- დეტალები
- ავტორი: გია ჯანდიერი
„მთავრობა პრობლემას ვერ გადაჭრის, მთავრობა თვითონაა პრობლემა".
რონალდ რეიგანი
გავრცელებული აზრის მიხედვით, რაც მეტ ფულს ხარჯავს ქვეყანა განათლებაზე, მით უკეთესია. მაგალითად, ბევრი თვლის, რომ თუ განათლებაზე მთავრობის ხარჯი მთლიანი შიდა პროდუქტის 3%-ს (5%-ს, 7%-ს, და ა.შ. – გააჩნია ფანტაზიას) აღემატება, მაშინ ქვეყანას ეშველება. უკეთეს შემთხვევაში, ამ აზრის უკან იგულისხმება, რომ განათლების გარეშე გლობალური კონკურენციის გადალახვა გაძნელდება.
- დეტალები
- ავტორი: მარკ ჰარისონი
ცხადია, სკოლები და სუპერმარკეტები ერთმანეთისგან განსხვავებული დაწესებულებებია. მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ სუპერმარკეტები სკოლების მსგავსად იმართებოდეს. ანუ, იმის მომიზეზებით, რომ ყველა ბავშვი უცოდინარი და გულგრილი მშობლების მიერ შეძენილი შეუსაბამო საკვების მიღებისა და შიმშილისგან უნდა გადავარჩინოთ, ყველას უნდა მიენიჭოს ერთნაირი შესაძლებლობა, რომ სურსათის გარკვეული ნაკრები მიიღოს.
- დეტალები
- ავტორი: გია ჯანდიერი
ამ თემას იმიტომაც მივუბრუნდი, რომ აღმოვაჩინე, საქართველოში არა მხოლოდ ქართველები, არამედ უცხოელებიც მისი პროპაგანდით არიან დაკავებული. ქართველებისაგან განსხვავებით – რომელთაც არითმეტიკის ცოდნა დავუწუნე ამას წინათ – შესაძლებელია იფიქრო, რომ უცხოელები, წესით, უფრო კარგად უნდა ერკვეოდნენ, რამდენადაა შესაძლებელი აგრარული სექტორის წარმატება. სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ ასე არ არის, თუმცა ქვემოთ მოცემული ინფორმაცია მათთვის ცნობილი უნდა იყოს, რაიმე ფორმით მაინც.
- დეტალები
- ავტორი: მარკ ჰარისონი
შეერთებული შტატების სახელმწიფო სკოლების მონოპოლიას შვიდი მომაკვდინებელი ცოდვა ედება ბრალად: რესურსების ფლანგვა, კარგი სწავლების დათრგუნვა, მშობლების შეზღუდვა, ინფორმაციის ჩახშობა, ახალი მეთოდების შეფერხება, კონფლიქტურობა და ღარიბებისთვის ზიანის მიყენება.
შვიდი მომაკვდინებელი ცოდვა ადამიანურ სისუსტეებს უკავშირდება. სახელმწიფო განათლების ცოდვები კი არსებულ სისტემას მიეწერება, რადგან განათლებას მთავრობა აკონტროლებს, მართავს და აფინანსებს.
- დეტალები
- ავტორი: გია ჯანდიერი
მე თუ მკითხავთ, შეცდომაა ბაზრებისთვის ნაციონალური სახელების მიკუთვნება. სიტყვა ბაზარი თავისუფალ გაცვლას აღნიშნავს და არა პოლიტიკურად შეზღუდულ სივრცეს. სინამდვილეში, როდესაც „რუსულ ბაზარზე დაბრუნების” საკითხს იხილავენ, ძალაუნებურად ძველებური ურთიერთობის აღდგენას გულისხმობენ. ზოგს ბევრი არც უფიქრია, რას ნიშნავდა ეს ადრე და რას შეიძლება ნიშნავდეს მომავალში.
- დეტალები
- ავტორი: ჰანს-ჰერმან ჰოპე
სახელმწიფო ტერიტორიულ მონოპოლიას ფლობს ძალადობაზე; მას საშუალება აქვს საკუთრების უფლება მუდმივად ხელყოს ინსტიტუციონალიზებულ საფუძველზე და ქონების ჩამორთმევის, გადასახადების დაკისრებისა და შეზღუდვების დაწესების გზით ექსპლუატაცია გაუწიოს კერძო საკუთრების მფლობელებს.
- დეტალები
- ავტორი: კლოდ ფრედერიკ ბასტია
ოდესმე თუ შესწრებიხართ კეთილშობილ ბურჟუა ჟაკ ბონომის რისხვას, როცა მისმა დაუდევარმა შვილმა ფანჯარა ჩაუმსხვრია?
თუ თქვენ შეესწარით ამ სანახაობას, მაშინ თქვენც, ისევე, როგორც დანარჩენი თვითმხილველები, რომელთა რაოდენობა ოცდაათ კაცს აღემატებოდა, თითქოს პირი გქონოდათ შეკრული, იჩქარებდით საწყალი მეპატრონის დამშვიდებას შემდეგი სიტყვებით: “ზოგი ჭირი მარგებელია.
- დეტალები
- ავტორი: ლეონარდ ე. რიდი
მე შავი გრაფიტის ფანქარი ვარ - ჩვეულებრივი ხის ფანქარი. მე ყველა მიცნობს - ბიჭებიც და გოგონებიც, ყველა, ვინც კი წერა-კითხვა იცის. წერა ჩემთვის შრომაც არის და გართობაც. მოკლედ, ყველაფერია. გაინტერესებთ, რატომ ვწერ ჩემს გენეალოგიას? - გიპასუხებთ. უპირველეს ყოვლისა, საინტერესოა და იმიტომ. მეორეც, მე იდუმალი ვარ - გაცილებით იდუმალი, ვიდრე რომელიმე ხე, მზის ჩასვლა ან ელვის ნათება.
- დეტალები
- ავტორი: გია ჯანდიერი
წინამდებარე სტატია განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებს - სახელმწიფო ბიუროკრატიის მმართველობის ხარვეზების მხილებას ეძღვნება. ის ააშკარავებს, რომ ბიუროკრატებს დაქვემდებარებული განათლების სისტემა სხვა არაფერია თუ არა პოლიტიკური სისტემის უპრინციპო დანამატი და ის ემსახურება არა მსოფლიო ბაზარზე კონკურენტუნარიანი ადამიანების აღზრდას, არამედ კონკრეტული პოლიტიკური რეჟიმის ძალაუფლების განმტკიცებას. ამასთან, ასაბუთებს, რომ განათლების სრულყოფის გზა გადის არა სამთავრობო სტრუქტურების მმართველობის „სრულყოფასა“