლის (როგორც სახმელეთო, ისე საჰარო) მნიშვნელოვანმა შეზღუდვამ, ადამიანების გადაადგილებაზე დაწესებულმა შეზღუდვებმა (კომენდანტის საათი და სავალდებულო იზოლაცია), ვიზიტორებისთვის სავალდებულო კარანტინმა, სახელმწიფოს მიერ ხარჯების, მათ შორის სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ინვესტიციების და სუბსიდიების ზრდამ, სახელმწიფოს აქტივების ზრდამ, ფულის მასის და ინფლაცია ზრდამ, არა-ფინანსური ბარიერების ზრდამ საგარეო ვაჭრობაში, საკრედიტო რესურსების ხელმისაწვდომების შემცირებამ, ბიზნეს საქმიანობაზე დამატებით რეგულაციების დაწესებამ (მეტწილად, კოვიდ-19-თან დაკავშირებული რეგულაციები) და ა.შ.

2022 წლის კვლევა მომზადებულია 2020 წლის მონაცემების საფუძველზე და ზომავს — ეკონომიკურ თავისუფლების ხარისხს როგორც ცალკეულ ქვეყნებში, ისე მსოფლიოს მასშტაბით, აფასებს რა პირადი არჩევანის ხარისხს, ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე შესვლის შესაძლებლობას, კერძო საკუთრების დაცულობას, კანონის უზენაესობას, სასამართლოს ვალუტის სტაბილურობას, ინფლაციას, ბიუროკრატიის წნეხს და სხვა მახასიათებლებს.

კვლევის მიხედვით, ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ ეკონომიკური თავისუფლების მაღალი დონის მქონე ქვეყნებში, სარგებლობენ მეტი კეთილდღეობით, მეტი პოლიტიკური და სამოქალაქო თავისუფლებებით, სიცოცხლის ხანგრძლივობა კი მნიშვნელოვნად მაღალია. მაგალითად, მაღალი ეკონომიკური თავისუფლების მქონე ქვეყნებში, ინდექსის პირველი მეოთხედი, საშუალო მშპ ერთ სულ მოსახლეზე არის 48,251 აშშ დოლარი, ხოლო მეოთხე მეოთხედში კი მხოლოდ 6,542 აშშ დოლარი. პირველ მეოთხედის ქვეყნების მოსახლეობის მხოლოდ 2,02 პროცენტი განიცდიდა უკიდურეს სიღარიბეს (1,90 აშშ დოლარის შესაბამისი შემოსავალი დღეში), ხოლო მეოთხე მეოთხედის ქვეყნებში მათი წილი 31,45 პროცენტი იყო. სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ეკონომიკურად თავისუფალ ქვეყნებში 80,4 წელია, ხოლო ეკონომიკურად არათავისუფალ ქვეყნებში 66 წელი.

2022 წლის კვლევით მოწინავე ათეულის ქვეყნებია: #1 ჰონგ-კონგი, #2 სინგაპური, #3 შვეიცარია, #4 ახალი ზელანდია, #5 დანია, #6 ავსტრალია, #7 აშშ, #8 ესტონეთი, #9 მაურიციუსი, #10 ირლანდია.

მოწინავე ეკონომიკის მქონა სხვა ქვეყნები რეიტინგში შემდეგ ადგილებს იკავებენ: იაპონია (12), კანადა (14), გერმანია (24), იტალია (43), საფრანგეთი (54), მექსიკა (65), ინდოეთი (90), რუსეთი (94), ბრაზილია (114), ჩინეთი (116), უკრაინა (126).

ყველაზე დაბალი რეიტინგის მქონე 10 ქვეყანაა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ალჟირი, კონგოს რესპუბლიკა, ირანი, ლიბია, არგენტინა, სირიის არაბთა რესპუბლიკა, ზიმბაბვე, სუდანი და ვენესუელა. (დესპოტური ქვეყნები, როგორიცაა ჩრდილოეთ კორეა და კუბა, არ არიან წარმოდგენელი რეიტინგული მონაცემების ნაკლებობის გამო.)

ეკონომიკური თავისუფლების საშუალო მსოფლიო მაჩვენებელი 1950 წლიდან 2015 წლამდე გაიზარდა 4.96-დან 6.81%-მდე.

ინფორმაცია

ინდექსის შესახებ ვიდეო რგოლი შეგიძლიათ იხილოთ აქ: ვიდეო

სრული ინფორმაცია ინდექსის შესახებ და ასევე წინა წლების რეიტინგები შეგიძლიათ იხილოთ აქ: www.freetheworld.com

სოციალურ ქსელის საშუალებით აქ: www.facebook.com/EconomicFreedomNetwork

ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველო და აინ რენდის ინსტიტუტი (აშშ) გიწვევთ ესეების კონკურსზე.

