შეიძლება ითქვას, რომ ზოგადად, შრომითი კანონმდებლობა არ მუშაობს. ასეთი ტიპის ხელოვნური წესები მხოლოდ ილუზიას ქმნის და რეალური ცხოვრება მის პარალელურ სივრცეში რჩება. დღევანდელი თაობის მემარცხენეებს ვერც წარმოუდგენიათ რამდენად რეგლამენტირებული იყო შრომა, რამდენი მაკონტროლებელი არსებობდა და მაინც, როგორ იგნორირებული იყო ეს რეგულირებები რეალურ ცხოვრებაში საბჭოთა მემარცხენე იდილიაში.

 

აინ რენდს ბევრი პრობლემატური მოსაზრება ჰქონდა, განსაკუთრებით თუ ჩვენ ღრმა კრიტიკით მიუდგებით მის საავტორო ფილოსოფიას - ობიექტივიზმს, თუმცა ამის მიუხედავად ის სწორი აღმოჩნდა ერთ მნიშვნელოვან იდეაში - ადამიანი ყოველთვის თვით ინტერესით არის მოტივირებული. ირონიულია, რომ ზუსტად ეს იდეა გახდა და დღემდე არის მიუღებელი საზოგადოების დიდი ნაწილისთვის,

მთავრობის მიერ წამოწყებულ საპენსიო რეფორმაზე ბევრი დაიწერა, თუმცა საკვანძო მიზეზები, თუ რატომაა ამ სქემაში მონაწილეობა მაღალ რისკიანი, კვლავ ბუნდოვანია ბევრისთვის.

ახალ საპენსიო სქემას ბევრი უარყოფითი მხარე აქვს, მათ შორის მორალურიც - სახელმწიფო უსამართლოდ და თავხედურად აიძულებს ადამიანებს დაიწყონ ფულის დაგროვება ისე, რომ მათ სხვა არჩევანი არ ქონდეთ. მეტიც, ადამიანებს, რომელიც ძალით შეყარეს სისტემაში, თუმცა კანონით მათ ეს ვალდებულება არ აქვთ(40 წლის და ზემოთ), უსინდისოდ თხოვენ რიგი დაიკავონ უკან გამოსასვლელად.

სახელმწიფო ფიქციაა, რომლის საშუალებითაც ყველა სხვის ხარჯზე ცხოვრებას ცდილობს. ფრედერიკ ბასტია
იმის ნაცვლად, რომ იკითხონ ხიდები სად უნდა აშენდეს, მთავრობის მხარჯველები კითხულობენ ხიდები სად შეიძლება აშენდეს. ჰენრი ჰაზლითი

ინფორმაცია  ყოველთვის  იყო  ადამიანის  ერთ-ერთი  დიდი პრობლემა.  თუმცა,  თუ  წარსულში  იგი  მას  აკლდა,  დღეს  პირიქით, პრობლემად იქცა მისი სიჭარბე. 

1990 წელს, ერთი დიდი ეროვნული ყრილობის მონაწილეებს ქართველმა ლიდერებმა გამოგვიცხადეს, რომ ესტონელები და სხვა ბალტიისპირელი ძმები (თანამებრძოლები) ჩვენთვის არასასურველ გზას დაადგნენ და ჩვენ ჩვენი გზა უნდა აგვერჩია (უფრო კონკრეტულად - 1921 წლის რესპუბლიკის აღდგენა).

აინ რენდის შემოქმედება, განსაკუთრებით კი მისი საავტორო ფილოსოფია - ობიექტივიზმი, საკმაოდ დიდი „შემოლაწუნებაა“ დღევანდელი მოდერნისტული, საღად მოაზროვნე ადამიანებისთვის. „ნება თავისუფალია“ , ჩვენ შეიძლება ბევრი ვისჯელოთ, ვიკამათოთ რამდენად მისაღებია აინ რენდის მიერ შემოთავაზებული მოაზროვნე ადამიანის პროტოტიპი თავისი ეგოისტური მისწრაფებებით და დაუშრეტელი თავისუფლების წყურვილით,

გსმენიათ პიკეტი?

საპროტესტო მოთხოვნებით რომ დგანან ხოლმე, იმაზე არ გეკითხებით.
არის ასეთი – თომას პიკეტი. ფრანგია. ეკონომიკას იკვლევს, ასწავლის და წიგნებს წერს.რამოდენიმე სასწავლებლის პროფესორია. ლონდონის და პარიზის ეკონომიკური სკოლების,მათ შორის. სიმდიდრის უთანასწორო განაწილებისადმი აქვს ცნობისწადილი.

მგონია, რომ საკონსტიტუციო რეფორმისათვის აუცილებელია კვლევა და ანალიზი, რომელიც დაეყრდნობა კრიტერიუმებს: რას ველით კონსტიტუციის მოქმედებით,  რა გრძელვადიანი ღირებულებებია ჩვენთვის მისაღები, და შესაბამისად – როგორ მოვახერხოთ კონსტიტუციური წესრიგის სტაბილურობა. ჩემი აზრით, თუ კონსტიტუცია არ დაეყრდნობა ასეთ კრიტერიუმებს, მისი პატივისცემა მცირე იქნება, ხალხიც არ აღიარებს, კანონის ძალა დარჩება სუსტი.

თომას პიკეტის წიგნი „21-ე საუკუნის კაპიტალიზმი“ ამაზონზე ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადია. ის 2013 წელს გამოიცა ფრანგულად, ხოლო 2014 წლიდან ინგლისურადაც მიეწოდა მყიდველს. ვიკიპედიას ცნობით, 2015 წლის იანვრისთვის ამ წიგნის 1.5 მილიონი ცალი გაიყიდა ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, ჩინურ და ესპანურ ენებზე.