თავი I

I

თუ საზოგადოებრივ საქმეებში ღრმად ჩავიხედავთ, აღმოვაჩენთ, ერთ არსებით მოვლენას. კერძოდ იმას, რომ საზოგადოებასა და სახელმწიფოს შორის ძალაუფლების ყოვლისმომცველი გადანაწილება მიმდინარეობს. ცივილიზაციის მკვლევარის ყურადღების საგანს სწორედ ეს საკითხი წარმოადგენს. მისთვის მხოლოდ მეორადი და ზედაპირული მნიშვნელობა აქვს ისეთ მოვლენებს, „როგორიცაა ფასების დადგენა“.

მილთონ ფრიდმენი ლეგენდარული ამერიკელი ეკონომისტია. მან მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონია XX საუკუნის ეკონომიკური და პოლიტიკური აზრის ჩამოყალიბებაზე, ასევე, პრაქტიკულ პოლიტიკაზე. მისი ნაშრომები მაკროეკონომიკის, მიკროეკონომიკის, ეკონომიკური ისტორიის, ფულისა და საბანკო საქმის, კაპიტალიზმის ბუნების და ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩაურევლობის პოლიტიკის განხორციელების აუცილებლობას ეხება.

სახელმწიფო თითქმის საყოვლთაოდ აღიარებული საზოგადოებრივი სამსახურის ინსტიტუტია. ზოგიერთი თეორეტიკოსი სახელმწიფოს პატივს მიაგებს, როგორც საზოგადოების მწვერვალს: სხვები მასში კეთილგანწყობილ, თუმცა საზოგადოებრივი მიზნების მიღწევისათვის ხშირად შეუსაბამო ორგანიზაციას ხედავენ; მაგრამ თითქმის ყველა მიიჩნევს, რომ ის კაცობრიობის კეთილდღეობის მისაღწევად აუცილებელი საშუალებაა.

ლუდვიგ ფონ მიზესმა თავისი ცხოვრება სოციალიზმისა და ტოტალიტარიზმის მხილებას მიუძღვნა და ერთ-ერთ უკომპრომისო მეცნიერად ითვლება. მან უდიდესი გავლენა იქონია ავსტრიული ეკონომიკური სკოლისა და კლასიკური ლიბერალიზმის აღორძინებაზე, ასევე, თანამედროვე ლიბერტარიანული პოლიტიკური ფილოსოფიის განვითარებაზე.

ბოლო ათწლეულში საქართველოს სოციალურ - ეკონომიკურმა მდგომარეობამ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა. საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან ქვეყნისთვის „გარდაქმენების ეპოქა“ დაიწყო.  აღსანიშნავია, რომ თითქმის ყველა საერთაშორისო  ინდექსში საქართველო პოზიციებს წლიდან წლამდე იმყარებს, ამ მხრივ განსაკუთრებით გამოსარჩევია ბიზნესის კეთების სიმარტივე და ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი. საერთაშორის ასპარეზე სხვადასხვა ინდექსებში პროგრესი ქვეყანას უფრო საინტერესოს და მიმზიდველს ხდის უცხოელი ინვესტორებისთვის. როგორც ნებისმიერი განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის,  მდგარდი განვითარების პოტენციალი სწორედ აღნიშნულ უცხოური ინვესტიციების ზრდასა და ვაჭრობის განვითარებაშია. ამ მხირავაც საქართველოს საკმაოდ პოზიტიური მდგომარეობა აქვს თუ წარსულ გამოცდილებას გავითვალისწინებთ

ორმა უკანასკნელმა დეკადამ ორი დიდი მასშტაბის ექსპერიმენტის მოწმე გაგვხადა. ესაა, ერთი მხრივ, ცენტრალური დაგეგმვის მეურნეობების (როგორიცაა ყოფილი საბჭოთა კავშირი) და ასევე მაღალი დონის ცენტრალური დაგეგმვის მქონე საბაზრო ეკონომიკის განვითარებადი ქვეყნების (როგორსაც თქვენ იპოვიდით ლათინურ ამერიკაში 1950-80 წლებში) ტრანსფორმაცია ეფექტიანი ბაზრების მქონე ეკონომიკის ქვეყნებად.

მიუხედავად იმისა რომ თანამედროვეობამ არაერთგზის აჩვენა სოციალისტური წყობის არაეფექტიანობა, სოციალისტები მაინც არ ცხრებიან და მოაქვთ ათასნაირი არგუმენტი თავიანთი იდეოლოგიის გასამართლებლად, იმის ნაცვლად რომ იფიქრონ ამ შეხედულებების გადახედვაზე. მათი ერთ-ერთი არგუმენტი ხშირად არის შვედეთი, ქვეყანა სადაც მაღალია თურმე სოციალური დაცულობა და ის ფაქტიურად უკვე სოციალისტურიაო

თავი 1. ლიბერალიზმის განსხვავებული კონცეფციები

ცნება ,,ლიბერალიზმი“ სხვადასხვა მნიშვნელობით გამოიყენება და ხშირად, მათ შორის საკმაოდ მცირე მსგავსებაა. თუმცა. ყველა განმარტება ახალი იდეებისადმი გახსნილობას გულისხმობს, მათ შორის ისეთი იდეებისადმი, რომლებიც ამ ცნებას მე-19 საუკუნესა და მე-20 საუკუნის დასაწყისში პირდაპირ ეწინააღმდეგებოდნენ.

 - მე ვარ მაიკ ვალასი და გთავაზობთ მორიგ სატელევიზიო პორტრეტს ფერადი ადამიანების ჩვენი გალერიიდან. ამერიკის შეერთებული შტატების ინტელექტუალთა მცირე ნაწილი გატაცებულია უჩვეულო ახალი ფილოსოფიით, რომელმაც როგორც ჩანს, ზუსტად დაარტყა ჩვენი საზოგადოების ძირეულ შეხედულებებს. ამ ფილოსოფიის პირველწყარო არის ნოველისტი ეინ რენდი,

ადამიანის ბუნება და ეკონომიკური ზრდა
 
ყოველი ადამიანის ერთფეროვანი, მუდმივი და განუწყვეტელი ძალისხმევა, რომ გაიუმჯობესოს საკუთარი პირობები, წარმოადგენს წყაროს, რომლისგანაც მომდინარეობს როგორც საზოგადოებრივი და ეროვნული, ისე კერძო დოვლათი. ის ხშირად საკმაოდ ძლევამოსილია, რომ მთავრობის მფლანგველობისა და ადმინისტრაციის შეცდომების მიუხდავად, მხარი დაუჭიროს ყოფიერების გაუმჯობესების ბუნებრივ პროგრესს.