"რატომ გაშალა ატლანტმა მხრები?"

პროექტის მიზანია აინ რენდის რომანის „ატლანტმა მხრები გაშალა“ და მისი ფილოსოფიის (ობიექტივიზმის) გაცნობა და გააზრება.


საკონკურსო თემები:
რას ნიშნავს „ფულის გამომუშავება“?
რომანის მიხედვით „ფულის გამომუშავება“ უბრალოდ სიმდიდრის დაგროვებას არ გულისხმობს.
გამოიკვლიეთ რა კავშირია ფულის გამომუშავებასა და ისეთ მნიშვნელოვან ღირებულებებს შორის, როგორიცაა პასუხისმგებლობა, მორალი და ინდივიდუალიზმი.

  • რა მორალური მნიშვნელობა აქვს ფულის გამომუშავებას?
  • როგორ უწყობს ხელს ფულის გამომუშავება პროდუქტიულ ცხოვრებას?
  • რას ნიშნავს სხვებისთვის ღირებულების შექმნა?
  • როგორ უკავშირდება ფულის გამომუშავება ინდივიდუალიზმსა და დამოუკიდებლობას?

ასევე, შეადარეთ რომანის რამდენიმე გმირისა და ანტიგმირის შეხედულებები ფულთან დაკავშირებით.

რატომ არის რაციონალური აზროვნება სამყაროს მამოძრავებელი ძალა?
აინ რანდის მიხედვით გონება სამყაროს შემეცნების ერთადერთი გზაა.
გამოიკვლიეთ რა კავშირია რაციონალურ აზროვნებასა და ცოდნას, გონებაგახსნილობას, ცნობისმოყვარეობას, კრიტიკულობას, პროგრესს და პროდუქტიულობას შორის.

  • რა კავშირია რაციონალურ აზროვნებასა და ცოდნას შორის?
  • როგორ იწვევს რაციონალური აზროვნება პროგრესს?
  •  რა როლი აქვს რაციონალურ აზროვნებას სხვების ღირებულებათა სისტემა ფორმირებაში?
  •  რით განსხვავდება რენდის შეხედულება რაციონალურ აზროვნებაზე უბრალოდ ლოგიკური ან ანალიტიკური აზროვნებისგან?
  •  რატომ იწვევს ირაციონალურობა და მისტიციზმი ქაოსს და განადგურებას, ხოლო რაციონალური აზროვნება წესრიგს და პროგრესს?
  • რა მნიშვნელობა აქვს გონების ღიაობასა და კრიტიკულ აზროვნებას რაციონალურ აზროვნებაზე რენდის თვალსაზრისში?

ასევე, შეადარეთ რომანსა და რეალურ ცხოვრებაში რა ადგილი უჭირავს ადამიანებს შორის ურთიერთობებში რაციონალიზმსა და მისტიციზმს.

რას ნიშნავს სამართლიანობა?
რომანის მიხედვით სამართლიანობისთვის აუცილებლია ინდივიდუალური უფლებების დაცვა, თავისუფალი და პროდუქტიული ცხოვრების
გამოიკვლიეთ რა კავშირია სამართლიანობასა და ისეთ მნიშვნელოვან ღირებულებას შორის, როგორიცაა ინდივიდუალური უფლებები, თავისუფლება და პასუხისმგებლობა.

  • როგორ განსაზღვრავს აინ რენდი სამართლიანობას?
  • რა არის სამართლიანობის ძირითადი პრინციპები?
  • რა კავშირია სამართლიანობასა და ინდივიდუალურ უფლებებს შორის?
  • როგორ უწყობს ხელს სამართლიანობა თავისუფლებას და პასუხისმგებლობას?
  • რა შედეგები მოჰყვება უსამართლობას?
  • როგორია სამართლიანობისა და უსამართლობის ურთიერთკავშირი?

ასევე, რომანში განვითარებული სიუჟეტის შესაბამისად განმარტეთ რას გულისხმობს ჯონ გალტი, როდესაც ამბობს, რომ „სიკეთესა და ბოროტებას შორის ნებისმიერი კომპრომისით ბოროტება ხეირობს“ და „ბოროტება ამ ქვეყნად მხოლოდ თქვენი თანხმობით არის შესაძლებელი“.


გთხოვთ აირჩიოს ერთ-ერთი ზემოთ აღნიშნული თემა და თქვენს ნაშრომში წარმოაჩინოთ ნაწარმოების ზოგადი ცოდნა, გაანალიზოთ და შეაფასოთ შესაბამის საკითხზე აინ რანდის მიდგომა, ჩამოაყალიბოთ საკუთარი დამოკიდებულება და გაამყაროთ ის ცხოვრებისეული მაგალითებით.


ესე უნდა დაიწეროს ქართულად. მოცულობა – 1200-1500 სიტყვა. წერის ფორმატი - APA.
ესეს სავარაუდო სტრუქტურა: შესავალი, საკითხი, სათქმელი, მტკიცებულება, ანალიზი, გამოწვევა, დასკვნა, შეჯამება.
ესეებს ანონიმურად შეაფასებს დამოუკიდებელი ჟიური.

საუკეთესო ნაშრომების ავტორებზე გაიცემა ფულადი ჯილდოები:
პირველი ადგილი – 700 ლარი
მეორე ადგილი – 400 ლარი
მესამე ადგილი (2 ნაშრომი) – 250
პრიზი განსაკუთრებული სტილისთვის – 150
პრიზი კრეატიულობისთვის – 150


საუკეთესო ესეების ავტორებს ასევე გაეწევა რეკომენდაცია აინ რანდის ინსტიტუტის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობისთვის დაფინანსების მისაღებად, რომელიც გაიმართება ქ. ამსტერდამში, ნიდერლანდები, 2024 წლის 8-10 მარტს.

მონაწილეთა ასაკი: 15-30 წელი.


რეგისტრაციის ბმული: რეგისტრაცია


ნაშრომების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 25 იანვარი.


გამარჯვებულები გამოვლინდებიან 2024 წლის 2 თებერვალს, აინ რანდის დაბადების დღისადმი მიძღვნილ საგანგებო ღონისძიებაზე.
ნაშრომები გამოაგზავნეთ მისამართზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript., დანიშნულებაში მიუთითეთ ესეების კონკურსი.
დამატებითი ინფორმაციისთვის: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. და/ან 577389992

 

 

ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველო, ავსტრიული ეკონომიკის ცენტრთან და საქართველოს უნივერსიტეტთან ერთად წარმოგიდგენთ ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციას - "თავისუფალი ბაზრის გზამკვლევი".

კონფერენციის სამუშაო ენა არის ინგლისური, შესაბამისად დეტალური ინფორმაცია იხილეთ ინგლისურ ენაზე.

 

FREE_MARKET_ROAD_SHOW_2022.pdf


Agenda
12:00 Opening and Greetings
Richard Zundritsch - Austrian Economics Center
Gia Jandieri - New Economic School
Konstantine Topuria - University of Georgia

12:15 I Panel Discussion: Pandemic and Entrepreneurship, Gia Jandieri, moderating
- Rainer Zitelmann, Keynote Speaker 15 min
- Matt Kibbe - 10 min
- Richard Zundritsch - 10 min
- Thomas Bachheimer - 10 min
- Paata Shehelidze - 10 min
- Q&A - 10 min
13:30 Coffee and Snacks
14:15 II Panel Discussion Freedom under Attack - Natia Kaladze, moderating
- Yaron Brook, Keynote Speaker - 15 min
- Li Schoolland - 10 min
- Terry Kibbe - 10 min
- Zaza Bibilashvili, Chavchavadze Center - 10 min
- Fady Asly TBC, International Chamber of Commerce 10 min
- Q&A 10 min
15:30 Farewell Gia Jandieri, Richard Zundritsch

Annotation:
The Austrian Economics Center (AEC), in cooperation with over 100 leading think-tanks and universities across Europe and the Caucasus, and in association with international partners such as the Global Philanthropic Trust, The Krieble Foundation, Americans for Tax Reform, Competitive Enterprise Institute, World Taxpayers Associations, European Students for Liberty, and the Hayek Institute, is proud to present this year´s Free Market Road Show.
Two years in, and the measures to fight COVID-19 have led to a crisis composed of a bundle of economic, social, and health problems, mixed with a new understanding of governance. Individual and entrepreneurial rights have been eroded, nationalistic and paternalistic approaches to business, trade, and production – not least of medical supplies – were all of a sudden acceptable. Vaccines have brought some reprieve, but lockdowns are still common and we are far from returning to our normal way of life.
Added to all this is the debt we are placing on the younger generation. We mustn’t dig ourselves out of one crisis only to fall into another. While fear is constantly born of each new COVID-19 variant, let us instead spread hope with the Freedom Variant!

 

Untitled